ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ბლოკნოტი სახელად “ბლოკნოტი”

22 Comments


შენიშვნა: მიმდინარე ჩანაწერი არ წარმოადგენს არანაირ ლიტერატურულ ღირებულებას და მიეკუთვნება “უწი პუწი” პოსტების რიგს.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც ისეთი, თანამგზავრისმაგვარი. ზოგჯერ მას ხშირად ხედავს და სულ თვალში ეჩხირება, ზოგჯერ კი თვალთახედვიდან ეკარგება და დიდი ხნით ეძებს. სწორედ მაშინ ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იგი. ახლა, როდესაც გააახსენდება, გულს დასწყვეტს, რომ ენატრება და რომ სანამ ჰქონდა, არ მოუარა.

დღეს არ იქნება Discovery. დღეს ცოტას საკუთარი თავიდანაც მოვყვები. მოვყვები და თან გიჩვენებთ.

დღეს დილით უჯრა გამოვაღე და ჩემი ისტორიის ნაწილს მივაგენი, რომელიც 2001 წლიდან არსებობს. ეს ჩემი ბლოკნოტია, სახელად “ბლოკნოტი”. შიგ თითქმის ყველაფერია, რაც 2 წლის მანძილზე თავში მომდიოდა. სულ ვკარგავდი და ვპულობდი. ახლა კი მგონია, რომ საბოლოოდ ვიპოვე. რომ გადავფურცლე, უცებ “აზრთა კონა” გამახსენდა, რადგან ჩემს “ბლოკნოტს” კლასელ გოგონებს ვთხოვნიდი და ისინიც დიდი მონდომებით მიწერდნენ ქების სიტვებს. ვინაიდან, წერა მეზარებოდა და მის საყოფ ენერგიას ხატვაზე ვხარჯავდი, “ბლოკნოტში” ჩემი ნახატი უფრო მეტია, ვიდრე ნაწერი.

მე–7 კლასი სწორედ ის პერიოდია, როდესაც საკუთარი ფანტაზიის, ანუ აბსტრაქტული არაყოველდღიური რაღაცების ხატვა დავიწყე. ეს ის დროა, როდესაც ჯერ კიდევ “ტიტანიკის” ყველაზე დიდი ფანი ვიყავი და ახლადდანგრეულ ცათამბრჯენებს მივტიროდი. ამიტომ “ბლოკნოტში” ამ შთაბეჭდილებებისთვისაც მომიყრია თავი.

თუკი დააკვირდბით, შეამჩნევთ, როგორ იხვეწება დეტალები და როგორ ანაცვლებს ტუშის კალამი სხვა ინსტრუმენტებს.

ამას ტყავის ყდა ჰქონდა თავის დროზე

წერტილოვანი ეფექტი მიიღწევა ხელში რამდენიმე ფლომასტერის დაჭერით 🙂

ჰამაკში მე ვწევარ 😉

სხვათა შორის, რელიგიურ სკოლაში ვსწავლობდი და იქ ნასწავლი საგნებით დღესაც ვამაყობ. ნეტა, ახლაც იმავე სტატუსის იყოს ქუთაისის 31–ე სკოლა

მარცხნივ – ნახატი "ცათამბრჯენების ხსოვნას" მარჯვნივ – გაკვეთილების ცხრილი

არაქნოფობიამ ახლა ცოტათი გამიარა, მაგრამ ბავშვობაში ძალიან მეშინოდა ობობების. ამიტომ, ვცდილობდი ეს ბოროტი არსებები რამდენადმე მისაღები გარეგნობის არსებებად წარმომეჩინა

ქვეყნები და დედაქალაქები. გვერდით რომ ღირსშესანიშნაობებია მიხატული მოწმობს, რაოდენ ზარმაცი ვიყავი ხატვაშიც კი: თავიდან ბეჯითად ვიწყებდი და ბოლოს მივაფუჩეჩებდი

"ლედი მილედი" – პირველი ნორმალური ნახატი ამ ჟანრში

მოკლედ, მე ვეუბნებოდი, გალაკტიონის ლექსები მინდა–თქო, ისინი ჩემ მიერ გაფორმებულ რომელიმე გვერდს ირჩევდნენ და რამე–რუმეებს წერდნენ 😉

singin' in the rain... 😉

"როცა უკანასკნელად ვნახე პარიზი" – ეს ფილმი არ მინახავს (ელიზაბეტ ტეილორი თამაშობს), მაგრამ ასე წარმოვიდგინე

ესეც პირველი კომბინირებული ნახატი: მთავარია, იფიქრო. იფიქრო ყველაფერზე ;0

ამ დროს არ ვიცოდი, თუ გეიშას ვხატავდი. სხვებმა კი არ იცოდნენ, რომ ეს გეიშა "ნაკლეიკით" გადაყვანილი არ იყო 🙂

"ბერძენი ქალი" ანუ თეა აფანასიადი – ჩემი ინგლისურის მასწავლებელი, რომელსაც უნდა ვუმადლოდე ასეთი სტილით ხატვას

ამას "გამარჯვება" ჰქვია და მისი გავრცობა დღემდე მინდა. იმედია, მოვუხერხებ რამეს

სათქმელი, როგორც ყოველთვის კიდევ ბევრია, მაგრამ აქ გავჩერდები. დანარჩენი მერე… ისე კი გეტყვით, რომ ადამიანს ყველაზე ძალიან ის სიამოვნებს, რასაც ყველაზე იშვიათად აკეთებს. მე სიკეთის კეთება მსიამოვნებს. ზოგჯერ როგორ მენატრება საკუთარი თავი. საკუთარი ბოთე, კეთილი თავი თავისი დარტყმულობებით, რომელთა ნაწილი ბავშვობას დარჩა, ნაწილი კი გამძაფრდა და თან გამომყვა. მას სხვა დარტყმულობები დაემატა და დღეს ისეთი ვარ, როგორიც ვარ. უშეღავათო და უხეში ადამიანი, რომელიც ბევრს ჭკუამხიარული და ჯიგარი ჰგონია, მაგრამ გულში ყოველთვის სევდის ფანად დარჩება.

აბა ჰე და აბა ჰო 😉

P.S. სენტიმენტალურ კომენტარებს არ ვართ 😐

Advertisements

22 thoughts on “ბლოკნოტი სახელად “ბლოკნოტი”

  1. “სენტიმენტალურ კომენტარებს არ ვართ “- კაი : |

  2. უშეღავათო და უხეში ადამიანი, რომელიც ბევრს ჭკუამხიარული და ჯიგარი ჰგონია, მაგრამ გულში ყოველთვის სევდის ფანად დარჩება.

    es nawili ar momewona me!!
    aqve dawera ar girs vgoneb ratom magram shemizlia ise tezisebad chamogiyalibo sadme ise mofarebulshi 😀

    • გამოუშვი, ვატრაკებთ ბოლომდე 😀

      • zalian zlian cudia tu tamashob sakutar tavs da ragac gacuxebs realurad ki mesmis ra sachiroa es saxeze geceros magram vigacas mainc unda uziarebde, imistvis rom gamoushva cavides
        anu tu ragac seriozulad aris shenshi da gramd zis magaze mushaob girs realurad rom lagi iyo da amit bolomde isiamovno!

        zalian cudia rodesac shenshi ori shen arsebobs

        • მგონი, საქმე არც მთლად ეგრეა. ყველაფერს მაინც ნერვებს და გადაღლას ვაბრალებ. როდესაც საკუთარ ინტიმურ სივრცეს დაუკითხავად და მუდამ გირღვევენ, აღარ იცი, სად წაიღო პროტესტი და ყველაფერი ეს ისევ შენ გაზიანებს.
          ამის დადებითი მხარე ის არის, რომ ნათლად ვაცნობიერებ მიზეზს. უარყოფითი: ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში მისი გადაჭრის გზას 🙂

  3. აუ ჩემთან არ ხსნის ფოტოოებს :(((( რამდენჯერ დავარეფრეშე უკვე 😦

  4. აუ რა მოგონებები მოგაწვებოდა წარმომიდგენია. მე არ მქონია ასეთი რამ სხვებს კი ვუვსებდი ხოლმე და რაღაცეეებსაც ვუხატავდი შიგ.

  5. ,,zura miyvarxar mtvaremde” 🙂 🙂
    momewona sheni bloknotis datvaliereba

  6. kai bavshvi yofilxar 😉

  7. “მე სიკეთის კეთება მსიამოვნებს.” – რა კეთილი და უანგარო ხარ 😛
    ლოლ
    ვისაც ბოროტება სიამოვნებს, რა ქნას, რასიზმს არა ვართ 😛

    ჰოდა, რაში გაინტერესებს, ვის როგორი ჰგონიხარ? მთავარია შენ სევდის ფანი იყო და მე თუ ნახევრადშეშლილი მგონიხარ, I can take a break.

  8. მეც მაქვს ეგეთი ბლოკნოტი. ჩემიც 2001 წლიდან იწყება. ისეთი წვრილმანი რაღაცეები მიწერია, როცა ვკითხულობ ვიხევი სიცილში, ოღონდ მართლა.
    ეს პოსტი მომეწონა, მშვენივრად ხატავდი 🙂 მომწონს. ვფიქრობ ახლა უკეთესად ნამუშევრები გექნება. ახლებიც გვანახე :p

  9. მე სულ მქონდა ეგეთი ბლოკნოტი და ახლაც მაქვს, ოღონდ მეგობრობის დღიური არა და სხვები არაფერს წერენ შიგნით :პ არც კიხულობენ :პ
    ხატვა არ ვიცი მარა ათასი რამე მაქვს ჩაწეპებული :დ
    და უშეღავათო და რაღაც იდიოტობები არ მომეწონა. ყველას ისეეთი გონიხარ როგორიც ხარ, შენ რატო გგონია რო სხვანაირად გხედავენ არ ვიცი :პ კეთილი რო ხარ ეგ ისედაც ყველამ იცის.
    ჩემი აზრით ან გინდა ან გგონია რო ორი ცალი ხარ , სინამდვილეში უბრალოდ გაიზარდე :პ :*

  10. ჰამაკში მე ვწევარ 😉

    😀 😀 😀 😀 😀 😀

    mec maqvs egeti bloknotebi, ramdenime, ogond me vcerdi, ar vxatavdi

    ara, ver vxatavdi
    ar var nichieri xatvashi

  11. ყოველთვის მიყვარდა ბლოკნოტი, შესაბამისად ყველაფერი რაც მას უკავშირდება. ე.წ. მეგობრობის დღიურიც, ლექსების რვეული, ჩანახატების და ყოველდღიურიც მქონია. ლოლ ხო ვაღიარებ :))

    ჟურნალისტი ვარ და ბავშვობიდან ვწერდი. თუმცა ყველაზე მეტად ჩანახატების ბლოკნოტი მიყვარდა, რომელიც ვ.სულაკაურმა მაჩუქა ერთი პირობით, რომ ყოველდღე დავწერდი და მნიშვნელობა არ ჰქონდა რას, უბრალოდ უნდა დამეწერა. მეც, როგორც ჟურნალისტიკის პირველი კურსის სტუდენტმა არ ვუღალატე ვ.სულაკაურს და აქტიურად დავიწყე ჩანახატების კეთება. დღემდე ასეა უბრალოდ ვწერ, ბლოკნოტები კი იცვლებიან… 🙂

  12. მომწოონს :))) “ადამიანს ყველაზე ძალიან ის სიამოვნებს, რასაც ყველაზე იშვიათად აკეთებს. მე სიკეთის კეთება მსიამოვნებს.”-რა მაგარია!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s