ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

კაფე მიულერი

2 Comments


კაფე მიულერი - პინა ბაუში

გუშინ ჩემმა მეგობარმა ფეისბუკზე პინა ბაუშის “კაფე მიულერი” გააზიარა. კიდევ ერთხელ ჩავრთე და მივხვდი, რატომ მირჩევნია იგი ისეთ მასშტაბურ დადგმას, როგორიც “კურთხეული გაზაფხულია”. იმიტომ, რომ მსუბუქი აგორაფობია მაქვს და სივრცეში თავს დაუცველად ვგრძნობ, “კაფე მიულერში” კი სცენას საზღვრები უჩანს. მეორე მხრივ, ნახატებში თითქმის სულ უსასრულო ჰორიზონტს ვხატავ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უფრო უხდება, არამედ ვცდილობ, ასე მაინც დავძლიო უსასრულობის ერთგვარი შიში.

თან რამხელა ინტერესი აქვს უსასრულობას… აი, ბავშვობაში რომ გინდოდა ყველაზე მაღალი რაღაციდან გადმოხედვა, თან საშიში რომ არის და თან ძალიან საინტერესო, ისე მჭირს ხოლმე.

გაზეთებზე ხატვა დავიწყე. რაღაცნაირად შინაგანად ამაზე მოთხოვნა გამიჩნდა. წლების წინაც ვაპირებდი, მაგრამ უაზრობა იქნებოდა, რადგან ლოგიკურად ჯერ კიდევ არ ვიყავი მისული იქამდე. ძალიან საინტერესოა გაზეთზე მუშაობა, მისი ენის გაცნობა. ვინ იცის, ეგებ მალე ზეთიანებზეც გადავიდე. თუმცა, მგონია, რომ მაინც გრაფიკოსად დავრჩები.

წერას ისე გადავეჩვიე, ხელახლა მიწევს ფრაზების გაღვიძება ტვინში. ვგრძნობ, რომ სიტყვები ცომივით გამიბრტყელდა.

დღეს 9 აპრილია, გაზაფხულის მშვენიერი დილა. იმედი მაქვს, 10 წლის შემდეგ უკეთესი 9 აპრილი იქნება. მე ვიქნები 35-ის და სავარაუდოდ მეყოლება ორი შვილი 🙂

დასასრულ, ჩემი ბოლოდროინდელი რამდენიმე ნახატი.

კოლიბრის თავისუფლება

კოლიბრის თავისუფლება

საქანელების გადაფრენა ნაგავსაყრელზე

საქანელების გადაფრენა ნაგავსაყრელზე

მომაკვდავის ფარდობითობა

მომაკვდავის ფარდობითობა

დეპრესიულებია, მაგრამ რაც არის, ეგ არის. შემდეგ პოსტად თბილისის გა(და)ნაშენიანებას მიმოვიხილავ. აბა ჰე 😉

P.S. შემოქმედებითად აქტიური პერიოდის დროს ორსული ვეფხვივით ყველაფრის მიმართ მგრძნობიარე ვხდები. ორსულად ვარ.

2 thoughts on “კაფე მიულერი

  1. ძალიან მაგარია ❤

დატოვე კომენტარი