ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ყიყლიყო კლასიკურად ანუ ვის არ მოსვლია

11 Comments


ადამიანი 100 პროცენტით არასტაბილური არსებაა. დავასახელოთ მისი ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური შემადგენელი ნაწილი და ვნახავთ, რომ ყოველ მათგანს განუცდია ცვლილება. მყარი რწმენაც კი, ზოგჯერ, სხვა შეიძლება შეიცვალოს, გადასხვაფერდეს. სტაბილურობის შესანარჩუნებლად ადამიანს დიდი და ხანგრძლივი ბრძოლა უწევს. ვინაიდან წარმატების მიღწევაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა, მცირეოდენი ყურადღების მოდუნება, შესაძლებელია, ადამიანს ცუდად მოუბრუნდეს.

ასეა სიმღერის დროსაც. ერთი “ხალტურა” კონცერტის წინა დღეს დალეული შამპანურის სახით, უძილო ღამე, ზედმეტი საკვები, მღერის დროს ყურადღების გაფანტვა. ყოველივე ეს, შეიძლება, ვოკალური ჩავარდნის, ე.წ. ყიყლიყოს მიზეზი გახდეს. ვოკალური ჩავარდნა  ეს სახმო სიმების ვიბრაციის რიტმის არევაა ან ყელის კუნთების ტონუსის წამიერი დაკარგვა, როცა ისინი უცბად მოეშვება და ბგერაც ფუჭდება. ბევრ საოპერო მომღერალს მოსვლია ეს არც-თუ სასიამოვნო შემთხვევა. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საოპერო ათლეტებსაც, ისევე, როგორც სხვა სპორტსმენებს, მოსვლიათ პატარ-პატარა მარცხები.

დავიწყოთ ჩემი უსაყვარლესი დიდი ლუჩანოთი. ამ ვიდეოს 3:10 წუთზე პავაროტი მაღალ დო-ზე ყიყლიყოს გააკეთებს.

ნიკოლაი გედა, რუსი წარმოშობის მქონე შვედი ლირიკული ტენორი. კალასთან ერთად ჩაწერილი აქვს “მადამ ბატერფლაი” და “კარმენი”. მისი მაღალი ფა მომნუსხველ ზემოქმედებას ახდენდა. “რიგოლეტოში” კი…

ეს ბარიტონი “ტრავიატაში” ჟორჟ ჟერმონის პარტიას მღერის. საერთოდ, დაბალი ტემბრის მქონეთა “ყიყლიყო” საკმაოდ იშვიათია. რა თქმა უნდა, პროფესიონალებზე ვსაუბრობ.

ეს ალფრედო კრაუსია, სახელოვანი პორტუგალიელი ლირიკული ტენორი, რომელმაც მაღალი ნოტები სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. ამ ვიდეოში მისი მოსწავლე ყივის, რომელსაც საკმაოდ ასაკოვანი კრაუსი მიაჩმორებს 😉

ეს სკანდალი ლა სკალაში რამდენიმე წლის წინ ატყდა. ლირიკულმა ტენორმა რობერტო ალანიამ, რომელიც პავაროტის შემოქმედებით მემკვიდრედ და საოპერო ვარსკვლავად ითვლებოდა, რადამესის პარტია “აიდას” დასაწყისშივე მაყურებლისათვის არასასიამოვნოდ იმღერა. დარბაზში სტვენა და “ბუუუ” – უყმაყოფილების გამომხატველი შეძახილი გაისმა. გაბრაზებულმა ალანიამ სცენა წარმოდგენის მსვლელობისასვე დატყოვა და პარტნიორი ქალი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. ალანია იმ დღეს დუბლიორმა ტენორმა შეცვალა, თვითონ კი ლა სკალადან გაუშვეს.

თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი ლირიკო-დრამატული ტენორი, თვით პლასიდო დომინგოს ნათლული როლანდო ვილაზონი მაღალი არტისტიზმით გამოირჩევა. ძალიან ნიჭიერი მომღერალი და მსახიობია, ვისთვისაც მსოფლიოს უდიდესი საოპერო თეატრების კარია ღია. თუმცა, “მანონში” გაკეთებული სამმაგი ყიყლიყოს გამო, იგი ჩემი დღევანდელი თემის ერთ-ერთი გმირია.

დრაგა ჯოკოვიჩის ამ ვიდეოს ბოლომდე ნახვას არ გაძალებთ. უბრალოდ, იღადავეთ მის “კარმენზე”. ეს ქალი ყიყლიყოსაც აკეთებს, გლაზურსაც და გოზინაყსაც 😀

ამ პოსტს ისევ და ისევ პავაროტით დავასრულებ. კარიერის მიწურულს გამართულ ერთ-ერთ დიდმასშტაბიან კონცერტზე ლუჩანომ იტალიელი როკერის, ზუკეროს მიერ დაწერილი Miserere იმღერა. სიმღერის კულმინაციურ მომენტში, როცა ყველა ინსტრუმენტი დუმს და მხოლოდ ტენორის მაღალი ნოტი ისმის, საბედისწერო ყიყლიყო გაისმა. გადაჭარბებული წონის მქონე ლუჩანოს ხმამ უმტყუნა, თუმცა შეცდომა არტისტული ემოციური გადასვლით გადაფარა, შემდეგი ნოტით კი წამიერად დაკარგული სიმაღლე დაიბრუნა.

Advertisements

11 thoughts on “ყიყლიყო კლასიკურად ანუ ვის არ მოსვლია

  1. რობერტო ალანია – dzalian samarcxvinod gamovida!

  2. ალანიას დანაშაულს ვერ მივხვდი(ნუ მოყვარული ყური), თანაც ისეთს, რომ ბუუუუუუ ეძახებინათ 😦 “კარმენი” კი უდავოდ კაიფშია, თან ცოდოა -აი რომ უყურებ და პირში ვერ დასცინებ ისეთი :მგონი სმენის პრობლემაც აქვს და რიტმის გრძნობაც ეკარგება მალიმალ :პარტნიორს მხოლოდ ხელით შეხებისას გრძნობს, ისე თავისთვის ყიყლიყოოობს :S Zuriuuss, dzalian kargia shesavlian shefasebebianad!

    • გაიხარე გვანც! 😉
      ალანიას ტემბრი გაუფუჭდა ბოლო ხანებში. და “ბუუ” კონკრეტული ხარვეზის გამო არ დაუწყიათ. ზოგადად არ დაევასათ მისი გამოსვლა. მილანელები ძაან პრეტენზიულები არიან და უცებ ეტაკათ რაცხა 🙂

  3. საინტერესო იყო. ე.ი. მე როგორც მივხვდი ”ყიყლიყოს” ის არ აკეთებს ვინც არ ”ყივის”. 🙂

  4. არადა პირველ ვიდეოში ლუჩიანოს ვერაფერი შევნიშნე. ჩვეულებრივად მაღალ ხმაზე იმღერა.

  5. კი დავაკვირდი. მაგრამ რავიცი აბა…

    ხო, მართალი ხარ ისინი პროფესიონალი მსმენელები არიან.

  6. კარმენში ქალი სერიოზულად მთვრალია ხომ?

    პ.ს. ხშირად ვკითხულობ შენს ბლოგს და მომწონს ძალიან

    • მადლობა.
      არ ვიცი. რაღაც ეგრე უჩანს პირი. მაგრამ მუსიკალური შეგრძნებაც რომ არა აქვს, აქ სიმთვრალე არაფერ შუაშია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s