ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


2 Comments

კაფე მიულერი


კაფე მიულერი - პინა ბაუში

გუშინ ჩემმა მეგობარმა ფეისბუკზე პინა ბაუშის “კაფე მიულერი” გააზიარა. კიდევ ერთხელ ჩავრთე და მივხვდი, რატომ მირჩევნია იგი ისეთ მასშტაბურ დადგმას, როგორიც “კურთხეული გაზაფხულია”. იმიტომ, რომ მსუბუქი აგორაფობია მაქვს და სივრცეში თავს დაუცველად ვგრძნობ, “კაფე მიულერში” კი სცენას საზღვრები უჩანს. მეორე მხრივ, ნახატებში თითქმის სულ უსასრულო ჰორიზონტს ვხატავ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უფრო უხდება, არამედ ვცდილობ, ასე მაინც დავძლიო უსასრულობის ერთგვარი შიში.

თან რამხელა ინტერესი აქვს უსასრულობას… აი, ბავშვობაში რომ გინდოდა ყველაზე მაღალი რაღაციდან გადმოხედვა, თან საშიში რომ არის და თან ძალიან საინტერესო, ისე მჭირს ხოლმე. Continue reading


7 Comments

Humans Of Tbilisi


გაზეთების გამყიდველი რუსთაველზე

ახალი და, დღევანდელი გაგებით, ნორმალური ტელეფონი ნოემბერში ვიყიდე. Samsung Galaxy S4 Mini. დაიწყო აპლიკაციების ეპოქა, ქალაქში ბოდიალი და ყველაფრისთვის სურათის გადაღება. ამდენ ბოდიალში ნელ-ნელა ინსტაგრამსაც მოვუძებნე ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო გამოყენება და აგერ საბაბიც მომეცა პოსტის დასაწერად 🙂

ასე წამოვიწყე #HumansOfTbilisi (თბილისის ხალხი) ჰეშტეგ ფოტოგრაფია, რომლითაც ვნიშნავ ყველას, ვინც თბილისში გადავიღე. მინდა, შევქმნა თბილისში მცხოვრებთა ერთგვარი სახე მობაილ ფოტოგრაფიაში. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი ტიპაში უნდა დავაფიქსირო, რომ მეტნაკლებად ყოვლისმომცველი სურათი მივიღო, მაგრამ არსად მეჩქარება.

აქვე იმასაც დავძენ, რომ რაიმე დიდსა და გრანდიოზულზე პრეტენზია არა მაქვს, მაგალითად, ფოტოხელოვანობაზე. თუმცა ვთვლი, რომ ინსტაგრამის კარგი გამომყენებელი ვარ. შემდგ პოსტში ჩემს მეორე ინსტაგრამ გატაცებაზე, თბილისის არქიტექტურაზე გიამბობთ.

პ.ს. ვისაც ფოტოკოლაჟი მოგეწონებათ, შეგიძლიათ, მიპოვოთ ინსტაგრამზე: zurriuss

ქალი გვის ოპერის გასწვრივ რომ კოსწიუმები ქირავდება, იმ შენობაში 🙂

ბებო ექსპრეს ფეის აპარატთან. ჭავჭავაძის გამზ.

აკორდეონზე დამკვრელი, ვაგზალზე გადასასვლელი ხიდი.

სკოლის მოსწავლეები, რუსთაველის გამზ.

მხატვრები. ზემელი.

მოხუცი, რომელიც მათხოვრობს. ვაგზალზე გადასასვლელი ხიდი.

საქსოფონისტი ღვინის მაღაზიის წინ. ლესელიძის ქუჩა.

ბიჟუტერიით მოვაჭრე. მეტრო მარჯანიშვილის შესასვლელი.

წვრილმანებით მოვაჭრე ბებო. დინამოს ბაზრობა.

მწვანილებით მოვაჭრე. დინამოს ბაზრობა.

8 მარტი. დინამოს ბაზროა

წვრილმანებით მოვაჭრე. ცირკის მიმდებარე ტერიტორია.

ეს ფოტო ვაკეში გადავიღე. უაქცენტოდ საუბრობდნენ ინგლისურად და უცხოელები მეგონნენ.

მეტეხის უბანში მდებარე სასტუმროს თუ კაფეს ფანჯარაში.

მხატვარი ქალი. ზემელი.


6 Comments

სასირეთი (გაგრძელება)


არ მჯერა, რომ პოსტების წერას მივუბრუნდი. არა, როგორ არ მჯერა, უბრალოდ, სიხარულს ხომ ამ სიტყვებით გამოვხატავთ ხოლმე. 🙂 აი, ოთხი წლის წინ კი, როცა ამ პოსტს ვწერდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ნაგვის თემას კიდევ შევეხებოდი. მაშინ ნაციონალები მართავდნენ ქვეყანას (რაღაც დინასტიურად კი ჟღერს, მაგრამ ახლა შევეშვები) და ყველაფერი ცუდი მაგათი ბრალი იყო. ახლა კი, ყველაფერი “ოცნების” ბრალია. იმიტომ, რომ ისინი არიან ვალდებულნი, ქვეყანა მოაწესრიგონ.

რა თქმა უნდა. ხელისუფლება, ვალდებულია, იზრუნოს:

  • ქვეყნის დაცვაზე
  • კრიმინალის დონის შემცირებაზე
  • სოციალურ საკითხზებზე
  • ადამიანთა უფლებებზე და ა.შ.

მაგრამ სახელმწიფომ რა გაგიკეთოს, როცა შენ, ერთი მხრივ, დემოკრატიის პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვ, უმუშევრობაზე ჩივი და ამ დროს, შენი საქციელით ნათლად ასახავ იმას, რომ ზუსტად იქ ხარ, სადაც ყოფნასაც იმსახურებ.

თავისუფლებაზე, პუშკინის სკვერის მიწისქვეშა გადასასვლელში

თავისუფლებაზე, პუშკინის სკვერის მიწისქვეშა გადასასვლელში

Continue reading


8 Comments

ვბრუნდები


Image

მიცანით?

მე ვარ.

ამ ბლოგზე 4 წელია, არაფერი დამიწერია, მას შემდეგ, რაც zurriuss.ge გავხდი. გასული წლის სექტემბერში ჩემს ბლოგს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და მას შემდეგ პოსტი აღარ დამიწერია. ახლა გადავწყვიტე, ჩემს ძველ და მონატრებულ ბლოგს აბლაბუდა ჩამოვხსნა და წერა აქ გავაგრძელო. მალე იქ დაგროვილ პოსტებს აქ გადმოვიტან და zurriuss.ge დომენსაც მოვაბამ.

ამ 5 თვის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა… ვინც “ნიჭიერს” უყურეთ, კი გეცოდინებათ ყველაფერი. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ამბავი იყო – პერსონალური გამოფენა მქონდა.

ამ პოსტში მეტად თავს აღარ შეგაწყენთ. დასაბრუნებელი პოსტია მაინც. სამომავლოდ კი ვეცდები, ვიყო ლაკონიური და სხარტი, და პამოჟეტ მნე ბოგ :))

აბა ჰე 😉


22 Comments

ბლოკნოტი სახელად “ბლოკნოტი”


შენიშვნა: მიმდინარე ჩანაწერი არ წარმოადგენს არანაირ ლიტერატურულ ღირებულებას და მიეკუთვნება “უწი პუწი” პოსტების რიგს.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც ისეთი, თანამგზავრისმაგვარი. ზოგჯერ მას ხშირად ხედავს და სულ თვალში ეჩხირება, ზოგჯერ კი თვალთახედვიდან ეკარგება და დიდი ხნით ეძებს. სწორედ მაშინ ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იგი. ახლა, როდესაც გააახსენდება, გულს დასწყვეტს, რომ ენატრება და რომ სანამ ჰქონდა, არ მოუარა.

დღეს არ იქნება Discovery. დღეს ცოტას საკუთარი თავიდანაც მოვყვები. მოვყვები და თან გიჩვენებთ.

დღეს დილით უჯრა გამოვაღე და ჩემი ისტორიის ნაწილს მივაგენი, რომელიც 2001 წლიდან არსებობს. ეს ჩემი ბლოკნოტია, სახელად “ბლოკნოტი”. შიგ თითქმის ყველაფერია, რაც 2 წლის მანძილზე თავში მომდიოდა. სულ ვკარგავდი და ვპულობდი. ახლა კი მგონია, რომ საბოლოოდ ვიპოვე. რომ გადავფურცლე, უცებ “აზრთა კონა” გამახსენდა, რადგან ჩემს “ბლოკნოტს” კლასელ გოგონებს ვთხოვნიდი და ისინიც დიდი მონდომებით მიწერდნენ ქების სიტვებს. ვინაიდან, წერა მეზარებოდა და მის საყოფ ენერგიას ხატვაზე ვხარჯავდი, “ბლოკნოტში” ჩემი ნახატი უფრო მეტია, ვიდრე ნაწერი.

მე–7 კლასი სწორედ ის პერიოდია, როდესაც საკუთარი ფანტაზიის, ანუ აბსტრაქტული არაყოველდღიური რაღაცების ხატვა დავიწყე. ეს ის დროა, როდესაც ჯერ კიდევ “ტიტანიკის” ყველაზე დიდი ფანი ვიყავი და ახლადდანგრეულ ცათამბრჯენებს მივტიროდი. ამიტომ “ბლოკნოტში” ამ შთაბეჭდილებებისთვისაც მომიყრია თავი.

თუკი დააკვირდბით, შეამჩნევთ, როგორ იხვეწება დეტალები და როგორ ანაცვლებს ტუშის კალამი სხვა ინსტრუმენტებს.

ამას ტყავის ყდა ჰქონდა თავის დროზე

Continue reading


10 Comments

სამადლობელი + Ashes and Snow


როგორც ვხედავ, ჩემმა წინა პოსტმა სკანდალი არ გამოიწვია და შემიძლია დასკვნა გავაკეთო:

  • ცუდად არ გამიგეს
  • სკანდალს არ ვაპირებდი
  • მარაზმი პოსტები ყველას დაგვიწერია (ჩემი აზრით) და მინდოდა, როგორც მე ვაღიარე, ისე ექნა სხვასაც. ეს მეტ–ნაკლებად გამოვიდა.

აქედან გამომდინარე, ძალიან ნასიამოვნები ვარ და არც ერთ კომენტარზე გული არ მომსვლია. ან რატომ უნდა მომსვლოდა, როცა ცუდი განზრახვით არ დამიპოსტავს. შესაბამისად, ყველას გიხდით მადლობას და ჯერ არა, მაგრამ კარა ხნის მერე ალბათ კიდევ ჩამოვუვლი ბლოგოსფეროს. ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არგუმენტებს ითხოვდა, აწი არგუმენტირებულ განხილვას გავაკეთებ. ოღონდ ახლა არა, ამასაც დიდი დრო და ნერვები უნდა. მოკლედ, გმადლობთ! 🙂

რაც შეეხება დღევანდელ “რამდენიმე რაღაცას”, ერთ–ერთი ვიდეო ცოტა ხნის წინ გამომიგზავნა მეგობარმა. მარიტა ჰქვია. ნუ, ეს ადამიანი ცალკე მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. ქალი ნანული, ქალი “ვამე ჯეჯაააა!”… მოკლედ, ვინც არ იცნობს მარიტას, მას არ უნახავს მოქმედი ვულკანი 😀

Ashes and Snow…

Continue reading


33 Comments

Apple Worm ანუ მარაზმი პოსტები


ბლოგზე მარაზმი პოსტების ნახვა იგივეა, ვაშლი მოკბიჩო და იქ მოკალათებულ ჭიას გადააწყდე…

(ცხონებული “მე”–ს გამონათქვამბიდან)

უსაქმურად ყოფნა ყოველთვის უსაქმურობას არ ნიშნავს. ბლოგების თვალიერებას მივყავი ხელი. მაინტერესებდა, რა ტენდენციებია ჩვენში. ვის რა აინტერესებს, ვინ რა დონეზეა და, საერთოდ, რა გვეტაკა ქართველებს?

ვინაიდან ბლოგერები ჩვენს აზრს გამოვთქვამთ და ბლოგიც ამისთვის არსებობს,  დღეს რამდენიმე პოსტს არ შევიწყალებ 🙂

შენიშვნა: იმედია, ამ პოსტს სკანდალურობაში არ ჩამომართმევთ. ვის ვის და მე და ჯორჯ ქლუნის ეგ ნაღდად არ გვჭირდება (ოოო, სტოპ ახლა მეც თორე მომსვამენ კაი ადგილას!…) :mrgreen:

მოკლედ, ოდნოკლასსნიკიზმმა ფეისბუკში ხომ შეაღწია მარაზმობა ქვიზებისა და Yes/No–ები სახით, ახლა აქაც შემოდის. ისე გამოდის, თითქოს განგაშის ზარის შემოკვრა მინდა, მაგრამ ასე არ არის. სოციალური მედია ყველაზე თავისუფალი მედიაა და მასში ყველაფერი უნდა იყოს. ამიტომაც მე ვაკრიტიკებ არა ბლოგებს ან ბლოგერებს, არამედ პოსტებს. ანუ არავის გადამტერების გეგმა არ დამისახავს. უბრალოდ, არ შემიძლია, მარაზმობებზე არ ვიკაიფო 😉

  1. რაღა სხვისით დავიწყო და მეც აღმომაჩნდა ერთი ეგეთი ჯოჯო: “სერგის კოლოკვიუმი”. ამასთან დაკავშირებით აქ ვერ ვიტყვი… ცრემლები მაღრჩობს… “პროფილში”… “პროფილში” წავალ, მაიას მოწყალების ქვეშ ავქვითინდები :mrgreen: :mrgreen:
  2. შემდეგი შედევრი “°•♥ ჩემი მწვანე ოთახი ♥•°“–ზე დაიწერა და Not to DOs … Special Edition for Men. აქ სხარტი ენითა და სიტყვათა მინიმალური რაოდენობით არის გადმოცემული ავტორის ნერვული აშლილობა და მისი ინტიმური ფიქრები შემწვარ კვერცხზე.
  3. მორიგი სიბრძნე Niniana’s Blogზე იშვა და “მუსიკა” ჰქვია. ამ მრავალსიტყვიან პოსტზე ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ჩემს აზრს თავს არ მოგახვევთ. :mrgreen:
  4. საკმაოდ პოპულარული სათაურის მქონე ბლოგ “….“–ზე დაწერილ პოსტთან დაკავშირებით პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს. მას “ჯონი დეპი” ჰქვია და ამ ადამიანის ბიოგრაფიაა. მაგრამ მარაზმი პოსტის ბოლოს მოთავსებულ სურათშია. :mrgreen:
  5. გადავედით შემდეგზე. ერთ–ერთ “რა დედამ გშობა” პოსტს monkey’s sexy blog–ზე წავაწყდი, სახელად “გამარჯობა დაიკო!!!“. ვიფიქრე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ავტორის შთაგონების წყარო. მერე გამახსენდა, რომ გლდანს ნაგავსაყრელის სუნი აღარ შეაწუხებს და მივხვდი, რომ აწი რაღა გვიჭირს. 😉
  6. Mr. Picasso–ს, ალბათ, ძალიან გაუხარდება, როცა გაიგებს, რომ მისი პოსტი ჩემს ბლოგზე დავთაგე. პოსტს ჰქვია “პოდკასტი_”ჩვენ და ახალი მედია საშუალებები. მე რომ არ ვიბოდიალო, ამ ბოდიალს თქვენ მოუსმინეთ თუ კაია 😛
  7. სატირულ–იუმორისტულ–თვითირონიულ–ამორფულ–თეოლოგიური პოსტი ვიპოვე SHALVA–ს ბლოგზე, სახელწოდებით ჩემს შესახებ. როგორც ხედავთ, შალვა 3 დეკემბრის  მერე ელოდება პასუხს და ვისაც კეთილი გული გაქვთ, დაუკომენტეთ :mrgreen:

როგორც ხედავთ, ბედნიერი რიცხვით დავასრულე პოსტი ესე, რაც მცირეოდენ იმედს მიტოვებს, რომ კიდევ და კიდევაც დაიზრდებიან ბლოგებზედ პოსტნი მარაზმნი 🙂


15 Comments

რეპროდუქცია თუ ინტერპრეტაცია?


ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რეპროდუქციებს ნუ ხატავო. ნუ ქმნი იმას, რაც უკვე შექმნილიაო. “ტრავიატა”, “მეფე ლირი”, “რიჩარდ III” – ეს ყველაფერი უკვე სხვამ შექმნა და შენ საკუთარი იპოვეო. მერე ისიც მითხრა, საერთოდ, რა საჭიროა მუსიკალური ნაწარმოების დახატვაო…

სხვათა შორის, ამაზე მანამდე მეც ვფიქრობდი ხოლმე: რატომ ვხატავ უკვე გამზადებულ და დამუშავებულ “იდეას”? ეს ხომ ცალკე ღირებული ვერ იქნება და მხოლოდ უკვე შექმნილის ილუსტრაციად დარჩება?

ამის საწინააღმდეგოდ რამდენიმე არგუმენტს მოვუყარე თავი:

  1. რეჟისორები დგამენ სპექტაკლებს სხვადასხვა პიესის მიხედვითა და თავიანთი ინტერპრეტაციით. ესეც რეპროდუქციაა?
  2. “ასე მეხატვინება და რა ვქნა?…” – ძალიან სუბიექტური და თავის მართლების არგუმენტი
  3. “ესეც გაივლის” – თავის მართლებას ჰგავს, მაგრამ, ვფიქრობ, ჭეშმარიტებასთან ახლოსაა.

კიდევ ერთხელ დავფიქრდი და ცნობილ ხელოვანთა კოლექციას გადავხედე. ავიღოთ  სახარების ერთი მომენტი. ვთქვათ, “გარდამოხსნა” და ვნახოთ, რამდენმა როგორ გამოსახა “ერთი და იგივე”.

მიქელანჯელო

Continue reading


6 Comments

ცხონებული “მე”-ს აზრები 2


  • DWpumpEquationცხოვრება განტოლებაა და თუ გინდა, შედარებით კარგად დაინახო, საით მიექანები, შეკვეცე ზედმეტი რიცხვები და გაამარტივე იგი.
  • მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გსურს, შემდეგ კი ნება იბოძე და აცალე სხვას, მოგექცეს ისე, როგორც მას სურს (ძალადობრივი სამართლიანობა).
  • უკმაყოფილება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა.
  • ტკბილი ენის მქონეთ კარიესი ხშირად ემართებათ 😀

    white-teeth

    მახინჯი სურათი სპეციალურად არ ჩავსვი 🙂


20 Comments

ყოველთვის საჭიროა გაგრძელება?


Copy of Surati-0929კინომცოდნე არ ვარ. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვფიქრობ, რომ რასაც ვამბობ, ფაქტია.

ბევრ ჩვენგანს გვაქვს თუ ჰქონია ერთი ან რამდენიმე საყვარელი ფილმი, რომელთანაც განსაკუთრებულად “ვურთიერთობთ”. ხშირად ვუყურებთ და ან ახალ–ახალ დეტალებს აღმოვაჩენთ მაში ან მუზას, სტიმულს თუ რაიმე ასეთს ვიღებთ მისგან. მოკლედ, ალბათ ყველას გვაქვს ასეთი “საკუთარი” ფილმი. ფილმი, რომელშიც დასრულებული ამბავია გადმოცემული (მიუხედავად მისი შინაარსისა).

უცებ რომ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი დასრულებული ამბავი გააგრძელეს?…

გაგიხარდათ?

დავუშვათ, გაგიხარდათ. მერე აღმოჩნდება, რომ თქვენი აღტაცება ფუჭი ყოფილა, რადგან მარაზმი გადაუღიათ. თანაც ისეთი, რომ, შეიძლება, პირველზეც დაგაკარგინოთ წარმოდგენა. ასეთი შემთხვევები კი საკმაოდ დაგროვდა. მაგალითისათვის ავიღოთ ტრილოგია “კარიბის ზღვის მეკობრეები”(ჩემთვის ეგ ერთი ფილმია). პირველ ფილმში ყველა გმირის სახე და ხასიათი საკმაოდ და საკმარისად არის წარმოჩენილი, გახსნილი. ნაჩვენებია, ვინ ვინ არის, ვის რა შეუძლია. შინაარსიც შეძლებისდაგვარად ორიგინალურია. Continue reading