ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

Humans Of Tbilisi

7 Comments


გაზეთების გამყიდველი რუსთაველზე

ახალი და, დღევანდელი გაგებით, ნორმალური ტელეფონი ნოემბერში ვიყიდე. Samsung Galaxy S4 Mini. დაიწყო აპლიკაციების ეპოქა, ქალაქში ბოდიალი და ყველაფრისთვის სურათის გადაღება. ამდენ ბოდიალში ნელ-ნელა ინსტაგრამსაც მოვუძებნე ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო გამოყენება და აგერ საბაბიც მომეცა პოსტის დასაწერად 🙂

ასე წამოვიწყე #HumansOfTbilisi (თბილისის ხალხი) ჰეშტეგ ფოტოგრაფია, რომლითაც ვნიშნავ ყველას, ვინც თბილისში გადავიღე. მინდა, შევქმნა თბილისში მცხოვრებთა ერთგვარი სახე მობაილ ფოტოგრაფიაში. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი ტიპაში უნდა დავაფიქსირო, რომ მეტნაკლებად ყოვლისმომცველი სურათი მივიღო, მაგრამ არსად მეჩქარება.

აქვე იმასაც დავძენ, რომ რაიმე დიდსა და გრანდიოზულზე პრეტენზია არა მაქვს, მაგალითად, ფოტოხელოვანობაზე. თუმცა ვთვლი, რომ ინსტაგრამის კარგი გამომყენებელი ვარ. შემდგ პოსტში ჩემს მეორე ინსტაგრამ გატაცებაზე, თბილისის არქიტექტურაზე გიამბობთ.

პ.ს. ვისაც ფოტოკოლაჟი მოგეწონებათ, შეგიძლიათ, მიპოვოთ ინსტაგრამზე: zurriuss

ქალი გვის ოპერის გასწვრივ რომ კოსწიუმები ქირავდება, იმ შენობაში 🙂

ბებო ექსპრეს ფეის აპარატთან. ჭავჭავაძის გამზ.

აკორდეონზე დამკვრელი, ვაგზალზე გადასასვლელი ხიდი.

სკოლის მოსწავლეები, რუსთაველის გამზ.

მხატვრები. ზემელი.

მოხუცი, რომელიც მათხოვრობს. ვაგზალზე გადასასვლელი ხიდი.

საქსოფონისტი ღვინის მაღაზიის წინ. ლესელიძის ქუჩა.

ბიჟუტერიით მოვაჭრე. მეტრო მარჯანიშვილის შესასვლელი.

წვრილმანებით მოვაჭრე ბებო. დინამოს ბაზრობა.

მწვანილებით მოვაჭრე. დინამოს ბაზრობა.

8 მარტი. დინამოს ბაზროა

წვრილმანებით მოვაჭრე. ცირკის მიმდებარე ტერიტორია.

ეს ფოტო ვაკეში გადავიღე. უაქცენტოდ საუბრობდნენ ინგლისურად და უცხოელები მეგონნენ.

მეტეხის უბანში მდებარე სასტუმროს თუ კაფეს ფანჯარაში.

მხატვარი ქალი. ზემელი.

Advertisements

7 thoughts on “Humans Of Tbilisi

  1. კარგი ხარ, კარგი, ზურიუსო ❤

  2. კარგია აგყვები მეც ამ ჰეშტეგზე

  3. Wow!!!
    პირველი ხარ ჩემი ნაცნობებიდან, ვინც მობილურით ასეთ საკაიფო ფოტოებს იღებს და მით უმეტეს სამსუნგით. მე S3 მინი მაქვს, ჩამორჩენილი, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ სამსუნგი ნაგავ ტელეფონად მიმაჩნდა და სულ დაამსხვრიე სტერეოტიპები :ლოლ:
    ყველაზე მეტად პირველი ფოტო მომეწონა რატომღაც, ფსიქოლოგიურად ალბათ იმიტომ, რომ პირველია და დანარჩენები სწრაფად “ჩამესკროლინა” უფრო და თანაც, ძალიან ლამაზი სახე აქვს იმ ქალს.

    • გაიხარე, სოფ! მოენატრა ჩემს ბლოგს შენი კომენტარი :))
      კიდევ წამოვიწყე რამდენიმე ჰეშთეგი და იმათზეც დავდებ მალე პოსტს 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s