ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

საიდან მოდის ხმა

12 Comments


ადამიანები უამრავ მუსიკალურ ინსტუმენტს ვიცნობთ, რომელთა უმრავლესობა ჩვენ მიერვეა დამზადებული. ისინი კარგად გაპრიალებული და სასიამოვნო გარეგნობისანი არიან. თუმცა ჩვენ ასევე აღფრთოვანებით ვუსმენთ ბგერებს, რომლებიც თვითნაბადი ინსტრუმენტისაგან წარმოიქმნება. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტის მატარებელი თითოეული ჩვენგანია. ეს, რა თქმა უნდა, სახმო სიმები, ანუ მგერავი იოგებია.

სახმო სიმი არის კანის თხელი და სათუთი ნაირსახეობა, რომელიც გაბმულია სასულე მილის (ტრაქეას) თავზე, ხორხში. მათი დაბოლოებები მიერთებულია ყელის კუნთებთან. ამოსუნთქვის შედეგად ფილტვებიდან ტრაქეის გავლით ამოსული ჰაერი (სხვანაირად ვერც ამოვა 🙂 ) გაივლის ხორხში მოთავსებულ სახმო სიმებს, რომლებიც ჰაერის ნაკადის ზეგავლენით ირხევიან, ვიბრირებენ. სწორედ ეს ქმნის ბგერას.

მარტივი ექსპერიმენტი: თქვით “ააააა” და ამ დროს თითი ხორხზე მიიდეთ. შეიგრძენით ვიბრაცია? ეს არის ჩვენი ინსტრუმენტის “ბგერა”. თუ უფრო გაინტერესებთ, რა როგორ გამოიყურება, აი ვიდეოც.

ქალის ნეიტრალური ანუ ძირითადი, სასაუბრო ბგერა ჩვეულებისამებრ მამაკაცისაზე მაღალია. ეს იმიტომ, რომ მამაკაცის სახმო სიმები უფრო გრძელია, შესაბამისად, მათ შორის უფრო დიდი სივრცეა. რაც მეტია სივრცე, მით დაბალია ბგერა. ანალოგიური ვითარებაა ჩასაბერ საკრავებშიც: ფლეიტას დიაპაზონი გაცილებით მაღალია, ვიდრე ტომბონისა.

თუკი ადამიანს მუსიკალური სმენა აქვს და ვოკალის დამუშავება სურს, ვოკალისტი მის ყელის კუნთებს ავარჯიშებს. სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობა სხვადასხვაგარ ბგერას მოითხოვს. არსებობს სასიმღერო ტექნიკის 3 ძირითადი ფორმა: ყელის, დიაფრაგმის, შერეული.

ყელისმიერი ვოკალი ძირითადად გამოიყენება პოპ და როკ მომღერლებისათვის. მათი მუსიკა მოითხოვს მკვეთრ, ბასრ და ხისტ ბგერას. ასეთი ტექნიკით მღერის დროს ყელის კუნთები ისეთნაირად იკუმშება, როგორც ჩვეულებრივი საუბრისას.

დიაფრაგმის ვოკალი კლასიკური ჟანრის მუსიკაში გამოიყენება. ოპერის მომღერლისათვის დიაფრაგმით სიმღერა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ გამოსცემს იმ ვიბრაციულ და ნარნარა ბგერას, რომელსაც საოპერო ჟანრი მოითხოვს. ასეთი ტექნიკით მღერისას ვოკალისტი აწვება, კუმშავს გულმკერდის ქვემოთ მოთავსებულ კუნთებს, რომელთაც დიაფრაგმის კუნთები ეწოდებათ. როცა ზეწოლა ამ ადგილას მოდის, ყელის კუნთები თავისუფლდება ზედმეტი დატვირთვისაგან და უფრო ადვილად იკუმშება მაღალი ბგერის გამოსაცემად. ეს კი მგერავი იოგების თავისუფალ რხევას უზრუნველყოფს.

შერეული ვოკალის ტექნიკა გამოიყენება საესტრადო და რომანსული რეპერტუარისათვის. ეს არის ზემოხსენებული ორი ტექნიკის მეტნაკლები ნაზავი. მომღერალი სურვილისა და შესაძლებლობისამებრ არჩევს, როდის გამოიყენოს ყელისმიერი ბგერა და როდის – დიაფრაგმული.

რაც შეეხება ფალცეტს, იგი ყელისმიერი ტექნიკის ნაირსახეობაა. ქართულად მას კრინი ეწოდება და ნახევარ ხმას ნიშნავს. როდესაც ადამიანს სიმღერისას რომელიმე მაღალი ბგერის აღება უჭირს, იგი “ყელში მღერის”. ამ დროს ბგერის ძალა ნახევრდება და ყელის კუნთებიც განსხვავებულად იკუმშება. მიუხედავად იმისა, რომ ფალცეტი გამოიყენება როკშიც (იან გილანის რეპერტუარი), პოპ მუსიკაშიცა (მერაია ქერი) და ზოგჯერ ოპერაშიც, იგი მაინც არ არის აღიარებული ცალკე საშემსრულებლო მიმართულებად. ფალცეტი ჩვეულებრივი სასიმღერო ხმის დამატებად მოიაზრება.

როგორც ვხედავთ, მხოლოდ სახმო სიმები არ არის მთავარი. ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, “დამოკიდებულია” ყელის კუნთებზე, რომელთა სიძლიერე უზრუნველყოფს ყელის ღრუს შეკუმშვა გაფართოებას. დიაფრაგმის პოზიციის სწორი ცვლა კი ბგერის ძალასა და სიმაღლეს უზრუნველყოფს.  ვინაინაიდან ჩემი კომპეტენცია, ძირითადად, საოპერო ტექნიკას მოიცავს, შემოგთავაზებთ ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორი ბგერა მიიღება დიაფრაგმული ტექნიკის გამოყენებით. რა თქმა უნდა, აქ საქმეში ერთვება დიდი ნიჭიცა და კარგად დამუშავებული ხმის ინსტრუმენტიც.

ნატალი დესე, სოპრანო

ლუჩანო პავაროტი, ტენორი

ამრიგად, დღეს ხმის წარმოქმნასა და ბგერის ზოგად სახესხვაობებს შევეხე. შემდეგში დაგეგმილი მაქვს, მსგავს თემებზე კიდევ დავწერო. სათქმელი მართლაც ბევრია. რაც მთავარია, შევეცადე, მარტივად მესაუბრა იმ ინსტრუმენტზე, რასაც ჩვენი “ხმა” ჰქვია. ღმერთმა ინსტრუმენტი ნუ დაგიჟანგოთ 😉

Advertisements

12 thoughts on “საიდან მოდის ხმა

  1. ზურიუს კიდევ ქუთაისში ხარ?:)არ გინდა ხუთშაბათ დილით ”ძველ ქალაქში” მოხვიდე ჩემთან გადაცემაში? უუუჰ რა პირდაპირი ვარ. თუ აქ ხარ მოდი რა:)

  2. Ha? 😀 ras ar ipovis kaci youtube.com ze 😀 kargia Zurriuss momecona 😉

  3. sainteresopostiiyozalian :))
    roca ase dawvrilebit vswavlob adamians biologiur doneze da vakvirdebi tvals, yurs, xmas blablabla huh saocaria

  4. es suratebi cudad mxdis da sashinlad araesteturia. sxva rameebze chumad var

    • ნინ, ყველაფერი თვალის შეჩვევის ამბავია. აქ რომ გაცხარებული სექსის ვიდეოები დამედო, ისიც არაესთეტური იქნებოდა, მაგრამ ასეთ პროტესტს არ გამოიწვევდა. იმიტომ, რომ ის, ასე თუ ისე, ყველგან თვალში გვეჩხირება 😉

  5. მაგარი თემა, მაგარიი..
    რა მინდა გკითხო: ხმას რომ აკანკალებენ მღერისას, რომელიმე ნოტის აღებისას ვთქვათ, ეს სწორია? 🙂

    • გააჩნია კანკალსაც და მუსიკალურ მიმდინარეობასაც. საერთოდ, კანკალის ორი სახე არსებობს. ერთია ვიბრატო, მეორე – ვიბრაცია. ვიბრატო არის ბუნებრივი დიაფრაგმული ან შერეული ტექნიკით მიღებული ბგერა, რომელიც ნარნარა ხმას გამოსცემს. ვიბრატო არის ბგერის “ყანყალი” და გაქცევ-გამოქცევა. როცა მომღერალი ნოტს კარგად ვერ იღებს და ბგერა “ქანაობს” აქეთ-იქით. შედეგად, გესმის არა ერთი და ნარნარა ნოტი, არამედ ორი ბგერა და ზოგჯერ ვერ ხვდები, რომელ ნოტს გულისხმობდა აქ მომღერალი. სხვადასხვა მუს. მიმდინარეობები ამას იტანს, ვინაიდან ისინი აქცენტს წმინდა ვოკალურ საკითხზე არ აკეთებენ. მაგრამ ოპერასი ხმის ისეთი კანკალი, რასაც ვიბრაცია ჰქვია, მეტყველებს ან მომღერლის ცუდ ტექნიკაზე, ან ყელის გადაღლაზე, ან სუნთქვის უკმარისობაზე, ან სიბერეზე. 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s