ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


27 Comments

3D-ის ძალა ქუჩაში


წარმოიდგინეთ ტიპური დღე: ბარიდან ლუდის ბოთლით გამოდიხარ და მეგობარს რაღაცაზე გამალებული ექაქანები, ისიც თავს გიქნევს. მზეა. სათვალეზე შემოვლებულ მეტალის ჩარჩოზე სხივები ირეკლება. ქუჩის კუთხეში შემოუხვიეთ. ერთი ნაბიჯი, ორი, სამი და… შენ წინ ქვაფენილი გასკდა და ნათლად ხედავ ქვესკნელიდან ამომძვრალ ურჩხულებს. შიში გიპყრობთ. ადგილზე შეშდებით. ლუდის ბოთლი ქვაფენილზე ენარცხება და ქაფიანი სითხე ფეხებზე გეშხეფება. ასე გაშტერებულ დგახართ მანამ, სანამ საპირიპირო მიმართულებით ვინმე დაუკვირვებელი მოქალაქე ჩქარი ნაბიჯით არ გაივლის უფსკრულის თავზე… უკვე ამჩნევ “უფსკრულზე” დასერილ ქვაფენილთა ხაზებს. ხვდები, რომ სამგანზომილებიან ტყვეობაში აღმოჩნდი 🙂

3 განზომილება ეს ის ძალაა, რომელიც თვალს ახალი ხრიკებით ატყუებს და “დასწრების ეფექტს” აძლიერებს. მისი მთავარი დანიშნულებაა, მნახველმა არა მხოლოდ იხილოს ნამუშევარი, არამედ “აღმოჩნეს” მასში.

რამდენიმე დღის წინ მხატვარ ჯულიან ბივერის ნახატებს გადავაწყდი და კიდევ უფრო დავინტერესდი მისით. თავიდან კაიფი და ღადაობა მეგონა, მერე კომპიუტერით გაკეთებული სისულელეები, მაგრამ როდესაც დავრწმუნდი მის სინამდვილეში, გამოვშტეეეეეეერდი :O

სტილი, რომლის დამკვიდრება ინგლისელმა მხატვარმა 1990–იანი წლებიდან დაიწყო ზე–დამაჯერებელი რეალობის შექმნა ჰქვია, რომელიც ევროპული მხატვრობის სკოლიდან მომდინარეობს. მისი სახელია Trompe-l’œil ანუ “მოატყუე თვალი” (ფრანგ.) და ეს ხელოვნება სამი განზომილების გამოსახულების შექმნას ემსახურება. ევროპის მრავალი ტაძრის კედლებზე გამოსახული Trompe-l’œil ნახატები სივრცესა და რაკურსზეა გათვლილი და გასაოცარ შთაბეჭდილებას ქმნის. ჯულიან ბივერმა კი ყოველივე ეს ქვაფენილზე გადაიტანა, რითაც 3D ხელოვნებას პოპულარობა შესძინა და უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

ტექნიკა: ჯულიან ბივრი მუშაობას დილით იწყებს და ქაღალდზე დახაზული კონტური ქვაფნილზე გადააქვს. აქ სიზუსტის ზედმიწევნითი დაცვაა საჭირო. ჯულიანს ამაში კამერა ეხმარება, რომელიც იმ რაკურსით დგას, რომლითაც დამთვალიერებელმა ეფექტი უნდა დაინახოს. Continue reading


15 Comments

რეპროდუქცია თუ ინტერპრეტაცია?


ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რეპროდუქციებს ნუ ხატავო. ნუ ქმნი იმას, რაც უკვე შექმნილიაო. “ტრავიატა”, “მეფე ლირი”, “რიჩარდ III” – ეს ყველაფერი უკვე სხვამ შექმნა და შენ საკუთარი იპოვეო. მერე ისიც მითხრა, საერთოდ, რა საჭიროა მუსიკალური ნაწარმოების დახატვაო…

სხვათა შორის, ამაზე მანამდე მეც ვფიქრობდი ხოლმე: რატომ ვხატავ უკვე გამზადებულ და დამუშავებულ “იდეას”? ეს ხომ ცალკე ღირებული ვერ იქნება და მხოლოდ უკვე შექმნილის ილუსტრაციად დარჩება?

ამის საწინააღმდეგოდ რამდენიმე არგუმენტს მოვუყარე თავი:

  1. რეჟისორები დგამენ სპექტაკლებს სხვადასხვა პიესის მიხედვითა და თავიანთი ინტერპრეტაციით. ესეც რეპროდუქციაა?
  2. “ასე მეხატვინება და რა ვქნა?…” – ძალიან სუბიექტური და თავის მართლების არგუმენტი
  3. “ესეც გაივლის” – თავის მართლებას ჰგავს, მაგრამ, ვფიქრობ, ჭეშმარიტებასთან ახლოსაა.

კიდევ ერთხელ დავფიქრდი და ცნობილ ხელოვანთა კოლექციას გადავხედე. ავიღოთ  სახარების ერთი მომენტი. ვთქვათ, “გარდამოხსნა” და ვნახოთ, რამდენმა როგორ გამოსახა “ერთი და იგივე”.

მიქელანჯელო

Continue reading


15 Comments

ფოტოგამოცანა


პოსტების წერის ხასიათზე მოვედი მგონი. დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს. ჩემს ჟურნალისტურ ბლოგზე ერთი პოსტი და ერთიც – აქ. იდეა ამ წამს მომივიდა. ანუ იმ წამს, როცა ეს სიტყვები დავწერე 🙂

უამრავი სურათია, რომელიც საკუთარ თავში რაღაც გამოცანას ატარებს. აქ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ და იპოვეთ მათში რაიმე საინტერესო.

ამ ტილოზე მხატვარმა საკუთარი თავი “დასაჯა” თავისი სისხლიანი ცხოვრებისა და მკვლელობების გამო. ვინ იყო ეს მხატვარი და რა სახის სასჯელზეა საუბარი?

Continue reading