ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


2 Comments

კაფე მიულერი


კაფე მიულერი - პინა ბაუში

გუშინ ჩემმა მეგობარმა ფეისბუკზე პინა ბაუშის “კაფე მიულერი” გააზიარა. კიდევ ერთხელ ჩავრთე და მივხვდი, რატომ მირჩევნია იგი ისეთ მასშტაბურ დადგმას, როგორიც “კურთხეული გაზაფხულია”. იმიტომ, რომ მსუბუქი აგორაფობია მაქვს და სივრცეში თავს დაუცველად ვგრძნობ, “კაფე მიულერში” კი სცენას საზღვრები უჩანს. მეორე მხრივ, ნახატებში თითქმის სულ უსასრულო ჰორიზონტს ვხატავ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უფრო უხდება, არამედ ვცდილობ, ასე მაინც დავძლიო უსასრულობის ერთგვარი შიში.

თან რამხელა ინტერესი აქვს უსასრულობას… აი, ბავშვობაში რომ გინდოდა ყველაზე მაღალი რაღაციდან გადმოხედვა, თან საშიში რომ არის და თან ძალიან საინტერესო, ისე მჭირს ხოლმე. Continue reading


8 Comments

ვბრუნდები


Image

მიცანით?

მე ვარ.

ამ ბლოგზე 4 წელია, არაფერი დამიწერია, მას შემდეგ, რაც zurriuss.ge გავხდი. გასული წლის სექტემბერში ჩემს ბლოგს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და მას შემდეგ პოსტი აღარ დამიწერია. ახლა გადავწყვიტე, ჩემს ძველ და მონატრებულ ბლოგს აბლაბუდა ჩამოვხსნა და წერა აქ გავაგრძელო. მალე იქ დაგროვილ პოსტებს აქ გადმოვიტან და zurriuss.ge დომენსაც მოვაბამ.

ამ 5 თვის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა… ვინც “ნიჭიერს” უყურეთ, კი გეცოდინებათ ყველაფერი. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ამბავი იყო – პერსონალური გამოფენა მქონდა.

ამ პოსტში მეტად თავს აღარ შეგაწყენთ. დასაბრუნებელი პოსტია მაინც. სამომავლოდ კი ვეცდები, ვიყო ლაკონიური და სხარტი, და პამოჟეტ მნე ბოგ :))

აბა ჰე 😉


15 Comments

რეპროდუქცია თუ ინტერპრეტაცია?


ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რეპროდუქციებს ნუ ხატავო. ნუ ქმნი იმას, რაც უკვე შექმნილიაო. “ტრავიატა”, “მეფე ლირი”, “რიჩარდ III” – ეს ყველაფერი უკვე სხვამ შექმნა და შენ საკუთარი იპოვეო. მერე ისიც მითხრა, საერთოდ, რა საჭიროა მუსიკალური ნაწარმოების დახატვაო…

სხვათა შორის, ამაზე მანამდე მეც ვფიქრობდი ხოლმე: რატომ ვხატავ უკვე გამზადებულ და დამუშავებულ “იდეას”? ეს ხომ ცალკე ღირებული ვერ იქნება და მხოლოდ უკვე შექმნილის ილუსტრაციად დარჩება?

ამის საწინააღმდეგოდ რამდენიმე არგუმენტს მოვუყარე თავი:

  1. რეჟისორები დგამენ სპექტაკლებს სხვადასხვა პიესის მიხედვითა და თავიანთი ინტერპრეტაციით. ესეც რეპროდუქციაა?
  2. “ასე მეხატვინება და რა ვქნა?…” – ძალიან სუბიექტური და თავის მართლების არგუმენტი
  3. “ესეც გაივლის” – თავის მართლებას ჰგავს, მაგრამ, ვფიქრობ, ჭეშმარიტებასთან ახლოსაა.

კიდევ ერთხელ დავფიქრდი და ცნობილ ხელოვანთა კოლექციას გადავხედე. ავიღოთ  სახარების ერთი მომენტი. ვთქვათ, “გარდამოხსნა” და ვნახოთ, რამდენმა როგორ გამოსახა “ერთი და იგივე”.

მიქელანჯელო

Continue reading


42 Comments

ჩემი პირველი ვიდეოპოსტი


რომ იცოდეთ, რამდენი ვიწვალე… 😀 ჯერ YouTube-დან ვეცადე, მაგრამ რაღაც არ გმოვიდა. მეც რამდენჯერმე გავჭედე. მერე მობილურიდან ავტვირთე. აქ ვიზუალური ხარისხი უკეთესია, მაგრამ ხმა არის მოგუდული… ნუ, მოკლედ, რაც არის ეს არის. აჰა და დამსეტყვეთ 😉


28 Comments

ჩუმად იყავი და ყველაფერი თავისით მოხდებაო


"ლექცია"

ერთი კვირის წინ, პარასკევს GIPA–ში სერიოზული შეხლა–შემოხლა მქონია თურმე. როგორც ყოველთვის, მე რომ დავიქოქები, თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ასე დამემართა გუგა სულხანიშვილის ლექციაზე. რამდენიმე შეცდომა არ ვაპატიე და არგუმენტებს სულ ყვირილით ვაფრქვევდი. თურმე მთელი დარბაზი ჩემს გაწითლებულ სახეს გაოცებული უყურებდა და ხან ასევე გაოცებულ ლექტორს გახედავდა. 🙂

ნერვები მაქვს დაწყვეტილი, ნერვები! ადამიანები ძალიან მიყვარს, მაგრამ როდესაც 24 საათიდან 20 საათს არ გასვენებენ და შენს ეგოსა თუ ინტიმურ ზონაში (ამათი არსებობის დაჯერებაც დავიწყე, მგონი) ინტენსიურად შემოდიან და სიტყვიერ წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ, შეიშლები ადამიანი, აბა რა!

ორიოდ დღის წინ, ხუთშაბათს, მეგობრებმა რჩევა–დარიგებები დამაყარეს, რომ ხვალ ანუ პარასკევს ბოლო შანსი მაქვს, შელახული რეპუტაცია აღვიდგინო და ლექტორს ლექციის ჩატარება ვაცალო. მეც დავეთანხმე. სახლში კი დავფიქრდი სერიოზულად, მართლა ხომ არ გავრეკე–მეთქი? მაგრამ მერე გამახსენდა, რომ გიჟები თავიანთ სიგიჟეს ვერ ხვდებიან, მე კი მივხვდი და გულზე მომეშვა 🙂 Continue reading


35 Comments

აუცილებელია სათაური?


სიზარმაცეს რა ვუთხარი, თორემ ამდენ ფოტოკოლაჟს რომ ვაკეთებ, ასე მგონია, უინტერესო ხდება ჩემი ბლოგი. ერთ რამეს გკითხავთ: საინტერესო არის თუ არა Zurriuss–ზე შემოსვლა? ბოლო დროს მეჩვენება, რომ საინტერესო თემები გამომელია. გამომელია?

უბრალოდ, გადაფასებების დრო მოვიდა. თოვლი კი არა და არ მოვიდა.

სხვათა შორის, თოვლი ერთ–ერთი ყველაზე სამართლიანი ხილული ქმნილებაა. იგი, ისევე, როგორც მზის სხივები, “ვარდთა და ნეხვთა… სწორად მოეფინების”.

რამდენიმე დღეა, ვფიქრობ იმაზე, თუ რაოდენ გულუბრყვილო ვიყავი თუნდაც 1–2 კლასში. პრინციპში, ერთი 3 წელი კიდევ არაფერი შეცვლილა. თუ გახსოვთ ფილმი “იესო ქრისტე” ადრე, შევარდნაძის დროს, აღდგომა დღეს რომ გადიოდა ტელევიზორში, ქართულად გახმოვანებული… ბავშვობაში მეგონა, რომ იმ ფილმში ნამდვილი იესო ქრისტე იყო გადაღებული 😉 Continue reading


15 Comments

ფოტოგამოცანა


პოსტების წერის ხასიათზე მოვედი მგონი. დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს. ჩემს ჟურნალისტურ ბლოგზე ერთი პოსტი და ერთიც – აქ. იდეა ამ წამს მომივიდა. ანუ იმ წამს, როცა ეს სიტყვები დავწერე 🙂

უამრავი სურათია, რომელიც საკუთარ თავში რაღაც გამოცანას ატარებს. აქ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ და იპოვეთ მათში რაიმე საინტერესო.

ამ ტილოზე მხატვარმა საკუთარი თავი “დასაჯა” თავისი სისხლიანი ცხოვრებისა და მკვლელობების გამო. ვინ იყო ეს მხატვარი და რა სახის სასჯელზეა საუბარი?

Continue reading