ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

“რაღაცნაირი” მოგზაურობა ბათუმში (ფოტოკოლაჟი)

28 Comments


ეს “რაღაცნაირი” ზუსტად გამოხატავს მთელს ჩემს შთაბეჭდილებას, რომლითაც 2 იანვრის მოგზაურობა აღვწერე. იდეა კი თინის “რაღაცნაირი ბლოგიდან” წამოვიდა.

მას შემდეგ, რაც ბათუმი საახალწლოდ მაგრად გააპიარეს, სურვილი გამიჩნდა, მენახა და საკუთარი თვალით შემეფასებინა იქაურობა. როცა ახალ წელს ცნობილი საოპერო მომღერლები ბათქაბუთქის ფონზე მაინც მშვენივრად მღეროდნენ, მე, ყოველივე ამის ტელევიზორიდან შემყურეს, ნერვები მეშლებოდა მაყურებელთა პაკაზუხობაზე. იმაზე, რომ ბევრი “მსმენელი” მოდისა და ძაააააააააან სვეცკაობის გამო იყო გამოსული ევროპის მოედანზე. თუმცა, იმედი მაქვს, ამის შემდეგ მაინც შეიგნეს, რომ ოპერა და დისკოტეკა მთლად ერთი და იგივე არ არის. ამაზე მერე…

მოკლედ, მე, ირაკლი (ჩემი ძმა), კოსტა (მამიდაშვილი) და ბაკური (მამაჩემი) დავავადექით კი არა და დავაჯექით ბათუმის გზას. ჩვენი ჯიპი დანიშნულების ადგილზე 1,5 საათში ჩავიდა.

..და დაგვხვდა “რაღაცნაირი” ბათუმი: არც მზე იყო, არც ციოდა. პირიქით, თბილოდა. ვერც კი იგრძნობდი ზამთარს. ქალაქი მოღუშული და не в своем тарелке იყო: ამდენი ხალხი და ზღვისკენ არავინ იყურება. დღის 2 საათზე ჩასულებმა მცირე შემოვლის შემდეგ დაუფლებული უსაქმურობისაგან განსათავისუფლებლად ერთი საათით წავიძინეთ. მოკლედ, დანარჩენი იხილეთ ფოტოებზე 😉

ირაკლი, კოსტა და "ბატონი ბიუჯეტი" ანუ მამაჩემი

ესეც მე. უფრო სწორედ, ჩვენ

ესეც "რაღაცნაირი" ბათუმი დღისით. სხვათა შორის, ძალიან მინდა, ის ბორბლებიანი ტრანსპორტი მქონდეს, ვიღაც ტიპი რომ დგას ზედ

ეს, ალბათ, 31-ისა და 1-ის ნატუსოვკარი ფორთოხლებია მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე

ესეც მერია. ხედი ევროპის მოედნიდან

კამერა საპირისპირო მხარეს მოვატრიალოთ და ესეც ევროპის მოედანი თავისი სცენითა და მედიკო დეიდას ძეგლით

ძეგლის დეტალები კარგად ვერც ახლა გავარჩიე. არც მხედველობა მიწყობს ხელს და არც ტექნიკა. თუმცა კარგი, რომ გრძელი კაბა აცვია, თორემ ისედაც ყველა ქვემოდან უჭყიტინებს 🙂

ესეც სცენა, როლმელეც 8 საათზე დათო ეგენიძე დაუკრავს და ქართველი შემსრულებლები იმღერებენ

ეს დაუსრულებელი და ზეწარაფარებული შენობა კი სცენის მოპირდაპირე მხარეს დგას ანუ 31-ში, როცა კარერასი გრანადას სასახლეებზე მღეროდა, სავარაუდოდ, მას შეჰყურებდა

უცებ ხალხში ნაცნობი თვალები აღმოვაჩინე. დავაკვირდი და სალომე არშბა ყოფილა. იცით, რა ლამაზია? რაღაცნაირად იდგა და ლაპარაკობდა ტელეფონზე. ალბათ, პირდაპირი ჩართვისთვის ათანხმებდა რამეს. ახლოს მისვლა და უკეთესი სურათის გადაღება მინდოდა, მაგრამ ჩემში ქუთაისურმა "შენ ხო არ უფრიტინებ?"-მა გაიღვიძა და ამ ფოტოთი დავკმაყოფილდი. ძალიან, ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა. გოგონების გასაგონრად, ასევე ძალიან ლამაზი მომწვანო-მოლურჯო მაღალყელიანი ტყავის თუ გამოხარშული ტყავის ბოტები ეცვა ;)უცებ ხალხში ნაცნობი თვალები აღმოვაჩინე. დავაკვირდი და სალომე არშბა ყოფილა. იცით, რა ლამაზია? რაღაცნაირად იდგა და ლაპარაკობდა ტელეფონზე. ალბათ, პირდაპირი ჩართვისთვის ათანხმებდა რამეს. ახლოს მისვლა და უკეთესი სურათის გადაღება მინდოდა, მაგრამ ჩემში ქუთაისურმა "შენ ხო არ უფრიტინებ?"-მა გაიღვიძა და ამ ფოტოთი დავკმაყოფილდი. ძალიან, ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა. გოგონების გასაგონრად, ასევე ძალიან ლამაზი მომწვანო-მოლურჯო მაღალყელიანი ტყავის თუ გამოხარშული ტყავის ბოტები ეცვა ;)უცებ ხალხში ნაცნობი თვალები აღმოვაჩინე. დავაკვირდი და სალომე არშბა ყოფილა. იცით, რა ლამაზია? რაღაცნაირად იდგა და ლაპარაკობდა ტელეფონზე. ალბათ, პირდაპირი ჩართვისთვის ათანხმებდა რამეს. ახლოს მისვლა და უკეთესი სურათის გადაღება მინდოდა, მაგრამ ჩემში ქუთაისურმა "შენ ხო არ უფრიტინებ?"-მა გაიღვიძა და ამ ფოტოთი დავკმაყოფილდი. ძალიან, ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა. გოგონების გასაგონრად, ასევე ძალიან ლამაზი მომწვანო-მოლურჯო მაღალყელიანი ტყავის თუ გამოხარშული ტყავის ბოტები ეცვა 😉

ბულვარისკენაც გავიხედოთ

ესეც ბათუმისა და მიშას სიამაყე, ერთხელ უკვე გახსნილი და ჯერ კიდევ დაუმთავრებელი, ასე რომ, მინიმუმ კიდეფ ერთხელ გასასნელი, ალექსანდრიის შუქურის სტილში გადაწყვეტილი სასტუმრო "ჰილტონი". ყველაზე მაღალი შენობა ბათუმსა და, მტონი, მთელს აჭარაში

ეს იქნება "ჰილტონის" მთავარი შესასვლელი (კარგად დაიმახსოვრეთ მარჯვენა მარეს მდგარი ტრაქტორი)

ესეც ტრაქტორი 😉

სულ სხვას რომ ვუღებ სურათს, ეს ამის დასაკომპენსირებლად გადავაღებინე ირაკლის

ამ სურათს შემიძლია, ვუწოდო "ქუთაისითგან განსვლა", ვინაიდან მოქმედნი პირნი არაჩაკუნცხულ და არაქურდულ, ანუ არაჩუვაკურ პოზაში არიან. ჩემი პირადი მიღწევა 😉

ირაკლი კიდევ უფრო შორს წავიდა...

წმ. ბარბარეს ეკლესია

ესც იქვე. უბრალოდ, სიტუაცია მომეწონა

ეს შენობა სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ნაზავიაა და მისი არ ერთი სართულის მორთულობა არ მეორდება

მოსაღამოვდა თუ არა, ყველაფერი გაფერადდა. თითქოს, ქალაქი გამოცოცხლდა

არ სჯობია "ლუსტრაველს"?

მგონი, მართლა ჰგავს ალექსანდრიის შუქურას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ საოცრების მხოლოდ გადმოცემითი აღწერილობაღაა შემორჩენილი, საკმაოდ ჰგავს 😉

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა გადახრილი და ზედმეტად ჭრელია, თბილისურ ანალოგს მაინც მირჩევნია. ეს უფრო ცოხალი და მრავალფეროვანი მაინცაა

განათებული ევროპის მოედანი

განათებული სცენა

ყოველივე ამის შემდეგ ერთი ძონძი კაფე “პრინცესა” მოვძებნეთ და აჭარული ხაჭაპური შევუკვეთეთ. ამასობაში, სრულიად მოულოდნელად, ცოხალი მუსიკა აჟღერდა. ბატონი გრძელცხვირა მევიოლინე ისე გახევებული ბგერებით უკრავდა და ღიმილით ისე უფახუნებდა თვალებსმეზობელი მაგიდიდან სიმღერით აყოლილ ქალბატონს, რომ ცოტა ხნით ვიოლინოს ხმა შემჯავრდა. კოსტამ იკითხა, ამ ქალმა იცის, რომ შერყეული სმენა აქვსო? 😀 😀

დაბოლოს, ესეც ჩემი "რაღაცნაირი" სურათი, რომელიც ამ "რაღაცნაირ" დღეს გადავიღე. აბა ჰე და აბა ჰო 😉

Advertisements

28 thoughts on ““რაღაცნაირი” მოგზაურობა ბათუმში (ფოტოკოლაჟი)

  1. ძონძი კაფე პრინცესა, ლოლ.. მანდ ნახატები არ იყო კედელს გაკრული?

  2. zemoT naxsenebi borblebiani transporti mec minda. sul mainteresebs saidan aqvs am xalxs es transporti 🙂

  3. ეს მოგზაურობა როგორ დამთავრდა, არ იტყვი?

    • სურათების ბოლოს ხომ მიწერია? 12-ის ნახევარზე დავბრუნდით სახლში. გზაში გაწვიმდა და ბათუმი ქარიშხალმა მოიცვა 😛

  4. “მე, ყოველივე ამის ტელევიზორიდან შემყურეს, ნერვები მეშლებოდა მაყურებელთა პაკაზუხობაზე.”
    მე “იმედის” კომენტატორებმა (თუ რაც ჰქვიათ) დამაწყვიტეს ნერვები! შუა სიმღერის დროს უნდებოდათ ბათუმის იერსახის განხილვა და საერთოდაც, ისეთ უნიჭო ტექსტებს ისროდნენ თავად მომღერლებთან მიმართებით, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ კლასიკური მუსიკის აზრზე არ იყვნენ! როცა ოპერის მომღერალს შუა არიის შესრულების დროს კაბას ან თვალ-წარბს უქებ, ამით ასამარებ, ფაქტიურად!

    • ჰო, ეგ გამომრჩა. ვინც იმათ მუსიკათმცოდნეობა დააბრალა, იმათ დედას რას ვერჩი, მაგრამ აბა რა შევაგინო!!! :|:|

  5. საინტერესო ფოტოებია, ტექსტი კიდევ უფრო 🙂

  6. ვაააააა, მაგარი იყო!!!
    ბევრი ვიხალისე

  7. bolo fotoze ra mm rbili saxe gaqvs 😀
    kai fotoebia da komentarebi cotati ar chans dasapataravebelia fotoebi

  8. dzalian kargia….mec mindoda batumshi…megobrebtan ertad…kargi iqneboda…tundac “ragacnairi” yopiliyo 😉 eg ragacnairi dgeebic xom ragacnairi iqneboda? 🙂 magram es samsaxuri raaa 😦 😀 …. xo martla gilocav yvelapers ertad,mravals daeswari,warmatebebi 🙂

  9. პრინცესაში რამ წაგიყვანათ 🙂

    ადამიანებო! თუ ბათუმში მოგინდათ კარგი აჭარული ხაჭაპური, წადით ყოფილი გორკის, ყოფილი ერას, ამჟამინდელი გორგილაძის ქუჩაზე, კაფე “ბათაში”, რომელიც მდებარეობს კაფე ლაგუნას მოპირდაპირე მხარეს. (ლაგუნაში არ შეხვიდეთ 🙂 ან აჭარულ სახლში ნინოშვილის ქუჩაზე, ან კიდევ წმ. ბარბარეს ეკლესიის უკან კაფე “ბათომში.”
    სხვაგან აჭარული არ ვარგა.
    ნუ “ოქროს გასაღებშიც” შეიძლება პრინციპში..

  10. arapris….ise puls rom mec mixdidnen…pexs arc me gavdgavdi….garet 😀 (ara mainc ver gavdzlebdi 😀 )

  11. arshba chemi kumiria )) samjer gameorebul komentars tu gavitvaliswinebt, shenic albat :))

  12. რა კარგი ფოტოები იყო.. სიამოვნებით გავატარებდი ბათუმში რამდენიმე თვეს, ოღონდ ზაფხულში არა : )) წყნარ ბათუმში მირჩევნია : )

  13. ხომ ვამბობ, “რაღაცნაირი” გენიალური სიტყვაა მეთქი :დ
    ხოდა.. აუ როგორ მინდოდა საახალწლოდ განათებული ბათუმის ნახვა, მაგრამ ვერ მოვახერხე : (
    მომავალ წელსაც ხომ მორთავენ? ჰა? ჰა? მორთავენ ხო? ხო მორთავენ?

    : lol:

  14. ჩემი საყვარელი ქალაქი 😦

    დებილო, ძონძი კაფე უძახე და სამი წლის წინ მაგათ მაგარი საჭმელები იცოდნენ, სიტუაციას საკაიფო იყო, ქვედა სართულზე ყოველთვის გრილოდა და კიდე მაგარი შემწვარი სულგუნი ჰქონდათ 😦

    აუ ტო, სამი წელია ბათუმში არ ვყოფილვარ, ახლა ავბღავლდები 😦

    როგორ მინდა ახლა იქ ჩასვლა 😦

    • შენ სსამი წელია არ ყოფილხარ და მე სულ სამჯერ ვარ ნამყოფი და ეს ყველაზე დიდხნიანი ვიზიტი იყო 😀
      ნუ რავიცი… იმ გრძელცხვირა კაცმა ისე უხახუნა ვიოლინოზე, რო… 😀

      P.S.მერე შენს კომენტარზე შენი ბლოგის ლინკის დადებას გასწავლი 😉

  15. ვიცი 🙂 პროსტა არ მინდა რო შემომიძვრნენ სხვა ბლოგზე დატოვებული კომენტარებიდან 🙂

  16. გამოხმაურება: “რაღაცნაირი” ბორჯომ-ბაკურიანი (ფოტოკოლაჟი) « ZURRIUSS

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s