ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


37 Comments

ბავშვობის ამოჩემებული ფილმები


ახლა არ გამაგონოთ, ბავშობაში ფილმი არ მქონდა ამოჩემებულიო. იმედია, მარტო მე არ ვიყავი ასეთი დეგენერატი და რაიმე ფილმს მხოლოდ მე არ ვუყურებდი დღეში ორჯერ, ნებისმიერი მხრიდან. მახსოვს, “ზოროს ნიღაბი”-ს კასეტა რომ ვიყიდეთ, მე და ჩემი ძმა იმდენად ჩავიციკლეთ, რომ თავიდან კი არა, 25-ე წუთიდან ვუყურებდით, იმიტომ, რომ იქ იყო წვერებინი ბანდერასის ჯახაჯუხები 😀 მერე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ბანდერასი სად იყო, როცა ენტონი ჰოპკინსი თრახაობდა 🙂
…იყო ჩემს ცოვრებაში ერთი ფილმი, სახელად TITANIC… თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარდა მისი თითოეული მომენტი, ნაწყვეტი, წუთი, წამი, წკაპი. ყველაფერი ზეპირად ვიცოდი, აბსოლუტურად ყველა რეპლიკა, ყველა დიალოგი. აი, ახლაც მახსოვს: “тринадцать метров… вы должны его видить…” ეს ფილმის პირველი ფრაზებია.  რუსული გახმოვანებით მაქვს ნანახი და დაზეპირებული. ორი კასეტა მქონდა: ერთი ძალიან ბანძი ხარისხით იყო და ისე ბნელოდა შიგ, რომ აისბერგი არ ჩანდა. ჰოდა ტელევიზორში რომ დავინახე, თუ როგორ ეთხლაშუნებოდა საბრალო ტიტანიკი ყინულის უუუზარმაზარ მთას, ფეხები გავფშიკე, სანამ უკეთესი ხარისხის მქონე კასეტა არ ვაყიდინე. ეს სიამოვნება მე ქართულის გაკვეთილის საფუძვლიანი სწავლა, მამაჩემს კი 10 ლარი დაუჯდა 🙂

საოცრება კი ის იყო, რომ სულ, აბსოლუტურად არ მაინტერესებდა ჯეკისა და როუზის ზასაობა. მე გემზე ვიყავი შეყვარებული. იმ ლამაზ, მდიდრულ და რაღაცნაირად მისტიკურ გემზე, რომლის ნაფლეთებიც ნელ-ნელა ნადგურდება ატლანტის ოკეანის ფსკერზე. ჰოი, ტიტანიკ!… 5 წლის განმავლობაში ჩემ მიერ დახატული თუ დახაზული ნახატების 80 პროცენტი ტიტანიკია. დღეს კი არც ერთი არ შემომრჩა 🙂

მოკლედ, ასე… მე ჩემი გითხარით და ერთ-ერთი სერიოზული გაჭედვის ისტორიაც მოგიყევით. ისიც გითხარით, რომ სამეზობლოში ერთ-ერთი კლიჩკა “ტიტანიკა” მქონდა (უი, არ მითქვამს :P). ახლა თქვენეული ამოჩემებული ფილმები მითხარით და გაიხსენეთ, როდის გადაგეკეტათ მასზე, როდის, რამდენი ხნით და ა.შ. მოკლედ, მაინტერესებს, რაა 😀

P.S. ამ პოსტს, ალბათ, ყველაზე ძალიან ეს ვიდეო მოუხდება. მით უმეტეს, თუკი თქვენც ასე ზეპირად იცოდით ფილმები 😛


22 Comments

უსასრულოდ უშნო VS უსასრულოდ ლამაზი


თუ სილამაზეს გააჩნია საზღვარი, მაშინ ადამიანთა შეფასება უფრო მყარი და მტკიცე იქნებოდა რაღაცებსა და ვიღაცებთან მიმართებაში. თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ ტაჯ–მაჰალი ლამაზია, მაშინ უკვე გვეცოდინება ნულოვანი ანუ ათვლის წერტილი, საიდანაც ადვილად შევძლებთ, გამოვიანგარიშოთ, რა უფრო მეტად ლამაზია.

აქვე ჩნდება კითხვებიც: რატომ უნდა დაწესდეს სილამაზის ათვლის წერტილი? ან როგორი ვიზუალური მონაცემების საგანი უნდა იყოს ეს საწყისი? თუ ათვლის წერტილს დავიწყებთ ტაჯ მაჰალით, გამოდის, რომ მასზე ცოტათი ნაკლები (სხვადასხვა მიზეზით) ნაგებობები უშნოების მზარდი უსასრულობისაკენ მიემართება. შესაბამისად, ტაჯ მაჰალზე ლამაზი ნაგებობები უსასრულოდ ლამაზის შკალისაკენ დაეწყობა.

ბევრისათვის ეს დოგმაა, თავსმოხვეული იდეა, რომელიც ბლოკავს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. მე გეკითხებით თქვენ:

XXI საუკუნეში რა არ არის დოგმა? თავსმოხვეული დემოკრატია, როგორც ერთადერთი სწორი გზა.

ყველაფრის ფორმულირება და მშრალ ფაქტებამდე დაყვანა, ვინაიდან დრო არ იცდის და ფეხი უნდა აუწყო.

კუბიზმი: ხელოვნებაში, არქიტექტურაში, წერაში… ყველგან. Continue reading


17 Comments

ჰაერში გასროლილი კითხვები: მარტივდება თუ რთულდება სამყარო?


ფილოსოფიის ხასიათზე დამაყენა ვერდის Dies Irae–მ.

ჩვენ გამოვიარეთ შუა საუკუნეების ბნელეთი და აღორძინება, კლასიკა და ბაროკო, რომანტიზმი და იმპრესიონიზმი, მოდერნიზმი და ავანგარდიზმი. ნელ–ნელა გაქრა შექსპირის სონეტთა ლოკონები, მოცარტის პოლიფონიური წკრიალი და რემბრანტის უხვი ოქროსფერი. სამყარომ კუბის ფორმა, კვადრატის ფერი და მოოლითური მუსიკის ჟღერადობა მიიღო.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ახლა გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე ოდესმე. მაშინ საიდან ასეთი პრიმიტივიზმი, სიმარტივე? განა ყველაფერი ასე არ დაიწყო?

მარტივი ბგერები, მარტივი გამოსახულებები, სწორხაზოვანი აზროვნება

როგორ ჰგავს დღევანდელი სიმარტივე იმ პრეისტორიულ სიმარტივეს, რომლისგანაც ყველაფერი დაიწყო.

თუ ჭეშმარიტება მის სიმარტივეშია, გამოდის, რომ კაცობრიობას ათეულობით ათასი წელი და უამრავი შედევრის შექმნა დასჭირდა ამის გასაცნობიერებლად.

“უი, რა კარგია! 🙂 “– ღიმილით ვიტყვი და იმედიანად დავიძინებ, რომ გამარტივებულ, მაგრამ ცოდნით სავსე ეპოქაში ვცხოვრობ. რომ კაცობრიობამ, როგორც იქნა, მიაგნო ჭეშმარიტებას. მართალია, შორიდან შემუარა და ამას ძალიან დიდი დრო მოანდომა, მაგრამ მაინც მიაგნო. მაააგრამ რა გარანტია მაქვს, რომ ზუსტად იმავეს არ ფიქრობდა ჩემზე 300 წლით ადრე მცხოვრები ადამიანი, თუნდაც ჩემი ტოლი?

ან… რა ვიცი, ეგებ, ზუსტად ამასვე იფიქრებს ადამიანი ჩვენი დროიდან 300 წლის შემდეგ?

ვერ ვიტან ამ გამოთქმას, ამიტომ ჩემებურად დავწერ:

სა სიქვტილშია ჭეშმარიტება?

ერთ–ერთ პოსტში ადრეც გავჭედე ამ თემაზე, ჰოდა მიახლოებითი პასუხი თუ მაინც გექნებათ, მითხარით, თორე ფილოსოფიიდან ფალოსოფიაში გადასვლა არ ამცდება 🙂


20 Comments

ვითომ “დოკუმენტური” ფილმები


ამ პოსტის დაწერა სვითის 2012–მა და თინის შთაგონებამ გადმაწყვეტინა. მოკლედ, რა ხდება: მსოფლიო ახალმა შოკმა მოიცვა. არ გვეყო:

ჰოდა სწორედ ამ და მისთანა “დოკუმენტურ” ფილმებზე უნდა ვთქვა 1–2 გაბრაზებული სიტყვა 😐 როცა “და ვინჩის კოდი” წიგნად გამოვიდა და შემდეგ, როცა გადაიღეს, მსოფლიო ერთიანად შეშფოთდა და შეზანზარდა. აქაო და ეს რა გვაკადრესო, რა მკრეხელობააო (გახსოვთ, ალბათ, კინოთეატრ “რუსთაველის” წინ გამართული “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” გაუთავებელი აქციები). ინტერნეტში კი აი, რა “დოკუმენტური” ფილმები გაჩნდა: Continue reading


36 Comments

ჰაერში გასროლილი კითხვები2


ამ კითხვებს ჰაერში ვისვრი, თქვენ კი დაიჭირეთ და უპასუხეთ 😉

  • რას აკეთებ, როცა მეტროში მატარებლის მოსვლას უცდი?

– პირადად მე წრეს ვუვლი მთელს სადგურს. ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. დავუყვები და ნაბიჯებით ქვის ფილებს ვითვლი.

20790ee00fe7

  • თუკი ქუჩაში უეცრად დაინახავ, რომ პაააატარა პინგვინი მოტანტალებს შენი მიმართულებით, რას იზამ? Continue reading


20 Comments

ყოველთვის საჭიროა გაგრძელება?


Copy of Surati-0929კინომცოდნე არ ვარ. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვფიქრობ, რომ რასაც ვამბობ, ფაქტია.

ბევრ ჩვენგანს გვაქვს თუ ჰქონია ერთი ან რამდენიმე საყვარელი ფილმი, რომელთანაც განსაკუთრებულად “ვურთიერთობთ”. ხშირად ვუყურებთ და ან ახალ–ახალ დეტალებს აღმოვაჩენთ მაში ან მუზას, სტიმულს თუ რაიმე ასეთს ვიღებთ მისგან. მოკლედ, ალბათ ყველას გვაქვს ასეთი “საკუთარი” ფილმი. ფილმი, რომელშიც დასრულებული ამბავია გადმოცემული (მიუხედავად მისი შინაარსისა).

უცებ რომ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი დასრულებული ამბავი გააგრძელეს?…

გაგიხარდათ?

დავუშვათ, გაგიხარდათ. მერე აღმოჩნდება, რომ თქვენი აღტაცება ფუჭი ყოფილა, რადგან მარაზმი გადაუღიათ. თანაც ისეთი, რომ, შეიძლება, პირველზეც დაგაკარგინოთ წარმოდგენა. ასეთი შემთხვევები კი საკმაოდ დაგროვდა. მაგალითისათვის ავიღოთ ტრილოგია “კარიბის ზღვის მეკობრეები”(ჩემთვის ეგ ერთი ფილმია). პირველ ფილმში ყველა გმირის სახე და ხასიათი საკმაოდ და საკმარისად არის წარმოჩენილი, გახსნილი. ნაჩვენებია, ვინ ვინ არის, ვის რა შეუძლია. შინაარსიც შეძლებისდაგვარად ორიგინალურია. Continue reading


6 Comments

ჰაერში გასროლილი კითხვები


Counter-Strike Sourceღამის 3 სათია. ბიჭი ინტერნეტ კაფეში ზის და გამწარებული Counter Strike-ს თამაშობს. ყურსასმენები უკეთია და არაფერი ესმის. მთლიანად ჩართულია იქაურ ორომტრიალში. ამ დროს ინტერნეტ კაფეს კარებს ნიღბიანი ყაჩაღები შემოამტვრევენ. ყველაფერს აწიოკებენ, შეშინებულ ხალხს იატაკზე ყრიან. ბიჭი კი ისეა გართული, რომ აზრზე არ არის, რა ხდება მის ზურგსუკან. ვითომ, არც არაფერი ხდებოდეს.
ნიღბიანები სალაროდან ფულს იღებენ და მაგიდასთან მჯდარ ბიჭს შენიშნავენ, რომელიც მთელს ემოციებს კომპიუტერში გზავნის.
რა ქნან ყაჩაღებმა? კარგად ხედავენ და ხვდებიან, რომ ბიჭი კიდევ კარგა ხანს ასე იქნება და მათ ხელს არ შეუშლის, გვერდზეც კი არ მოიხედავს.
საჭიროა თუ არა ამ დროს ბიჭის გონზე მოგება?
ის ხომ თავისთვისაა და ხელს არ უშლით. ყაჩაღებსაც ეს უნდათ: არავინ დაიყვიროს, არავინ გაიქცს და პოლიციას არავინ გამოუძახოს. ბიჭი მორჩილად “ასრულებს” ყოველივე ამას.
მაშინ რატომ გადაწყვიტეს ყაჩაღებმა, ბიჭისათვის აეხადათ ყურსასმენები და ისიც სხებთან ერთად დაესვათ იატაკზე? რატომ?…