ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

Zurriuss 1წლისაა!

24 Comments


Ave Zurriuss!

ასე და ამგვარად, დღეს ჩემს ბლოგს დაბადების დღე აქვს. ყოველთვის მინდოდა, ისეთ დროს მქონოდა დაბადების დღე, როცა არავინ დასასვენებლად არ იქნებოდა და ყველას ეცლებოდა ჩემთან მოსასვლელად. რეალურ ცხოვრებაში თუ არა (20 ივლისს ვარ დაბადებული), ბლოგოსფეროში მაინც ამიხდა.

ძალიან ბევრია სათქმელი, ძალიან ბევრია დასაწერი… და ძალიან ცოტა დროა. როგორ მინდა, მალე მოვილიო რამდენიმე სტატია და საქმე და ვპოსტო და ვპოსტო!… თვითკრიტიკა მკარნახობს, რომ ბოლო დროს ჩემი პოსტების ხარისხი დადაბლდა – ესეც გამოსასწორებელი მაქვს.

სკანდალური პოსტების წერა ჩემი საქმე არ არის. პრინციპში, არც დამიწერია. უბრალოდ, როცა რაღაცას აკრიტკებ, სკანდალურად აღიქვამენ 🙂

როგორც ვფიქრობ, ბლოგის შინაარსი არანაირად არ შეიცვლება: იქნება ბევრი ფოტო, პატარა და მოზრდილი პოსტები. აუდიო და ვიზუალური ეფექტებიც ასევე ხშირად გამოჩნდება. ვეცდები, თემატიკაც არ შევიცვალო.

ერთი შეხედვით, ჩემი ბლოგი არათემატურია. მაგრამ მგონი, ჩემი ხშირი პოსტვით ბუნებაზე, ოპერაზე და უცნობ ადგილებზე, რაღაც გარკვეულ თემატიკას ქმნის 😉

მეტს აღარ გავაგრძელებ (ჯიპა–ში მაგვიანდება) და წარმოგიდგენთ ჩემს პირველ პოსტს, რომელიც შარშან, ზუსტად ამ დღეს – 4 თებერვალს დავწერე და თურმე 26 აპრილს ჩამისწორებია 🙂 გადაავლეთ თვალი და შთაბეჭდილებები მითხარით. მითხარით ყველაფერი, რისი თქმაც აქამდე გეზარებოდათ. თუ უკვე ნათქვამი გაქვთ, გამიმეორეთ, რომ დავიმახსოვრო!

მოკლედ, დაბადების დღე ჩემთვის ჩვეულებრივი დღეა და ძალიან ლოიალური იუბილარი ვარ 🙂 🙂 🙂

Advertisements

24 thoughts on “Zurriuss 1წლისაა!

  1. თვითკრიტიკა მკარნახობს, რომ ბოლო დროს ჩემი პოსტების ხარისხი დადაბლდა – ესეც გამოსასწორებელი მაქვს.
    sheni loialurobit visargebleb da getyvi, rom adre upro agprtovanebuli viyavi xolme sheni postebita da Hagmaprenebit;)

  2. zuriuss, gilocav blogis dab. dges:)

  3. ღმერთმა გაგიზარდოს შვილო ჩემო ეს ოპატარა და საყვარელი ბლოგუნა :*

  4. gilocav 🙂 ert tveSi vyofilvart dabadeulebi 😉

  5. მეც მოგილოცავ 5 წლის აწ უკვე უხუცესი ბლოგერი! 😀
    კარგი ბლოგი ისედაც გაქვს და გისურვებ ნებისმიერი აზრი ისე გამოგეთქვას, თვითონაც სასიამოვნოდ გაგკვირვებოდეს. :)))

  6. გამიკვირდა და გავვ20დი დღეს რო არ დამირეკე : ))

  7. გილოცავ და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ.
    აბა შენ იცი მალე zurriuss.ge მომელოცოს

  8. გილოცავ ზურიუს ბლოგის იუბილეს : )) წარმატებულ და ხანგრძლივ მოღვაწეობას გისურვებ : )

    პ.ს ზურიუს.ჯი სად არის? :სპაი:

  9. გილოცავ, ზურიუს!!! კიდევ ბევრჯერ მომელოცოს 😛 😛 😛 😀

    ახლა შემოგთავაზებ შენს საყვარელ სიმღერას 😀 😀 😀 😀 😀

    LOVE YOU! 😀 😀

  10. ალბათ, მეორე კოდს… კარგი, სექნიუ :)))

  11. ჰეჰე გამეცინა შენი პირველი პოსტი როგორ იწყება, ძალიამ მინდა ვწერო დღიურიო :))))) :* გილოცავ

  12. shens blogze xshirad vkitxulob tumca komentarebs ishviatad vtoveb
    da axla radgan iubilari xar
    getyvi rom ert-erti inteleqtualuri blogi gaqvs :)))
    :)))

  13. გილოცავ ბლოგუნიას დაბადების დღეს 🙂

  14. სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო..ხოდა გილოცავ მაინც მოგვიანებით..მერწყული ყოფილა შენი ბლოგი,მოხარული ვარ :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s