ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ვითომ “დოკუმენტური” ფილმები

20 Comments


ამ პოსტის დაწერა სვითის 2012–მა და თინის შთაგონებამ გადმაწყვეტინა. მოკლედ, რა ხდება: მსოფლიო ახალმა შოკმა მოიცვა. არ გვეყო:

ჰოდა სწორედ ამ და მისთანა “დოკუმენტურ” ფილმებზე უნდა ვთქვა 1–2 გაბრაზებული სიტყვა 😐 როცა “და ვინჩის კოდი” წიგნად გამოვიდა და შემდეგ, როცა გადაიღეს, მსოფლიო ერთიანად შეშფოთდა და შეზანზარდა. აქაო და ეს რა გვაკადრესო, რა მკრეხელობააო (გახსოვთ, ალბათ, კინოთეატრ “რუსთაველის” წინ გამართული “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” გაუთავებელი აქციები). ინტერნეტში კი აი, რა “დოკუმენტური” ფილმები გაჩნდა:da vinci აქედან ზედა მარჯვენა ფილმი “და ვინჩის კოდია”, რომელიც მხატვრული ჟანრისაა, დანარჩენი სამი კი ამ ერთ ფილმზეა გადაღებული და დოკუმენტურობას იჩემებს. ანუ გამოდის, რომ ეს 3 ფილმი ცდილობს, გაამართლოს ის, რაც იმ ერთ მხატვრულ ფილმში მოიგონა ვიღაცამ! რამდენიმე დღის წინ ლეონარდო და ვინჩიზე მინდოდა რაღაც დოკუმენტური ფილმის ნახვა და მისი ბიოგრაფიის დეტალების გაცნობა, მაგრამ ყველგან ამ “დოკუმენტურ” ფილმებს წავაწყდი, რომლებიც მხოლოდ იმ სიმართლეს ასახავენ, რომელიც რომელიღაც მწერალმა და შემდეგ რეჟისორმა მობოდა! ნერვები მომეშალა 😐

პრაიეხალი… გამოჩნდა 2012. ისევ გადაივსო კინოთეატრები, მსოფლიოპრემიერაა ბოლოს და ბოლოს! 1–2 დღის წინ კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთ–ერთი დოკუმენტური ფილმი გავიდა, რომელიც ამ ფილმის დამაჯერებლობაზე დებდა თავს. საბუთი კი… მხოლოდ ფილმი, რომელიც მხატვრულია და რეალობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს (თავისი ჟანრიდან გამომდინარე). მეორეც, ეს ჰოლივუდია, სადაც ყველანაირი რეალობა სანახაობრიობისა და შემოსავლის მიხედვით მახინჯდება. მაიას კალენდრიდან კი ინფორმაცია ისეა ამოღებულ–დალაგებული (ამის დიდი იმედი მაქვს), რომ  მსოფლიოს განადგურებას უქადის.

არადა, როგორც მე ერთ–ერთ დოკუმენტურ ფილმში ვუყურე,  მაიას ტომებს მხოლოდ და მხოლოდ მზის მეოთხე ფაზაზე აქვთ საუბარი. ვინაიდან და რადგანაც მექსიკა, ანუ მაიას ტომების ახლანდელი საშთამომავლო, ისევ ადგილზე დგას და ნგრევა–განადგრუების არაფერი ეტყობა, ნიშნავს, რომ მზის დანარჩენი სამი ფაზა უკვე გამოვიარეთ და მსოფლიო გადაურჩა მათ. ამასთან ერთად, როგორც ზემოთ ნახსენები დოკუმენტური ფილმიდან ჩანს, მაიას წინასწარმეტყველებაში მხოლოდ კალენდრის დასასრულზეა საუბარი და სრულებით არ წერია, რამე უბედურება თუ ხდება. უბრალოდ ნახსენებია, რომ თეთრი იაგუარის შთამომავლობა დაიბადება. ეს თეთრი იაგუარი კი ყველამ სხვადასახვანაირად გაშიფრა. საკითხავია, ვინ გადათარგმნა ეს, როგორც ჩვენი პლანეტის დაქცევა?

ახლა რაც “დოკუმენტურ” ფილმებს შეეხება, აქაც იგივე სიტუაციაა: როცა allmovies–ზე 2012 დავძებნე, ეს ვნახე:

2012 აქედან მარცხენა ზედა არის მხატვრული ფილმი, რომლის მსოფლიოპრემიერაც ახლა მიმდინარეობს (ოღონდ აქ ჯერ არ დევს). მის გვერდით რომ 2012–ია, ეს ამ მხატვრულ ფილმზე გადაღებული “დოკუმენტური” ფილმია, რომლის მიხედვითაც მხატვრული სინამდვილე შეიძლება ახდეს. ქვემო რიგში მარცხენა ფილმი ერთადერთია, რომელსაც კავშირი არა აქვს მხატვრულობასთან – სწორედ ამას ვუყურე მე.  მთლად კარგად არ მომეწონა, მაგრამ წყაროებს სავსებით ვენდობი. სულ ბოლო კი 2012–ის მოძმე მხატვრული ფილმია. მიკვირს, ამას რატომ არ ხვდა იგივე აჟიოტაჟი? ალბათ, ნაკლები პიარი ან სპეცეფექტები აქვს (არ მიყურებია და ვერ გეტყვით).

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ მოვჭრი: ჩემთვის გამაღიზიანებელია მხატვრულ ფილმზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების გასაღება ისე, თითქოს ეს ჭეშმარიტება იყოს. თუკი მხატვრულ ფილმში ნაჩვენებია, რომ აქლემს ორი თავი აქვს და არა ორი კუზი, ხოლო მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი კი ამ ვერსიას იცავს და სერიოზულად განიხილავს მის შესაძლებლობას, ეს ნერვებს მიშლის!

რატომ გვაბოლებენ? ან რატომ ვბოლდებით? რატომ ვიჯერებთ იმას, რასაც რამდენიმე ფულზე დახამებული და ძალიან მრავალფეროვანი წარმოსახვის მქონე ადამიანი მოიფიქრებს? ბოლოს და ბოლოს ამერიკელმა რეჟისორებმა იმდენი იფართხალეს და მანჰეტენი იმდენჯერ გადაწვეს–გააფარჩაკეს–წარღვნეს–წარტყვნეს, რომ ბინლადენმა გადაწყვიტა, ყველაფერი ეს მათთვის რეალობაში ეჩვენებინა და გაცილებით უკეთესად მოახერხა ეგ!6a00d8341c2c6053ef00e54f24b30f8834-800wi

ასე რომ… დავფიქრდეთ, რაზე ვიშალოთ ნერვები და რაზე არა. ერთი კი ცხადია: 2012 წლამდე თუ გლობალურ დათბობას არ მოვუარეთ, მაგრად დაგვერხევა. მაგაზე პოსტიც მაქვს დაწერილი.

Advertisements

20 thoughts on “ვითომ “დოკუმენტური” ფილმები

  1. მე პროტესტს ვუცხადებ ამ ფილმებს საერთოდ და ჯიუტად არ ვუყურებ… ჯერ ერთი არ მჯერა რომ 2012 სამყაროს დასარულია (ბოლო ბოლო მიშა 2013 მდე არ მიდის 😀 ) გარდა მაგისა, თუ რამე მოხდა 2012 შიც მეყოფა ეხლა რომ არ დავიფრთხო ძილი და მოსვენება მაგის გამო 🙂

  2. ძალიან კარგი პოსტია 🙂

  3. ზურ კი საინტერესოა შენი პოსტი, მაგრამ იმ დოკუმენტური ფილმის ნაწილს მეც ვუყურე პირველ არხზე რომ გავიდა და რავიცი შეიძლება იმ ნაწილს ვუყურე სადაც ამ ახალ ფილმზე 2012 საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი. უბრალოდ ფილმი იყო სადაც ამტკიცებდნენ რომ რამდენიმე წინასწარმეტყველება, მაიას ტომების და ა.შ. ემთხვევა ერთმანეთს და 2012 წელს შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგრამ ახალი სპეცეფექტებიანი ფილმის გამართლებას მგონი არ ცდილობდა. ნუ არ ვიცი მე რა ნაწილსაც ვუყურე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
    ჰოდა ძველი ფილმი კიდე იმიტომ არ გაპიარდა ალბათ, რომ ნაკლებბიუჯეტიანი იყო, ამ ფილმზე კიდე აცხადეენ რაც აქამდე გამოსულა ყველაზე დიდბიუჯეტიანიაო და რავიცი, გაპიარდებოდა აბა რას იზამდა :დ

  4. ჰო მაგაში არ გედავები კაცო. იმას ვითხულობ მარტო პირველ არხზე რომ ფილმი იყო მართლა ამ 2012-ის გამართლებას ცდილობდათქო? მე მომეჩვენა რომ უბდალოდ ამ თემაზე იყო გადაღებული და ეს ახალი ფილმი არ უპიარებია, ან არ აუხსნია. შეიძლება ვცდები

    • მაგის რაღაც ნაწილს მეც ვუყურე და მეც დავიზაფრე, მაგრამ მერე სხვა დოკ. ფილმს ვუყურე, სადაც კონტრარგუმენტები იყო მოყვანილი და მეც იქითკენ გადავიხარე. პლუს რწმენა იმისა, რომ ეგ არ მოხდება. რავი.

  5. მე სხვა რამეს ვამბობ, როგორც და ვინჩის კოდზე არის ფილმები გადაღებული, რომელშიც მხატვრულ ფილმზე მსჯელობენ და მართლა სისულელე გამოდის ეგეთი რამე არ ყოფილა 2012ის შემთხვევაშითქო გეიგეეეეე? :)))

    • ააა, მაშინ ჰო…
      მე ბოლომდე არ მიყურებია და ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
      შეიძლება შევცდი, მაგრამ მთლადაც არ გავფარჩაკებულვარ, რადგან მაინც გამამართლებელი არგუმენტები იყო და სულაც არ იყო ნახსენები, ვთქვათ, ის, რომ მაიას ტომებს არ საერთოდ ჰქონდათ ნაწინასწარმეტყველები სამყაროს დაქცევა. მათ მხოლოდ კალენდრის დასასრული აქვთ გამოთვლილი.

  6. ზუ, რაებზე იშლი ნერვებს, თუძმახარ.

    მაგაზე კეთდება ფული, ბევრი ფული და ხალხს კიდე უყვარს რო იზაფრებიან და გული “უკტებათ”. აბა რატო ჯდება შენი აზრით ხალხი ატრაქციონზე? იგივე პონტია და იგივე ატრაქციონია ეგ ფილმი, ხოდა რილექს რაჰ.

    რაც შეეხება 2012-ს, მაგაზე ფორუმ.ჯი-ზე თემა მაქვს წაკითხული და საკმაოდ საინტერესო თემაა, ნუ შეიძლება დამაბოლეს, მარა მთავარი დასკვნა რაც გამოვიტანე, ისაა, რომ შეუძლებელია 2012-მა წელმა დიდი ცვლილებები არ გამოიწვიოს.

    რაღაც აუცილებლად მოხდება, და ვისაც ჰოროსკოპის სჯერა, ამისიც სჯერა :). ოღონდ რა მოხდება, ამას 2012 წლამდე ვერავინ გაიგებს.

    ხოდა God bless us 🙂 :*

    და ნუ იშლი ნერვებს რამეებზე, კიკაი პოსტია, მარა მართლა დამღლელია ბლოგებზე სუ ნერვებმოშლილი ხალხის პოსტები. უბრალოდ წერე იმაზე, რაც ხალხ ამ ნერვებისმოშლისგან გამოთიშავს, და ნაკლები იფიქრე რეიტინგებზე და იმაზე, ვინ შემოვა შენს ბლოგზე და ვინ – არა 🙂

    • მართალი ხარ, სალ…
      ისევ ჩემს გლობალურ დათბობას, შენობებს და ოპერას მივუბრუნდები 😉 რეიტინგულობას რაც შეეხება, რეიტინგი ბლოგს იმისთვის სჭირდება, რომ ბლოგია, თორემ ერთ რვეულს და პასტას, რომელიც საწერი მაგიდის უჯრაში იდევს, სულ არ სჭირდებათ რეიტინგი 😉

      პ.ს. მომენატრეეეე 🙂

  7. არის ერთი ბლოგი, არ დავასახელებ, რომელიც საშინლად მაღიზიანებს იმის გამო, რომ მისი ავტორი სპეციალურად მიმზიდველ სათაურებს უკეთებს პოსტებს. არა, დასაფასებელია, რომ ამას ახერხებს.

    მარა როცა სათაურების მიღმა ვერაფერიშვილი პოსტები გხვდება და ლამისაა დიდი კომენტარი გააშანშალო იმისთვის, რომ აუხსნა რო არაა ესე კარგი და რო შეწყვიტოს ესე და ბლაბლაბლა, ხვდები, რო ხისთავიანია და აღარც უხსნი და უბრალოდ იკიდებ და იმის ბლოგზე აღარ შედიხარ.

    აესეთი რეიტინგულობა მაღიზიანებს, თორე აგერ ბატონო, ლინგვისტუსის ბლოგს პოპულარობა არ აკლია, მარა მანდ რამის წაკითხვა სიამოვნებაა, ასევე როკოს ბლოგი და არის კიდევ ნაკლებ პოპულარული, მაგრამ კარგი და რეიტინგული ბლოგები.

    შენ რას გერჩი ისე, პროსტა მომინდა ამის თქმა 🙂

    უბრალოდ, არ მინდა ყველა ბლოგი ატრაქციონი იყოს, ანუ პოსტს არამარტო ემოციური სტიმული უნდა მოჰყვებოდეს, ხოხვდები 🙂
    :*

    • კი, ნამდვილად გეთანხმები. რაც შეეხება ლინგვისტუსს, ზოგჯერ იმხელა პოსტებს წერს, რომ აღარ ვკითხულობ 😦
      იმიტომ, რომ პოსტი მაინც პოსტია და იქ ბევრი სურათი და რაღაც მიმზიდველობებიც უნდა იდოს – ნუ მე ასე ვფიქრობ. თუმცა ახლა 2 პოსტი ამოვინიშნე მისგან და წავიკითხავ სულ მალე 😉
      შენს ბლოგს რაც შეეხება, გთხოვვვვვ, ზღაპრების წერას მიუბრუნდი. კეთილი ბლოგი გაქვს და არ დაამუნჯოო 😉

  8. ერთი ზღაპარი მინდა დავწერო, რამდენიმე დაწყებული მაქვს, მარა დრო არ მაქვს რა, ტოესწ, პირობები და სინდისი და ყველაფერი. ხოხვდები, რაც საჭიროა.

    ეს კვირა გათავდეს და მივხედავ 🙂

  9. ხოდა კიდე, სათაური ჩაასწორე ამ პოსტის

  10. ძალიან კარგი პოსტია

    გეთანხმები !

  11. სამყაროში ბევრი ისეთი რაღაცაა რაზეც მართლა უნდა დაფიქრდეს კაცობრიობა. ამ რაღაც 2012 წელზე ფიქრით კი ტყუილად ვკარგავთ დროს და ვიფუჭებთ ნერვებს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s