ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ბავშვობის ამოჩემებული ფილმები

37 Comments


ახლა არ გამაგონოთ, ბავშობაში ფილმი არ მქონდა ამოჩემებულიო. იმედია, მარტო მე არ ვიყავი ასეთი დეგენერატი და რაიმე ფილმს მხოლოდ მე არ ვუყურებდი დღეში ორჯერ, ნებისმიერი მხრიდან. მახსოვს, “ზოროს ნიღაბი”-ს კასეტა რომ ვიყიდეთ, მე და ჩემი ძმა იმდენად ჩავიციკლეთ, რომ თავიდან კი არა, 25-ე წუთიდან ვუყურებდით, იმიტომ, რომ იქ იყო წვერებინი ბანდერასის ჯახაჯუხები 😀 მერე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ბანდერასი სად იყო, როცა ენტონი ჰოპკინსი თრახაობდა 🙂
…იყო ჩემს ცოვრებაში ერთი ფილმი, სახელად TITANIC… თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარდა მისი თითოეული მომენტი, ნაწყვეტი, წუთი, წამი, წკაპი. ყველაფერი ზეპირად ვიცოდი, აბსოლუტურად ყველა რეპლიკა, ყველა დიალოგი. აი, ახლაც მახსოვს: “тринадцать метров… вы должны его видить…” ეს ფილმის პირველი ფრაზებია.  რუსული გახმოვანებით მაქვს ნანახი და დაზეპირებული. ორი კასეტა მქონდა: ერთი ძალიან ბანძი ხარისხით იყო და ისე ბნელოდა შიგ, რომ აისბერგი არ ჩანდა. ჰოდა ტელევიზორში რომ დავინახე, თუ როგორ ეთხლაშუნებოდა საბრალო ტიტანიკი ყინულის უუუზარმაზარ მთას, ფეხები გავფშიკე, სანამ უკეთესი ხარისხის მქონე კასეტა არ ვაყიდინე. ეს სიამოვნება მე ქართულის გაკვეთილის საფუძვლიანი სწავლა, მამაჩემს კი 10 ლარი დაუჯდა 🙂

საოცრება კი ის იყო, რომ სულ, აბსოლუტურად არ მაინტერესებდა ჯეკისა და როუზის ზასაობა. მე გემზე ვიყავი შეყვარებული. იმ ლამაზ, მდიდრულ და რაღაცნაირად მისტიკურ გემზე, რომლის ნაფლეთებიც ნელ-ნელა ნადგურდება ატლანტის ოკეანის ფსკერზე. ჰოი, ტიტანიკ!… 5 წლის განმავლობაში ჩემ მიერ დახატული თუ დახაზული ნახატების 80 პროცენტი ტიტანიკია. დღეს კი არც ერთი არ შემომრჩა 🙂

მოკლედ, ასე… მე ჩემი გითხარით და ერთ-ერთი სერიოზული გაჭედვის ისტორიაც მოგიყევით. ისიც გითხარით, რომ სამეზობლოში ერთ-ერთი კლიჩკა “ტიტანიკა” მქონდა (უი, არ მითქვამს :P). ახლა თქვენეული ამოჩემებული ფილმები მითხარით და გაიხსენეთ, როდის გადაგეკეტათ მასზე, როდის, რამდენი ხნით და ა.შ. მოკლედ, მაინტერესებს, რაა 😀

P.S. ამ პოსტს, ალბათ, ყველაზე ძალიან ეს ვიდეო მოუხდება. მით უმეტეს, თუკი თქვენც ასე ზეპირად იცოდით ფილმები 😛

Advertisements

37 thoughts on “ბავშვობის ამოჩემებული ფილმები

  1. ეს სცენა კოლამბუსის ფილმიდან დღემდე ზეპირად ვიცი. Merry christmas you filthy animal and happy new year : D

  2. home alone როგორ მიყარს ^^

  3. გეთანხმები ზურიუს, ყველას აქვს აკვიატებული ფილმი და არა მარტო ბავშვობაში სხვათაშორის. 10 წლამდე ყოველ დღე ალადინის თავგადასავალს ვუყურებდი და ლამის ზეპირად ვიცოდი სიმღერები და პერსონაჟების ფრაზები. მერე ერთხელაც დაბ.დგღეზე ბაბუაჩემმა სათამაშო მაიმუნი მაჩუქა რომელსაც რა თქმა უნდა აბუ დავარქვი და დღემდე დიდი პატივით ინახება ჩემს საძინებელში. ფილმებიდან განსაკუთრებული აკვიატება არ მახსენდება, ხან რას გადავეკიდებოდი და ხან რას. უკვე 5 წელიაThe Notebook-ს ვუყურებ თითქმის ყოველ თვე (უფრო ხშირად რომ ვუყურო ამისთვის არ მცალია) და ისიც ზეპირად ვისწავლე უკვე. რა ვქნა მომწოოონს!!!!! 🙂 🙂 🙂 🙂

  4. მეც ზორო მქონდა ამოჩემებული, მეგონა ბანდერასზე მაგარი კაცი ქვეყანაზე არ დადიოდა :))))))))

    კიდე ნიღაბი მიყვარდა, ჯიმ კერიზე ჭკუას ვკარგავდი და მილიონჯერ ვახვევდი იმ მომენტზე მთელ პოლიციას, რომ ააცეკვებს და მეც ვცეკვავდი, ჩემ დასთან და მამიდაშვილებთან ერთაად :))))))

  5. მე მქონდა :პ
    ამ შემთხვევაში დეგენერატად არავინ ჩაგთვლის 😀

    აუ, როგორ მიყვარს ასეთი რაღაცები გახსენება.
    უფრო ჩემი ჰასაკის ხალხს ემახსოვრება “ძვირფასო, მე დავაპატარავე ბავშვები” – მგონი, ასე ერქვა იმ ფილმს და “კავკასიაზე” გადიოდა ხოლმე ხშირად 😀 იმ დროს “კავკასია” ყველაზე “ნავაროჩენი” არხი იყო სინდი კროუფორდის დილის ვარჯიშებით და სტინგის კლიპებით გაძეძგილი.

    მეორე ამოჩემებული ფილმი იყო: “ჩემი დედინაცვალი უცხოპლანეტელია” – კიმ ბეისინგერი რომ გამოდის, ულამაზესი წითელპომადიანი და ქერათმიანი.
    “ტიტანიკზე” ადრე ჩემს ბლოგზეც დავწერე, 1998 წელი იყო, სკოლიდან გავიპარეთ გოგოები და ერთერთ დაქალთან ვუყურეთ 😀 როუზი-ჯეკის მანქანის სცენაზე ვიყავით, რომ ამ გოგოს უმცროსი და შემოვიდა და სასწრაფოდ გადავახვიეთ 😀 ამიტომ ამ ფილმს თავიდან ბოლომდე უკვე მოგვიანებით ვუყურე და ახლაც მიყვარს, ქეითი და ლეონარდო ჩემთვის საუკუნის წყვილია, ძალიან საკაიფოდ ჯდებიან ერთ ფილმებში.

    ზურიუს, შენ გაიხარე, როგორ გამახალისე და გამახსენე ძველი ფილმები, წავიდე რამეს ვუყურო…

    • “ძვირფასო, ბავშვები დავაპატარავე” ზილინსკების თუ შალინსკების ოჯახზე რომაა!… ვიცი, ნანახი მაქვს მეც. სერიალიც იყო მაგაზე გაკეთებული 🙂

  6. მე საშინლად არ მიყვარდა ტიტანიკი, იმიტომ რომ ლეონარდო არ მომწონდა და ვერ ვხვდებოდი რატომ მოსწონდა ყველა მდედრს.. 😦

  7. me “mshoblebistvis dagebuli maxe” mqonda amochemebuli 😀
    yoveldge vuyurebdi, xandaxan dgeshi orjer da dedachemi nerviulobda :d

  8. ramdenime amochemebuli filmi mqonda.
    eseni iyo: “adzin doma 1, 2”
    “alisa da amanda” (am films mgoni sxva saxeli qvia, magram ase vedzaxdiT)
    “trudni ribionak”
    “manana”
    “bashiachuki”

    nu, gansakuTrebiT mainc “adzin doma” gviyvarda me da chems dzmas. vocnebobdiT saxlshi qurdebi shemogvchrodnen da mag imediT yoveldge dzafebs vabamdiT magidis fexidan karadamde, karebidan tansacmlis sakidamde da a.sh : D

    • “აძინ დომა”-ზე სასტიკად გეთანხმები. ჩვენ ბავშვები, ბაბუაჩვენს ვუჩალიჩებდით ეგეთ ხრიკებს 😀 ნუ… როგორც გამოგვდიოდა, რაა 😛

  9. ჩვენ [მე,ჩემს ძმას და დეიდაშვილს] ეის ვენტურას ორი ნაწილი გვქონდა მასე ამოჩემებული, კასეტაზე ვუყურებდით, ვიზეპირებდით და მაინც ყოველ ნახვაზე ვკვდებოდით სიცილით 😀

    ხო, კიდევ ძალიან მიყვარდა ’უკანასკნელი მოჰიკანი’, რა თქმა უნდა, მქონდა კასეტაზე და ჩემს ძმასაც შევაყვარე.

    ააჰ, კიდევ მუმია, მუმია გვიყვარდა ძალიან [მრავლობითში იმიტომ, რომ ჩემი ’ამოჩემებები’ ავტომატურად ჩემს ძმასაც ეხება :D], პირველი ნაწილი. მეორე მახსოვს რუსთავი 2-ზე გადიოდა და ჩავიწერეთ რა თქმა უნდა : ))

    • “მუმიას” მე-2 ნაწილი ძაააალიან მაგარი იყო. თუკი პირველზე ისე შემეშინდა, რომ მთლი ღამე ჩემს ლოგინში მუმიებს “ვეძებდი”, მეორემ მაგრად გაასწორა 😀

  10. am postis cakitxvis shemeg vzivar ager 10 cutia da shterivit vixseneb :S
    ar maxsendeba
    ertaderti rac namdvilad dgemde kivilamde miyvars aris disneis xzveli mzinare mzetunaxavi sami feriit ❤

  11. ბავშვობაში ეგრეთწოდებულ,,ამოჩემებულ”ფილმებს დღესაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ…მაგალითად ქართული ფილმებიდან:,,ნატვრის ხე”,,,მონანიება”,,,კუკარაჩა” ა.შ.უცხოურებიდან რა თქმა უნდა ,,ტიტანიკი”,,,რომეო და ჯულიეტა”,,,შეყვარებული შექსპირი”,,,ოპერის აჩრდილი” და ა.შ
    ,,ტიტანიკის”ბოლო სცენაზე ყოველთვის ვტირივარ…:)

  12. მე კიდე არ მქონდა ამოჩემებული ანუ აკვიატებული ფილმები. დიდად არც ტიტანიკზე გადავრეულვარ.
    ერთადერთი რაზეც გადაკეტილი მაქვს და შემიძლია ყოველ წელიწადს ვნახო “მეოცნებენია”:)

  13. ჰარი პოტერის მეორე ნაწილი მქონდა ამოჩემებული. მე ხომ ვუყურებდი და სახლში სტუმარი თუ მომივიდოდა, დავსვამდი ხოლმე და იძულების წესით ვაყურებინებდი მთელ კინოს.

  14. მე გლადიატორი მიყვარდა და მატრიცა, აჰა და დამცინეთ 😐

    მარა ეგრე არ მქონია ამოჩემებული რო ფრაზები დამეზეპირებინა :დ

    ამოჩემებული ბოლო დროს მქონდა “თვითმკვლელი ქალწულები”, “ლოლიტა”, “the notebook” ვსო :დ

  15. ტიტანიკი არ გამახსენოთ.. გვარიანად ვიტირე იმ მომენტში, ხალხი რომ იღუპება და ლეოს უბედური პერსონაჟიც რომ კვდება…. უი დედა…

    “მარტო სახლში” მქონდა დაზეპირებული, პატარა კალკინი მიყვარდა … რუსული ზღაპარ კინოებიც…

    და ფილმი რომელიც მაშინაც ამოჩემებული მქონდა და დღემდე არ გამნელებია, არის “უკან მომავალში”, სამივე ნაწილი….. რომ ვუყურებ, პირდაპირ შიგ ვცხოვრობ 😀

  16. ზურ ვოვა ვინაა?

  17. ორი ფილმი მქონდა აკვიატებული: “მარტო სახლში” და “ტიტანიკი”…
    ზუსტად არ მახსოვს რამდენჯერ მაქვს ორივე მათგანი ნანახი. “მარტო სახლში” ალბათ 100–ჯერ ან უფრო მეტჯერ…. ტიტანიკი სადღაც 35ჯერ… ჰო კიდევ ეს აკვიატება ჩემს ოჯახს სერიოზული თანხა უჯდებოდა. არ გამოსულა რაიმე პლაკატი, სტიკერი ან რაიმე მსგავსი რომელიც არ მქონოდა. ყველა რვეულის ყდაზე ქეითი და ლეო იყო… (ამის წყალობით ვინ მოთვლის რამდენჯერ შემშლია და ქართულის რვეულის ნაცვლად სკოლაში ქიმიის რვეული წამიღია ვინ მოთვლის)… მიუხედავად იმისა რომ უკვე გავიზარდე და ასე აღარ “ვჭედავ” დღემდე ვინახავ ტიტანიკის “ნაკლეიკებს”…. მართლა შენმა ბლოგმა ჩემი ბბლოგისთვის ახალი პოსტის შექმნის იდეა შთამაგონა…. რაა? შემოიარე ერთ–ორ დღეში ჩემს ბლოგზე და….ნახავ!!!

  18. ui,me mqonda erTi sevdiani Filmi amochemebuli, pOnette, tu gaxsovT.. 😦 patara dediT obol gogoze

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s