ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

დღიურის დაწერის მცდელობა, ანუ თვითრეფორმა, თვითრეფორმაოჰო

8 Comments


ძალიან ძალიან ძალიან მინდა, ვწერო დღიური. კიდევ ერთხელ ვეცდები ამას. ამჯერად, აქ. დღიურების ბოლო და ყველაზე გრძელი სერია ლუჩანო პავაროტის გარდაცვალების დღიდან დავწერე და ამ პროცესმა, სადღაც, 2 კვირას გასტანა. მაგრამ, როგორც დასავლელი დიპლომატები იტყვიან, იმედს არ ვკარგავ, რომ ჩემი შეშფოთება მალე ჩაცხრება და ყველაფერი კონსტრუქციულ, რაციონალურ, ცივილიზებულ და ჰარმონიულ ჩარჩოებში მოექცევა ანუ დღიურის წერას მშვენივრად მოვახერხებ. ამას კი სპექტაკლს “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელის” გმირის, გიორგი ლადიოტანტის სიტყვების ციტირებით და შემდეგ შესრულებით მოვახერხებ: “თვითრეფორმა, თვითრეფორმაოოჰო!”

picture-025მოკლედ, დღეს 26 აპრილია, 2009 წელი. მეც და ამინდსაც სიცხე გვაქვს და გაციებულები ვართ. კვირაა, სახლში ვარ. ინდაურივით ვყლაპავ წამლებს. ცუდად ვარ არა იმიტომ, რომ გაციებული ვარ, არამედ იმიტომ, რომ მეშინია, ეს უბრალო გაციება, ამდენი იდიოტობის ყლაპვით, რაიმეში არ გადამეზარდოს და გამირთულდეს.
ჰოი, რამდენი რამ უნდა გავაკეთო… აქეთ ფილმს ვუყურებ (“სკანდალური დღიურები”, ჯუდი დენჩი და ქეით ბლანშეტი თამაშობენ. ძალიან მომწონს. ქალების ფსიქოლოგიაა, რა) ინგლისურად, იქით ორ ბლოგს ვკითხულობ ცალ-ცალი თვალით, თან პირველი არხის გადაცემა “აქცენტები” მაქვს ჩართული და ეკა კვესიტაძის წივილ-კივილს ვუსმენ. მხოლოდ ვუსმენ. რომ შევხედო, სიცხე ამიწევს, ეს კი კიდევ 6 დასახელების ახალ ტაბლეტს უდრის. გავძღები სიმინდის კაკლების ნაჭამი….
აქვე მიდევს დაუსრულებელი “რიჩარდ III”, რომელსაც, იმედია, დავხატავ. კიდევ… უი, ჰო, ხვალისათვის სიუჟეტის ტექსტი მაქვს დასაწერი და ეს ყველაზე მეტად მეზარება. დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი საკუთარი კლონის შექმნას, მაგრამ რომ ვიცი, მასაც ჩემი ცუდი ხასიათები კალკირებულად ექნებოდა, 5 წუთში მივარხჩობდი. ჰოდა, ამიტომ ვარ ადამიანის კლონირების წინააღმდეგი: გადაიხდი უამრავს, გაგიჩენენ შენნაირს და მერე იშალე ნერვები იმ კლონის ზუსტად შენნაირ და მხოლოდ შენთვის გამაღიზიანებელ კაპრიზებზე.
პირველი პოსტისთვის, მგონი, ნორმალურია. წავედი, დანარჩენ მსოფლიოსაც მივხედო. ნელ-ნელა ამ დალოცვილ წორდფრესს-საც ავითვისებ და ვიქნებით ასე…

Advertisements

8 thoughts on “დღიურის დაწერის მცდელობა, ანუ თვითრეფორმა, თვითრეფორმაოჰო

  1. ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი..
    პოსტები…
    სტილი..
    ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ..
    თქვენს პოსტებს საზოგადორებრივი არხის საიტზე გავეცანი ”დღიურებში” და აღფრთოვანებული დავრჩი..

  2. გამოხმაურება: Zurriuss 1წლისაა! « ZURRIUSS

  3. გაზრდილხარ თან როგორ ამ ერთი წლის განმავლობაში. თუმცა ერთ რამეს ვაღიარებ ეს ჩემს პირველ პოსტს ნამდვილად სჯობს ის ბევრად საშინელებაა 🙂

  4. მინდა გითხრა, რომ პირველიც კარგია და სხვებიც 🙂 ყოველშემთხვევაში მე მომწონს 🙂 წარმატებების გისურვებ! 🙂

  5. მინდა გითხრა, რომ პირველიც კარგია და სხვებიც 🙂 ყოველშემთხვევაში მე მომწონს 🙂 წარმატებებს გისურვებ! 🙂

  6. გამოხმაურება: როცა 2-ის გავხდი » Zurriuss.Ge

  7. გამოხმაურება: Zurriuss 3 წლისაა! | Zurriuss.Ge

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s