ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

რეალობა, რომელიც გვაკლია

11 Comments


მიმავიწყდით?… არა 🙂

უბრალოდ, რაღაც რაღაცებს ვხარშავ(დი) ტვინში. დღეს დილით ბოროტი ვიყავი, ახლა მინდა, კეთილი გავხდე, როგორც დიდი ხნით დიდი ხნის წინ. ჯერ ვერ გადამიწყვეტია და რაიმე სახის რჩევა ახლა ნამდვილად არ არის საჭირო. ორივეს მხარეს ვყოფილვარ და ამ საკითხში აქეთ დავაკვალიანებ სხვას. ვყოფილვარ მსუქანიც და გამხდარიც, აქაც საკუთარი გამოცდილებები მაქვს და ორივეს ბენებიტებს მოგახსენებთ, თუკი რამეში გამოგადგებათ…

დღეს არ მინდა, Zurriuss ვიყო. პოსტსაც ეტყობა, რომ “ცოტა ვერ” არის. ეს იმ რეალობის ბრალია, რომელიც გარს გვაკრავს და იმისაც, რაც ასე გვაკლია. ვინც ამ დანაკლისს არ განიცდის, შეუძლია, არ იდარდოს.

ბუნება მაკლია. არა, “სადმე ბუნებაში გასვლა” არა. სწორედ, რომ “სადმე ბუნებაში გასვლა” არ მაკლია. “სადმე ბუნებაში გასასვლელი” ადგილებიღა რომ შემოგვრჩა – ეს მადარდებს. ნამდვილი ბუნება გამდნარი თოვლის ნაფლეთებივით შემოვიტოვეთ, დანარჩენი – გავაფარჩაკეთ. ყველამ: მეც, თქვენც, ვინც ამ პოსტს კითხულობთ და სხვამაც, ვინც ამას არ/ვერ წაიკითხავს.

გავა კიდევ რამდენიმე ათეული წელი და როცა ჩვენთან ყველაფერი ასეთი გაქრება, “მოზგთა” კომიტეტი ახალ გენიალურ წინადადებას წამოაყენებს მსგავსი ბიოლოგიური ნიმუშების სხვა გალაქტიკიდან ჩამოტანის თაობაზე. შემდეგ ამას გაერო (თუ კიდევ იარსება) ღრმა აღფრთოვანებით შეხვდება და “განათლებული” რობოტებიც ლითონის ენაგადმოგდებულები დაიწყებენ იმის ძიებას, რაც მათ შექმნას შეეწირა.

ლამაზია, არა? გაზაფხულის მზით განათებულ დილის ხასხასა ბალახის წვერზე ზანზალაკებად დაკიდებული წვიმის გრილი წვეთები.  დააკოპირეთ ეს სურათი ყოველი შემთხვევისათვის. რა იცით, როდის მოგენატრებათ.

უხასიათობა და დეპრესია დღეში ათჯერ მაინც მემართება. წინააღმდეგი თუ არ იქნებით, ამ არგუმენტს განვაზოგადებ. ყოველდღიური წუწუნი, კინკლაობა, უამრავი კარგი/ცუდი ინფორმაცია, რომელიც ტვინს გვირევს და ნერვებს გვიშლის. ზოგჯერ ვფიქრობ, ახალი ამბების გარეშე ცხოვრება ხომ არ აჯობებდა–მეთქი, მაგრამ ეგრევე პროფესია მახსენდება. ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ, ზედმეტად რეალისტურობის გამო, ზოგჯერ დასანახად ვერ ვიტან. იგი ყველაფერს ჩარჩოში აქცევს, რითაც ამარტივებს არსებულის არსს. მეორე მხრივ, ჟურნალისტიკა ნებისმიერ ინფორმაციას ყველასთვის გასაგებად აქცევს და ამით არს პატივსაცემი. საბოლოო ჯამში კი ისევ ბუნება ზიანდება: ერთ მსხვილტირაჟიან გაზეთს 150 კუბური მეტრი ხე ეწირება.

გეცნობათ ჩვენი ხელოვნური თავისუფლება?

უკვე თვალი შევაჩვიეთ ასეთ რამეებს

… და ერთხელაც, როდესაც ეს ნატვრაც ასრულდება, დიდი შანსია, ამის ნაცვლად…

ეს მივიღოთ…

დღეს აქ გავჩერდები, რადგან ამ პოსტით ახალი არაფერი მითქვამს. უბრალოდ, ვეცადე, შემეხსენებინა ცოტ–ცოტა ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ჯერ კიდევ არსებობს. ყველაფერი, რაც ჩვენს ჯიუტ ეგოს ეწირება, “მერე რა უჭირს ერთ პატარა ნაგლეჯს თუ დავაგდებ” რომ ჰქვია სახელად.

კადნიერი შეგონება: თუკი შენსას გამოუსწორებლად ჩააოხრებ, იმის ზრდილობა მაინც გეყოს, რომ შენ მიერ განადგურებული სხვისგან წართმევით არ აინაზღაურო. (c) Avatar

Advertisements

11 thoughts on “რეალობა, რომელიც გვაკლია

  1. metad saintereso postia…. es realobaa

  2. chemi kitxva zalashia 😀
    barem maikls jeqsonis is klipic dagedo,yvelaferi ro nadgurdeba da sabolood mougebdi chemi dilis gancyobas bolos :I

  3. ’დააკოპირეთ ეს სურათი ყოველი შემთხვევისათვის. რა იცით, როდის მოგენატრებათ.’ დავაკოპირე, ესეც და წინაც – მზის სხივები ❤

    რა საშინელი დღეებია.. ასე მგონია,ყველა ცუდ ხასიათზეა. როდის გაივლის ნეტავ.

  4. ადამიანებო, მოსწყდით ირეალობას და იცხოვრეთ სანამ ცოცხლობთ!

  5. P.S. ეს კომპოზიცია სად ვნახო?

  6. ჰო, ფაქტია, რომ ხასიათი იყო განსხვავებული :)))) უბრალოდ, ამ ეტაპზე ცვენ მეტის გაკეთება არ ძალგვიძს… და სანამ ყველაფერს გაანადგურებენ, მოვასწროთ… : ))) ესაა ჩემი კომენტარი!

    ცხოვრება მშვენია და შევირგოთ სანამ ასეთია 🙂

    სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა და ვაჰ, რატომ კრეფს ეს ხელი კლავიატურაზე კიდევ ამ სულელურ წინადადებებს… წადი, შვილო იმუშავე… : ))) ნუ საჩკავიკობ, დია 🙂

    მომიტევეთ… 🙂

  7. ბუნება მეც მაკლია ხშირად მბეზრდება ქალაქი თავისი შავი ყუთით და უფრო შავი საინფორმაციო გამოშვებებით სრულ ნევროზამდე მიყავს საზოგადოება. გამოთბეს ზუსრიუს და ქართულმა ბლოგოსფერომ ერთი 3 დღიანი პახოდს მოვაბათ თავი რომ ყველამ ერთად დავისვენოთ ბუნებაში კარვებით.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s