ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

სასირეთი…

29 Comments


იყო და არა იყო რა. იყო საქართველო? არა, სასირეთი. ვერაფრით გამიგია, რატომ ასდის სასირეთს საქართველოს სუნი…

კარგია სასირეთში ცხოვრება. ბევრი რამის გაკეთება არ გიწევს. მაგალითად, ორივე მხარეს გახედვა: ზუსტად ისეთივე სიტუაციაა მარცხნივ, როგორიც მარჯვნივ. ისეთივე ტიპები, ისეთივე დიალოგები, ისეთივე სასირეთი.

სასირეთს საქართველოობაზე აქვს პრეტენზია, მე – ზევსობაზე.

სასირეთში, კერძოდ კი ქუთაისში, არის რაღაც ისეთი, რის გამოც იგი კიდევ დიდხანს სასირეთად დარჩება. ეს ტყლაპოა. ტყლაპო სასირეთის მასულდგმულებელი ნერწყვია, მისი აორტა. საერთოდ, სასირეთი მხოლოდ ტყლაპოზე ჩნდება, იზრდება და ვითარდება. შემდეგ აქ თავს იყრიან სირისტის ჭიები, ვირთხები, ტარაკნები და სირები, რომლებიც სასირეთს განაგებენ. მათი მთავარი მიზანია, ყოველმხრივ გაამრავლონ და განამყრალონ ტყლაპოველი, რათა სასირეთი დიდხანს და უსასრულოდ ყარდეს კი არა და, არსებობდეს.

…სწორედ ამ დროს გავიხედე გარეთ…

…ნაბიჯი მერაღაცამდენე. ტყლაპო უფრო სწორია თუ ტყლიაპო? ჰმ…

როდესაც სასირეთში ცივი ქარის ორგიები სრულდება ტყლაპო პირვანდელ ძალას იბრუნებს. შეხედეთ ამათ! ესენიც, ისევე, როგორ ჩვენ, ტყლაპოს შვილები არიან. ჩვენ ყველანი ტყლაპონი ვართ და ტყლაპოდ ვიქცევით. მაგრამ, სანამ ცოცხლები ვართ, ტყლაპოურად ვიქცევით 🙂

როდესაც სასირეთს ფილოსოფიური თვალით გავცქერი ხოლმე, ერთ-ერთი ხის ფიცრებისაგან აძუყნილ მყრალ და ბინძურ ღობესთან ჩაცუცქვა და მასზე ბოლოს მიმშარდველი ძაღლის ჯიშის ამოცნობა მინდება 🙂

რას აგირიეთ ამ სასირეთით გული! არ სჯობია, ველასკესის ამ ცუგრუმელას დავხედოთ? ნახეთ, რა ცაკალელია. თან, ალბათ, არც ყარს 🙂

ცოტა მოგეშვათ, ხო? ახლა ღობის მიღმაც გადავიხედოთ. არრა არს ადგილი ქუეყანასა ზედა ჰუმანურ, თუინიერ სასირეთისა, ვინაითგან აქ პლასტმასის ბოთლნიც დიდის პატივით იკრძალებიან 🙂

ძალიან ცუდია, რომ ვერ თუ არ გადმოვეც სუნი, რომელიც იქ ტრიალებს. იმიტომ, რომ იქ არანაირი სუნი არ ტრიალებს. ჰმ… ეს კარგი ყოფილა. მგონი, სწორედ აქედან უნდა დაიწყოს სასირეთის პრობლემის გადაწყვეტა: ჯერ უნდა გაქრეს სუნი შემზარავი და შემდეგ – ტყლაპო მაზრზინებელი. ეს ისე, თუ ვინმეს სასირეთის ამჟამინდელი პირობები ოდესმე მაინც არ დააკმაყოფილებს, შეუძლია, ჩემი მინი-გეგმით ისარგებლოს 😉

ჩვენ გვიყვარს ყველაფერი ის, რაც ჩვენია. გვიყვარს, ალბათ, იმიტომ, რომ გვეცოდება. ალბათ, სასირეთიც გვეცოდება და ამიტომ გვიყვარს და ამიტომაც ვცდილობთ მის უვნებლად შემონახვას.

_კი მაგრამ, _ მკითხავთ თქვენ, _ საქართველოს ასე რატომ მოიხსენიებ?

_საქართვლოს? _ ბრძნუუუუუუუუუუუუუუუულად ჩაგეკითხებით, _ მე საქართველოს კი არა, სასირეთს, სასირეთს მოვიხსენიებ ასე 🙂

ახლა კი საოცარი იმედით დაგემშვიდობებით და მრავალ თქვენთვის სასიამოვნო დღეს გისრუვებთ 😉

29 thoughts on “სასირეთი…

  1. am zilis win ra dammarte? 😛
    gegoneba 3 kviris cin ro viyavi mag ubedurebashi da tylapoebma cxovrebis survili damakargvina,is ar meyofoda 😛

  2. საბოლოოდ დამაწმუნე რო სწორად ვიქცევი როცა ,,ტელევიზორს” არ ვუჯერებ 🙂 ანუ ქართულ საინფორმაციო გადაცემებს სადაც ქუთაისი ,,მამაქალაქი” ხო არი და არი, მარა აწი დედაქალაქობაზეც ექნება პრეტენზიაო 😀

  3. ბრავო!
    ძალიან მაგარი პოსტია.

  4. zurkela xar raa….:D:D:D ase moxdenili metsaxeli meti aravistvis damirqmevia…. obiqeturi rom iyavi sheni mshobliuri qalaqis agwerisas,amistvis didi madli shen,magram “sasiretis” xshirma moxmarebam,postsa shina, yurica da tvalic ertnairad momchra zurikela….. :)))) p.s. miyvars sheni postebis kitxva….
    ufro P.S. shenc miyvarxar… :*:*:*

    • ეგ სიტყვა ჩემი მოგონილი არ არის და რამდენჯერაც ვახსენებ, სულ მეცინება. იმიტომ, რომ უმაგრესი მიგნებაა 😀
      მეც მიყვარხარ, კურკავ 😛

  5. ეჰ.. ნეტა ქვეყნის მარტო ეგ ნაწილი იყოს “სასირეთი”, რაღა გაგვიჭირდებოდა მაშინ?

    საქმე ისაა, რომ მთელი საქართველოა სასირეთი 😐

  6. mdaaaa….saintereso iyooo 🙂 es realobaaa, sasiretis cxovrebis realoba da arsic, xoda swored am cxovrebis arsis wvdomaa, chveni realuri problema 😦

  7. აი ეს კარგი იყო :ო

    ეგ ბოთლთა ტბა დამათვალიერებინე რომ ჩამოვალ :დ

    სასირეთში :)))))))))

  8. ძალიან მაგარი პოსტია ყოჩაღ ზურა . და რას მიკეთებს მანდ სასირეთის მერი გამგებელი თუ რავი ვინ ჯანდაბებიც მართავენ მანდავრობას. ამისთვის ვიდექით წვიმაში . 🙂 სამწუხარო რეალობაა

  9. ძალიან კარგი პოსტი იყო, ბოლო სურათი განსაკუთრებით.

  10. ჩვენ ყველანი ტყლაპონი ვართ და ტყლაპოდ ვიქცევით +1

    საქართველო 90იანების შუაში გავდა დიდ სასირეთს – ეზოში ისე ტყლაპოები იყო, კანოეთი დავიოდით

  11. პირველად შემოვედი შენს ბლოგზე და პირველი სურათი რომ დავინახე იმწუთას ვიფიქრე რომ ეს ქუთაისი იყო. :)) , იმიტომ კი არა რომ ასეთი ტყლაპოები სხვაგან არაა, მე მგონი ჭიშკარი ვიცანი ან ქუჩა, მოკლედ არ ვიცი ზუსტად რამ მიმანიშნა, მაგრამ ვიგრძენი ქუთაისი. აი ამიტომაა ალბათ რომ ჩვენ ჩვენ ტყლაპოებს ვიტანთ და მაინც გვიყვარს და შენც მიყვარხარ ქუთაისელო ბიჭო და მიხარია რომ გნახე აქ.
    მეც ქუთაისელი ვარ, თუმცა ამჟამად თბილისში ვცხოვრობ.

  12. arada es chemi sasireti araa :* da tu tqvenia iyos egeti rogoric agweret 😀 😉

  13. სოფელს სახელი სა–სირეთი ფრინველ სირთა (ბეღურების) შემოსევის შემდეგ მდინარე თეძმის პირას ე.წ სასირე მახეების დაგების შემდგომ დაერქვა. აღნიშნული ფრინველის შემოსევა ”დიდოსტატის მარჯვენაშიც” არის აღწერილი.
    სა–სირე ბადე ბეღურების დასაჭერად!
    ნიკო ჩუბინაშვილითან სირი- птица воробей სულხან საბასთან (თურქ.სარჩე) serçe
    სასირეთის ბრძოლაში ბაგრატ მეფის მხარეს მის მიერ მოწვეული ვიკინგები იბრძოდნენ, რომელთა თავდაჯერებულობის გამოც ბაგრატIV დამარცხდა.
    ამ სოფლის მკვიდრი იყო სახელგანთქმული გენერალი გიორგი მაზნიაშვილი! არა გყოფნით სირის სხვაგვარად მცოდნეებო! გაიხაროს იმ ქვეყნად ნიკომ ჩუბინაშვილმა, ნეტა ვისთვის იშრომა ამდენი, თანაც ინტერნეტში დევს მისი ლექსიკონი!
    მაზნიაშვილის პატივსაცემად მაინც დაიმახსოვრეთ რომ სირი ბეღურაა და არა ის რაც თქვენ გგონიათ!
    უნივერსიტეტში კიბერნეტიკის ფაკულტეტზე სწავლისას მეგობარი მყავდა ნუკრი ჩუბინიძე, ქუთათური, უგზო–უკვლოდ ნიჭიერი გოგონა… მახსოვს მისი ბედნიერი სახე, როცა მოქანდაკის დაზგა მივუტანე სახლში, რათა მისთვის საყვარელი საქმეც ეკეთებინა. მერე ის ქუთაისში წავიდა, სამწუხაროდ არაფერი ვიცოდი, გარდაიცვალა სიმსივნით… საოცარი ამბავი მოვისმინე მაშინ ქუთაისში ჩასულმა… გარდაცვალებამდე რამოდენიმე ხნით ადრე სოფელში (თუ აგარაკზე) დედამისი, ქალბატონი ეთერი, ქათმებს საკენკს როცა უყრიდა, ამ დროს ბეღურები მოფრინავდნენ თურმე ბევრნი და ნუკრი სულ ეხვეწებოდა არ შეუშალო ხელი მაგათაც მიირთვანო… იმ დღეს, როდესაც ნუკრი გარდაიცვალა, ერთმა ბეღურამ (ნუკრი, ცნობილი 100 კიბე რომაა ქუთაისში , იმის პირდაპირ ლამაზ შენობა რომაა, მესამე სართულზე ცხოვრობდა) რომელმაც სადარბაზოს სამი სართული ამოიფრინა, ნუკრის ოთახი შემოიფრინა, ყველა ოთახში შეფრინდა და მერე ნუკრის ოთახის ფანჯრიდან გაფრინდა… ჩემი შვილები თვალცრემლიანი ისმენდნენ ამ ამბავს და იმ დღიდან მოყოლებული ბეღურებს ნუკრის მადლიერ ბეღურებს ეძახიან, უხაროდათ, ნუკრის ბეღურები მოფრინდნენო და ყოველთვის უყრიან საჭმელს…

  14. გამოხმაურება: სასირეთი (გაგრძელება) | ZURRIUSS

დატოვე კომენტარი