ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ახალი წამოწყება ახალი ტალღით

13 Comments


ამ პოსტის დასაწერად მუზას თითქმის ერთი თვეა, ვეძებ. ძალიან ბევრი ხერხი ვცადე, მაგრამ გადავიფიქრე. საბოლოოდ, ყველაფერი ისევ სიუზენ ბოილს დავუკავშირე. რა თქმა უნდა, აბა ვინ “დამეხმარება” ამ საქმეში. მოკლედ, სიუზენ, შენი და შენი წარმატების იმედი მაქვს.

Britain’s Got Talentსაიმონ ქოუელის პროექტი, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი, ახალ ტრადიციას ამკვიდრებს. მას პირობითად “ერთი ნაბიჯი” შეიძლება, ვუწოდოთ. ნაბიჯი წარმატებისკენ. ის, რაც სიუზენ ბოილმა მოახერხა (მოახერხა თუ გამოუვიდა, ეს სხვა საქმეა), აღტაცების ღირსია. მომღერლის სასიამოვნო და ფაქიზი ტემბრი, ამავდროულად ხმის ძლიერი და დიდი დიაპაზონი აქვს, რაც საშუალებას აძლევს ურთულესი საესტრადო ნაწარმოებები შეასრულოს. საოცარი კი ის არის, რომ  48 წლის დიასახლისმა ხმა ისეთ კარგ ფორმაში შეინარჩუნა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის პრეცენდენტი შექმნა. სრულიად განსხვავებული მანერებისა და ხმის მქონე ადამიანმა სცენაზე თითქმის საოცრება მოახდინა: მის მიმართ განწყობილი დარბაზი სიმღერის დაწყებისთანავე ფეხზე ააყენა და აურაცხელი აპლოდისმენტი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბოილმა შოუში საბოლოოდ ვერ მოიგო, იგი უკვე იშვა, როგორც ვარსკვლავი. ბოლო მონაცემებით, მისი სადებიუტო ალბომი 8 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა, ხოლო ცნობილი ვიდეო YouTube–ის 2009 წლის ტოპ ხუთეულში შევიდა!

საქართველოშიც ინერგება ასეთი პროექტი, რომელიც ყველა სახის ნიჭის მქონე ადამიანთა გამოვლენასა და ფართო მასებისათვის გაცნობას უწყობს ხელს. ეს “ნიჭიერია”. ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც Britain’s Got Talent–ში. სამი ჟიური და უამრავი მსურველი – თავიანთი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით.

დიდი იმედები:

  1. ძალიან მინდა, რომ პროექტი გახდეს ცნობილი და არ ჩავარდეს
  2. ჟიური იყოს საღად მოაზროვნე ადამიანებისაგან დაკომპლექტებული. ეს გულისხმობს წევრების ფიქრისა და განსჯის უნარს. ანუ იმას, რაც “ჯეოსტარს” არა აქვს. ჟიურს არ უნდა ჰყავდეს “დედუნები”, რომელთა აზრის გაზიარება დანარჩენი წევრებისათვის სავალდებულო მოვალეობა იქნება. ეს პროექტს მოკლავს.
  3. ასევე მსურს, წარმატებული მონაწილეები (აღარ მაქვს საუბარი გამარჯვებულზე) არ დაიკარგონ. არ მოხდეს ის, რაც “ჯეოსტარშია”. იბადებიან საოცრად ნიჭიერი ვარსკვლავები და ქრებიან. “ჯეოსტარის” ყურების დროს, უკვე აღარ მინდა, რომ შოუ ფინალამდე მივიეს, ვინაიდან ვინც მე მიყვარს, იმათ თითქმის ვეღარასოდეს მოვკრავ თვალს. ყველას ავიწყდება ისინი. თუკი გვინდა, გვყავდეს “ნიჭიერი” ან “ვარსკვლავი”, იგი დიდი ხნით უნდა გვყავდეს!
  4. დაბოლოს, მინდა, ბევრმა იაქტიუროს. სცადოს ბედი. ვინც კი თავის ორიგინალურ თუ ტრადიციულ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, არ დაკომპლექსდეს და გამოიყენოს ეს შანსი.
Advertisements

13 thoughts on “ახალი წამოწყება ახალი ტალღით

  1. სიზან ბოილს, რომ ვუყურებდი ისეთი გულწრფელი იყო, როცა თქვა არავის უკოცნია ჩემთვისო, ლამის ავტირდი. იცი რა ზურიუს? თუ ნიჭთან ერთად გულწრფელებიც იქნებიან, მაშინ ალბათ ყველაფერი გამოუვათ.

  2. jiuris wevri maia asatiania. amit yvelaperia natqvami 😐

  3. სულს ხვდება ეს სიმღერა..რა სიმღერაა ხო არ იცი?

  4. არ მოვიწყენთ იმედია შოუს ყურებისას და არ დაგვამთქნარებს ხოლმე . სასაცილო რომ იქნება თავიდანვე ჩანს. ამაზე მაია ასათიანიც იზრუნებს თავის მხრივ . წარმომიდგენია უკვე ეგზომ სენტიმენტალური კომენტარები მისგან.

  5. ჟიურში არის მაია ასათიანიც 😐

    აი ამანდა ჰოლდენი რა საყვარელია ❤

  6. “თუკი გვინდა, გვყავდეს “ნიჭიერი” ან “ვარსკვლავი”, იგი დიდი ხნით უნდა გვყავდეს!” – ამაში გეთანხმები 100%–ით =) იმედია, ,,ნიჭიერები” ,,ჯეოსტარელების” ბედს არ გაიზიარებენ…

  7. იმედია მართლა ,,ნიჭიერი” ხალხი გამოვა გადაცემაში, თორე ,,ა-ტალანტის” დაბრუნება ნაღდად არ მინდა 🙂

    მეწყინა კი არაააა – ,,დამგრუზა” ასათიანის ჟიურიში ჯდომის ამბავი რო გავიგე… 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s