ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

აუცილებელია სათაური?

35 Comments


სიზარმაცეს რა ვუთხარი, თორემ ამდენ ფოტოკოლაჟს რომ ვაკეთებ, ასე მგონია, უინტერესო ხდება ჩემი ბლოგი. ერთ რამეს გკითხავთ: საინტერესო არის თუ არა Zurriuss–ზე შემოსვლა? ბოლო დროს მეჩვენება, რომ საინტერესო თემები გამომელია. გამომელია?

უბრალოდ, გადაფასებების დრო მოვიდა. თოვლი კი არა და არ მოვიდა.

სხვათა შორის, თოვლი ერთ–ერთი ყველაზე სამართლიანი ხილული ქმნილებაა. იგი, ისევე, როგორც მზის სხივები, “ვარდთა და ნეხვთა… სწორად მოეფინების”.

რამდენიმე დღეა, ვფიქრობ იმაზე, თუ რაოდენ გულუბრყვილო ვიყავი თუნდაც 1–2 კლასში. პრინციპში, ერთი 3 წელი კიდევ არაფერი შეცვლილა. თუ გახსოვთ ფილმი “იესო ქრისტე” ადრე, შევარდნაძის დროს, აღდგომა დღეს რომ გადიოდა ტელევიზორში, ქართულად გახმოვანებული… ბავშვობაში მეგონა, რომ იმ ფილმში ნამდვილი იესო ქრისტე იყო გადაღებული 😉

გულუბრყვილობა კარგი რამეაო, არავინ მითხრას. გულუბრყვილობა არაგულუბრყვილოთათვის არის “ცაკალელი” რამ, თორემ აბა გულუბრყვილომ იკითხოს. ასეთი ადამიანი, ალბათ, ცოდოა ცხოვრებაში. ყველაზე მეტად მაშინ, როდესაც მიხვდება, რომ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ გააბრიყვეს და სიბრაზისგან დაიბოღმება, გასასტიკდება. ან შოკში ჩავარდება, საკუთარ თავში ჩაიკეტება და დაობებამდე დაკომპლექსდება. შეიძლება ჭკუაც ისწავლოს და რაღაც–რაღაცები გადააფასოს. მოკლედ, როდესც გულუბრყვილო ადამიანი თავის ნაგულუბრყვილარზე ნათამაშარს დაინახავს, ალბათ, რაღაცნაირად მაინც შეიცვლება. რატომ დავწერე ეს აბზაცი: იმიტომ, რომ წინა აბზაციდან გამომდინარეობს 😐

სიზარმაცეზეც მინდა დაწერა, მაგრამ გამახსენდა, რომ მასზე უკვე დაწერილი მაქვს. ოდესღაც, ჩემს პირველ ბლოგზე. (არა, მეორე ბლოგია. პირველი განახოთ, რას გავს? აი 😉 საშინელებაა, არა? მაგრამ ხელუხლებლად ვინახავ) იცით, რა განცდაა სულ პირველი ბლოგის ნახვა? ეს ახლობლის სასაფლაოს მონახულების მსგავსია. შეხვალ, დაათვალიერებ გაუქმებულ, ხმაგაკმენდილ ბლოგს, მაუსით სათაურებზე დაწკაპუნებით მტვერს გადაწმენდ მას, გაიხსენებ იქ დაკონსერვებულ წარსულს, რომელიც იმ მიდამოებში ვეღარ განვითარდა და გაგრძელება ამჟამინდელ ბლოგზე ჰპოვა. ძველები ამას ვერ გაიგებენ. მათთვის ეს, ალბათ, დაკეტილი უჯრით ან ძველი და დიდი ხნის წინათ გაუხსნელი სკივრით უნდა შევცვალოთ.

ბევრია სათქმელი, ბევრი… მაგრამ აღარ გავაგრძელებ და ჩემს ერთ–ერთ ძველ ნახატს გაჩვენებთ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დავასკანირე და ამით მოვრჩები.

მთვარის სიზმარი, 2005

Advertisements

35 thoughts on “აუცილებელია სათაური?

  1. ras erchi am gulubryvilobas?
    mit umetes sheni magalitit tu vimsejelebt,arc kutxeshi mobuzulxar da arc daobebmade dakomplexebulxar 😀

    xoooda,tovli mec minda 😦

  2. დღეს მოდაშია ღირებულებებისა და ფასეულობების მუდმივი გადაფასება,მაგრამ ,,უგნურებაა’როცა რაღაცას ან იმისთვის აფასებ,რომ თანამედროვე საზოგადოებაში უბრალოდ აღარ ,,აფასებენ”იმ რაღაცას,ან ის საზოგადოება არ იღებს,სადაც შენ ტრიალებ…მით უემტეს ბლოგის გამო…ჩემთვის არსებობს გადაუფასებელი ფასეულობები და ღირებულებები,რადგან ამის გარეშე ცხოვრების აზრს ვერ ვხედავ და მედროვეობისგან თავს ვიცავ…გავა წლები და შინაგანა თითქოს მარტო ხარ,ხოლო შენი ,,ღიმილი”ისეთივე ფასადურია,როგორც ყველაფერი…მით უმეტეს ბლოგისთვის არ უნდა გადააფასო,რადგან ამის ფასად არაფერი არ ღირს…

  3. როკითხო ძაან ვუყვარვარ და ერთი ნახატი კიარ მაჩუქა :ბუტ:

  4. პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ ძალიან მიყვარს შენი ბლოგი ^^ ❤

    ხო მეორე იდ რომ ნახატი მომწონა ^^

  5. ai ragac izvrashenculi (sxva sityva verafrit mivusadage) manera gaqvs xatvis 😀 magrad gaascora am naxatma : )
    xoda gulibryvilo adamiani girsia imis rom ertxel mainc dainaxos tu rogor aqvs gamazuli ragaceebi cxovbrebashi 😀 ar sheizleba txasavit gcamdes briyvuylad ragaceebi da ase ukve zrdasrulobashic (bavshvobashi yvelas gvcams ragaceebi sanam azri gagvichndeba ragac chveni sakutari)

  6. რა კარგი იყო.
    მეც იგივენაირად ვფიქრობ, როცა ჩემს პირველ ბლოგს ვათვალიერებ ხოლმე 🙂

  7. და გულუბრყვილობას ეშველება რამე? მე მგონი, არა. ადამიანები არ ( ვერ ) იცვლებიან.

  8. ui
    rakargi naxatia
    silurjeebi miyvars ❤

  9. ყველაფერს თავისი დრო აქვს… დავესესხები იმ ბრძენკაცს 🙂

  10. ზურიუს, ჩვენის ღრმა რწმენით შენ გულუბრყვილობას რამე ეშველება ოღონდ თავისით, განგებ ვერაფერს შეცვლი თან რა გინდა იყოს (უბრალოდ ჯექსონის და ქართულის ლექტორის მსგავს რაღაცეებს ნუღა დაიჯერებ ხოლმე თორემ მერე რამოდენიმე კვირა მარტო მაგაზე ვიცინით და ცოდოები ვართ) 🙂 . რაც შეეხება შენ ბლოგს, ნუ გეშინია აქტუალურობას არ კარგავ.
    პოსტ. სკრიბტუმ: 🙂 ეგ ნახატი ძალიან მომწონს. მგონი ადრეც გითხარი. 🙂

  11. ჩემთვის არის საინტერესო შენს ბლოგზე შემოსვლა, და კიდევ, ადრეც გითხარი, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბლოგერი ხარ : )

    ეხლა უნდა მეთქვა, შენს ნახატს ’სიზმარი’ დავარქვი-თქო და უცებ შევხედე რომ ორჯერ აწერია ’მთვარის სიზმარი’ : D : D

  12. “გულუბრყვილობა არაგულუბრყვილოთათვის არის “ცაკალელი” რამ, თორემ აბა გულუბრყვილომ იკითხოს. ასეთი ადამიანი, ალბათ, ცოდოა ცხოვრებაში.”

    ასეთი ზუსტი ლაკონურად ჩამოყალიბებული აზრი კარგა ხანია არ წამიკითხავს 🙂

    ბრავო 🙂

    ნეტავ, მე თუ მექნება ოდესმე დაკონსერვებული ბლოგი 😛

    P. S. ზურიუსზე შემოსვლა საინტერესოა ნამდვილად 🙂

  13. გინდა სიმართლე? ეს შენი პირველი პოსტია, რომელიც თავიდან ბოლომდე წავიკითხე! თან დიდი ინტერესეით!

  14. ……………წაგიკითხე

    პ.ს. კომენტარის გაკეთება არ მინდოდა მაგრამ მაინც შემომეკომენტარა: ეხლა ფანჯარაში ვიყურები და ისეთი რაღაც ხდება,რომ მგონი მოთოვს…თანაც შუაღამის 2ის ნახევრიდან თოვაზე მესმის ამბები, ესე რომ აუცილებლად მოთოვს..
    მერე მე რა მახარებს?! არც არაფერი
    ……….გავიარე

  15. ზურიუს, როცა უინტერესო გახდები ნებისმიერ ასპექტში, მაშინ არ გეწყინოს და შენთან აღარ ვიმეგობრებ, დედას გეფიცები. დღეს კიდევ ჩემს მშვენიერ მეგობრად მიმაჩნიხარ და შენს ბლოგსაც სიამოვნებით ვკითხულობ
    მე მიყვარს ეგეთი რაღაცეები. როგორი იცი? გინდა და წერ. გინდა და ლაპარაკობ. გინდა და ეწევი ( : p )

    • ბოლო ფრაზამ დაგლიჯაააა 😀 😀
      და ღმერთმა ნუ მომასწროს უინტერესოდ გახდობა, რადგან ასეთ შემთხვევაში შენი დაკარგვის ალბათობა ყოფილა დიდი 😛

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s