ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

სამადლობელი + Ashes and Snow

10 Comments


როგორც ვხედავ, ჩემმა წინა პოსტმა სკანდალი არ გამოიწვია და შემიძლია დასკვნა გავაკეთო:

  • ცუდად არ გამიგეს
  • სკანდალს არ ვაპირებდი
  • მარაზმი პოსტები ყველას დაგვიწერია (ჩემი აზრით) და მინდოდა, როგორც მე ვაღიარე, ისე ექნა სხვასაც. ეს მეტ–ნაკლებად გამოვიდა.

აქედან გამომდინარე, ძალიან ნასიამოვნები ვარ და არც ერთ კომენტარზე გული არ მომსვლია. ან რატომ უნდა მომსვლოდა, როცა ცუდი განზრახვით არ დამიპოსტავს. შესაბამისად, ყველას გიხდით მადლობას და ჯერ არა, მაგრამ კარა ხნის მერე ალბათ კიდევ ჩამოვუვლი ბლოგოსფეროს. ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არგუმენტებს ითხოვდა, აწი არგუმენტირებულ განხილვას გავაკეთებ. ოღონდ ახლა არა, ამასაც დიდი დრო და ნერვები უნდა. მოკლედ, გმადლობთ! 🙂

რაც შეეხება დღევანდელ “რამდენიმე რაღაცას”, ერთ–ერთი ვიდეო ცოტა ხნის წინ გამომიგზავნა მეგობარმა. მარიტა ჰქვია. ნუ, ეს ადამიანი ცალკე მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. ქალი ნანული, ქალი “ვამე ჯეჯაააა!”… მოკლედ, ვინც არ იცნობს მარიტას, მას არ უნახავს მოქმედი ვულკანი 😀

Ashes and Snow…

ფქვილივით ნაზი, მაგრამ ცხელი ქვიშის შეგრძნება შიშველ სხეულზე. არა, ეს არ არის ეროტიკა, ეს უზაზღვროდ ჰორიზონტალური სიამოვნებაა. დაუსაბამი სითბოთი გამოწვეული სიამოვნება. მიცურავ მზის ოქროსფერი ალერსით დანამულ ოკეანეში და გრძნობ, როგორ ახლოა სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარი ერთმანეთთან. შენ ზემოთ უსაზღვრო ცაა, რომლის მხოლოდ მილიმეტრებია თბილი და ხილული, შენ ქვემოთ კი ოკეანის უფსკრულისფერი ძახილია, რომლის საიდუმლოც მძიმე, ბნელი და ტლანქი დინებებითაა დაფარული.

ბუნება ჩამავალი მზისკენ უსასრულოდ მფრენი მტრედისფერი განძია, რომელიც დაიღალა არსებობით, მაგრამ მაინც დაუსრულებელი იმედით მიიწევს სინათლისაკენ. ცხოვრება დასასრულისკენ მისწრაფებაა, რომელსაც ჩვენ ჯერ ბავშვობას, შემდეგ ყმაწვილობას, ახალგაზრდობას, მერე შუა ხსნის პერიოდს, ბოლოს კი მოხუცებულობას ვეძახით. არ გვინდა, შევეგუოთ იმ აზრს, რომ კი არ ვიზრდებით, არამედ ვბერდებით.


ჩვენგან განსხვავებით, ბუნება უკვდავია. ისევე, როგორც ჩვენი ოცნებები. ჩვენი შუქი ოდესმე, ალბათ, მაინც ჩაქრება, რაც ასევე სასიამოვნო კანონზომიერებაა, მაგრამ ჩვენგან დანატოვარი ნათელი ფერები მუდამ იცოცხლებენ ბუნების წიაღში, ვინაიდან თავად ჩვენ ვართ ბუნების განუყოფელი ნაწილი…

Advertisements

10 thoughts on “სამადლობელი + Ashes and Snow

  1. მმმ, ზუუურა:) ეს მე ვარ ქალი ვულკანი, ქალი ემოცია და ქალი რა მოკლედ :))))
    ეს იყო აღმოჩენა ჩემთვის. ამ ადამიანის შემოქმედება საერთოდ.
    წუხელ ვნახე სხვატა შორის და გამიხარდა, რომ მოგეწონა. თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა :პ
    შენი ემოცია ზუსტად გადმოეცი. ცყალქვეშა კადრებზე გამოვშტერდი საერთოდ!
    მოკლედ გრეგორი კოლბერი “რულს”!

  2. წარმატება ზურიკ :*

  3. რა კარგი მეტაფორები გაქვს :დ

  4. http://1marsianeli.blogspot.com/2010/02/blog-post_01.html

    ველი ახსნა განმარტებას და ასეთ მახინჯ ცილის წამებაზე (ნაწილობრივ ცილის წამებაზე) რაიმე ბოდიშისადა მაგვარ სიტყვას 😉

  5. wow! შოკში ვარ, მეც ჩავუჯდები, წარმოუდგენლად ლამაზია და შემძვრელი!

  6. ზურა,დიდი მადლობა!
    ფანტასტიური კადრებია!:))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s