ფოტოგამოცანა

პოსტების წერის ხასიათზე მოვედი მგონი. დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს. ჩემს ჟურნალისტურ ბლოგზე ერთი პოსტი და ერთიც – აქ. იდეა ამ წამს მომივიდა. ანუ იმ წამს, როცა ეს სიტყვები დავწერე :)

უამრავი სურათია, რომელიც საკუთარ თავში რაღაც გამოცანას ატარებს. აქ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ და იპოვეთ მათში რაიმე საინტერესო.

ამ ტილოზე მხატვარმა საკუთარი თავი “დასაჯა” თავისი სისხლიანი ცხოვრებისა და მკვლელობების გამო. ვინ იყო ეს მხატვარი და რა სახის სასჯელზეა საუბარი?

წავიკითხოთ სრულად »

სპონტანური სიღნაღი

დღეს 11-ის ნახევარზე ავდექი. ცოტათი ფეხის კუნთები მტკივა, მაგრამ ეგ არაფერია. გუშინ დავბრუნდი სპონტანურად დაგეგმილ–განხორციელებული მოგზაურობიდან. პარასკევს საღამო ხანს თევზმა მომისკაიპა, წავდეთო. 1–2 გადარეკვის შემდეგ მზად ვიყავი, გავყოლოდი თუნდაც ქვეყნის დასალიერში.

არ მიყვარდა შემოდგომა, რადგან სიცივე გაფუჭებული ბავშვივით ნელ–ნელა კეკლუცობიდან შეურაცხყოფაზე გადადის და სახეში გილაწუნებს. არ მიყვარდა იმიტომაც, რომ დღე დღეს არ ჰგავს და ღამე – ღამეს. თუმცა ამ შაბათ–კვირამ ჩემი შეხედულება საგრძნობლად შეცვალა. წავიკითხოთ სრულად »

ფოტომოთხრობა: ერთი ბუშტის ამბავი

სიტუაცია ჩემს თავში შედარებით მიწყნარდა. გონებაც დაცარიელდა და მასში სევდამ და მარტოობამ შემოაბიჯა. დღეს მოღრუბლული და ოდნავ ქარიანი დღე იყო. აბა, რა გამაცინებდა? მეც ერთი ფოტომოთხრობა გავაკეთე. ბევრი არაფერია, მაგრამ ბევრი შრომა კია ჩადებული. სულ ჯამში 6 საათი მოვანდომე ;)

პროტესტი ყველას, ვისაც ეხება!

პროტესტი

არ ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ან მე დავჩლუნგდი, ან, ზოგადად, ცუდი პერიოდი გვიდგას, ან ყველა გაზარმაცდა. ჩემს წინა პოსტს, რომელზეც, მინიმუმ 5 განსხვავებული ადამიანის კომენტარს ველოდი, არის მხოლოდ 2. აქედან მეორე ჩემია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ტომუშკას.

რა იყო? გვეზარება ბლოგების კითხვა? არა, მე არაფერ შუაში ვარ. სხვაგანაც ანალოგიური სიტუაციაა. კომენტარების რაოდენობამ, რასაც მე ვაკვირდები, საერთო ჯამში, 10–ით მაინც იკლო. :|

აქვე არ შეიძლება, მადლობა არ გადავუხდო სოფიო გოლდენს, რომელიც ყველა ჩემთვის ნაცნობ ბლოგს გულდასმით კითხულობს, რაც მისსავე კომენტარებში გამოიხატება. ანუ მე ყველას არ ვერჩი. პრინციპში, კონკრეტულად არც არავის. უბრალოდ სიტუაცია გაუარესებისაკენ მიდის, ასე მგონია.

ამის მიზეზი კი, ვფიქრობ, ისე კითხვის დაზარებაა ანუ ბლოგერობის მოწყენა. არადა, ბლოგერობა მარტო საკუთარის წერა კი არა, სხისი ნახვა და შეფასებაცაა. რავი, მე კი აღვშფოთდი და მარტო მე თუ ვარ ასეთი, მაშინ გავგიჟებულვარ :|

დიდი მადლობა ყურადღებისთვის… თუკი ამ ხაზამდე მაინც ჩამოაღწიეთ :)

ჰაერში გასროლილი კითხვები: მარტივდება თუ რთულდება სამყარო?

ფილოსოფიის ხასიათზე დამაყენა ვერდის Dies Irae–მ.

ჩვენ გამოვიარეთ შუა საუკუნეების ბნელეთი და აღორძინება, კლასიკა და ბაროკო, რომანტიზმი და იმპრესიონიზმი, მოდერნიზმი და ავანგარდიზმი. ნელ–ნელა გაქრა შექსპირის სონეტთა ლოკონები, მოცარტის პოლიფონიური წკრიალი და რემბრანტის უხვი ოქროსფერი. სამყარომ კუბის ფორმა, კვადრატის ფერი და მოოლითური მუსიკის ჟღერადობა მიიღო.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ახლა გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე ოდესმე. მაშინ საიდან ასეთი პრიმიტივიზმი, სიმარტივე? განა ყველაფერი ასე არ დაიწყო?

მარტივი ბგერები, მარტივი გამოსახულებები, სწორხაზოვანი აზროვნება

როგორ ჰგავს დღევანდელი სიმარტივე იმ პრეისტორიულ სიმარტივეს, რომლისგანაც ყველაფერი დაიწყო.

თუ ჭეშმარიტება მის სიმარტივეშია, გამოდის, რომ კაცობრიობას ათეულობით ათასი წელი და უამრავი შედევრის შექმნა დასჭირდა ამის გასაცნობიერებლად.

“უი, რა კარგია! :) “– ღიმილით ვიტყვი და იმედიანად დავიძინებ, რომ გამარტივებულ, მაგრამ ცოდნით სავსე ეპოქაში ვცხოვრობ. რომ კაცობრიობამ, როგორც იქნა, მიაგნო ჭეშმარიტებას. მართალია, შორიდან შემუარა და ამას ძალიან დიდი დრო მოანდომა, მაგრამ მაინც მიაგნო. მაააგრამ რა გარანტია მაქვს, რომ ზუსტად იმავეს არ ფიქრობდა ჩემზე 300 წლით ადრე მცხოვრები ადამიანი, თუნდაც ჩემი ტოლი?

ან… რა ვიცი, ეგებ, ზუსტად ამასვე იფიქრებს ადამიანი ჩვენი დროიდან 300 წლის შემდეგ?

ვერ ვიტან ამ გამოთქმას, ამიტომ ჩემებურად დავწერ:

სა სიქვტილშია ჭეშმარიტება?

ერთ–ერთ პოსტში ადრეც გავჭედე ამ თემაზე, ჰოდა მიახლოებითი პასუხი თუ მაინც გექნებათ, მითხარით, თორე ფილოსოფიიდან ფალოსოფიაში გადასვლა არ ამცდება :)

HAMLET

uniIncgs…არადა, სულაც არ მქონდა გადაწყვეტილი სადმე წასვლა. სახლში უნდა ვმჯდარიყავი და თავზე დაყრილი სტატიებისათვის მომევლო. მიუხედავად ამისა, დასელებმა დამირეკეს და თანხმობა ეგრევე განვუცხადე. ძალიან კი მეზარებოდა, მაგრამ ჩემი თავის ამბავი ვიცი:

როცა რაიმეს ვგეგმავ, ან არ გამომდის, ან ხალისს ვერ ვატან.აქედან გამომდინარე, სულაც არ დამზარებია მეტროს ჯაყჯაყის ატანა, რომელსაც მგზავრები არ იმჩნევენ, და არც ცივი წვიმა, რომელიც ასე არ ჰგავს ზაფხულის გემრიელ “ცრემლებს”. ბოლოს და ბოლოს, ჰამლეტი გადიოდა და სახლში ხომ არ დავრჩებოდი?

სტურუამ ეს სპექტაკლი 2001–ში დადგა. “ჰამლეტი” პირველი იყო, რაც რუსთაველის დიდ სცენაზე ვნახე. პირველი შთაბეჭდილება სრულიად არაადეკვატური მქონდა: სპექტაკლი კი არა, ბოდვა მეგონა. ნუ, მეპატიება :) სამაგიეროდ, დავასკვენი, რომ

პირველი შთაბეჭდილებით არაფერი უნდა შევაფასო! წავიკითხოთ სრულად »

ვითომ “დოკუმენტური” ფილმები

ამ პოსტის დაწერა სვითის 2012–მა და თინის შთაგონებამ გადმაწყვეტინა. მოკლედ, რა ხდება: მსოფლიო ახალმა შოკმა მოიცვა. არ გვეყო:

ჰოდა სწორედ ამ და მისთანა “დოკუმენტურ” ფილმებზე უნდა ვთქვა 1–2 გაბრაზებული სიტყვა :| როცა “და ვინჩის კოდი” წიგნად გამოვიდა და შემდეგ, როცა გადაიღეს, მსოფლიო ერთიანად შეშფოთდა და შეზანზარდა. აქაო და ეს რა გვაკადრესო, რა მკრეხელობააო (გახსოვთ, ალბათ, კინოთეატრ “რუსთაველის” წინ გამართული “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” გაუთავებელი აქციები). ინტერნეტში კი აი, რა “დოკუმენტური” ფილმები გაჩნდა: წავიკითხოთ სრულად »

Sex and Opera

73962839ოპერა – ვისთვის კივილ–წივლი და ვისთვის ვოკალური განვითარების პიკი – აგერ უკვე 400 წელია არსებობს. მიუხედავად როკის, პოპის, ჯაზის და ა.შ. პოპულარობისა ოპერა მაინც ცოცხალია და მაინც ჰყავს მსმენელი. მან იმდენი მოახერხა, რომ საოპერო თეატრში შესვლისას ყველა უფრო მოწიწებით და თავშეკავებულად იქცევა, ვიდრე სხვაგან!

მიუხედავად ამისა, დღევანდელი ოპერა მაინც ვერ გაექცა სერიოზულ, ზოგჯერ ძირფესვიან გარდაქმნას. მაგალითად, ნელ–ნელა ხმარებიდან გამოდის სუფლიორის ინსტიტუტი. თანამედროვე დადგმებში (მათ შორის, საქართველოშიც) მოკარნახეს იშვიათად იყენებენ. არტისტულ მხარეს დიდი უპირატესობა მიენიჭა. დაიწყო კარუზომ, გააგრძელა და დააკანონა კალასმა და მის მერე აგრძელებს და აგრძელებს ყველა… :)

ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ცხოვრება უფრო და უფრო სწრაფად ვითარდება, რეალობისგან აცდენას უკვე აღარავინ პატიობს. ახლა XXI საუკუნეა და იგი თავის რეალობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ოპერაში სექსის სცენები. წავიკითხოთ სრულად »

ფოტოკოლაჟი: გუმბათები

გუმბათი – წრიული ფორმის თაღი, რომელიც რკალებისაგან შედგება და სფეროს ნახევრის მოცულობა აქვს.

გუმბათი – ადამიანის მიერ შექმნილი ცის ანალოგი დედამიწაზე.

გუმბათი – არქიტექტურული მოძღვრების მწვერვალი.

გუმბათი – გზა ღმერთთან.

პანთეონი (რომი, იტალია)

უძველესი გუმბათი 117–128 წლებში აიგო და იგი რომის პანთეონს დაედგა თავზე. მსოფლიოს ყველა ღმერთის სახელობის ტაძარს (რომაელები არ შემოიფარგნენ მხოლოდ თავისი ღმერთებით) ერთ–ერთი უდიდესი გუმბათი ამშვენებს.

Pantheon_rome_2005may

პანთეონის გარე ხედი

წავიკითხოთ სრულად »

ძია ფროიდის ტესტი

Rapsodiaვასრულებ Mr. Picasso–ს თხოვნას და მის გრამატიკულად გაუმართავ პოსტს ჩემსას მოვაყოლებ. კაი ბიჭია გოჩა: დილით გაიღვიძებს, გამოდენის ძროხებს ბოსელიდან და საბალახოდ გაუშვებს, მერე უნივერსიტეტში მოუშლიან ნერვებს, მერე დაგრუზული გაემართება სახელოსნოში და უარყოფით ენერგიას დადებით მინანქრად გარდაქმნის :) ახლა კი მთავარი. წავიკითხოთ სრულად »