ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


11 Comments

Zurriuss.Ge გავხდიიი


მეგობრებო…

დებო, ძმებო. კეთილო ბლოგერებო. ყველავ, ვინც მიცნობთ, ვისაც გიცნობთ (ან არ მიცნობთ და არ გიცნობთ). ყველავ, ვინც ხართ ჩემი კოლეგები, მეგობრები, ნაცნობები, მკითხველები.

როგორც იქნა, გადავედიGE დომენზე და ამიერიდან თქვენი მონამორჩილი Zurriuss.GE ვიქნები

ყველას ყველას დიდი მადლობა თქვენი აქტიურობისა და კომენტარებისათვის, მოსაზრებებისათვის, რომელთა გამოჩენაც ასე მსიამოვნებს.

ბოლო პოსტთან დაკავშიებით აქ შეფერხებები იყო, სურათები არ ჩანდა. ახალ ბლოგზე ეს ხარვეზი გამოსწორებულია! აი, ამ პოსტის ლინკიც და აწი თქვენი მოსაზრებები იქითკენ გადაისროლეთ 🙂

ჯერჯერობით ბლოგი მოუწესრიგებლად მოგეჩვენებათ. თემა ახლახან დავაყენე, რაღაც-რაღც ფუნქციები ჯერ კიდევ ვერ შემისწავლია და ნელ-ნელა ვამუღამებ. ყველაფერს უახლოეს მომავალში დავხვეწ და თქვენსა და ჩვენს ინტერესს მოვარგებ 😉

და ერთი თხოვნა:

შეცვალეთ ჩემი პოსტის ლინკი თქვენს ბლოგზე zurriuss.ge-თი.

წარმატებას გისურვებთ ყველას და შევხვდებით ახალ ბლოგზე 😉


11 Comments

რეალობა, რომელიც გვაკლია


მიმავიწყდით?… არა 🙂

უბრალოდ, რაღაც რაღაცებს ვხარშავ(დი) ტვინში. დღეს დილით ბოროტი ვიყავი, ახლა მინდა, კეთილი გავხდე, როგორც დიდი ხნით დიდი ხნის წინ. ჯერ ვერ გადამიწყვეტია და რაიმე სახის რჩევა ახლა ნამდვილად არ არის საჭირო. ორივეს მხარეს ვყოფილვარ და ამ საკითხში აქეთ დავაკვალიანებ სხვას. ვყოფილვარ მსუქანიც და გამხდარიც, აქაც საკუთარი გამოცდილებები მაქვს და ორივეს ბენებიტებს მოგახსენებთ, თუკი რამეში გამოგადგებათ…

Continue reading


24 Comments

Zurriuss 1წლისაა!


Ave Zurriuss!

ასე და ამგვარად, დღეს ჩემს ბლოგს დაბადების დღე აქვს. ყოველთვის მინდოდა, ისეთ დროს მქონოდა დაბადების დღე, როცა არავინ დასასვენებლად არ იქნებოდა და ყველას ეცლებოდა ჩემთან მოსასვლელად. რეალურ ცხოვრებაში თუ არა (20 ივლისს ვარ დაბადებული), ბლოგოსფეროში მაინც ამიხდა.

ძალიან ბევრია სათქმელი, ძალიან ბევრია დასაწერი… და ძალიან ცოტა დროა. როგორ მინდა, მალე მოვილიო რამდენიმე სტატია და საქმე და ვპოსტო და ვპოსტო!… თვითკრიტიკა მკარნახობს, რომ ბოლო დროს ჩემი პოსტების ხარისხი დადაბლდა – ესეც გამოსასწორებელი მაქვს.

სკანდალური პოსტების წერა ჩემი საქმე არ არის. პრინციპში, არც დამიწერია. უბრალოდ, როცა რაღაცას აკრიტკებ, სკანდალურად აღიქვამენ 🙂

როგორც ვფიქრობ, ბლოგის შინაარსი არანაირად არ შეიცვლება: იქნება ბევრი ფოტო, პატარა და მოზრდილი პოსტები. აუდიო და ვიზუალური ეფექტებიც ასევე ხშირად გამოჩნდება. ვეცდები, თემატიკაც არ შევიცვალო.

ერთი შეხედვით, ჩემი ბლოგი არათემატურია. მაგრამ მგონი, ჩემი ხშირი პოსტვით ბუნებაზე, ოპერაზე და უცნობ ადგილებზე, რაღაც გარკვეულ თემატიკას ქმნის 😉

მეტს აღარ გავაგრძელებ (ჯიპა–ში მაგვიანდება) და წარმოგიდგენთ ჩემს პირველ პოსტს, რომელიც შარშან, ზუსტად ამ დღეს – 4 თებერვალს დავწერე და თურმე 26 აპრილს ჩამისწორებია 🙂 გადაავლეთ თვალი და შთაბეჭდილებები მითხარით. მითხარით ყველაფერი, რისი თქმაც აქამდე გეზარებოდათ. თუ უკვე ნათქვამი გაქვთ, გამიმეორეთ, რომ დავიმახსოვრო!

მოკლედ, დაბადების დღე ჩემთვის ჩვეულებრივი დღეა და ძალიან ლოიალური იუბილარი ვარ 🙂 🙂 🙂


35 Comments

აუცილებელია სათაური?


სიზარმაცეს რა ვუთხარი, თორემ ამდენ ფოტოკოლაჟს რომ ვაკეთებ, ასე მგონია, უინტერესო ხდება ჩემი ბლოგი. ერთ რამეს გკითხავთ: საინტერესო არის თუ არა Zurriuss–ზე შემოსვლა? ბოლო დროს მეჩვენება, რომ საინტერესო თემები გამომელია. გამომელია?

უბრალოდ, გადაფასებების დრო მოვიდა. თოვლი კი არა და არ მოვიდა.

სხვათა შორის, თოვლი ერთ–ერთი ყველაზე სამართლიანი ხილული ქმნილებაა. იგი, ისევე, როგორც მზის სხივები, “ვარდთა და ნეხვთა… სწორად მოეფინების”.

რამდენიმე დღეა, ვფიქრობ იმაზე, თუ რაოდენ გულუბრყვილო ვიყავი თუნდაც 1–2 კლასში. პრინციპში, ერთი 3 წელი კიდევ არაფერი შეცვლილა. თუ გახსოვთ ფილმი “იესო ქრისტე” ადრე, შევარდნაძის დროს, აღდგომა დღეს რომ გადიოდა ტელევიზორში, ქართულად გახმოვანებული… ბავშვობაში მეგონა, რომ იმ ფილმში ნამდვილი იესო ქრისტე იყო გადაღებული 😉 Continue reading