ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

რეპროდუქცია თუ ინტერპრეტაცია?

15 Comments


ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რეპროდუქციებს ნუ ხატავო. ნუ ქმნი იმას, რაც უკვე შექმნილიაო. “ტრავიატა”, “მეფე ლირი”, “რიჩარდ III” – ეს ყველაფერი უკვე სხვამ შექმნა და შენ საკუთარი იპოვეო. მერე ისიც მითხრა, საერთოდ, რა საჭიროა მუსიკალური ნაწარმოების დახატვაო…

სხვათა შორის, ამაზე მანამდე მეც ვფიქრობდი ხოლმე: რატომ ვხატავ უკვე გამზადებულ და დამუშავებულ “იდეას”? ეს ხომ ცალკე ღირებული ვერ იქნება და მხოლოდ უკვე შექმნილის ილუსტრაციად დარჩება?

ამის საწინააღმდეგოდ რამდენიმე არგუმენტს მოვუყარე თავი:

  1. რეჟისორები დგამენ სპექტაკლებს სხვადასხვა პიესის მიხედვითა და თავიანთი ინტერპრეტაციით. ესეც რეპროდუქციაა?
  2. “ასე მეხატვინება და რა ვქნა?…” – ძალიან სუბიექტური და თავის მართლების არგუმენტი
  3. “ესეც გაივლის” – თავის მართლებას ჰგავს, მაგრამ, ვფიქრობ, ჭეშმარიტებასთან ახლოსაა.

კიდევ ერთხელ დავფიქრდი და ცნობილ ხელოვანთა კოლექციას გადავხედე. ავიღოთ  სახარების ერთი მომენტი. ვთქვათ, “გარდამოხსნა” და ვნახოთ, რამდენმა როგორ გამოსახა “ერთი და იგივე”.

მიქელანჯელო

კარავაჯო

ელ გრეკო

სინიორელი

რაფაელი

რემბრანტი

ვაიდენი

ფიორენტინო

ტიციანი

…აღარ გავაგრძელებ, იმიტომ, რომ კიდევ უამრავი გამომრჩება (დანარჩენის სანახავად დააჭირეთ აქ). ამ შედევრები სშემხედვარენი, ალბათ, დარწმუნდით, რომ მთავარია ადამიანთა ინოვაციური ბუნება და ყველა მათგანი ბიბლიის ერთ სიუჟეტს სულ სხვანაირად გადმოსცემს, სხვა აქცენტებს დასვამს და სხვა თემატიკას შემოიტანს.

ძალიან კი მრცხვენია (მართლა), მაგრამ სათქმელს ჩემი ორი ნახატით დავამთავრებ. ერთი ასევე “რეპროდუქციაა” The Tiger Lillies–ის სიმღერისა Maria, რომელსაც მე “მერი” დავარქვი, მეორეს კი “ბიბლიოთეკარები” ვუწოდე. იმისათვის, რომ წარმოდგენა შეიქმნათ, რომელი სიმღერის შთაგონებით დავხატე, ესეც თქვენ 😉

ესეც “ბიბლიოთეკარები”

Advertisements

15 thoughts on “რეპროდუქცია თუ ინტერპრეტაცია?

  1. ნამდვილად არ მეგონა თუ tiger lilies-ს უსმენდი. ჩემთვის აღმოჩენაა ეგ ჯგუფი და მართლა ბევრს ნიშნავს და დადა გამეხარდა! 🙂

    შენი ნახატები კიდე მიყვარს. გაქვს აბსოლუტურად განსხვავებული სტილი. და გაქვს ნიჭი! გავკარი თავმდაბლობას 🙂

    არ მიყვარს რო ასე გულთან ახლოს მიგაქვს მსგავსი ცვეტში სისულელეები :). ხოდა მოეშვი. ნუ დაუწყებ პასუხების ძებნას გარეთ. გაცილებით ბევრი რამე შეიძლება იპოვო შენში 🙂

    ეს პოსტი მომწონს, სწორი გზაა, დაფიქრდე, მოიტანო არგუმენტი, უკუაგდო :).

    უფლის არ ვიცი და ხელოვნების გზები კია შეუცნობელი, ხოდა იარე 😉 მაგ გზაზე ყველას კიარ ადგმევინებენ ფეხს 🙂

    პ.ს. მიქელანჯელო რო ცოცხალი იყოს არ შეიძლება?

  2. ვაიმე მიქელანჯელო რა მაგარია ბზშ 😐

    ეს ბიბლიოთეკარები ძაააან მომწონს შენი და კიდევ ლექცია:))

    ნუ, ჩვენს დაუსრულებელ კარიკატურებზე აღარაფერს ვამბობ, რომლებიც ყოველდღე იქმნება და რომლებსაც სავარაუდოდ მერე ფასი დაედება (გინდა მხატვრის გამო, გინდაც ზედ გამოსახული რეალური პირების გამო:P)
    ლავიუ 😛
    ერთადერთი შენი ცინიზმი მიყვარს ჩემო ზურიკო, მიყვარს რა და ვიტან 😀 (ვიტან რა და სხვა რა გზა მაქვს რო?:))) ) :*

  3. mtavaria shen risi daxatva ginda! sxva yvelaferi meore xarisxovania…

  4. დახატე ისე როგორც გეხატინება რას უსმენ სხვებს 😉

  5. nichiero zurius, madloba am saocari naxatebis shekrebistvis. mikelanjelo xo ganumeorebelia. minda erti naxati dagiposto, romelic arc vici visia da mudam maxsendeba gardamoxsnis scenebze, magram ver vdeb ak 😦

  6. radgan kanonikuria, savaraudod romelime rusi xatmceris iukneba. shen ras ityvi?

  7. აუ რა მაგრა ხატააავ :ჴ

  8. მომწონს ნახატები და გამიხარდა The Tiger Lillies ხსენება ამ პოსტში :))

  9. კი მართალია ეგ გამოტქმა რო ეს ხო უკვე შექმნილია? მაგრამ იცი რა არის. ჩემი აზრით მონა ლიზას ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს და ხედავს. ამაშია განსხვავება.

  10. აუ ზუუუურ ის ნახატი რატო არ მქონდა ნანახი :ო ძაან მაგარია :*:*
    ჩემი აზრით პირიქით ძალიანაც საინტერესოა პერსონაჟებს ან მუსიკას რო ხატავ ხოლმე. იმიტომ რომ მეც როცა რამეს ვუსმენ ან ვკითხულობ და ა.შ. ყველა პერსონაჟი ჩემებურად მყავს წარმოდგენილი, ნუ სამწუხაროდ მაგისი დახატვა არ შემიძლია, მაგრამ ძაან მაინტერესებს ხოლმე შენეური ვარიანტი. როგორც წესი ყოველთვის რადიკალურად განსხვავებულია, მარა ეგრეც უნდა იყოს.
    ტაკ ძერჟაწ :))))
    შენი ნახატები მიყვარს და როცა გავმდიდრდები შეგიკვეთავ და დიდ რამეს დაგახატინებ 😐 ფერადს 😐
    იმიტორო ვგიჟდები როცა ნახატს უყურებ, უყურებ და სულ ახალ ახალ რამეებს აღმოაჩენ. მე რო დამხატე იქაც ეგრეა და მიხარია :ბის: :))) :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s