ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ჩემი საყვარელი ანიმაციები

4 Comments


clouds1აღარ დავიწყებ წუწუნს იმაზე, თუ რატომ არ ვწერ ბლოგზე უწინდელივით ხშირად. არადა საწერი ახლა რომ მაქვს, ისე უნდა. გთხოვთ, დამაძალოთ. ან არა, რა სისულელეა, რატომ უნდა დამაძალოთ: ერთია, როცა საწერი გაქვს და მეორე – რამდენად გეწერინება. მოკლედ,  ამ პოსტში (რომელიც, ვიმედოვნებ, არ გაიწელება) ორიოდ სიტყვით გესაუბრებით საყვარელი ანიმაციების შესახებ, რომლებიც ზოგჯერ ფილმებზე მეტს ამბობს.

The Undertaker (The Backwater Gospel) – მესაფლავე არის ერთ-ერთი ძალიან შთამბეჭდავი და რეალისტური ანიმაცია. თან თავისი ვიზუალური ხელწერა აქვს, რაც სათქმელს კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩენს.

This Way Up – ამ გზით – თემა კვლავ მესაფლავეს უკავშირდება, თუმცა ამ შემთხვევაში სატირა ნაკლებია და მესაფლავეებიც ჯენტლმენები არიან. იხალისებთ.

Paperman – ქაღალდის კაცი – საყვარელი ისტორიაა ერთი პააატარა ბანალური სიუჟეტისა. რუტინული სამსახურის პირობებშიც კი (რაც ძალიან არ მიყვარს) შეიძლება, გაგიელვოს ცინცხალმა გრძნობამ, რომელსაც სიმპათია ჰქვია და პატარ-პატარა გმირობების ჩადენა გაიძულოს. როცა კარგ ხასიათზე ხართ, მშვენიერი თავშესაქცევია.

 

The Maker – მკეთებელი გახლავთ შემდეგი ანიმაცია, რომელიც სიცოცხლის (და სიყვარულისაც?) გაგრძელება-გადაცემაზეა. ძალიან ლამაზი ფორმაა მოძებნილი ყველაფერ ამის გამოსახატად.

Father And Daughter – მამა და ქალიშვილი – ეს ისტორია, შესაძლოა, ნამდვილი ამბავიც იყოს.

A Drawer of Memory – ხსოვნის უჯრა – ძალიან კარგი ალეგორიაა მონატრებისა, რომელსაც მოხუცი ქალი გარდაცვლილი ქმრის მიმართ განიცდის. ეს გახლავთ სამყარო სამყროში, რომელიც ქალმა მარტო დარჩენის შემდეგ შექმნა.

The Ballance – ბალანსი – კიდევ ერთი მარტივი და გონებამახვილურად დანახული საქციელი ადამიანისა. როცა ყველაფერი გამარტივებული და გაწონასწორებულია, ჩვენი რეალური სახე უფრო თვალშისაცემი ხდება.

Wind – ქარი – ერთ-ერთი საუკეთესო ანიმე, რაც მინახავს. წინას მსგავსად, ესეც მარტივად, მაგრამ საოცრად ორიგინალური გზით გადმოსცემს სათქმელს, თუ როგორაა დამოკიდებული ყველაფერი ერთ ადამიანზე ან მათ ჯგუფზე.

El Empleo – დასაქმება – ეს ამ ჟანრის შედევრია. დღესდღეობით ამაზე სერიოზული, ნამდვილი და სარკაზმით სავსე ანიმაცია არ მეგულება. ეს ჩვენი, ადამიანის ტვინით შექმნილი რეალობის პაროდიაა.

პ.ს. მაგრამ ასე დაგრუზულსაც არ დაგტოვებთ და დაგიტოვებთ ყველაზე პოზიტიურ ანიმაციას, რომლის ხილვის მერე შეუძლებელია, ცუდ განწყობაზე იყოთ. ესეც თქვენ და წარმატებები მისურვეთ: ხვალ და ზეგ პიარსკოლელებს ლექციას ვუკითხავ სოციალურ მედიაში 🙂

Advertisements

4 thoughts on “ჩემი საყვარელი ანიმაციები

  1. მშვენიალურია. რამდენიმე ნანახი მქონდა

  2. A Drawer of Memory :(( დიდი მადლობა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s