ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ჩუმად იყავი და ყველაფერი თავისით მოხდებაო

28 Comments


"ლექცია"

ერთი კვირის წინ, პარასკევს GIPA–ში სერიოზული შეხლა–შემოხლა მქონია თურმე. როგორც ყოველთვის, მე რომ დავიქოქები, თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ასე დამემართა გუგა სულხანიშვილის ლექციაზე. რამდენიმე შეცდომა არ ვაპატიე და არგუმენტებს სულ ყვირილით ვაფრქვევდი. თურმე მთელი დარბაზი ჩემს გაწითლებულ სახეს გაოცებული უყურებდა და ხან ასევე გაოცებულ ლექტორს გახედავდა. 🙂

ნერვები მაქვს დაწყვეტილი, ნერვები! ადამიანები ძალიან მიყვარს, მაგრამ როდესაც 24 საათიდან 20 საათს არ გასვენებენ და შენს ეგოსა თუ ინტიმურ ზონაში (ამათი არსებობის დაჯერებაც დავიწყე, მგონი) ინტენსიურად შემოდიან და სიტყვიერ წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ, შეიშლები ადამიანი, აბა რა!

ორიოდ დღის წინ, ხუთშაბათს, მეგობრებმა რჩევა–დარიგებები დამაყარეს, რომ ხვალ ანუ პარასკევს ბოლო შანსი მაქვს, შელახული რეპუტაცია აღვიდგინო და ლექტორს ლექციის ჩატარება ვაცალო. მეც დავეთანხმე. სახლში კი დავფიქრდი სერიოზულად, მართლა ხომ არ გავრეკე–მეთქი? მაგრამ მერე გამახსენდა, რომ გიჟები თავიანთ სიგიჟეს ვერ ხვდებიან, მე კი მივხვდი და გულზე მომეშვა 🙂

გათენდა ნანატრი პარასკევიც და ლექციაზე რამდენიმე წუთით დაგვიანებულმა შევაბიჯე. დარბაზისკენ აღარც გამიხედავს ნორმალურად, რადგან უკვე ვიცოდი, როგორი გამომცდელი სახეებითაც შემომხედავდნენ. მეც მართლა მშვიდი ღიმილით მივესალმე და სულ ბოლოს რიგში მოვიკალათე. მთელი ლექციის განმავლობაში კრინტიც არ დამიძრავს და ჩემთვის ვხატავდი. თან ყველაფერს, ყველა ინფორმაციას, კომენტარსა თუ რეპლიკას გულისყურით ვუსმენდი.

…ნუ იქ ამბები ატყდა? ძაღლი კატას არ აიყვანდა ხელში კი არა და დედა შვილს არ გააჩენდა 🙂

ჯერ რელიგიის თემაზე დაცხეს ერთმანეთს _ მე ვდუმვარ.

მერე პატრიარზე გამოითქვა მწვავე მოსაზრებები _ ვდუმვარ.

პოლიტიკაზე ატყდა წივილ–კივილი _ ვდუმვარ.

დემოკრატია, ლიბერალიზმი, თავისუფლება _ ვდუმვარ. 😉

ერთ–ერთმა მეგობარმა კი მოულოდნელად დააბრეხვა, რომ მე ხმას იმიტომ არ ვიღებ, თითქოს გაბრაზებული ვიყო ყველაზე. არადა ის კითხვები რაც მე იმ მომენტში მიჩნდებოდა, მალე სხვებსაც ებადებოდათ და ისინი სვამდნენ, ჩემი ინფორმაციული ინტერესები კი თავისთავად კმაყოფილდებოდა.

ამასობაში ნახატიც დავასრულე და სათაური მოფიქრებული კიდევ არ მქონდა. როცა ფიგურებს თვალი გადავავლე, გონება გამინათდა: თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ლექციას ვხატავდი და ყველა მათგანი ვიღაც იქ მსხდომს მივამსგავსე. ასე და ამგვარად შეიქმნა “ლექცია” 🙂

და ერთი შეგონება, რომელიც ამ ლექციიდან და “ლექციიდან” ვისწავლე:  ჩუმად იყავი და ყველაფერი თავისით მოხდებაო. პრინციპში, იოვანე საბანისძემაც კი თქვა ეგეთი რამ თავის დროზე, მაგრამ ამასაც არა უშავს 😀

Advertisements

28 thoughts on “ჩუმად იყავი და ყველაფერი თავისით მოხდებაო

  1. zogjer chumad yofna martla zalian magaria imdeni ramis gagebas moascreb rom sheizleba gagijde magram me ver vitan chumad yofnas zogjer viglebi imis gamo rom chumad unda viyo 😀 au ra tvinis burgi var esegi magram egrea da ha 😀

  2. დუმილი დასაფასებელია, ისევე როგორც რიტორიკა და უხვსიტყვაობა. ზოგჯერ უნდა გაჩუმდეს ადამიანი და დააკვირდეს მოვლენებს 🙂

  3. zogjer tqma sjobs ara tqmasa zogjer tqmitac dashavvdebis.xo gagigia,kargi naweria egre gaagrzele

  4. me momecona sheni komentari trakfumfula gogoebze da es sitkva unda visesxo 😀

  5. ვააააააააა, მე მგონი შენს ბლოგზე პირველად ვარ
    შენ კიდევ ბლოგროლშიც გყოლივარ 🙂
    ვერი გუთ, მესიამოვნა

  6. :)))))) ჭრელო პეპელა ნურც მოფრინდები და ნურც გაფრინდებიო, კი მაგრამ ეს შენი ჯგუფელები ხან გაჩუმებენ და ხან რეპლიკების გაკეთებას გთხოვენ? :)))

  7. ზურიუს, არ მჯერა, რომ ვინმემ შენი ინტიმური ზონა დაარღვია 😛 ხო გეუბნებოდი, ნუ ხარ ასეთი მოსიყვარულე-მეთქი 😀
    დაუჯერე იოვანე საბანისძეს, იცოდა კაცმა, რასაც ამბობდა 😉

  8. ‘ერთი კვირის წინ, პარასკევს GIPA–ში სერიოზული შეხლა–შემოხლა მქონია თურმე.’ – თურმე რატომ, არ იცოდი? oO

    p.s რა კარგად ხატავ! : )

  9. ჩუმად ყოფნა მართლა მაგარი რაღაცაა… 😀
    თავისიც ხდება ხოლმე რაღაცეები 😀

  10. zurriuss
    me koveltvis mivesalmebi shens laparaks lekciaze. xshirad saertod ar mogvdis tavshi is kitxvebi, romelsac shen svam da saertodac, kai ra!!! daikide ra kvela!!! ginda? – tkvi!!!
    chumad mashin unda iko, tu vinmes sdzinavs (kanchels ar vgulisxmob lekciaze (no offence))
    xxx
    p.s. ra kaia mag lekciaze rom ar vikavi, naxatshic ar vaaar : P

  11. ერთი დიდი კომენტარი მეც უნდა დავწერო.
    ჯერ ერთი მინდა თქვა, რომ ზურას ჩუმად ყოფნას არავინ არ სთხოვს. ვინმეს თუ ერთხელ მაინც შემოუხედავს ჩვენს ლექციაზე ეცოდინება რა ხდება ხოლმე, ყველა თავის აზრებს აფრქვევს და არის ერთი გამიშვი-გამატარე. შესაბამისად აზრის გამოთქმას არავის არ ვუკრძალავთ
    მე პირადად რაც გამიტყდა იმ დღეს იყო ის, რომ ზურამ ზიზღით და შეურაცხმყოფელად მიმართა ლექტორს, მოუწოდებდა შენ თუ ლექტორი გქვია ხალხს ნუ აყვირებ და გააჩუმეო, ხელებს შლიდა, ვინმე რო რამეს იტყოდა გაიქნევდა ხელს და მკიდია თქვენი აზრებიო უყვიროდა (და ზურ თუ არ გახსოვს ეგრე უთხარი ზუსტად ეკა ელბაქიძეს)
    მოკლედ ჩვენი საწყალი ლექტორი ისე დაიბნა, რომ აღარ იცოდა რა ექნა, ხან იყვირა, ხან წყნარად უთხრა, მარა არაფერმა გაჭრა. გუგა ისე დაიძაბა სახეზე ეტყობოდა ერთი სული ჰქონდა ლექცია დამთავრებულიყო, (მითუმეტეს რომ ჯგუფში რამდენიმე ბიჭის გარდა სულ გოგოები ვართ და გაუტყდა)
    მოკლედ მე იმ წამს ძალიან შემეცოდა გუგა და ძალიან შემრცხვა ზურას საქციელის. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს.
    ზურას დიდი ხანია ვიცნობ სხვათაშორის და დავიგინები რო ჩემზე კარგად არავინ არ იცნობთ კიდე ვინც ჯგუფში იყო და არ იყო :დ და მე ეგეთი გაცხარებული და განერვიულებული ზურიუსი არ მინახავს არც ერთ ლექციაზე, 5 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა რომ თავის აზრებს აფრქვევს სულ :))

    მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ იმდღანდელი ლექცია და მეორე ლექცია სადაც ზურა ხმას არ იღებდა არანაირად არ იყო ერთი და იგივე. იგივე რომ გაეკეთებინა სხვას იმასაც ისევე მივცემდით შენიშვნებს როგორც ზურას. მთავარია შეურაცხყოფა არ იყოს თორემ აზრების ფრქვევა და ყვირილ-წივილი ჩვენს ჯგუფში მუდმივადაა. ვოტ

    პ.ს. ზურ ჩემზე მეტად მაინც არავის არ უყვარხარ :*

    • ვიცი, თევზზზ. :*
      კარგია, შენი კომენტარიც რომ გაჩნდა აქ. კი მიყვარს, რომ თავზე ხელს მისვამენ, მაგრამ ერთი–ორი სამართლიანი პანღურიც არ მაწყენდა 😛

  12. მაგარი ნახატია!!!

    ეშვებიანი ალბათ გუგაა :))))))))))))))))))))))

    eseti sichume mesmis

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s