ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

სასირეთი (გაგრძელება)

6 Comments


არ მჯერა, რომ პოსტების წერას მივუბრუნდი. არა, როგორ არ მჯერა, უბრალოდ, სიხარულს ხომ ამ სიტყვებით გამოვხატავთ ხოლმე. 🙂 აი, ოთხი წლის წინ კი, როცა ამ პოსტს ვწერდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ნაგვის თემას კიდევ შევეხებოდი. მაშინ ნაციონალები მართავდნენ ქვეყანას (რაღაც დინასტიურად კი ჟღერს, მაგრამ ახლა შევეშვები) და ყველაფერი ცუდი მაგათი ბრალი იყო. ახლა კი, ყველაფერი “ოცნების” ბრალია. იმიტომ, რომ ისინი არიან ვალდებულნი, ქვეყანა მოაწესრიგონ.

რა თქმა უნდა. ხელისუფლება, ვალდებულია, იზრუნოს:

  • ქვეყნის დაცვაზე
  • კრიმინალის დონის შემცირებაზე
  • სოციალურ საკითხზებზე
  • ადამიანთა უფლებებზე და ა.შ.

მაგრამ სახელმწიფომ რა გაგიკეთოს, როცა შენ, ერთი მხრივ, დემოკრატიის პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვ, უმუშევრობაზე ჩივი და ამ დროს, შენი საქციელით ნათლად ასახავ იმას, რომ ზუსტად იქ ხარ, სადაც ყოფნასაც იმსახურებ.

თავისუფლებაზე, პუშკინის სკვერის მიწისქვეშა გადასასვლელში

თავისუფლებაზე, პუშკინის სკვერის მიწისქვეშა გადასასვლელში

ნაგვის სისტემატური დამყრელები იტყვიან, რომ ეს სახელმწიფოს ბრალიცაა, რადგან დედაქალაქის დასუფთავება კარგად არ მუშაობს. მე კი გიპასუხებთ, რომ მართლები ხართ. თუმცა, მეორე მხრივ, ეს სულაც არ ათავისუფლებს მოქალაქეებს ნაგვის დაყრისგან. აი, რეალურად რა არის პრობლემა:

  • ნაგვის ურნამდე მიტანა გვეზარება. თითქოს სნიკერსის ღაღალდი, 5 წუთის წინ რომ მაღაზიაში თვალი ვერ მოვწყვიტეთ, ახლა ურჩხულად გადაიქცა და თუ დროზე არ მოვიშორეთ, სისხლს გამოგვწოვს.
  • თვალი შევაჩვიეთ სიბინძურეს და, რაც დრო გადის, სიგარეტის “ბიჩოკებზე”, ხეების ტოტებზე შერჩენილ ცელოფნის პარკებზე, კორპუსებთან დაყრილ (უკეთეს შემთხვევაში, დადგმულ) ბოთლებზე რეაქცია აღარ გვაქვს.
  • გასასამართლებელ საბუთად მოგვყავს “სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს დასუფთავებაზე”.

და მაინც ხალხია დამნაშავე:

  • იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ ვთხოვთ დასუფთავების თემის გააქტიურებას.
  • იმიტომ, რომ ჯარიმების დაწესება არ გვინდა (სხვანაირად ვერ შეგვაგნებინეს, ღვედზე ჯარიმამ კი გაამართლა).
  • იმიტომ, რომ ნაგავში ყოფნა ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებაა.

ვცდები? აგერ 🙂

მცხეთა

მცხეთა

ახლაც ვცდები?

ჰოდა მითხარით, უნდა დაწესდეს თუ არა ჯარიმა ნაგვის დაყრაზე და რა ოდენობის უნდა იყოს იგი?

6 thoughts on “სასირეთი (გაგრძელება)

  1. ნაგვის დაყრაზე ჯარიმის დაწესება საჭიროა და დაახლებოთი 10 ლარამდე უნდა იყოს 🙂

  2. ოჰო, გილოცავ დაბრუნებას! სულ ვამბობ, რომ ჯარიმები უნდა დაწესდეს. ჯარიმის ოდენება დაბინძურების ხარისხის მიხედვით უნდა განისაზღვროს. მაგალითად, ქუჩაში გადაფურთხება 5 ლარით უნდა ისჯებოდეს, სნიკერსის ქაღალდი10 ლარი, სიგარეტის ანთებული ბიჩოკის დაგდება 20 ლარზე ნაკლებით არ უნდ ისჯებოდეს, რადგან სერიოზულ საფრთხეს ქმნის. კევის დაგდებაზე უფრო მკახრ სასჯელს დავაწესებდი, რადგან მაგ კევებს მერე ჩიტები კენკავენ და კვდებიან. მაგრამ ჯარიმაც არ არის გამოსავალი. “მოფარებულ” ადგილებში მაინც დააგდებენ რამეს :/

    • ფბ-ზე მიპასუხეს, რომ უნდა დაალაგებინონ ის ადგილი ან რამე ეგეთი. ეგ იდეა ძაან მომწონს პირადად მე.

  3. არჩევანის წინაშე უნდა დავაყენოთ დამნაშავე, მაგალითად: ან 300 ლარი გადაიხადოს, ან 3 დღე ალაგოს გარკვეული ტერიტორია. აუ როგორ მაინტერესებს სიზარმაცე გადაწონის თუ სიძუნწე :-()

დატოვე კომენტარი