ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


11 Comments

ყიყლიყო კლასიკურად ანუ ვის არ მოსვლია


ადამიანი 100 პროცენტით არასტაბილური არსებაა. დავასახელოთ მისი ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური შემადგენელი ნაწილი და ვნახავთ, რომ ყოველ მათგანს განუცდია ცვლილება. მყარი რწმენაც კი, ზოგჯერ, სხვა შეიძლება შეიცვალოს, გადასხვაფერდეს. სტაბილურობის შესანარჩუნებლად ადამიანს დიდი და ხანგრძლივი ბრძოლა უწევს. ვინაიდან წარმატების მიღწევაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა, მცირეოდენი ყურადღების მოდუნება, შესაძლებელია, ადამიანს ცუდად მოუბრუნდეს.

ასეა სიმღერის დროსაც. ერთი “ხალტურა” კონცერტის წინა დღეს დალეული შამპანურის სახით, უძილო ღამე, ზედმეტი საკვები, მღერის დროს ყურადღების გაფანტვა. ყოველივე ეს, შეიძლება, ვოკალური ჩავარდნის, ე.წ. ყიყლიყოს მიზეზი გახდეს. ვოკალური ჩავარდნა  ეს სახმო სიმების ვიბრაციის რიტმის არევაა ან ყელის კუნთების ტონუსის წამიერი დაკარგვა, როცა ისინი უცბად მოეშვება და ბგერაც ფუჭდება. ბევრ საოპერო მომღერალს მოსვლია ეს არც-თუ სასიამოვნო შემთხვევა. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საოპერო ათლეტებსაც, ისევე, როგორც სხვა სპორტსმენებს, მოსვლიათ პატარ-პატარა მარცხები.

დავიწყოთ ჩემი უსაყვარლესი დიდი ლუჩანოთი. ამ ვიდეოს 3:10 წუთზე პავაროტი მაღალ დო-ზე ყიყლიყოს გააკეთებს.

ნიკოლაი გედა, რუსი წარმოშობის მქონე შვედი ლირიკული ტენორი. კალასთან ერთად ჩაწერილი აქვს “მადამ ბატერფლაი” და “კარმენი”. მისი მაღალი ფა მომნუსხველ ზემოქმედებას ახდენდა. “რიგოლეტოში” კი…

Continue reading


12 Comments

საიდან მოდის ხმა


ადამიანები უამრავ მუსიკალურ ინსტუმენტს ვიცნობთ, რომელთა უმრავლესობა ჩვენ მიერვეა დამზადებული. ისინი კარგად გაპრიალებული და სასიამოვნო გარეგნობისანი არიან. თუმცა ჩვენ ასევე აღფრთოვანებით ვუსმენთ ბგერებს, რომლებიც თვითნაბადი ინსტრუმენტისაგან წარმოიქმნება. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტის მატარებელი თითოეული ჩვენგანია. ეს, რა თქმა უნდა, სახმო სიმები, ანუ მგერავი იოგებია.

სახმო სიმი არის კანის თხელი და სათუთი ნაირსახეობა, რომელიც გაბმულია სასულე მილის (ტრაქეას) თავზე, ხორხში. მათი დაბოლოებები მიერთებულია ყელის კუნთებთან. ამოსუნთქვის შედეგად ფილტვებიდან ტრაქეის გავლით ამოსული ჰაერი (სხვანაირად ვერც ამოვა 🙂 ) გაივლის ხორხში მოთავსებულ სახმო სიმებს, რომლებიც ჰაერის ნაკადის ზეგავლენით ირხევიან, ვიბრირებენ. სწორედ ეს ქმნის ბგერას.

მარტივი ექსპერიმენტი: თქვით “ააააა” და ამ დროს თითი ხორხზე მიიდეთ. შეიგრძენით ვიბრაცია? ეს არის ჩვენი ინსტრუმენტის “ბგერა”. თუ უფრო გაინტერესებთ, რა როგორ გამოიყურება, აი ვიდეოც.

Continue reading


33 Comments

საჯაროდ მღერის პირველი მცდელობა


აშ ასე, ნელ-ნელა ვუთამამდები კამერას, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ჩამოვყალიბდი. ძნელი ყოფილა… მეორე მხრივ, არ მინდა, მარაზმობაში წავიდე და დებილური ვიდეოპოსტები დავდო. ამიტომაც აწი ბევრს ვიფიქრებ ხოლმე 😉
რაც შეეხება დღევანდელს, ეს სიმღერაა. White Christmas.  ძაანაც ნუ განმსჯით. ძნელი ხელობაა კლასიკა. მით უმეტეს, ოპერა. უბრალოდ, ხმაზე ვიყავი და ბარემ გავუშვებ-მეთქი 😀 დიდი მადლობა 😉


28 Comments

“რაღაცნაირი” მოგზაურობა ბათუმში (ფოტოკოლაჟი)


ეს “რაღაცნაირი” ზუსტად გამოხატავს მთელს ჩემს შთაბეჭდილებას, რომლითაც 2 იანვრის მოგზაურობა აღვწერე. იდეა კი თინის “რაღაცნაირი ბლოგიდან” წამოვიდა.

მას შემდეგ, რაც ბათუმი საახალწლოდ მაგრად გააპიარეს, სურვილი გამიჩნდა, მენახა და საკუთარი თვალით შემეფასებინა იქაურობა. როცა ახალ წელს ცნობილი საოპერო მომღერლები ბათქაბუთქის ფონზე მაინც მშვენივრად მღეროდნენ, მე, ყოველივე ამის ტელევიზორიდან შემყურეს, ნერვები მეშლებოდა მაყურებელთა პაკაზუხობაზე. იმაზე, რომ ბევრი “მსმენელი” მოდისა და ძაააააააააან სვეცკაობის გამო იყო გამოსული ევროპის მოედანზე. თუმცა, იმედი მაქვს, ამის შემდეგ მაინც შეიგნეს, რომ ოპერა და დისკოტეკა მთლად ერთი და იგივე არ არის. ამაზე მერე…

მოკლედ, მე, ირაკლი (ჩემი ძმა), კოსტა (მამიდაშვილი) და ბაკური (მამაჩემი) დავავადექით კი არა და დავაჯექით ბათუმის გზას. ჩვენი ჯიპი დანიშნულების ადგილზე 1,5 საათში ჩავიდა.

..და დაგვხვდა “რაღაცნაირი” ბათუმი: არც მზე იყო, არც ციოდა. პირიქით, თბილოდა. ვერც კი იგრძნობდი ზამთარს. ქალაქი მოღუშული და не в своем тарелке იყო: ამდენი ხალხი და ზღვისკენ არავინ იყურება. დღის 2 საათზე ჩასულებმა მცირე შემოვლის შემდეგ დაუფლებული უსაქმურობისაგან განსათავისუფლებლად ერთი საათით წავიძინეთ. მოკლედ, დანარჩენი იხილეთ ფოტოებზე 😉

ირაკლი, კოსტა და "ბატონი ბიუჯეტი" ანუ მამაჩემი

ესეც მე. უფრო სწორედ, ჩვენ

Continue reading


13 Comments

86–ე დაბადების დღე


აქამდე დაწერა ვერ მოვახერხე, დაკავებული ვარ და სულ გარეთ ვარ. ის მამშვიდებს, რომ არ დამვიწყებია და, იმედი მაქვს, არც არასდროს დამავიწყდება.

დღეს ჩემი მუზის, მუსიკის ქალღმერთის, მარია კალასის დაბადების დღეა.

იგი დღეს დაიბადა, 1923 წლის 2 დეკემბერს. 54 წლის შემდეგ, 1977 წლის 16 სექტემბერს, მარია ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოპერის დიდება მასში 1965 წელს ჩაქრა, როცა კალასმა ხმა დაკარგა.

მარია 2003 წლის 30 მარტს გავიცანი რუსთავი 2–ზე. ფრანკო ძეფირელის “კალასი სამუდამოდ” გადიოდა და, ბედად, გადავწყვიტე, ეს ფილმი ჩამეწერა. ისე გამიტაცა ამ ქალის ცხოვრებამ, ბედმა, ხმამ, რომ ნელ–ნელა იგი ჩემში შემოვიდა. კალასმა ჩემში ის გააჩინა, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი: მისი დახმარებით აღმოვაჩინე ოპერის სამყარო, რომლის შესახებ აზრზეც არ ვიყავი. ერთხელ, როდესაც იგივე ფილმი გადიოდა, ოღონდ ცოტათი უფრო ადრე, დედაჩემს ვკითხე: “ვინ არის კალასი, ლა სკალას თეატრი რომ დააარსა?” 🙂 ამ დონეზე მესმოდა ყველაფრის.

…ხოლო ფანი არდანი ისე ჰგავდა ენციკლოპედიაში დაბეჭდილ კალასის სურათს…

რაღა დავწერო, ახალი რაღა ვთქვა. ჩემი ნახატების შინაარსის დიდი ნაწილი მისი ხმის, მისი სახის, თვალებისა და ხელების შთაგონებით არის  ნაკარნახევი.

დღესაც ავტობუსში მის “Casta Diva”–ს ვუსმენდი.

ბედნიერი ვარ, რომ ოპერის გასაღები სწორედ მარია კალასმა მაპოვნინა. მომღერალმა, რომელიც ყოველ ჯერზე სცენაზე ისე გამოდიოდა, თითქოს, ეს მისთვის უკანასკნელად ყოფილიყო.

მოკლედ, დღეს კასტა დივას, ოპერის უბიწო ქალწულის, დაბადების დღეა.


18 Comments

Sex and Opera


73962839ოპერა – ვისთვის კივილ–წივლი და ვისთვის ვოკალური განვითარების პიკი – აგერ უკვე 400 წელია არსებობს. მიუხედავად როკის, პოპის, ჯაზის და ა.შ. პოპულარობისა ოპერა მაინც ცოცხალია და მაინც ჰყავს მსმენელი. მან იმდენი მოახერხა, რომ საოპერო თეატრში შესვლისას ყველა უფრო მოწიწებით და თავშეკავებულად იქცევა, ვიდრე სხვაგან!

მიუხედავად ამისა, დღევანდელი ოპერა მაინც ვერ გაექცა სერიოზულ, ზოგჯერ ძირფესვიან გარდაქმნას. მაგალითად, ნელ–ნელა ხმარებიდან გამოდის სუფლიორის ინსტიტუტი. თანამედროვე დადგმებში (მათ შორის, საქართველოშიც) მოკარნახეს იშვიათად იყენებენ. არტისტულ მხარეს დიდი უპირატესობა მიენიჭა. დაიწყო კარუზომ, გააგრძელა და დააკანონა კალასმა და მის მერე აგრძელებს და აგრძელებს ყველა… 🙂

ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ცხოვრება უფრო და უფრო სწრაფად ვითარდება, რეალობისგან აცდენას უკვე აღარავინ პატიობს. ახლა XXI საუკუნეა და იგი თავის რეალობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ოპერაში სექსის სცენები. Continue reading


46 Comments

ფოტოკოლაჟი: მსოფლიოს საოპერო თეატრები


ბევრი ვიფიქრე, რაზე დამეწერა. მაშინ, როდესაც Sweety–ს აკრიტიკებენ, დიდი პოსტების წასაკითხად არავის ცხელა. არც მე. ჰოდა, გადავწყვიტე, დამეკიდებინა ყველანაირი აყალმაყალი და ჩემი დიდი გადაცებისათვის მიმეხედა.

ოპერას ისე ხშირად ვეღარ ვუსმენ. აღარ მრჩება დრო, რომ ბოლომდე შევიგრძნო. ამიტომ ზოგჯერ სპეციალურად ვემზადები ამ მომენტისათვის. სიმართლე რომ ვთქვა, როცა ოპერას ვუსმენ, მერე აღარც ჟურნალისტკია მინდა აღარც პოლიტიკა. ჩემთვის ეს ტრანსია, კავშირი უდიდეს მუსიკოსებსა და შემსრულებლებთან. აქვე ერთი ახალი აზრი ამეკვიატა:

“თუ გინდა, რომ სასწაული მოახდინო, იმღერე ოპერა”. Continue reading


15 Comments

ანდრეა ბოჩელი – თბილი ხმა


andreabocelliანდრეა ბოჩელის უნიკალურ ხმას მთელი მსოფლიო აღტაცებით უსმენს. მილიონობით მელომანი გაოცებული რჩება ბოჩელის სათუთი, სითბოს მასხივებელი ტემბრით, რომელიც ბავშვური გულწრფელობით გამოთქვამს თითოეულ მუსიკალურ ფრაზას. მსოფლიოში აღიარებული ტენორი, გაყიდული ალბომების რაოდენობით, პირველ ადგილზეა ტენორებს შორის. მას 65 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული. ანდრეა ბოჩელი უნიკალურია არა მხოლოდ თავისი ხმის წყალობით, არამედ თავისი ცხოვრებითაც.
ანდრეა 1958 წლის 22 სექტემბერს ლაჯატიკოში, ტოსკანაში დაიბადა. ბავშვს თანდაყოლილი მხედველობის სისუსტეklagraug ჰქონდა. თვალებს მზის სხივები უღიზიანებდა. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შუქცევადი გლავკომა სჭირდა. 12 წლის ასაკში ანდრეამ უეცრად, ფეხბურთის თამაშისას, საბოლოოდ დაკარგა თვალის ჩინი. ექიმების თქმით, ბოჩელის სრული სიბრმავე აქვს. მიუხედავად ამისა, ანდრეა 6 წლიდან უკრავს ფორტეპიანოზე, ფლეიტაზე, საქსოფონზე, საყვირზე, ტრომბონზე, არფაზე, დრამებსა და გიტარაზე!
ბოჩელის ყოველთვის იტაცებდა კლასიკური მუსიკა. პატარაობიდანვე მეტ ყურადღებას იჩენდა არა იმის მიმართ, რასაც ხედავდა, არამედ, რაც ესმოდა. ერთხელაც პატარა ანდრეამ ფრანკო კორელის ხმა მოისმინა რადიოში. ტენორის ზე-ძლიერმა, ფართე და დაუშრეტელმა ხმის ტემბრმა ბიჭი მონუსხა. ამის შემდეგ ბოჩელიმ გადაწყვიტა, უფრო სერიოზულად გაეცნო მუსიკალური სამყარო. ყველას აოცებდა პატარას დიდი მონდომება და შესაძლებლობა, საათობით ესმინა საოპერო არიებისათვის.
ბავშვობაში ანდრეას ხშირად ამღერებდნენ სტუმრად მოსული  ნათესავები. მღერა ბიჭისათვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. დღეს ბოჩელი იხსენებს: “მომღერლობას არავინ წყვეტს. სხვები წყვეტენ, გახდები თუ არა მომღერალი…” მიუხედავად მუსიკის სიყვარულისა, ბოჩელიმ ძირითად პროფესიად იურისპუდენცია აირჩია. ერთი წლის განმავლობაში ადვოკატადაც მუშაობდა პიზას სასამართლოში, საღამოობით კი ფორტეპიანოს ბარში უკრავდა. სწორედ იქ, 1987 წელს გაიცნო ენრიკა, რომელიც მალე მისი მეუღლე გახდა. Continue reading


12 Comments

მარია კალასი… ოპერის უიღბლო ქალღმერთი


ვისაც ნერვები არ გყოფნით, საერთოდ არ წაიკითხოთ.

53იგი უყვარდათ… იგი სძულდათ…
მას აკერპებდნენ… მას “ამსხვრევდნენ”…
იგი არავისზე ტოვებდა ზომიერ და გაწონასწორებულ შთაბეჭდილებას. მას ან ადიდებდნენ, ან გამანადგურებლად აკრიტიკებდნენ.
ოპერის სამეფოში არიან დივები, არიან დედოფლები, მაგრამ ქალღმერთი მხოლოდ ერთია და მას მარია კალასი ჰქვია.
ბევრისათვის იგი იდეალია, ბევრისთვის კი _ ცუდი მაგალითი. ნებისმიერ სოპრანოს, საბოლოო ჯამში, მაინც კალასთან მიმართებით აფასებენ და მერე მსჯელობენ, რამდენად კარგი მომღერალია ის. ამ ადამიანზე საუბარი მხოლოდ მე რომ არ გამომსვლოდა, კიდევ ერთი კალასომანი, მწერალი ლაშა ბუღაძე მოვიშველიე. 2007 წლის 2 დეკემბერს, კალასის დაბადების დღეს, თსუ-ში მან მომღერლის შემოქმედებაზე ერთგვარი ლექცია წაიკითხა, რომელშიც აუდიო და ვიზუალური საარქივო მასალაც გამოიყენა. სწორედ იქ მოვისმინე რამდენიმე უიშვიათესი ჩანაწერი, რომელიც, თავისი არსით, ძალიან მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ კალასის ლეგენდა მხოლოდ 10-12 წელიწადს არსებობდა, დღემდე იგი უამრავი მომღერლის, რეჟისორისა თუ მხატვრის შთაგონების წყაროა, _ ამბობს ლაშა. მონსერატ კაბალიეს თქმით, კალასმა თანამედროვე საოპერო მომღერლებს ძველი, მივიწყებული მუსიკალური ტრადიციებისა და გარდასახვების იდეალური მაგალითი აჩვენა.
მართლაც, კალასის სახელს უკავშირდება ოპერის ისეთი შედევრების ხელახალი დაბადება, როგორებიცაა “მედეა” და “ლუჩია დი ლამერმური”. სწორედ მისი თაოსნობით აჟღერდა ოპერები ყოველგვარი გამარტივების გარეშე. ისე, როგორც მათ კომპოზიტორი წერდა. საოპერო მუსიკის უსრთულესი შედევრები მხოლოდ იმიტომ გამოიტანეს მუზეუმებიდან და მტვრიანი არქივებიდან, რომ, როგორც იქნა, გამოჩნდა სოპრანო, რომელმაც შეძლო მათი შესრულება. საოპერო სამყაროში სამართლიანად ხუმრობენ, როცა ხელოვნების ამ დარგს ორ ეპოქად ჰყოფენ: კალასამდე და კალასის შემდეგ.
ლაშა ბუღაძე: “კალასი არის ღია, გახსნილი ტიპის მომღერალი, სადაც ყველას შეუძლია, რომ თავისი თავი დაინახოს და თავისთვის სასურველ ელემენტებს მიაგნოს. შეუძლებელია, მარია კალასის დრამატიზმმა და ხმის ტემბრმა, გულგრილი დატოვოს და არ მიიზიდოს ნებისმიერი მსმენელი. როდესაც მარია კალასი მღერის, გგონია, რომ აღარაფერი აღარ არის ამ დროს მნიშვნელოვანი.”
ყოველივე ეს კალასს განუზომელ შრომად და გაუთავებლად ბრძოლად უჯდებოდა. დიდების წლებშიც კი, წარმოდგენის დაწყებამდე, მომღერალი კატასტროფის მოლოდინში ნერვიულობდა. “…ეს არ იყო პრემიერა, ერთ-ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა იყო. კალასი საბოლოო დიდი არიის სამღერლად ემზდებოდა, _ იხსენებს მარიას კოლეგა გრაციელა შიუტი _ თვალი მოვკარი, როგორ ნერვიულობდა კულისებში. წაშლილი სახით იდგა და ის-ის იყო, იფეთქებდა. მივედი და დამშვიდება დავუწყე, რომ ახლა მისი დიდების საუკეთესო წლებია და ტყუილად ნერვიულობა არ მართებდა. მარიამ ხელი ჩამავლო და მარწუხივით მომიჭირა: “გესმის მათი ხმა? ყოველთვის, როცა გავდივარ, ისინი მზად არიან, მტაცებლებივით დამგლიჯონ!..”
კალასის თითოეული გამოჩენა სცენაზე იყო ნამდვილი ბრძოლა მასსა და მეტოქეებს შორის. მომღერალს ყოველ ჯერზე უწევდა იმის მტკიცება, რომ იგი საუკეთესო იყო თავისი ეპოქის მომღერლებს შორის. შედეგად, ზოგს შურდა, ზოგსაც მისი ხმა არ მოსწონდა, მაგრამ ერთი ფაქტს ვერავინ გაექცეოდა: ის, რასაც კალასი აკეთებდა, მათთვის შეუძლებელი და მიუწვდომელი იყო.
“მუსიკას უნდა ემსახურო. თუკი ასე არ მოიქცევი, ის იმდენად დიდია, რომ მარადიულ ტანჯვად გადაიქცევა შენთვის” – მარია კალასი.

gc40
კალასების ოჯახი: მამა – გეორგეოსი, მარია, და – ჯეი, დედა – ევანგელია

ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო. იმდენად ცუდადაც კი, რომ სწორედ ამ სიცუდემ, სამომავლოდ, განაპირობა დიდი წარმატება. სესილია სოფია ანა მარია კალოგეროპულოსი 1923 წლის 2 დეკემბერს, ნიუ იორკში, ბერძენი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მამა, გეორგეოს კალოგეროპულოსი, აფთიაქარი იყო. დედა, ევანგელია, სამხედრო მოსამსახურის ასული. ოჯახს ძალიან შემოსავლიანი აფთიაქი ჰქონდა ათენში, მაგრამ გეორგეოსმა გადაწყვიტა, დაეხურა იგი და ამერიკაში გადასახლებულიყო. მანვე შეამოკლა საოჯახო გვარი კალოგეროპულოსიდან კალასამდე, რათა უცხოელებისათვის უფრო ადვილად წარმოსათქმელი ყოფილიყო. მის მეუღლეს, რომელიც უკვე ორსულად იყო, არც კი უფიქრია, თუ გეორგეოსი ოჯახით გამგზავრებას აპირებდა. ამაზე მხოლოდ წასვლის დროს გაიგო და ტირილითა და ჩხუბით დატოვა ათენი.
კალასების ოჯახში მშვიდი სიტუაცია, კარგა ხანია, არ სუფევდა. ევანგელიას მეორე შვილი, ბასილი ტიფოზური ინფექციით დაეღუპა. ამ დროიდან მოყოლებული, იგი ვაჟზე ოცნებობდა, თუმცა განგებამ იმედები გაუცრუა და გოგონა შეეძინა. დედისათვის ეს დარტყმის ტოლფასი იყო. იმედი იმისა, რომ გარდაცვლილი ბიჭის სახეს თავის ახალ შვილში დაინახავდა, გაქრა. ასეთი სიხარულით მას იმიტომაც მოელოდა, რომ მისი დაბადება გახლეჩილ ოჯახში უთანხმოებებს წერტილს დაუსვამდა. ევანგელიას იმედი გაუცრუვდა. პროტესტის ნიშნად იგი ოთხ დღეს ახალშობილს საერთოდ არ მიეკარა, ხოლო როცა ძალით მიუყვანეს, გაოცდა: პატარას დიდრონი თვალები გაოცებით შესცქეროდნენ და, თითქოს ეკითხებოდნენ, “რატომ, განა რამე დაგიშავე?”…
მარია ნიუ იორკის მუშათა კვარტალში იზრდებოდა. იქვე სწავლობდა კიდეც. 20-იანი წლების “დიდმა დეპრესიამ” მის ოჯახზეც იმოქმედა. მამა იძულებული გახდა, აფთიაქი დაეხურა. გაუთავებელი ოჯახური დაპირისპირება მგრძნობიარე ბავშვზე ძალიან მოქმედებდა. იგი გულჩათხრობილი გახდა და არავის უყვებოდა თავისი თავის შესახებ. ერთადერთი გასართობი, რაც ჰქონდა, მუსიკალური ფირფიტები იყო, რომელთაც გამუდმებით უსმენდა.
როცა მარიას მუსიკისადმი სწრაფვა შეამჩნიეს, სულ სხვანაირად აღიქვეს მისი საქციელი. ბავშვი 5 წლისაც არ იყო, რომ ურთულესს, საოპერო ჟანრის მუსიკას უსმენდა. თანაც, დიდი სიამოვნებით. მარია ფორტეპიანოზე შეიყვანეს, რომელსაც, ნათელი მეხსიერებისა და მუსიკალური ნიჭის წყალობით, სწრაფად ეუფლებოდა. მუსიკალურობა ისე მალე უვითარდებოდა, რომ 8 წლის ასაკში უკვე რადიოთი მოსმენილ “კარმენში” შეცდომებს პოულობდა. მას ვუნდერკინდად აღიქვამდნენ გარშემომყოფები, თუმცა მასთან ერთად ყოფნა არავის სურდა. მარია სრულებითაც არ იყო ლამაზი, ამიტომ, ყურადღებასაც არავინ აქცევდა. მისთვის არ არსებობდა დასვენების დრო ან თამაში. ამის უფლებას იშვიათად აძლევდნენ. მთავარი საქმე, რასაც დედა ავალებდა, იყო სწავლა. შედეგად, გოგონას ერთადერთი განტვირთვა ჭამა იყო. მარიას მხოლოდ მღერის დროს უსმენდნენ. ასეთ მომენტებში იგი ცდილობდა, დაეკომპენსირებინა ყველა ის უყურადღებო წუთი, რომელიც უსამართლოდ წაართვეს. და ისიც მღეროდა, მღეროდა თავდავიწყებით… “მხოლოდ სიმღერის დროს ვგრძნობდი, რომ გარშემომყოფებს ვუყვარდი” _ იხსენებდა კალასი.

callas413
მარია, ევანგელია, ჯეკი

ოჯახში მთელი ყურადღება უფროს დას, ჯეკის ეთმობოდა. სწორედ მას უნდა სცმოდა ახალი კაბა, სწორედ იგი უნდა მჯდარიყო გამოსაჩენ ადგილას, სწორედ ჯეკის უნდა ესაუბრა სტუმრებთან. ამ დროს მარია ოთახში იკეტებოდა და, თავის დასამშვიდებლად, ჭამდა. დროთა განმავლობაში ამ ფაქტმა სერიოზული ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას.
კალასს ემოციური და იმპულსური ხასიათი ბავშვობიდანვე გამოუვლინდა. მას ძალიან უყვარდა კინოთეატრებში ვესტერნის ჟანრის ფილმების ყურება. გოგონა იმდენად შედიოდა როლში, იმდენად განიცდიდა პირობით ტრაგედიებს, რომ, სიუჟეტის დაძაბულობის პიკში, შეშფოთებით წამოიყვირებდა ხოლმე.
ოჯახი დაინგრა. 1937 წელს ევანგელიამ შვილებთან ერთად საბერძნეთს მიაშურა. მარიას ერთადერთი მეგობარი, უფრო სწორედ, მეგობრები იადონები იყვნენ, რომლებსაც გოგონა ყველგან დაატარებდა გალიით. მას ერთი სურვილი ჰქონდა, ჩიტივით ემღერა. ჯერ კიდევ ნიუ იორკში აღმოჩენილი ხმა ახლა უნდა დაეხვეწა და ამისთვის კარგი პედაგოგი სჭირდებოდა. დედამ, როგორც კი მარიას ნიჭის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, კალასისაგან მომღერალი შეექმნა. თავად ევანგელია კი მსახიობობაზე ოცნებობდა. ახლა კი შვილის სახით ცდილობდა, საწადელს მიეღწია. ევანგელიას საზრუნავი ის იყო, თუ როგორ და რამდენს შემოიტანდა მარია ოჯახში.

Callas y Elvira de Hidalgo-31-7-1957
მარია კალასი პედაგოგ ელვირა დე იდალგოსთან ერთად

გაუმართლათ, ათენში ცნობილი ესპანელი ვოკალისტ-შემსრულებელი ელვირა დე იდალგო ჩამოვიდა. თავის დროზე იგი შალიაპინსა და კარუზოსთან ერთად მღეროდა. მარიას ასაკის გადაკთება მოუწია, რათა მუსიკალურ სასწავლებელში მიეღოთ. პარადოქსი ის იყო, რომ მასწავლებლების დასკვნით, კალასს საოპერო ხმა თითქმის არ ჰქონდა. მალე, როცა იგი მოწაფედ იდალგომ აიყვანა, ყველას შეეცვალა აზრი მისი ხმის შესახებ. მარია ამღერდა. სიბეჯითის წყალობით გასაოცარ შედეგს აღწევდა. გოგონასათვის არ არსებობდა შეუსრულებელი დავალება. იგი მომართული იყო, ემღერა მაღალ რეგისტრში, აეღო ურთულესი სიმაღლისა და სიძლიერის ბგერები. როგორც თავად დე იდალგო ისხსენებდა, “იგი (მარია) სულ პირველი მოდიოდა მეცადინეობაზე და ყველას უსმენდა, განურჩევლად ხმის ტემბრისა: ტენორებს, ბარიტონებს, სოპრანოებს. ყველას…” უკვე სახელმოხვეჭილი კალასი ამბობდა, რომ ნებისმიერი ხმისგან, ცუდისგანაც კი, შეგიძლია, რაღაც ისწავლო, რადგან ყველა ხმა უნიკალურია.

María-Beatrice-Boccaccio
“ბოკაჩო” – კალასის პირველი როლი, 1941 წელი

საოცარი წარმატება… 17 წლის მარიას წამყვანი როლი ერგო ფრანც სოპეს “ბოკაჩოში”. ერთი წლის შემდეგ კი “ტოსკა” შეასრულა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, ვინაიდან ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ჩვეულებრივ ადამიანს, უბრალოდ, არ ძალუძს, დასძლიოს სირთულეებით სავსე ტოსკას პარტია. დე იდალგოს მოწაფის დაუღალავმა შრომამ და წარმატების მიღწევის უკიდურესად დიდმა სურვილმა გაამართლა.
მარიას წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენილა დედისათვის. ევანგელია უფრო და უფრო მეტს აძალებდა ისედაც ბეჯით შვილს, ემუშავა და ნაშოვნი ფული მისთვის მოეტანა. ოჯახური დეპრესიები ახალი ძალით გაგრძელდა. მარია მუსიკის სამყაროში გადაეშვა, რათა დედამისი დაევიწყებინა, სახლში მისული კი თავის ოთახში იკეტებოდა და ჭამდა…
კალასის მეგობრის თქმით, მას ძალიან უყვარდა კერძები, ტკბილეული, ნაყინი. მარია ნამდვილი გურმანი იყო. როცა სადმე, რომელიმე რესტორანში მოხვდებოდნენ, კალასი, არა მხოლოდ თავისი თეფშიდან, არამედ მეგობრების თეფშებიდანაც მიირთმევდა საკვებს. ხელჩანთა კი სავსე ჰქონდა სხვადასხვა ტკბილეულისა თუ ნამცხვრის რეცეპტით.
II მსოფლიო ომის წლებში, როცა საბერძნეთი ნაცისტემა დაიპყრეს, კალასს ოკუპანტების წინაშე უწევდა გამოსვლა. ამ დროს საერთო შიმშილობამ დაისადგურა და მარიასაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, პურის ნაჭრებისათვის უწევდა მღერა. მეორე მხრივ, ათენის მუსიკალურ სამყაროში იგი კიდევ უფრო ცნობილი გახდა. ომმა მარიას კარგი გამოცდილება მისცა, როგორ უნდა მოფრთხილებოდა იმას, რაც უკვე გააჩნდა. მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში კალასი საკვებს ტყუილუბრალოდ, “გასაფუჭებლად” არ ყიდულობდა.

1952
ტულიო სერაფინთან ერთად, 1952 წ.

ომისშემდგომი წლები კალასისათვის წარუმატებელი აღმოჩნა. არავის სურდა, მოესმინა უშნო მომღერლისათვის, რომელიც მხოლოდ მუსიკით ცხოვრობდა. ასეთ დაკომპლექსებულ არსებად კი ის დედამ აქცია. ერთხელაც, როცა მარიამ გადაწყვიტა, ბედი ნიუ იორკში ეცადა და ნოტებით სავსე ორი შემოდნით ჩავიდა ამერიკაში. მოუსმინეს, მოეწონათ, მაგრამ უიმედოდ გამოამგზავრეს. ასეთი კალასი მათ არ სჭირდებოდათ. წარუმატებლობის სერია 1947 წლამდე გაგრძელდა.
სახელგანთქმული იტალიელი დირიჟორი ტულიო სერაფინი ვერონაში ამილკარე პონკელის “ჯოკონდას” დგამდა და ესაჭიროებოდა სიბნელითმოცული, ძლიერი ხმის ტემბრის მქონე სოპრანო. მას დამწყები კალასი ურჩიეს. თავდაპირველად მარია ძალიან ნერვიულობდა, ღია სივრცეში გაიგონებდნენ თუ არა მის ხმას, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იტალიური დებიუტი შედგა.

María Callas-Elvira-I puritani,,
ელვირას როლში, “პურიტანელები” ვ. ბელინი

1949 წელს კალასი ვენეციაში მიიწვიეს ვაგნერის “ვალკირიიდან” ბრუნჰილდას პარტიის შესასრულებლად. საოცარი დამთხვევის წყალობით, ტულიო სერაფინიც აქ აღმოჩნდა და ბელინის “პურიტანელებს” დგამდა. ხმა გავრცელდა, რომ მთავარი პარტიის შემსრულებელი სოპრანო მარგარიტა კაროსიო ავად გახდა და ვერ შეძლებდა, ემღერა. ბედად, სერაფინს რამდენჯერმე უკვე მოსმენილი ჰყავდა ახალგაზრდა მომღერალი და, როცა გაიგო, კალასის ვენეციაში ყოფნის შესახებ, მაშინვე თავისთან დაიბარა.
მარიას “პურიტანელები” შესწავლილი არ ჰქონდა, თანაც კიდევ უნდა ემღერა “ვალკირია”… ექვს დღეში მარიამ, სერაფინის დახმარებით, შეუძლებელი შეძლო. გაოგნებული კრიტიკოსები აღფრთოვანებული წერდნენ, რომ მათთვის უცნობი იყო ადამიანი, ვისი ხმაც თავისუფლად ერგებოდა, როგორც ვაგნერის მძიმე თემატიკის ოპერებს, ისევე ბელინის კოლორატურულ და ჰარმონიულ “პურიტანელებს”. ეს ჭეშმარიტად დამსახურებული ხოტბა იყო. ნამდვილი კალასი დაიბადა!…
ვერონა კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა ახალბედა მარიასათვის, ვინაიდან აქვე გაიცნო მან ოპერაზე შეყვარებული მილიონერი ჯოვანი ბატისტა მენეგინი. ისინი დაახლოვდნენ. მენეგინის დღითიდღე მოსწონდა მარია, არც ქალი დარჩენილა მის მიმართ გულგრილი. მერე რა, რომ მენეგინი 27 წლით უფროსია. მას იგი სიცოცხლეზე მეტად უყვარს. მასთან მარია ბედნიერია… 1949 წელს წყვილმა კათოლიკურ ეკლესიაში იქორწინა.

x_01aa___with_gb_meneghini
მარია და მენეგინი, 1949 წ.
Vespri_Rehearsal
კალასი რეპეტიციაზე. ლა-სკალა, 1950 წ.

მენეგინისთან შეუღლების შემდეგ იწყება წარმატებებისა და ბედნიერების ეპოქა კალასის ცხოვრებაში. ყველა გაოცებული და აღფრთოვანებული რჩება მისი “სამი ხმის” წყალობით. როგორც ლაშა ბუღაძე ამბობს, ამ თვალსაზრისით, მარია თავის თავში იტევდა რამდენიმე მომღერლის რეპერტუარს. კალასის ვოკალზე მრავალი დაწერილა და თქმულა. სხვადასხვა გამოცდილი შემფასებელი თავისებურად ახასიათებდა მას.
კალასის შუა რეგისტრი იყო სრულიად თავისუფალი, მაგრამ თავისებური. პირველი მოსმენისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მარია ბოთლში მღეროდა. მხოლოდ შემდეგი მოსმენისას აღიქვამდა ყური მას ჭეშმარიტ ბგერად და უკვე შეუძლებელი ხდებოდა, აღტაცება არ გამოეწვია ასეთ უცნაურ და მიმზიდველ ჟღერადობას.
მაღალ რეგისტრში კალასის ხმა “ვერცხლისფერი”, მეტალისებური ხდებოდა, რითაც აოცებდა მსმენელს. აქ იგრძნობოდა დიდი ემოციური განცდა და ძალა, რომელიც ზემოთ, სულ მაღალი ნოტებისაკენ იყო მიმართული. მესამე ოქტავის მი ბემოლი, კალასის დიაპაზონის პიკი, კაშკაშებდა თავისი სიხალასით, ძლიერებით, სრულყოფილებით. მარიას ზედმეტი ზეწოლის გარეშე შეეძლო შეესრულებინა ურთულესი ვოკალური პასაჟები, თანაც ისეთი სიჩქარით, რომ მსმენელი სიამოვნებისაგან შოკში ვარდებოდა.
რაც შეეხება სულ დაბალ რეგისტრს, ეს სრულიად სხვა ფენომენია. კალასის ხმა აქ მამაკაცური, ბარიტონული ძლიერებით ჟღერდა. დაბალი, სიბნელითმოცული ბგერები მეხის გავარდნას ჰგავდა. კალასის “ლედი მაკბეტის” მოსმენისას ტოსკანინის შეეშინდა მისი მამაკაცური დაბალი ბგერებისა. მსოფლიოში იშვიათია ხმა, რომელიც 3 ოქტავას მოიცავს და, ამავდროულად, ყველა რეგისტრში თანაბრად ძლიერია. საერთო ჯამში, კალასის ხმას ლირიკო-დრამატული ელფერი დაჰკრავდა, რაც არა ზედაპირზე მოკაშკაშე, არამედ, ღრმა დატვირთვით მჟღერ ბგერებს ქმნიდა. მხოლოდ კალასის შესრულების სტილს უწოდეს დრამატული კოლორატურა, რაც მაღალ ტონალობაში სიმღერისას ფერთა სიუხვეს ნიშნავს. კალასის ფენომენალური ნიჭი და ზედმიწევნით დახვეწილი ტექნიკა კი ამ საოცრების მოხდენის საშუალებას იძლეოდა.

María Callas-Norma1
მარია კალასი ნორმას როლში, 1965 წ.

ლაშა ბუღაძე: “კალასმა გააცოცხლა XIX საუკუნის ტრადიციები, ის სულები, რომელთათვისაც ოპერები იწერებოდა: მალიბრანი, პასტა… ეს ოპერები დავიწყებული იყო, მეტწილად წამყვანი პარტიების სირთულისა და მრავალფეროვნების გამო. ის მომღერლები, რომელთათვისაც ბელინი, დონიცეტი, როსინი წერდნენ, გარდაიცვალნენ და უკეთესი შემსრულებლები, უბრალოდ, აღარ არსებობდნენ. მაგალითად, ბელინის ოპერა “ნორმა”, რომელიც, ჯუდიტა პასტას გარდაცვალების შემდეგ, დავიწყებას მიეცა. ცნობილმა დირიჟორმა არტურო ტოსკანინიმ, რომელმაც ლა-სკალაში “ნორმას” რეპეტიციები დაიწყო, რათა დაედგა იგი, მოულოდნელად შეწყვიტა მუშაობა და თქვა: “მე არ ვიცი, როგორ ვიდირიჟორო, რადგანაც არ მომისმენია, თუ როგორ ჟღერს იგი”. კალასმა ხელახლა მოასმენინა ხალხს ეს და კიდევ მრავალი სხვა ოპერა და შექმნა მათი არქეტიპები, ეტალონები”
სრულიად სხა თემაა კალასი _ მსახიობი. თუ წმინდა ვოკალურ საკითხებში მას ედავებოდნენ, როცა ჯერი მარიას არტისტიზმსა და გამომსახველობაზე მიდგებოდა, ყველა მორჩილად ხრიდა თავს. ჩუმდებოდნენ ისინიც კი, რომლებიც დაუნდობლად აკრიტიკებდნენ პრესის ფურცლებზე, ამტკიცებდნენ, რომ კალას საერთოდ არ გააჩნია საოპერო ჟღერადობის ხმა.

1678928,property=imageData
მარია კალასი და ლუკინო ვისკონტი, 1954 წ.

კალასის, როგორც უბადლო დრამატული მსახიობის აღმოცენება დიდად უკავშირდება რეჟისორ ლუკინო ვისკონტის სახელს. ლა-სკალას ადრეულ წლებში სწორედ იგი მონუსხა მომღერლის სიღრმისეულმა ხმამ და როლის სრულიად გახსნის სურვილმა. ვისკონტიმ კალასში საკუთარი ფანტაზიის ინტერპრეტატორი აღმოაჩინა. ორივე ხელოვანი მიხვდა, რომ საერთო ძალებით ოპერის სამყაროს შეცვლიდნენ, დაანგრევდნენ აქამდე არსებულ სტერეოტიპებს. თუ ადრე მომღერლებს მხოლოდ ჰარმონიული ბგერების გამოცემა მოეთხოვებოდათ, კალასმა ეს პირობითობა სრულიად გააუქმა. ვისკონტის დახმარებით, მან შემოიტანა სრული სიცხადე, სიუჟეტური სიმძაფრე და რეალობასთან მიახლოებული გამომსახველობა. წლების განმავლობაში ვისკონტი მხოლოდ მარიასათვის დგამდა საოპერო შედევრებს.
1949-53 წლებში კალასს ხშირად უწევდა სამხრეთ ამერიკაში გამგზავრება. სწორედ აქაური უნიკალური ჩანაწერების წყალობით ვიცით, თუ რა ფურორის მოხდენა შეეძლო კალასს სცენაზე. მიუხედავად დიდი წარმატებებისა, ლათინურ ამერიკას მისთვის დეპრესია მოჰქონდა. იგი აქ სულ მარტო იყო. ერთხელაც, ბუენოს-აირესში გამგზავრებისას, კალასი ბავშვივით ტიროდა, რადგან მეუღლეს ჟენევაში ტოვებდა. მენეგინისთან განშორება მის ჯანმრთელობაზეც მოქმედებდა. ხშირად ცივდებოდა. მარტოობაზე რომ არ ეფიქრა, მთელ დღეებს რეპეტიციებზე ატარებდა, საღამოობით მაყურებლებს აოგნებდა, ღამით კი მარტოდმარტო რჩებოდა საკუთარ თავსა და ბავშვობიდან გამოყოლილ კომპლექსებთან ერთად.

Maria brindando
წონაში დაკლებამდე

უსიყვარულო დედა… დანგრეული ოჯახი… ომი… გაჭირვება… კარჩაკეტილობა… ყველაფერ ამაზე ფიქრს კალასი სწორედ მარტოობისას იწყებდა. ხშირად ტიროდა. თითქმის არასდროს სჯეროდა საკუთარი წარმატებისა. არც თავისი ხმა უყვარდა, ცუდ ინსტრუმენტად მიაჩნდა. შედეგად მარია ჭამდა. ჭამდა ძალიან ბევრს. ჭამდა იმისთვის, რომ ყველა სასოწარკვეთილი ფიქრი დაევიწყებინა…
მას შემდეგ, რაც კალასმა, მენეგინის სახით, ცხოვრების თანამგზავრი იპოვა, გადაწყვიტა, საბოლოოდ დაშორებოდა დედას. 1950 წელს, მეხიკოდან დაბრუნებულმა, ევანგელიას ბეწვის ძვირფასი ქურთუკი უსახსოვრა და, ამ ჟესტით, ხარკი გადაუხადა ერთად განვლილი კარგი თუ ცუდი წლებისთვის. შემდეგ დედა-შვილს ერთმანეთი აღარასოდეს უნახავს.
ჯოვანი ბატისტა მენეგინი იქცა კალასის მენეჯერად, მეგობრად, მამად, ადამიანად, რომელსაც მარია უსიტყვოდ ენდობოდა. ამ ხანშიშესულმა კაცმა იმდენი შეძლო, რომ მეუღლეს ყველა პირობა შექმნოდა, ემღერა თავისუფლად. რა თქმა უნდა, კალასის ნიჭი სრულიად იძლეოდა ამის საშუალებას, მაგრამ მენეგინი მის ცხოვრებაში იყო ერთი დიდი გამართლება. რომ არა ოპერაზე შეყვარებული მორცხვი მილიონერი იტალიიდან, კალასის ლეგენდა, ალბათ, ვერ შედგებოდა.

0000076225-00548L
წონაში დაკლების შემდეგ

წარმატებით დაპყრობილი საოპერო ციხესიმაგრეების შემდეგ ჯერი მთავარ ბასტიონზე, ლა-სკალაზე მიდგა. 1950 წელს აქ იგი თეატრის მენეჯერმა ანტონიო გირინგელიმ მიიწვია. ვერდის „აიდამ“ წარმატებით ჩაიარა. კალასის ძლევამოსილი ხმა ისმოდა ყველგან: ამფითეატრშიც, ლოჟაშიც და ყველაზე შორეულ იარუსზეც კი. ლა-სკალაში წარმატება მსოფლიო აღიარებას ნიშნავდა. კალასის ვოკალურ გენიაზე მთელი საოპერო სამყარო ალაპარაკდა. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსებმა კრიტიკოსებმა მაინც გაკენწლეს მარია თავისი გარეგნობის გამო, ახალგაზრდა სოპრანოს ბროლის ხმა და სპილოს ფეხები აქვსო. კალასმა დამცირება აიტანა…
ჭარბი წონა მარიას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა, როგორც სცენაზე მოძრაობაში, ისევე სხვადასხვა საოპერო თეატრებში. იმპრესარიოები აცხადებდნენ, რომ, პირველ რიგში, მათ არა ნიჭიერი, არამედ მოხდენილი მომღერლების ხილვა სურდათ სცენაზე. კალასს ძალიან სურდა წონაში დაკლება და ამით იმ კრიტიკოსების გაჩუმება, რომლებიც მუდამ მისი გაბარიტების გამო უტევდნენ.
ლაშა ბუღაძე: „ერთხელაც, ბავშვობაში, როდესაც კალასი დედამისს გემით მიჰყავდა, გემბანზე გადააწყდა როიალს, რომელზეც არავინ უკრავდა. გოგონა დაჯდა და ბიზეს „კარმენიდან“ ჰაბანერას დაკვრას შეუდგა, თან ექსპრესიულად მღეროდა ამ არიას. უცებ ყველამ ხმა გაკმინდა და მანამ ასე იყვნენ, სანამ პატარა მარიამ ბოლო ნოტი არ მოხსნა. უცებ შეკრებილთაგან ერთ-ერთმა წამოიძახა: „ყოჩაღ, სქელო!“ გაბრაზებულმა გოგონამ იქაურობა მაშინვე დატოვა… მოხდა ისე, რომ უკან დაბრუნებისასაც კალასს იმავე გემით მოუწია მგზავრობა. ამჯერად თვით გემის კაპიტანმა სთხოვა, რაიმე ემღერა, მაგრამ გოგონამ მტკიცე და შეურყეველი უარი განაცხადა.“

004fs
მენეგინი და კალასი


1950-იანი წლების დასაწყისში, როცა ფილმი “რომაული არდადეგები” გამოვიდა, მარიამ გადაწყვიტა, გამხდარიყო ისეთი, როგორიც ოდრი ჰეპბერნი იყო. კალასი უმკაცრეს დიეტაზე დაჯდა. მხლოდ ბოსტნეული! შედეგმა მოლოდინს გდააჭარბა: წელიწადზე ნაკლებ დროში მომღერალმა 37 კილოგრამი დაიკლო. ასეთი სისწრაფით გახდომას თავისი უკუშედეგიც მოჰყვა: წლების მანძილზე დიდ გაბარიტებს შეჩვეული კანი ჩამომჭკნარივით დაეკიდა სხეულზე, თუმცა კალასი ახალგაზრდა იყო და, მასაჟებითა და ვარჯიშით, მალე ჩადგა ფორმაში.
კალასის საძაგელი იხვის ჭუკიდან გედად გადაქცევაში წამყვანი როლი მისმა მეუღლემ ითამაშა. სწორედ მენეგინის იდეით, ძალისხმევითა და ფინანსური დანახარჯებით მარია გახდა ელეგანტური, დახვეწილი, საუცხოოდ მოვლილი. თუკი ადრე მსუქანი გოგონა ისე მიდიოდა ოპერაში რეპეტიციებზე, რომ ყურადღებას არ აქცევდა სახლიდან გამოყოლილ ოთახის ქოშებს, თუკი ადრე არაუშავდა დაუვარცხნელ თმას, ახლა ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო. კალასი შანელის ძვირფასი ტანსაცმლით იმოსებოდა, რომელიც სპეციალურად მისთვის იკერებოდა. მენეგინი უამრავ ფულს ხარჯავდა, რათა კალასის ყელი ბრილიანტებით დაემშვენებინა. შედეგად, ქალი ისეთი მიმზიდველი გახდა, რომ 1957 წელს ყველაზე ელეგანტურად დასახელდა.
დედოფლად ტრანსფორმაციამ ისიც მოიტანა, რომ კალასის სასცენო კოსტიუმებს რებრანტისა და რუბენსის ნახტების მიხედვით ქმნიდნენ. მათი დიდი ნაწილი ნამდვილი ძვირფასი თვლებით იყო გაწყობილი. ლა-სკალას მთავარი მკერავი, პუჩინის შვილიშვილი მადამ ბიკი ერთ-ერთი იყო, ვინც მენეგინიმ ჩართო კალასის “გადედოფლების” საქმეში. მარია ყველაფერს საუკეთესოდ იხდენდა, რის წყალობითაც არანაირი შეგრძნება არ ჩნებოდა იმისა, რომ იგი ოდესღაც მუსიკაში გადაკარგული უგემოვნო და შეუხედავი მომღერალი იყო.

0000451496-54212Lმენეგინი აღმერთებდა მარიას. ზოგჯერ, ზედმეტადაც. იგი ათამამებდა მომღერალს უამრავი საჩუქრით, სიურპრიზით. ყოველი პრემიერის შემდეგ მეუღლეს ახალი ბრილიანტის საყურე ან ყელსაბამი მოჰქონდა მისთვის. კალასსაც, თავის მხრივ, წარმოუდგენლად მიაჩნდა ცხოვრება მენეგინის გარეშე. ამბობდა კიდეც: “თუ მე ხმა ვარ, იგი ჩემი სულია”. შედეგად, კაცი ბევრს აბედინებდა მომღერალს. თუ ვინმე მისით უკმაყოფილო დარჩებოდა, თავად ესარჩლებოდა და მუდამ იცავდა. კალასის კარიერა თავბრუდამხვევ სიმაღლეებს აღწევდა. სცენაზე დედოფალი იყო, რომლის ხმითაც მუსიკის ქალღმერთი მღეროდა, პირად ცხოვრებაში კი ჰყავდა მცველი რაინდი, რომელიც ყოველთვის მზად იყო, მისი ნებისმიერი სურვილი შეესრულებინა.

callastraviata7col
ვიოლეტას როლში, “ტრავიატა”, ვერდი

1950-იანი წლები კალასის ზეობის ხანაა. ამ პერიოდში მღერის იგი მსოფლიოს წამყვან თეატრებში, აკეთებს ურთულეს ოპერათა აუდიოჩანაწერებს. მას სურს, იმღეროს ყველაფერი: ბელინიდან ვაგნერამდე. კალასის მი-ბემოლი შეუდარებელია, მაყურებელი კიდევ და კიდევ ითხოვს ამ ნოტის გამეორებას. ცნობილი მეცო-სოპრანო ჯულიეტა სიმიონატო ამბობდა, რომ კალასი ამ ურთულეს ბგერას ისეთივე სიადვილით იღებდა, როგორი სიადვილითაც ადამიანი წყალს სვამს. მის დაბალ ნოტებთან დაკავშირებით კი ტიტო გობი ხუმრობდა, მეოცოდებოდა ის უბედური ტენორი, ვინსაც მისი ძლევამოსილების გამკლავება მოუწევდაო. მარიას პარტნიორობას უწევენ ისეთი საოპერო ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯაკომო ლაური-ვოლპი, მარიო დელ-მონაკო, ჯუზეპე დი სტეფანო, ფრანკო კორელი (ტენორები), ტიტო გობი (ბარიტონი), ჯულიეტა სიმიონატო, ფედორა ბარბიერი (მეცო-სოპრანოები) და მრავალი სხვა ვარსკვლავი. კალასი მთლიანად ჩართულია მუსიკალურ სამყაროში, ეძებს გარდასახვის ახალ იდეებს. სპექტაკლზე მუშაობისას მის სიტყვას რეჟისორის მოსაზრების ძალა აქვს. დღეში 18 საათს მეცადინეობს საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
ლაშა ბუღაძე: „კალასმა იმდენი მოახერხა, რომ ესთეტიკური და ვოკალური კომპონენტი შეუთავსა ერთმანეთს. შექმნა აბსოლუტური დამაჯერებლობა ანუ გააუქმა პირობითობა. სცენაზე ხედავდი ისეთ ადამიანს კი არ, რომელიც ლამაზ და საყვარელ გმირს განასახიერებდა, არამედ ადამიანს, რომელიც მართლა გივარდებოდა. გიყვარდებოდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად მღეროდა, არამედ იმიტომ, რომ იგი გავდა კომპოზიტორის ჩანაფიქრში არსებულ პერსონაჟს.“
„მე ვარ პესიმისტი და ეს მეხმარება, გაუთავებლად ვივარჯიშო, რათა დადებითი შთაბეჭდილება მოვახდინო მაყურებელზე“ _ ამბობდა მომღერალი.

mariaeluchino
კალასი და ლუკინო ვისკონტი “ტრავიატას” რეპეტიციაზე, 1955 წ.

შთაბეჭდილება კი, მართლაც, უზღვავი იყო. მაგალითისათვის საკმარისია, გავიხსენოთ, თუნდაც ლა-სკალაში 1955 წელს დადგმული „ტრავიატა“. რეჟისორი ლუკინო ვისკონტი, კალასს პარტნიორობას უახლოესი მეგობარი ჯუზეპე დი სტეფანო უწევს. რეჟისორის შთაგონებით, მოხდა ამ ოპერის სრულიად სხვაგვარი ინტერპრეტაცია. ძლიერ შემსრულებლებზე დაყრდნობით, ვისკონტიმ შექმნა „ტრავიატას“ თითქმის იდეალური ვარიანტი თავისი სიუჟეტური წიაღსვლებითა და კულმინაციური მომენტების სიმძაფრით. რეჟისორის თქმით, რეპეტიციის დღეებში კალასი პირველი მოდიოდა თეატრში და მას უკანასკნელი ტოვებდა. იგი ხელოვნების ტაძარში „ცხოვრობდა“.
ცნობილია, რომ კალასი „ტავიატას“ ოთხი სხვადასხვა ჟღერადობის ხმით მღეროდა. სიუჟეტის მიხედვით კი, კურტიზანი ვიოლეტა ჭლექით არის დაავადებული და, საბოლოო ჯამში, კვდება. კალასს აქ ადამიანური ფაქტორი შემოჰქონდა და ოთხმოქმედებიანი ოპერის ყოველ შემდგომ აქტში ხმას „აუძლურებდა“, ბოლო აქტში კი თითქმის კვნესით მღეროდა, რათა მომაკვდავის ხმისათვის მიებაძა… ვისკონტიმ ეს მიგნება აიტაცა და ყოველნაირად შეუწყო ხელი, მარიას იგი ბოლომდე გადმოეცა. ოპერის ფინალი კი, მართლაც, არაჩვეულებრივად გათვალა: როცა კალასმა ვიოლეტას ხმით უკანასკნელი ბგერა აიღო და ძირს განერთხა, დიდრონი, სევდიანი თვალები მანამ არ დაუხუჭავს, სანამ ფარდა არ დაიხურა. მარიამ მომნუსხველი მზერა პირდაპირ დარბაზში გაიტყორცნა და მაყურებელს თავგზა აუბნია…

María Callas y Giuseppe Di Stefano-La Traviata-Scala-1955.
კალასი და დი სტეფანო, “ტრავიტას” II მოქმედება, ლა სკალა, 1955 წ.

ლა-სკალა ოვაციებმა შეძრა. აღფრთოვანებულ ხალხს, უბრალოდ, არ სურდა თეატრიდან წასვლა. როგორც კალასი იხსენებდა, წარმოდგენის მსვლელობის ბოლო წამებში ესმოდა, თუ როგორ ქვითინებდნენ მაყურებლები დარბაზში. ბევრმა კი მარიას თამაში ისე დაიჯერა, რომ ეგონა, ვიოლეტასთან ერთად, მომღერალიც გარდაიცვალა.
კალასით აღფრთოვანებული იყო იმ დროისათვის ახალბედა რეჟისორი ფრანკო ძეფირელიც: „ვინაიდან მარია კარგად ვერ ხედავდა, სცენაზე დგომისას სრულიად “ბრმავდებოდა” და ოცნების სამყაროში გადადიოდა. პერსონაჟს ფანტაზიაში ქმნიდა და შემდეგ ზუსტად განასახიერებდა მას. სუსტი მხედველობა კი ხელს იმაში უწყობდა, რომ ყურადღება არ გაჰფანტოდა.“
კალასთან მუშაობა ჯოჯოხეთად იქცეოდა მათთვის, ვინც სიზარმაცეს იჩენდა ან ვინც რეპეტიციებზე აგვიანებდა. თუკი ამ დროს რომელიმე მომღერალი სრული დატვირთვით არ იმღერებდა, კალასი წყობიდან გამოდიოდა. მას არ სურდა, ემღერა უგემოვნო, ნაკლებად პროფესიონალ ხალხთან ერთად. საერთოდ, ძნელიც იყო, ყოფილიყავი იმ დონის მომღერალი, როგორიც კალასი, მაგრამ მარია შეუძლებლად არაფერს მიიჩნევდა. მისი თქმით, საჭირო იყო, მხოლოდ მუშაობა. ხშირად მას ზედმეტი მეცადინეობის გამოც კი აკრიტიკებდნენ.
კალასს აღიზიანებდა ყველანაირი უსამართლობა. მას არ უყვარდა კრიტიკა. თავისი ნაკლი ყოველთვის იცოდა და დღემუდამ ზრუნავდა მის გამოსასწორებლად. ბევრჯერ უთქვამს, რომ იგი საკუთარი თავის ყველაზე დიდი და დაუნდობელი კრიტიკოსია, რომ მას არასოდეს მოსწონს თავისი არც ერთი გამოსვლა, თუმცა იქვე დასძენდა: “შეუძლებელია, კალასის დუბლირება. კალასი არის ერთი!” ეს ხმამაღალი განცხადება იყო, თუმცა მისი საქმით უარყოფა არავის შეეძლო. კალასის სკანდალურ განცხადებებს შორის ცნობილია კიდევ ერთი: “მე არ მყავს მეტოქეები. მხოლოდ მაშინ, როცა ისინი, ვინც თავს ჩემს მეტოქეებად ასაღებენ, იმღერებენ ისე, როგორც მე ვმღერი, შეასრულებენ ისე, როგორც მე ვასრულებ, მაშინ შეიძლება, ისინი ჩემს მეტოქეებად ჩავთვალო”.
მუშაობის დროს კალასისათვის არ არსებობდა არაფერი. მცირე ხელის შეშლაზეც კი აგრესიულად რეაგირებდა. ხოლო, როცა ფარდა აიწეოდა…

01%20%2862%29
კალასი და ტიტო გობი, “ტოსკა”, 1965 წ.

ტიტო გობი იხსენებს, რომ ერთხელაც, როდესაც “ტოსკას” თამაშობდნენ, მან გადაწყვიტა, გახუმრებოდა კალასს და მისი მახეში გაბმა გადაწყვიტა. ოპერის II მოქმედების ბოლოს ტოსკა (მარია კალასი) კლავს სკარპიას (ტიტო გობის), შემდეგ გაოგნებული კრეფს თავის ნივთებს და ტოვებს სკარპიას ოთახს. როდესაც სკარპია მოკლეს, სცენაზე სუსტი განათება ჩაირთო, რის წყალობითაც კალასისათვი შეუძლებელი იყო, დაენახა გასასვლელი. იგი, თამათით, აქეთ-იქით აწყდებოდა ოთახის კედლებს გასასვლელის ძიებაში, თან “მოკლულ” პარტნიორს გადაუჩურჩულებდა, რომ სწორი გზა მიენიშნებინა. გობიმაც გადაწყვიტა, განემუხტა დაძაბული სიტუაცია და აპირებდა, არასწორი მიმართულებით გაეშვა მომღერალი. იქ კალასი დეკორაციებში გაეხლართებოდა და დარბაზიც გაიცინებდა. ოდნავ გაახილა თვალები და როცა კალასის წაშლილი, მრისხანე სახე დაინახა, შეეშინდა და მაშინვე სწორად მიანიშნა გასასვლელისკენ. “ასე რომ არ მოვქცეულიყავი, მარია მართლა დამარტყამდა დანას, რომელიც ხელში ეჭირა. იმ წუთებში იგი ნამდვილი ტოსკა იყო…”

3-maria-callas--www.bernard.holtrop.com-214
კალასი და ტებალდი შერიგდნენ

მარია კალასის ლა-სკალაში გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. აქ უკვე იყო ერთი დედოფალი, რენატა ტებალდი, რომელსაც თავისი მომხრეები ჰყავდა და ისიც არ აპირებდა, პირველობა დაეთმო ახლადმოსული, თუნდაც გენიალური მომღერლისათვის. ტებალდი სულაც არ გეგმავდა, მოქცეულიყო ისე, როგორც სხვა სოპრანო, ელიზაბეტ შვარცკოფი. ამ უკანასკნელმა, როდესაც მარიას მიერ შესრულებული “ნორმა” ნახა, დაიფიცა, რომ მეორედ ამ როლს აღარ იმღერებდა. კალასისა და ტებალდის მომხრეების წაქეზებით, სკანდალი თეატრის ფარგლებს გასცდა და პრესის ფურცლებზეც გადაინაცვლა. ტებალდი წერდა: “ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მაქვს ის, რაც კალასს არა აქვს: გული”. მომღერლის მომხრეები სწორედ მისი კეთილი ბუნებისა და თბილი ხმის გამო ჰყავდა, კალასის ფანატებს კი თავიანთ კერპში ექსპრესიულობა და უზარმაზარი ვოკალური შესაძლებლობები იზიდავდათ. კალასმა, ტებალდის პასუხად, თავიანთი ხმები შამპანურსა და კონიაკს შეადარა. ამით, ერთგვარად, ისიც გამოაშკარავდა, რომ დავა არა ვოკალურ ნიადაგზე, არამედ პირველობის მოსაპვებლად დაიწყო. მართლაც, კალასსა და ტებალდის აბსოლუტურად განსხვავებული ხმის ტემბრი, შესრულების ტექნიკა და საოპერო რეპერტუარი ჰქონდათ. საერთო იყო მხოლოდ “ტოსკა”, “ჯოკონდა” და… ადგილი ლა-სკალას პირველობაზე. გაიმარჯვა კალასმა.
დროთა განმავლობაში ვითარება დაცხრა. ერთ-ერთ ინტერვიუში კალასი აღიარებს, რომ ზოგჯერ სერიოზულად უნატრია, ჰქონოდა ტებალდისნაირი ხმა. თავის მხრივ, როცა ტებალდი “ჯოკონდას” ჩანაწერს უსმენდა კალასის შესრულებით, გაოცებულმა წარმოთქვა: “რატომ აქამდე არ მითხარით, რომ მარია საუკეთესო იყო?” კონფლიქტი აღმოიფხვრა და 1960-იანი წლების ბოლოს მომღერლები შერიგდნენ. 1978 წელს კი ტებალდი ამბობდა: “ამ დაპირისპირებამ, საბოლოო ჯამში, ორივეზე დადებითად იმოქმედა, რადგან ორივენი მუდმივად ფორმაში ვიყავით. მარიას მართლაც არამიწიერი ხმა ჰქონდა…”

125i
ონასისი, კალასი და მენეგინი, 1959 წ.

მარიას წარმატება ზეცისკენ მიექანებოდა, როცა მის ცხოვრებაში საბედისწერო მოვლენა მოხდა. მოვლენა, რომელმაც კალასი შეცვალა. 1957 წელს ცნობილმა ფელეტონისტმა ელზა მაქსველმა ერთ-ერთ საღამოზე კალასს ბერძენი მაგნატი არისტოტელე ონასისი გააცნო. ერთი წლის შემდეგ კი მილიარდერი მის “ნორმას” დაესწრო და აღფრთოვანებული დარჩა კალასი _ ქალითა და კალასი _ მომღერლით. უფრო მეტად, კალასი _ ქალით. როცა ყვავილებით ხელდამშვენებულმა ონასისმა მარიას საგრიმიოროში მიაკითხა, ქალი მისით მონუსხული დარჩა და თავში აზრადაც არ მოსვლია, ხალათი წამოეხურა გაშიშვლებულ მხრებზე. ყოველივე ეს კი სანახევროდ ღია კარიდან შემთხვევით დაინახა მენეგინიმ. მეუღლემ, რომელიც თავად იყო ონასისია და კალასის გაცნობის ინიციატორი…
ონასისი კიდევ უფრო შორს წავიდა: ლონდონის სასტმრო დორჩესტერში, სპეციალურად მარიასათვის, უამრავი წითელი ვარდით მოაფენინა გზა შესასვლელიდან მის ნომრამდე; დაიქირავა ჰოლი, სადაც გრანდიოზული ზეიმი მოუწყო. კალასი შუაღამემდე სვამდა და ცეკვავდა. საბოლოო ჯამში, მენეგინისა და ონასისს ერთად მოუწიათ მარიას დასაძინებლად წასვლაზე დაყოლიება.
მარია ამ დროისათვის ძალიან გადაღლილი იყო: გაუთავებელი კრიტიკა, თითოეული წარმოდგენის “კბილებით დაცვა”. შედეგად, ნევროზი. 1958 წელს მან საოპერო სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი სკანდალი გამოიწვია, როცა რომის თეატრში “ნორმას” პრემიერა ჩააგდო. სპეციალურად ამ ღირსშესანიშნაობისათვის იტალიის პრეზიდენდი მივიდა ოპერის თეატრში. კალასმა მხოლოდ პირველი მოქმედება იმღერა. როცა ანტრაქტი ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა, დარბაზში გამოაცხადეს, რომ კალასი აღარ იმღერებდა. მაშინ მარიას პირველად დაუსტვინეს…
მეორე დილით კიოსკები აივსო მყვირალა სათაურებით აჭრელებული გაზეთებით. კალას შეურაცხყოფაში სდებდნენ ბრალს. თავად მომღერალი კი ამ ფაქტს გაციებით ხსნიდა. თავისი ფეთქებადი ხასიათიდან გამომდინარე, პრესაში მას “ვეფხვი” შეარქვეს. 1950-იანი წლების მიწურულს სკანდალებისა და ჩაშლილი ოპერების რიცხვმა იმატა, რამაც კალასის იმიჯი შეარყია, მომღერლის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის შეჰპარვია. აქ უფრო ფსიქოლოგიურ გადაღლას ჰქონდა ადგილი. კალასს ესაჭიროებოდა დასვენება, თანაც, ძალიან მალე.

Maria subiendo en un barco
კალასი ადის “კრისტინას” გემბანზე, 1959 წ.

1959 წელს მარიას ექიმებმა ზღვის ჰავა გამოუწერეს. ეს ფაქტი ონასისს ხელიდან არ გაუშვია და მომღერალი მეუღლესთან ერთად მიიწვია იახტა “კრისტინაზე”. ეს იყო ონაისისის მცურავი ოფისი, მისი მუდმივი საცხოვრებელი, რომლითაც ბერძენი მილიარდელი ზღვაში მეკობრესავით დაეხეტებოდა. კრუიზი ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს მოიცავდა და მასზე ყოველ წელს ერთი და იგივე ჯგუფი მიემგზავრებოდა. ცნობილ სახეებს შორის იყვნენ უინსტონ ჩერჩილი და ჰარი კუპერი.
ონასისს უყვარდა ძვირფასი ქალბატონების “კოლექციონირება”, ასე რომ, მან დიდი პატივით მიიღო გემბანზე მარია კალასი. აქვე იმყოფებოდა ელზა მაქსველიც. კრუიზი დაიწყო. ღირსშესანიშნავი ღონისძიებები და ნადიმები ყოველდღე ეწყობოდა. კალასისათვის ეს ცხოვრებაში პირველი ნამდვილი არდადეგები იყო. გაიცნო თუ არა ონასისი, მან ცხოვრება სულ სხვა კუთხით დაინახა: თურმე დაძაბული სამუშაოს გარდა, კიდევ ყოფილა მრავალი სხვა მომენტები, რომელთა გამოც ღირს ღირებულებათა გადაფასება. ონასისში მარიამ დაუღალავი, მებრძოლი და შემტევი ადამიანი დაინახა, რომელიც ყველაფერს გააკეთებდა მიზნის მისაღწევად. მენეგინისაგან განსხვავებით იგი ბობოქარ ცხოვრებას ეწეოდა. კალასსაც ეს იზიდავდა. გაიცნო თუ არა ონასისი, მარიამ თავი დაკარგა: მხოლოდ მას ეცეკვებოდა, მხოლოდ მისთვის მღეროდა. მენეგინის არც კი უეჭვიანია, როცა მეუღლემ ღამე ონასისთან გაატარა. ყველაფერი ეს კი “კრისტინაზე” მოხდა.

María y Onassisa
კალასი და ონასისი

მოვლენებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ყველაფერი ელვის სისწრაფით განვითარდა. კიდევ ერთი სკანდალი აგორდა: კალასი ქმარს გაეყარა და ამით საბოლოოდ გამოაშკარავდა მისი და ონასისის ურთიერთობა. მიუხედავად ყველაფრისა, ორივენი თავს მხოლოდ უახლოეს მეგობრებად მოიხსენეიებდნენ. კალასი ვერ მალავდა, რომ თავდავიწყებით იყო შეყვარებული. საოპერო დივამ წარმოუდგელი ნაბიჯი გადადგა: სიყვარული ხელოვნებაზე მაღლა დააყენა, უფრო სწორედ, ხელოვნებისადმი ინტერესი გაუნელდა. 36 წლის ასაკში მარიამ გადაწყვიტა, ვნებით დამთვრალიყო და ამით განვლილი უსიყვარულო წლები დაეკომპენსირებინა.
სამწუხაროდ, ნერვიულობამ და მუდმივმა სტრესებმა თავისი გაიტანა. კალასს ხმაში ბზარი გაუჩნდა. თავდაპირველად იგი ძნელადშესამჩნევი იყო და მხოლოდ უკიდურესად მაღალ ბგერებზე იჩენდა თავს. ნელ-ნელა ვოკალური პრობლემები უფრო გამწვავდა და მარიას ხმას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. საოცარია, მაგრამ მომღერალი, რომელმაც სწორედ ამით მიაღწია ყველაფერს, ახლა სრულ იგნორს უკეთებდა სიმღერას. თითქოს, იგი მის ცხოვრებაში არც არსებულა. მთელი დღეებს “კრისტინაზე” ატარებდა, ირუჯებოდა და ონასისის მოთხოვნებს ასრულებდა. ბერძენ კოსმოპოლიტთან უფრო ახლოს რომ ყოფილიყო, კალასი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. ხშირად უთქვამს, რომ ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა. მარია ყურადღებას არ აქცევდა იმას, რომ ონასისი მას ცუდად იყენებდა. იგი ცოლს გაშორდა და ქალს ჰპირდებოდა, რომ მალე იქორწინებდნენ. ბევრი ურჩევდა მარიას, დროზე გამოფხიზლებულიყო და ამოეყვინთა ფანტაზიის ოკეანიდან: ონასისი მას ღალატობდა, კალასი კი არაფრით იჯერებდა.

00098255
კალასი და ტიტო გობი, “ტოსკა”, 1965 წ.

1960-61 წლებში იგი მხოლოდ 9-ჯერ გამოვიდა სცენაზე. მსოფლიო დონის სოპრანოსათვის ეს გამანადგურებლად დაბალი შედეგია. ვოკალური პრობლემების მიუხედავად მარია ჯერ კიდევ ახერხებდა ფურორის მოხდენას. საბერძნეთში მან “მედეა” შეარსულა. ოპერა, რომელსაც კალასთან აიგივებენ. 1962 წელს იგი ისევ დაბრუნდა საოპერო სამყაროში და აღმოაჩინა, რომ უკვე აღარ შეეძლო ისეთი ყოვლისმომცველი ხმით ემღერა, როგორითაც, თავის დროზე, ლეგენდა შექმნა. ღვთაებრივი კალასის კერპი უშეღავათოდ ირღვეოდა. მიუხედავად ამისა, მარია ფრანკო ძეფირელის დაუკავშირდა და ორი ოპერა, “ნორმა” და “ტოსკა” დადგეს. 1964 წელს ლონდონის სამეფო თეატრში აჟღერებულმა “ტოსკას” გოდებამ მაყურებელი დაარწმუნა, თუ რაოდენ უზღვაოა კალასის მუსიკალური და დრამატული გაქანება, თუნდაც, გაბზარული ხმის მქონე კალასისა. ამ წარმოდგენის ვიდეოჩანაწერი დღესაც აოცებს მელომანებს. კალასს პარტნიორობას, ისევ და ისევ, ტიტო გობი უწევდა, რომელსაც სკარპიას როლი, მთელი შემოქმედების მანძილზე, 900-ზე მეტჯერ ჰქონდა მორგებული. იგი ამბობდა: “კალასი იყო ტოსკა თავისი თამაშის ნებისმიერ წუთში, იგი არასდროს გამოსულა როლიდან”. მაშინაც კი, როცა ისევ “ტოსკას” შესრულებისას მარია ძალიან ახლოს მივიდა ანთებულ შანდალთან და მის პარიკს ცეცხლი გაუჩნდა. იგონებს გობი: “თვალი მოვკარი, როგორ ასდიოდა მის პარიკს ბოლი. ვინაიდან აქ დუეტში ვმღეროდით, მეც ჩემი გმირის ჟესტით ზურგიდან მივუახლოვდი, ხელი ზურგზე შემოვხვიე და კვამლიც ჩავაქრე. კალასი ზიზღით გამისლტა მკლავებიდან, ისე, როგორც ტოსკა მოიმოქმედებდა. მერე კი თვალი გამოაპარა და წამჩურჩულა: “მადლობა, ტიტო!..” მან იცოდა, რომ ცეცხლი ეკიდა, მაგრმ ითმენდა მანამ, სანამ მე არ მივიდოდი!”
მიუხედავად მარიას ნიჭისა და მონდომებისა, ისიც და მაყურებელიც უკვე ხვდებოდა, რომ, ადრე თუ გვიან, კალასის ვარსკვლავი ჩაქრებოდა. მომღერალს აღარ შესწევდა ძალა, გამკლავებოდა მეტოქეებსა და ოპერათა სირთულეებს. მისი ხმის დაკნინების ერთ-ერთ მიზეზად წონის სწრაფ დაკლებას ასახელებენ, რამაც დატვირთვა დიაფრაგმაზე გადაიტანა და, დროთა განმავლობაში, იგი დაუუძლურდა. სხვა ვერსიით, აბსოლუტურად განსხვავებული ოპერებით შედგენილმა რეპერტუარმა გამოიწვია სავალალო შედეგი.
რაც უნდა ყოფილიყო, დაღმასვლას კალასმაც შეუწყო ხელი, როცა ცხოვრება ონასისს დაუკავშირა. მარია მისგან ბავშვს ელოდებოდა. ბერძენი მაგნატის პასუხი კატეგორიული იყო: “არა! მე ორი შვილი უკვე მყავს.” მარიას უყვარდა. მარიამ დაიჯერა. მარია დანებდა… აბორტის შემდეგ იგი დიდხანს დეპრესიიდან ვერ გამოდიოდა, მერე კი დასძინა: “ღმერთი მაღალია და მის სამართალსაც, იმედია, მოვესწრები.” ონასისს სიცოცხლეშივე დაეღუპა ვაჟი ალექსანდრე…
ლაშა ბუღაძე: ფრანკო ძეფირელი ერთ-ერთი სპექტაკლის დაწყებისას კალასისა და მეცოსოპრანო ფიორენცა კოსოტოს დიალოგს შეესწრო, სადაც ერთი მეორეს ეუბნებოდა, ფორმაში არ იყო და დუეტის ბოლო ბგერას, რომელსაც ერთად იღებდნენ, დიდხანს ნუ დაიჭერდა. მიუხედავად იმისა, რომ კოსოტო დაეთანხმა, სცენაზე ისე მოიქცა, როგორც თვითონ სურდა: მისმა ხმამ გადაფარა კალასის ხმა და იმდენ ხანს ეჭირა ბოლო ნოტი, რომ მარიას კინაღამ გული წაუვიდა. ძეფირელიმ ეს დარბაზში, მაყურებლებთან ერთად ნახა. გაცოფებული შევარდა კოსოტოს საგრიმიოროში და დაიფიცა, რომ არასოდეს ათამაშებდა მის მიერ დადგმულ სპექტაკლში ან ფილმში.
სცენასთან განშორების დრო დადგა. 1965 წლის 5 ივლისს ლონდონის კოვენტ გარდენში კალასმა უკანასკნელად იმღერა “ტოსკა”, რომელიც ძლივს დაამთავრა. 41 წლის მომღერალს გულუხვად უკრავდნენ ტაშს. მარია მიხვდა, რომ ეს იყო ხარკი იმ საოცარი და დაუვიწყარი წლებისათვის, რომელიც მან საოპერო სამყაროს აჩუქა. კალასი წავიდა.
მარიამ გადაწყვიტა, მთელი დარჩენილი ცხოვრება ონასისისთვის მიეძღვნა, ამ უკანასკნელს კი სხვა გეგმები ჰქონდა. როდესაც კალასი სცენაზე გადიოდა, ონასისი აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის ქვრივს, ჟაკლინ კენედის ხვდებოდა. ფარული პაემნები რომანში გადაიზარდა. რომანში, რომელსაც კალასი არაფრით იჯერებდა, არც არისტო ეუბნებოდა რამეს. 1968 წელს ონასისმა ჯეკიზე იქორწინა. კალასისათვის ეს ფაქტი ხანჯლის გულში ჩაცემის ტოლფასი იყო. იგი ამიერიდან არაფერს წარმოადგენდა, სრულიად არაფერს, გარდა ტრავმირებული და გაუბედურებული ქალისა: საკუთარი თავი კარიერას შესწირა, კარიერა _ სიყვარულს, სიყვარული კი, თურმე, არც არსებულა…
მიუხედავად ქორწინებისა, ონასისი დროგამოშვებით ხვდებოდა კალასს, ღამით მის ფანჯრებთან იდგა და ყვიროდა, შემომიშვი, თორემ კარს შემოგიმტვრევო. მარიასათვის მისი ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, რომ უპირობოდ ნებდებოდა. არისტო ჰპირდებოდა, რომ გაეყრებოდა ჯეკის და შეცდომას გამოასწორებდა. კალასს მისი სჯეროდა. სჯეროდა მანამ, სანამ 1975 წელს ონასისი არ გარდაიცვალა. ამ დროს მისის კენედი უკვე მასთან აღარ ცხოვრობდა და არც მის დაკრძალვაზე მოსულა. ხოლო ქალი, რომელიც მათ რომანს შეეწირა, გლოვით მივიდა ცერემონიაზე. მარია კალასის სახელი უკანასკნელ ფრაზად ამოხდა თურმე ონასისს.

Maria Medea56
მარია კალასი, ფილმი “მედეა”, 1969 წ.

1969 წელს კალასი პიერ-პაოლო პაზოლინიმ “ფილმ” მედეაში გადაიღო. აქ იგი ზუსტად იმეორებდა იმ ტრაგიკული პერსონაჟის ბედს, რომელსაც უბადლოდ განასახიერებდა საოპერო სცენაზე და რომლის როლის თამაშიც ცხოვრებაში ერგო. ფილმის სიუჟეტი არაორდინარული იყო: აქ ხაზი გაესვა სრულ რეალობას. თითოეული დეტალი, მუსიკაც კი, არქაული იყო. პაზოლინის სურდა, დაენახვებინა მედეა სინამდვილეში, კოლხეთის დედოფალი ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნეში. მიუხედავად სიუჟეტის ორიგინალური ინტერპრეტაციისა, ფილმი წარუმატებელი გამოდგა ფართო მასებისათვის. არც კალასის ლეგენდამ გაჭრა, რომელიც საუცხოოდ განასახიერებდა ამ როლს სცენაზეც და მის შემდეგაც.
სცენაზე დაბრუნებისა და კიდევ ერთხელ მღერის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ კალასმა მიიღო ძველი მეგობრის, ტენორ ჯუზეპე დი სტეფაჯოს შემოთავაზება, მოეწყოთ ტურნე მსოფლიოს ქალაქებში. მარიას გაუჩნდა იმედი. იმედი იმისა, რომ წარსულ ბედნიერ ემოციებს, განცდებს და, რაც მთავარია, ხმას დაიბრუნებდა. თანაც, ისეთ პარტნიორთან მოუწევდა მღერა, ვის მიმართაც გულგრილი არ ყოფილა. ვინაიდან დი სტეფანოს ოჯახი ჰყავდა, კალასიც არ აპირებდა, ამ გრძნობის გაღრმავებას.

00266835
კალასისა და დი სტეფანოს ტურნე, მიუნხენი 1974 წწ.

1973-74 წლებში მოეწყო მსოფლიოტურნე, რომელიც, თითქმის, ყველა დიდ ქალაქს მოიცავდა. ხმადაკარგული კალასი და ხმადაკარგული დი სტეფანო. ორი ლეგენდა, ოდესღაც რომ ბობოქრობდა, ახლა მხოლოდ სიმღერის ილუზიას ქმნიდა. ძნელი წარმოსადგენი იყო, ოდესმე ასეთები თუ გახდებოდნენ ის “ვიოლეტა” და “ალფრედო”, რომლებმაც, თავის დროზე, საოპერო სამყარო შეძრეს თავიანთი გამომსახველობითა და ხმის უბადლო ტექნიკით. ახლა კი კრიტიკოსები კალასზე წერდნენ: “სისულელე იქნებოდა, მასზე გვეთქვა, რომ ხმა შერჩა, მაგრამ იგი ყოველთვის დარჩება მსახიობად”. …თუმცა ორივე მათგანმა გულთბილი ტაში მიიღო. ეს იმ აპლოდისმენტების მსგავსი იყო, რომლის წყალობითაც კალასი მიხვდა, რომ საოპერო სამყაროში მისი ადგილი უკვე აღარ იყო. მსოფლიო მუსიკაში მხოლოდ მისი გენიალური ჩანაწერებიღა დაიდებდა ბინას.

callas70_1
მარია კალასის უკანასკნელი ფოტო

მარია პარიზში, საკუთარ ბინაში გამოიკეტა. დეპრესიამ ახალი ძალით შეუტია. სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, არც ვინმეს ეკონტაქტებოდა. სიცოცხლე შესძულდა. მთელი დღეები თავის ძველ ჩანაწერებს უსმენდა და მოთქვამდა. მარჩელო მასტროიანის, მის ზემო სართულზე რომ ცხოვრობდა, ბუხრის მილიდან ხშირად ესმოდა, როგორ ცდილობდა ხმადაკარგული კალასი, ემღერა თავისსავე ჩანაწერებზე. რაოდენ დიდებულიც იყო კალასის ხმა, მით უფრო განადგურებული იყო მისი ახლანდელი ჟღერადობა. დამამშვიდებლებს სვამდა. დაავიწყდებოდა და ისევ გადაყლაპავდა 3 აბს და ასე გრძელდებოდა მთელი დღეები. ერთხელაც, როგორღაც, დი სტეფანოს გამოუტყდა: “ყოველი დღე, მადლობა ღმერთს, ერთი დღით ნაკლებია…”
მარია კალასი 1977 წლის 16 სექტემბერს, საკუთარ ბინაში გარდაიცვალა. იგი მხოლოდ 53 წლის იყო. მარიას ნეშტს კრემაცია ჩაუტარეს. სასაფლაოდან მისი ფერფლი გაიტაცეს, ორი დღის შემდეგ კი გახსნილი, სანახევროდ სავსე ურნა იპოვეს. კალასის ქონება თანაბრად გაიყო და დედას, ევანგელიასა და ქმარს, მენეგინის გადაეცათ. ორივე მათგანი 80 წელს იყო გადაშორებული. 1979 წელს, ანდერძის თანახმად, კალასის ფერფლი ეგეოსის ზღვაში მიმოაბნიეს.


5 Comments

“არ ვიცი, ვინ ვარ…”


71857_mოცნების ინტერვიუ მარია კალასთან

სიმღერა. უბრალოდ – ხმა; თანაც, როგორი ხმა: არამიწიერი, ზეციური, ჰაეროვანი, ხავერდოვანი… ხავერდოვანი, მშვიდი, ბობოქარი.
მე რომ საკუთარი თვალით მენახა კალასი, ან საკუთარი ყურით მომესმინა მისი ხმა (ცოცხალი შესრულება!), ალბათ, უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი.
წარმოსახვაში, ოცნებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს: მოწყდე რეალობას, გადაიკარგო შენ მიერ შექმნილ წარსულში, შეიგრძნო ის, რაც აქამდე არასდროს განგიცდია…
პარიზი. XX საუკუნის 70-იანი წლები.
ამ დღისთვის მთელ სამ თვეს ვემზადებოდი. საუკეთესო წითელი ვარდები შევარჩიე და მივედი. ჟურნალისტებს არ გვჩვევია დაკაკუნება, მაგრამ ყველაფერს გააჩნია. რამდენიმე წუთს დახურული კარის წინ ვიდექი. ვღელავდი: “იქნებ გადაიფიქრა?”
მედიდურად აპრეხილი წარბები, ძირს დახრილი თვალები… თითქოს, ვერც მამჩნევს. ვარდებს დააცქერდა და მერე ამომხედა. მივესალმე. გამარჯობის ნაცვლად ეს მითხრა: _ “რისთვის გაისარჯეთ ასე? მე სიყვარული უკვე გამოვცადე.”
ამ პასუხით მაგრძნობინა, რომ ეს იყო მადამ კალასი და არა – ერთ-ერთი ვინმე “მადამთაგანი”. გადაწყვეტილი მქონდა, ონასისზე არაფერი მეკითხა, რათა, ისედაც ხმადაკარგული, კიდევ უფრო არ გამეღიზიანებინა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ღელავდა. თავი მაინც ღირსეულად ეჭირა.
სტატიას მთელს მის შემოქმედებაზე ვწერდი და დეტალები მჭირდებოდა. ვკითხე, ჰქონდა თუ არა ტურნე, რომელიც გამორჩეულად უყვარდა.
“1958 წელი. რომი. “ნორმა”… ფიქრებში ჩაიძირა. თვალები მოხუჭა. ალბათ, ის წუთები გაახსენდა, როცა გამაოგნებელი სპქტაკლის შემდეგ, თეატრის საგრიმიოროში გაიცნო არისტოტელე ონასისი, მისით აღტაცებული. ამას მოჰყვა კრუიზი “კრისტინაზე” 1959 წელს და მენეჯინისთან განშორება.
_ისევ ისეთი პუნქტუალური ბრძანდებით? _ ვკითხე.
_ მართალია, აღარ ვმღერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულიად შევიცვალე.
ეს თქვენზე არ ვრცელდება, მაგრამ დიდი ხანია, ჟურნალისტებთან არ მისაუბრია.
შიგადაშიგ ეღიმებოდა. ბობოქრობდა. ცდილობდა, დაეფარა იდუმალი ფიქრები.
თურმე სიმარტოვე უკლავდა გულს: მარჩელო მასტროიანი, მის ზემო სართულზე რომ ცხოვრობდა, ღამღამობით ბუხრის მილიდან ხშირად ისმენდა, თუ როგორ ცდილობდა ხმადაკარგული კალასი მღერას.
_ რას მეტყვით “ტოსკაზე”?
_ ტოსკა… _ ღიმილით ახედა კედელს, _ აი, სად არის ტოსკა! იგი ჩემი მეგობარია, გულითადი მეგობარი. ყოველთვის სიმართლეს მეუბნება. უამრავჯერ ვიმღერე და, მხოლოდ ერთხელ, სამოცდახუთში მითხრა: “გაჩერდი!..” მეც გავჩერდი.
_ მაგრამ თქვენ ხომ სიმღერა მაშინ არ შეგიწყვეტიათ, კონცერტები შემდეგაც გქონდათ.
_ მაგიდაზე უამრავი კონტრაქტის ქაღალდი დევს. ნებისმიერ დროს შემიძლია, თითოეულ მათგანს ხელი მოვკიდო, მაგრამ ეს გულის გადაყოლება იქნება და მეტი არაფერი.
ჩემს კითხვაზე, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მის მიერ განსახიერებულ პერსონაჟებთან, ადგა და სიგარეტს მოუკიდა. გაოცება რომ შემატყო, სევდიანად გაიღიმა და მაგრძნობინა, რომ მოწევა აღარაფერს შეცვლიდა მის ცხოვრებაში.
მერე დასმულ კითხვას დაუბრუნდა:
_ მათთან შეხება ოდესღაც მართლა მქონდა. იმ უძილო ღამეებშიც კი, როდესაც მსურდა, თვალები დამეხუჭა, ყურები დამეხშო და სხვა რამეზე მეფიქრა.
_ კარიერა უმნიშვნელოვანესი იყო თქვენთვის, მაგრამ ამავე დროს, დიდ ყურადღებას უთმობდით პირად ცხოვრებას. თუ გქონიათ ოდესმე სურვილი, კარიერა პირად ცხოვრებაში “გადმოგეტანათ”? ანუ _ თქვენს პერსონაჟებს დამსგავსებოდით?
_ ჩემთვის კარიერა ცალკე ცხოვრებას წარმოადგენდა. ეს კითხვა მაშინ რომ დაგესვათ, როცა ჯერ კიდევ ვმღეროდი, გიპასუხებდით. ახლა კი რა მოგახსენოთ? ახლა… ახლა ვხვდები, რომ საკმაოდ შევცვლილვარ _ მიპასუხა. ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ თავად მკითხა:
_ თქვენი აზრით, ახლა მე კალასი ვარ, თუ კალოგეროპულოსი?
_ რა თქმა უნდა, კალასი! _ ვუპასუხე.
მარია გაჩუმდა. ცოტა ხანს მიყურა. მერე ადგა, ბელინის “ნორმას” ვიდეოჩანაწერი ჩართო. მოტრიალდა მომღიმარი, აცრემლებულმა შემომხედა და ამაყად თქვა: “აი, აქ ვარ კალასი!”
ხმის ამოღება ვეღარ შევძელი. რა უნდა მეთქვა ადამიანისათვის, რომლის ცხოვრებაც მისივე ტრაგიკული პერსონაჟის _ მედეას ბედს დაემსგავსა? ჯერ დაუბადებელი შვილი, საკუთარი თავი და კარიერა სიყვარულს შესწირა, სანაცვლოდ კი ბოლომოკვეცილი ბედნიერება შერჩა ხელში.
მიზეზს სიცოცლის ბოლომდე ეძებდა…
ბოლოს თავად მითხრა: “არიზე არაფერს მკითხავთ?”
_ თუ თქვენ ინებებთ… _ დავიბენი, _ ერთი ნახვით შეგიყვარდათ?
_ სიყვარულს არც არაფერი უკლდა… მსოფლიო არის გარეშე ისეთი აღარ იქნება, როგორიც მანამდე იყო.
_ ასე თუ გიყვარდათ, რატომ აბამდით რომანებს სხვებთან?
_ ლუკინო ვისკონტის მადლობელი ვარ. მან მაგრძნობინა, რომ კიდევ ცოცხალი ვარ. ერთი კი ცხადია, ყველა სხვაში ონასისს ვეძებდი. ბოლოს მართლა დავრწმუნდი: ყველა ადამიანი ინდივიდია. რომ ეცოცხლა, აუცილებლად შემირთავდა. მისი სიტყვის მჯეროდა ყოველთვის.
_ პაზოლინის გადაღებულ “მედეაზე” რას იტყვით?
_ ეს კარგია. რის გაცოცხლებაც სცენაზე რთულია, ეკრანზე უფრო ადვილი შესაძლებელია. მაგრამ მე არ ვეკუთვნოდი ასეთ მომღერლებს. მე მმუხტავდა მაყურებლის ენერგია და არა ვიდეოკამერა. “მედეამ” საკუთარი თავი სულ სხვა კუთხით დამანახვა…
მოულოდნელად ასეთი რამ თქვა: “ამერიკაში დავიბადე, მაგრამ ამერიკელი არ ვარ. ბერძენი მშობლები მყავდა, მაგრამ არც ის შემიძლია ვთქვა, რომ ბერძენი ვარ. ყველაზე დიდხანს იტალიაში ვმღეროდი, მაგრამ არც იტალიელი ვარ. საფრანგეთში ვცხოვრობ, მაგრამ არც ფრანგი ვარ… მე არ ვიცი, ვინ ვარ!”
ბოლო სამ საათს მხოლოდ კალასი საუბრობდა. იხსენებდა თავისი კარიერის პიკს, მიზნებს, ტურნეებს _ პარიზში, რომში, ჰამბურგში, ლისაბონში, მადრიდში, ლონდონში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში; გაოგნებული მილანელი მაყურებლის ოვაციებს…
სულგანაბული ვუსმენდი. მერე ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები დავათვალიერეთ.
მარია მიყურებდა და ხედავდა, რომ იმ ჟურნალისტებს არ ვგავდი, რომლებიც ამას მხოლოდ წუთიერი ინტერესით, ან მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებენ.
წამოსვლისას როიალის თავზე თვალი მოვკარი ფოტოსურათს, სადაც მარია კალასი მედეას როლში იყო გადაღებული. ანალოგიური გამომეტყველება ჰქონდა იმ მომენტში მასაც _ განადგურებული, დაობლებული, ყველასგან მიტოვებული, უზომოდ სევდიანი: მედეას, ლუჩიას, ვიოლეტას, ნორმას, ტოსკას აჩრდილებით გარშემორტყმული.
ზურგსუკან კარი მიიხურა. გავცდი იქაურობას _ კალასს, პარიზს, გასული საუკუნის 70-იანი წლების სამყაროს.
თვალწინ ყველაფერი გაწელილი სხივებივით ტრიალებდა. თითქოს, დროის ქარბორბალას ცენტრში ვიდექი.
ცოტა ხანში ყველაფერი დაწყნარდა.
თვალი რომ გავახილე, მივხვდი, კალასის მოსმენისას ჩამძინებოდა _ ეს იყო და ეს…