ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

შობა და ახალი ვიდეოპოსტი

18 Comments


ყველას გილოცავთ შობას!
როგორც იქნა, სულით გეუბნებით Merry Christmas 😉

ვისაც ჩემი ახალი სათვალ გაინტერესებთ, აგერ სურათებიც. სახლში უკვე მეძახიან შურიკასა და ლაშა ბაქრაძეს. ნეტა, რომელიმე მართლა ვიყო, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, კატა არ დაჰკნავლებდა და ზღარბი არ დაჩხვლეტდა 😀

ქუთაისში საოცრად ცივა. 12-დან 6 საათამდე ეკლესიაში ვიყავი. ახალმოწამეთა სახელობის ეკლესია ჩემი მშობლიური სკოლის ეზოში მდგარი პატარა ბაზილიკაა, რომელშიც ღვთისმსახურების დროს ძალიან ძალიან ცხელა. ვინაიდან ტაძრის გარშემო სუსხი ქარი დაძრწოდა, ეს დიდ ტემპერატურულ სხვაობას ქმნიდა.
თუმცა ეშინოდეთ მათ, ვინც ღამისთევაზე პირველადაა: ჩემთვის ასეთი რამეები კარგად ნაცნობია, ვოტ 😛
ღვთისმსახურებამ საზეიმოდ ჩაიარა. მოკლედ, კარგი იყო. ბოლომდე მოვუსმინე და გავძელი.
აქვე მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას წინა ვიდეოპოსტზე დატოვებული კომენტარებისთვის. ეკლესიიდან დაბრუნებისას, დილის 6 საათზე, ავიჩემე მოსიარულე საშობაო ვიდეოპოსტის ჩაწერა. კამერას უნდა გავუთამამდე და ბლუკუნი და კომპლექსები ნელ-ნელა უნდა დავძლიო. მოკლედ, აჰა ქარიან-სეირნობიან-მილოცვიანი ვიდეოპოსტიც 😉

Advertisements

18 thoughts on “შობა და ახალი ვიდეოპოსტი

  1. gilocav shoba axal wels…mravals daeswari da sul aseti mxiaruli video postebi gadagegos….ise kargia game, raga game dilas seirnoba 🙂 ise mec gamitenebia gameebi, sul sxva shegrdznebaaa 🙂

  2. არ დავიწყებიათ ქუთაისის მორთვა..გილოცავ მეც 🙂 კარგი იყო მოსიარულე საშობაო პოსტი 🙂

  3. :))))))))))))))))) სათვალის არჩევის აზრზე არ ხარ :))))))) :*

    პოსტი თავიდან საშინლად ხრიგინებს 😐
    და ისედაც :)) ძაანაც ნუ გათამამდი და ბოდიალობებს ნუ წერ :)))))

    ცოტა უფრო ინწირესნი ვიდეოპოსტები გაუშვი :))

  4. შურიკას ცვეთში გავხარ : ))

  5. ჟღივის ე მარა არა უშავს მაინც კარგია .წინა ჯერ არ მომისმენია ეხლა ჩავრთავ.
    უფრო დიდი სათვალე ვერ იშოვე 😛
    ხო და მე რომ გითხრა მაგ დროს პირდაპირ ტრანსლაციით ვუყურე წირვას ხოლო შემდეგ ტვ საქართველოზე ჯერ სამი ტენორის კონცერტს ხოლო შემდგომ პავაროტი და მეგობრებსთქო რა 😛
    შობას გილოცავ

  6. არა რაააააააა,
    ვერ გადავდგი ეგ ნაბიჯი,
    ვერაფრით ვერ ჩავწერე ვიდეო პოსტი
    ოოოოოოოოოოოოოოოოfff 😦

  7. მესამე აღფრთოვანებული კომენტარი, რომელიც არ შემეძლო არ დამეწერა.
    მეც ჭავჭავაძის პროსპექტზე ვცხოვრობდი 🙂 და როგორც ვხვდები შენ 31 –ე სკოლაში სწავლობდი. მე მე–3 ში 🙂
    ვაი დედა, წავედი , დღეს ამდენი აღარ შემიძლია !

  8. zurrius ra sayvareli satvaleebia:) rom icode ramddeni xania egets vedzebs da aba shenc kargad ici kutaisshi rom verapers ipovi. 😦
    dzaan gtxov an ak dacere an imeilze momcere–> nanukakishmisha@yahoo.com
    cinascar madloba :*

  9. uiii xo martla sheni vonkalit moxibluli var 🙂 :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s