ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

3D-ის ძალა ქუჩაში

27 Comments


წარმოიდგინეთ ტიპური დღე: ბარიდან ლუდის ბოთლით გამოდიხარ და მეგობარს რაღაცაზე გამალებული ექაქანები, ისიც თავს გიქნევს. მზეა. სათვალეზე შემოვლებულ მეტალის ჩარჩოზე სხივები ირეკლება. ქუჩის კუთხეში შემოუხვიეთ. ერთი ნაბიჯი, ორი, სამი და… შენ წინ ქვაფენილი გასკდა და ნათლად ხედავ ქვესკნელიდან ამომძვრალ ურჩხულებს. შიში გიპყრობთ. ადგილზე შეშდებით. ლუდის ბოთლი ქვაფენილზე ენარცხება და ქაფიანი სითხე ფეხებზე გეშხეფება. ასე გაშტერებულ დგახართ მანამ, სანამ საპირიპირო მიმართულებით ვინმე დაუკვირვებელი მოქალაქე ჩქარი ნაბიჯით არ გაივლის უფსკრულის თავზე… უკვე ამჩნევ “უფსკრულზე” დასერილ ქვაფენილთა ხაზებს. ხვდები, რომ სამგანზომილებიან ტყვეობაში აღმოჩნდი 🙂

3 განზომილება ეს ის ძალაა, რომელიც თვალს ახალი ხრიკებით ატყუებს და “დასწრების ეფექტს” აძლიერებს. მისი მთავარი დანიშნულებაა, მნახველმა არა მხოლოდ იხილოს ნამუშევარი, არამედ “აღმოჩნეს” მასში.

რამდენიმე დღის წინ მხატვარ ჯულიან ბივერის ნახატებს გადავაწყდი და კიდევ უფრო დავინტერესდი მისით. თავიდან კაიფი და ღადაობა მეგონა, მერე კომპიუტერით გაკეთებული სისულელეები, მაგრამ როდესაც დავრწმუნდი მის სინამდვილეში, გამოვშტეეეეეეერდი :O

სტილი, რომლის დამკვიდრება ინგლისელმა მხატვარმა 1990–იანი წლებიდან დაიწყო ზე–დამაჯერებელი რეალობის შექმნა ჰქვია, რომელიც ევროპული მხატვრობის სკოლიდან მომდინარეობს. მისი სახელია Trompe-l’œil ანუ “მოატყუე თვალი” (ფრანგ.) და ეს ხელოვნება სამი განზომილების გამოსახულების შექმნას ემსახურება. ევროპის მრავალი ტაძრის კედლებზე გამოსახული Trompe-l’œil ნახატები სივრცესა და რაკურსზეა გათვლილი და გასაოცარ შთაბეჭდილებას ქმნის. ჯულიან ბივერმა კი ყოველივე ეს ქვაფენილზე გადაიტანა, რითაც 3D ხელოვნებას პოპულარობა შესძინა და უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

ტექნიკა: ჯულიან ბივრი მუშაობას დილით იწყებს და ქაღალდზე დახაზული კონტური ქვაფნილზე გადააქვს. აქ სიზუსტის ზედმიწევნითი დაცვაა საჭირო. ჯულიანს ამაში კამერა ეხმარება, რომელიც იმ რაკურსით დგას, რომლითაც დამთვალიერებელმა ეფექტი უნდა დაინახოს.

ზოგჯერ მხატვარი პირდაპირ ნატურმორტს ხატავს. სივრცს ზუსტი განაწილება აქ ყველაფერია. პატარა შეცდომაც და რეალობის განცდა იკარგება. ნახატი სხვადასხვა ფერის, სახისა და ზომის პასტელით სრულდბა. მისი ზეთოვანი შიგთავსი ნახატს დიდი ხნის განმავლობაში იცავს წვიმის ზემოქმედბისაგან.

ქვაფენილის სამგანზომილებიანი მხატვრობის მთავარი ინსტრუმენტი სწორი რაკურსი, ანუ ნახატის სწორი კუთხით მზერაა. თუ სხვა მხრიდან შეხედავ, ქვაფენილზე გაწელილ ფერად გამოსახულებას დაინახავ, რომელიც დიდად ვერ გაგაოცებს. აი, მაგალითად, გლობუსი:

იგივე ნახატი, ოღონდ სხვა რაკურსით. თურმე ელიფსი ყოფილა 🙂

ვისაც გსურთ, უფრო მეტად გაოცდეთ, ეს ვიდეოები დაეხმარებათ:

მე აქ გავჩერდები, დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ 😉

არქტიკა

უბედური შემთხვევა

ჯოჯოხეთი

ყინულის ღრმული

ვისკის ბოთლი

ლუდი

ბაყაყი (ბავშვი ნამდვილია)

ბუზი

თევზებზე ნადირობა

ესკალატორი

ალე ჰოპ!...

წერილი სანტას

ავტოპორტრეტი

ესეც

Advertisements

27 thoughts on “3D-ის ძალა ქუჩაში

  1. ამას ჰქვია გონების(ჩემი გონების) მასშტაბური დაქლიავებაი 🙂 🙂 🙂

  2. ძალიან მაგარი ტექნიკაა და ორიგინალური ფორმა ნახატის გადმოცემის ამას აქ რომელ საუკუნეში დაამუღამებენ ეშმაკმა უწყის დიდი ხანი არ გვეღირსება რუსთაველძე მსგავსი ნახატები ასე რომ დავტკბეთ ამ მშვენიერებით ხო და მოვატყუოთ თვალი თუ როგორაა 🙂

  3. ბავშვობაში მქონდა ნახატი რომელსაც დიდხანს თუ დააკვირდებოდI იგივე ეფექტს იძლეოდა რასაც დღეს 3D . ანუ სიღრმის ილუზიას : )) საინტერესო ტექნიკა ვერაფერს იტყვი

  4. მაგარიააა… თბილისშიც გვინდა ასეთი ხალხიიი 🙂

  5. ვიცოდი ეს და ნახატებიც ნანახი მქონდა, მაგარია :პ

  6. აუ ყბა ჩამომძვრა :დ
    ძალიან მაგარია
    და იმდენად რეალური, რომ ჩემი სიმაღლის შიში გამომიმჟღანვდა როგორც კი იმ სურათებს შევხედე, ჩასავარდნები რომლებიცაა :დ ყინულის ღრმული როა ის ხო საერთოდ..:|

  7. gaverTe 🙂 bevri naxati kompshi makvs,bevris ak vnaxe 🙂

  8. aah, dzalian magaria! Tinys ar iyos, simaglidan vardnebi rom davinaxe, shemajrjola 😀

  9. vuah… ილუზია :O

    ავღფრთოვანდი :ყეს:

  10. ეს ის შემთხვევაა როცა გაოცებული ვუცქერ რაღაცას და ვამბობ აი საოცრებათქო! ზურიუს მადლობა! მაგრად მესიამუვნა ეხლა ეს პოსტი!

  11. xelovnebaa :))))
    madloba zuriuss
    am mxatvarze adrec msmenia tumca aseti sruli katalogi ar mqonda nanaxi 🙂

  12. არ მჯერა მე მაგისი 😀 😀 😀

  13. ძალიან მაგარია. ზოგი ნახატი ნანახი მქონდა. ის ყინულის ღრმული ყველაზე მაგარია

  14. magaria, erti egeti unda gavaketo chemi skolis tsin, rame jojoxetshi chasavarnds ro asaxavdes

  15. აუ, ბოლოს წინა ვიდეოს ფონად რაც აქვს გაკეთებული, ეგ თუ შეგიძლია mp3 ფორმატში რომ მიპოვო? ძალიან მომეწონა.
    დღეს მაგ მელოდიამ გამაღვიძა, ჩემი და კითხულობდა ამ პოსტს და მაგ ვიდეოსაც უყურა. მე ადრე მქონდა ნანახი და მაგარია :up:

  16. საინტერესოა კამერითაა ასეთი ეფექტური თუ ლაივშიც

  17. მაგარია. ნეტა, ჩვენთან თუ მოხატავენ ასე ტროტუარს? ნორმალური გრაფიტიც კი არ შემხვედრია თბილისში.
    მე აშკარად ფეხი ამერეოდა 3D ტროტუარზე, მაგრამ მაინც : )

  18. მე კიდევ აქ ვიხედები ხოლმე : )
    გადმოვინაცვლებ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s