ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

პიარი და ასრულებული ოცნება

16 Comments


ეს პოსტი პიარსკოლის ბლოგზე დავწერე და გადავწყვიტე, რატომაც არა! აქაც გადმოვიტან 😉

პიარზე უნდა დავწერო. სულ მინდოდა, როგორღაც დამეკავშირებინა ჩემი “საბლოგერო კარიერა” ამ სფეროსთან. ბოლო დროს ნელ–ნელა აღმოვაჩინე და გავაცნობიერე, რომ ყველა თანამედროვე და ძალზე ცნობილი პიროვნების, მოვლენისა თუ გადაწყვეტილების (მოკლედ, ყველაფრის) უკან დგას ის, რაც ჯერ ყველასთვის ხილული არ არის. ეს პიარია.

როდესაც კინოვარსკვლავი საჯარო გამოსვლისას თავის ჰალსტუხს მოიხსნის (მაგალითი გამოგონილია) და განაცხადებს, რომ ამ ნივთის ფასად 100 ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ გამოიკვებებოდა და თვალცრემლიანი ჰალსტუხს აუქციონზე გაიტანს, ესეც პიარია. წინასწარ დაგეგმილი და აუდიტორიის კეთილგანწყობაზე გათვლილი პიარი. ამ კინოვარსკვლავის იმიჯმეიკერები დიდხანს იფიქრებდნენ, თუ მისი რომელი ნივთი გამხდარიყო “ქველმოქმედების მსხვერპლი”.

დღეს პიარი – ეს ჩემთვის ახალი აღმოჩენა, – უფრო და უფრო იკრებს ძალებს და მასაზე ზემოქმედების არეალსაც ზრდის. როცორც დადებით, ისე უარყოფით კონტექსტში. მე დადებითზე ვისაუბრებ, რადგან არ მინდა, თავიდანვე ცუდით დავიწყო. საერთოდ, ცუდისა და კარგის გარჩევა, ეს სხვა თემაა და ახლა მაგაზე ფიქრით ნერვებს არ მოგიშლით 🙂

ამ თემაზე ადრეც დავწერე:

ვინ იყო სიუზენ ბოილი თუნდაც შარშან ამ დროს? – შოტლანდიის ერთ–ერთი გაუთლელი სოფლელი.

ვინ არის სიუზენ ბოილი დღეს? – მსოფლიოში თუ არა, ევროპასა და აშშ–ში საყოველთაოდ ცნობილი მომღერალი.

მისი დებიუტი შოუში Britain’s Got Talent შედგა. “მე ვარ 47 წლის, მაგრამ ისევ ფორმაში ვარ. რა, არ მეტყობა? 😀 მინდა, ვიმღერო I Dreamed A Dream”. ხალხს სიცილი აუტყდა. როგორ შეიძლებოდა ამ ხნის ქალს, რომელიც პროვინციული აქცენტით საუბრობდა, მოეხდინა სასწაული და კრიტიკულად განწყობილი აუდიტორიის სიმპათია მოეპოვებინა? ძალიან უბრალოდ: პირველივე ფრაზიდან, პირველივე ბგერებიდან “I dreamed a dream…” სიუზენ ბოილის “dream”-მა ასრულება დაიწყო. იგი უკვე იმ წუთებშივე ვარსკვლავი გახდა. ჯერ იმ დარბაზში, შემდეგ კი, YouTube–ის წყალობით, მთელს მსოფლიოში.

დაუჯერებელ ამბავს, რომელიც 47 წლის ქალს თავს გადახდა კონკიას ისტორია აქვს. შეუხედავი ქალბატონი დღეს გაცილებით უკეთ გამოიყურება, გაცილებით ძვირადღირებულ და მოდურ ტანსაცმელს იცვამს და უკვე საკუთარი ალბომიც გამოუშვა. ლეგენდა კი ასეთია: შუა ხნის სოფლელ კონკიას ოცნება აუსრულდა და მუსიკალურ გენიად იქცა. ამ ლეგენდის შექმნაში, ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში კი, რა თქმა უნდა, პიარის მძლავრი მანქანა მუშაობს. ვინაიდან და რადგანაც, ლეგენდა ნამდვილია, ახლა მთავარია მისი კარგად და გემოვნებიანად შეფუთვა და ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა.

მგონი, ყველაფერი ნათელი იქნება, როცა ამ ორ ვიდეოს დააკვირდებით: ერთი არის სიუზან ბოილის პირველი გამოსვლა, ასე ვთქვათ, გარდაქმნამდე (სიმღერა – I Dreamed A Dream); მეორე კი უკვე აღიარების შემდეგ… (Wild Horses) მე კი წარმატებებს გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც 😉

Advertisements

16 thoughts on “პიარი და ასრულებული ოცნება

  1. პიარი ძალზე მძლავრი იარაღია რომლის სწორად გამოყენება მნიშვნელოვან შედეგს გვაძლევს. რატომღაც მსგავსი პიარის ქართული მაგალითები არ მახსენდება

  2. yba camomvardaaa 😀 ra ze qaliaaa!!!!
    movida naxa daipyro gaimarjva saxe gaazro aauf blin ❤

  3. ui ho PRze dacera damavicyda PRis magalitia yvela adamianis gacnoba, tavis cardgena aris PR da xelovnebaa btw 😀

  4. საკმაოდ კარგად შეუფუთავთ მაგრამ ჩემი აზრით სოფლური იერი მაინც წაჰკრავს 🙂

    • კი, წაკრავს, აბა რა. მარა მე თუ მკითხავ, ეგეც პიარმა გამოიყენა იმ მიზნით, რომ ეჩვენებინა, აი, ჩვეულებრივ სოფლელ მოკვდავსაც შეუძლია დიდი სცენის დაპყრობაო 😉

      • კარგი რააა.. ნიჭი და შესაძლებლობა არაფერს ნიშნავს? 😦

        • კი, აბა რა! ძალიან მაგრად მღერის.
          მაგრამ სიუზენ ბოილი შეუსრულებელი მისია დარჩებოდა, რომ არ გაეპიარებინათ და მისგან თანამედროვე “კონკია” არ შეექმნათ. ეგ არი და ეგ 😉

  5. დო და პოსლეა :)))

    ფაქტია, რომ კარგად მღერის, ფაქტია, რომ ნიჭიერია, მაგრამ რომ არა რაღაც არღაცეები ისევ სოფელშჳ დაბრუნდებოდა 🙂

  6. es qali gamopranchvamde upro momwonda 😐

  7. es siuzani hgavs adzin doma 2-shi rom mtredebis megobari qalia )))

    ketili iyos chemi comment am blogze + 2010.

  8. მაგ პროექტში ხომ სხვებიც მონაწილეობდნენ? რატომ ისინი არ გახდნენ პოპულარულები? იმიტომ რომ ამ ქალს მართლც დიდი ნიჭი აღმოაჩნდა, რომელიც მანამდე დაფარული იყო , ესაა მთავარი აქ და არა პიარი მე მგონი :)).
    აქ ნიჭმა გააკეთა საქმე და არა პიარმა 🙂

  9. გამოხმაურება: ახალი წამოწყება ახალი ტალღით « ZURRIUSS

  10. გამოხმაურება: ახალი წამოწყება ახალი ტალღით | Zurriuss.Ge

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s