ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


8 Comments

ვბრუნდები


Image

მიცანით?

მე ვარ.

ამ ბლოგზე 4 წელია, არაფერი დამიწერია, მას შემდეგ, რაც zurriuss.ge გავხდი. გასული წლის სექტემბერში ჩემს ბლოგს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და მას შემდეგ პოსტი აღარ დამიწერია. ახლა გადავწყვიტე, ჩემს ძველ და მონატრებულ ბლოგს აბლაბუდა ჩამოვხსნა და წერა აქ გავაგრძელო. მალე იქ დაგროვილ პოსტებს აქ გადმოვიტან და zurriuss.ge დომენსაც მოვაბამ.

ამ 5 თვის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა… ვინც “ნიჭიერს” უყურეთ, კი გეცოდინებათ ყველაფერი. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ამბავი იყო – პერსონალური გამოფენა მქონდა.

ამ პოსტში მეტად თავს აღარ შეგაწყენთ. დასაბრუნებელი პოსტია მაინც. სამომავლოდ კი ვეცდები, ვიყო ლაკონიური და სხარტი, და პამოჟეტ მნე ბოგ :))

აბა ჰე 😉


13 Comments

ახალი წამოწყება ახალი ტალღით


ამ პოსტის დასაწერად მუზას თითქმის ერთი თვეა, ვეძებ. ძალიან ბევრი ხერხი ვცადე, მაგრამ გადავიფიქრე. საბოლოოდ, ყველაფერი ისევ სიუზენ ბოილს დავუკავშირე. რა თქმა უნდა, აბა ვინ “დამეხმარება” ამ საქმეში. მოკლედ, სიუზენ, შენი და შენი წარმატების იმედი მაქვს.

Britain’s Got Talentსაიმონ ქოუელის პროექტი, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი, ახალ ტრადიციას ამკვიდრებს. მას პირობითად “ერთი ნაბიჯი” შეიძლება, ვუწოდოთ. ნაბიჯი წარმატებისკენ. ის, რაც სიუზენ ბოილმა მოახერხა (მოახერხა თუ გამოუვიდა, ეს სხვა საქმეა), აღტაცების ღირსია. მომღერლის სასიამოვნო და ფაქიზი ტემბრი, ამავდროულად ხმის ძლიერი და დიდი დიაპაზონი აქვს, რაც საშუალებას აძლევს ურთულესი საესტრადო ნაწარმოებები შეასრულოს. საოცარი კი ის არის, რომ  48 წლის დიასახლისმა ხმა ისეთ კარგ ფორმაში შეინარჩუნა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის პრეცენდენტი შექმნა. სრულიად განსხვავებული მანერებისა და ხმის მქონე ადამიანმა სცენაზე თითქმის საოცრება მოახდინა: მის მიმართ განწყობილი დარბაზი სიმღერის დაწყებისთანავე ფეხზე ააყენა და აურაცხელი აპლოდისმენტი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბოილმა შოუში საბოლოოდ ვერ მოიგო, იგი უკვე იშვა, როგორც ვარსკვლავი. ბოლო მონაცემებით, მისი სადებიუტო ალბომი 8 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა, ხოლო ცნობილი ვიდეო YouTube–ის 2009 წლის ტოპ ხუთეულში შევიდა!

საქართველოშიც ინერგება ასეთი პროექტი, რომელიც ყველა სახის ნიჭის მქონე ადამიანთა გამოვლენასა და ფართო მასებისათვის გაცნობას უწყობს ხელს. ეს “ნიჭიერია”. ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც Britain’s Got Talent–ში. სამი ჟიური და უამრავი მსურველი – თავიანთი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით.

დიდი იმედები:

  1. ძალიან მინდა, რომ პროექტი გახდეს ცნობილი და არ ჩავარდეს
  2. ჟიური იყოს საღად მოაზროვნე ადამიანებისაგან დაკომპლექტებული. ეს გულისხმობს წევრების ფიქრისა და განსჯის უნარს. ანუ იმას, რაც “ჯეოსტარს” არა აქვს. ჟიურს არ უნდა ჰყავდეს “დედუნები”, რომელთა აზრის გაზიარება დანარჩენი წევრებისათვის სავალდებულო მოვალეობა იქნება. ეს პროექტს მოკლავს.
  3. ასევე მსურს, წარმატებული მონაწილეები (აღარ მაქვს საუბარი გამარჯვებულზე) არ დაიკარგონ. არ მოხდეს ის, რაც “ჯეოსტარშია”. იბადებიან საოცრად ნიჭიერი ვარსკვლავები და ქრებიან. “ჯეოსტარის” ყურების დროს, უკვე აღარ მინდა, რომ შოუ ფინალამდე მივიეს, ვინაიდან ვინც მე მიყვარს, იმათ თითქმის ვეღარასოდეს მოვკრავ თვალს. ყველას ავიწყდება ისინი. თუკი გვინდა, გვყავდეს “ნიჭიერი” ან “ვარსკვლავი”, იგი დიდი ხნით უნდა გვყავდეს!
  4. დაბოლოს, მინდა, ბევრმა იაქტიუროს. სცადოს ბედი. ვინც კი თავის ორიგინალურ თუ ტრადიციულ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, არ დაკომპლექსდეს და გამოიყენოს ეს შანსი.