ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


11 Comments

Zurriuss.Ge გავხდიიი


მეგობრებო…

დებო, ძმებო. კეთილო ბლოგერებო. ყველავ, ვინც მიცნობთ, ვისაც გიცნობთ (ან არ მიცნობთ და არ გიცნობთ). ყველავ, ვინც ხართ ჩემი კოლეგები, მეგობრები, ნაცნობები, მკითხველები.

როგორც იქნა, გადავედიGE დომენზე და ამიერიდან თქვენი მონამორჩილი Zurriuss.GE ვიქნები

ყველას ყველას დიდი მადლობა თქვენი აქტიურობისა და კომენტარებისათვის, მოსაზრებებისათვის, რომელთა გამოჩენაც ასე მსიამოვნებს.

ბოლო პოსტთან დაკავშიებით აქ შეფერხებები იყო, სურათები არ ჩანდა. ახალ ბლოგზე ეს ხარვეზი გამოსწორებულია! აი, ამ პოსტის ლინკიც და აწი თქვენი მოსაზრებები იქითკენ გადაისროლეთ 🙂

ჯერჯერობით ბლოგი მოუწესრიგებლად მოგეჩვენებათ. თემა ახლახან დავაყენე, რაღაც-რაღც ფუნქციები ჯერ კიდევ ვერ შემისწავლია და ნელ-ნელა ვამუღამებ. ყველაფერს უახლოეს მომავალში დავხვეწ და თქვენსა და ჩვენს ინტერესს მოვარგებ 😉

და ერთი თხოვნა:

შეცვალეთ ჩემი პოსტის ლინკი თქვენს ბლოგზე zurriuss.ge-თი.

წარმატებას გისურვებთ ყველას და შევხვდებით ახალ ბლოგზე 😉


6 Comments

Search Terms ანუ ღადაობაში დაკარგული ხალხი ჩემს ბლოგზე


ეს ტეგ–თამაში ბუსხს ეკუთვნის.

ერთხელაც მე და ბუსხი დავსხედით ჩვენ ჩვენს კომპიუტერებთან და, დროისათვის მახათის ერთ ადგილას გარჭობის მიზნით, საკუთარ Search Term–ებს გადავავლეთ თვალი.

…ნუ ჩვენ იქ ამბები ვნახეეეეთ!… 😀 😀 😀

როგორც ჩანს, იცოდე, რა სიტყვებით აღმოჩნდებიან შენს ბლოგზე, იგივეა, რაც იცოდე, რა აზრები უქრით თავში ადამიანებს.  ყველას გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეს სიამოვნება და მერე საკუთარი Search Term–ები შეამოწმოთ 😀

აქვე ბოდიში მინდა, მოვუხადო ბუსხს , რომ თავის დროზე არ გავაგრძელე ეს ტეგ–თამაში და გავანაწყენე. ბუსხ, ვიცი, რომ მაპატიებ. ოღონდ, იცოდე, გულით გეუბნები ამას 😉

დაახლოებით იცით, რა თემატიკის ბლოგი მაქვს, ჰოდა ესეც შედეგი 🙂

ჩვენთან სხვა "ერტეულით" ზომავენ

ტაააქს... შემოდის ქერა ნაშა, ძუძუებზე შამპუნი უსვია და ცდილობს, სველი ტილოთი ჩამოიწმინდოს... თხრობის გასაგრძელებლად გადაიხადეთ 5 ლარი

Continue reading


14 Comments

GE–ვირგვინი


GE-ვირგვინს დაიდგამს მონა ბლოგისა Zurriuss…

ადრე მიუღწეველ ოცნებად წარმომედგინა GE დომენი. ადრე რა, როცა მის მნიშვნელობას მივხვდი. ახლა ერთი სული მაქვს, როდის გახდება zurriuss.wordpress.com  ZURRIUSS.GE! 😀

მინდა, კარგად გავაშალაშინო ბლოგი, დავფერთხო ზოგიერთი რამ და გავამდიდრო სხვადასხვა ინფორმაციით. მოკლედ, Zurriuss–ის დრო დადგა 🙂

ამაში ლანდიშა დამეხმარება და, თუ კიდევ არ დაეძინა, წამიყვანს ერთ–ორ ადგილას, სადაც ჩემს ბლოგს GE–ვირგვინს დაადგამენ და კანონიერ zurriuss.ge–დ გამოაცხადებენ.

4 თებერვალს Zurriuss (ჩემი მეოთხე და ყველაზე წარმატებული ბლოგი)  ერთი წლის ხდება. ყველაფერი ამის გაკეთება სწორედ ამ დღისთვის განვიზრახე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ბლოგერები გარკვეული დროით უნდა დაფიქრდნენ და გადააფასონ: არის თუ არა ბლოგი მათს ცხოვებაში იმდენად მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი დროის დიდი ნაწილი დაუთმონ მას? ჩემს შემთხვევაში ბლოგი თითქმის ჩემი მეორე ცხოვრებაა.

უამრავი საქმისა და მოუცლელობის პირობებშიც ვახერხებ, წავიკითხო ბლოგები და ჩემსაზეც ვპოსტო. კარგია, რომ ყველგან, სადაც ვიმყოფები, კომპიუტერზე ხელი მიმიწვდება. ბოლო დროს ჩემი პოსტების იდეა სხვაგან იბადება, ტექსტის ნაწილი ერთგან იწერება და ბოლო – მეორეგან 🙂

ასე რომ, თუ კორონაცია მშვიდობით ჩაივლის, 4 თებერვლიდან Zurriuss.Ge გავხდები. ჰოდა ველი მოლოცვებს 😀 რომ არა თქვენ და თქვენი აქტიურობა, მე ამაზე პრეტენზიაც არ მექნებოდა. ასე რომ დიიიდი მადლობა თქვენ 😉


10 Comments

სამადლობელი + Ashes and Snow


როგორც ვხედავ, ჩემმა წინა პოსტმა სკანდალი არ გამოიწვია და შემიძლია დასკვნა გავაკეთო:

  • ცუდად არ გამიგეს
  • სკანდალს არ ვაპირებდი
  • მარაზმი პოსტები ყველას დაგვიწერია (ჩემი აზრით) და მინდოდა, როგორც მე ვაღიარე, ისე ექნა სხვასაც. ეს მეტ–ნაკლებად გამოვიდა.

აქედან გამომდინარე, ძალიან ნასიამოვნები ვარ და არც ერთ კომენტარზე გული არ მომსვლია. ან რატომ უნდა მომსვლოდა, როცა ცუდი განზრახვით არ დამიპოსტავს. შესაბამისად, ყველას გიხდით მადლობას და ჯერ არა, მაგრამ კარა ხნის მერე ალბათ კიდევ ჩამოვუვლი ბლოგოსფეროს. ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არგუმენტებს ითხოვდა, აწი არგუმენტირებულ განხილვას გავაკეთებ. ოღონდ ახლა არა, ამასაც დიდი დრო და ნერვები უნდა. მოკლედ, გმადლობთ! 🙂

რაც შეეხება დღევანდელ “რამდენიმე რაღაცას”, ერთ–ერთი ვიდეო ცოტა ხნის წინ გამომიგზავნა მეგობარმა. მარიტა ჰქვია. ნუ, ეს ადამიანი ცალკე მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. ქალი ნანული, ქალი “ვამე ჯეჯაააა!”… მოკლედ, ვინც არ იცნობს მარიტას, მას არ უნახავს მოქმედი ვულკანი 😀

Ashes and Snow…

Continue reading


33 Comments

Apple Worm ანუ მარაზმი პოსტები


ბლოგზე მარაზმი პოსტების ნახვა იგივეა, ვაშლი მოკბიჩო და იქ მოკალათებულ ჭიას გადააწყდე…

(ცხონებული “მე”–ს გამონათქვამბიდან)

უსაქმურად ყოფნა ყოველთვის უსაქმურობას არ ნიშნავს. ბლოგების თვალიერებას მივყავი ხელი. მაინტერესებდა, რა ტენდენციებია ჩვენში. ვის რა აინტერესებს, ვინ რა დონეზეა და, საერთოდ, რა გვეტაკა ქართველებს?

ვინაიდან ბლოგერები ჩვენს აზრს გამოვთქვამთ და ბლოგიც ამისთვის არსებობს,  დღეს რამდენიმე პოსტს არ შევიწყალებ 🙂

შენიშვნა: იმედია, ამ პოსტს სკანდალურობაში არ ჩამომართმევთ. ვის ვის და მე და ჯორჯ ქლუნის ეგ ნაღდად არ გვჭირდება (ოოო, სტოპ ახლა მეც თორე მომსვამენ კაი ადგილას!…) :mrgreen:

მოკლედ, ოდნოკლასსნიკიზმმა ფეისბუკში ხომ შეაღწია მარაზმობა ქვიზებისა და Yes/No–ები სახით, ახლა აქაც შემოდის. ისე გამოდის, თითქოს განგაშის ზარის შემოკვრა მინდა, მაგრამ ასე არ არის. სოციალური მედია ყველაზე თავისუფალი მედიაა და მასში ყველაფერი უნდა იყოს. ამიტომაც მე ვაკრიტიკებ არა ბლოგებს ან ბლოგერებს, არამედ პოსტებს. ანუ არავის გადამტერების გეგმა არ დამისახავს. უბრალოდ, არ შემიძლია, მარაზმობებზე არ ვიკაიფო 😉

  1. რაღა სხვისით დავიწყო და მეც აღმომაჩნდა ერთი ეგეთი ჯოჯო: “სერგის კოლოკვიუმი”. ამასთან დაკავშირებით აქ ვერ ვიტყვი… ცრემლები მაღრჩობს… “პროფილში”… “პროფილში” წავალ, მაიას მოწყალების ქვეშ ავქვითინდები :mrgreen: :mrgreen:
  2. შემდეგი შედევრი “°•♥ ჩემი მწვანე ოთახი ♥•°“–ზე დაიწერა და Not to DOs … Special Edition for Men. აქ სხარტი ენითა და სიტყვათა მინიმალური რაოდენობით არის გადმოცემული ავტორის ნერვული აშლილობა და მისი ინტიმური ფიქრები შემწვარ კვერცხზე.
  3. მორიგი სიბრძნე Niniana’s Blogზე იშვა და “მუსიკა” ჰქვია. ამ მრავალსიტყვიან პოსტზე ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ჩემს აზრს თავს არ მოგახვევთ. :mrgreen:
  4. საკმაოდ პოპულარული სათაურის მქონე ბლოგ “….“–ზე დაწერილ პოსტთან დაკავშირებით პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს. მას “ჯონი დეპი” ჰქვია და ამ ადამიანის ბიოგრაფიაა. მაგრამ მარაზმი პოსტის ბოლოს მოთავსებულ სურათშია. :mrgreen:
  5. გადავედით შემდეგზე. ერთ–ერთ “რა დედამ გშობა” პოსტს monkey’s sexy blog–ზე წავაწყდი, სახელად “გამარჯობა დაიკო!!!“. ვიფიქრე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ავტორის შთაგონების წყარო. მერე გამახსენდა, რომ გლდანს ნაგავსაყრელის სუნი აღარ შეაწუხებს და მივხვდი, რომ აწი რაღა გვიჭირს. 😉
  6. Mr. Picasso–ს, ალბათ, ძალიან გაუხარდება, როცა გაიგებს, რომ მისი პოსტი ჩემს ბლოგზე დავთაგე. პოსტს ჰქვია “პოდკასტი_”ჩვენ და ახალი მედია საშუალებები. მე რომ არ ვიბოდიალო, ამ ბოდიალს თქვენ მოუსმინეთ თუ კაია 😛
  7. სატირულ–იუმორისტულ–თვითირონიულ–ამორფულ–თეოლოგიური პოსტი ვიპოვე SHALVA–ს ბლოგზე, სახელწოდებით ჩემს შესახებ. როგორც ხედავთ, შალვა 3 დეკემბრის  მერე ელოდება პასუხს და ვისაც კეთილი გული გაქვთ, დაუკომენტეთ :mrgreen:

როგორც ხედავთ, ბედნიერი რიცხვით დავასრულე პოსტი ესე, რაც მცირეოდენ იმედს მიტოვებს, რომ კიდევ და კიდევაც დაიზრდებიან ბლოგებზედ პოსტნი მარაზმნი 🙂