ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ნუ გეშინია, არ გაგიბაზრებ

დატოვე კომენტარი


Post

ეს მოთხრობა ერთმა ნაცნობმა გამომიგზავნა და ბლოგზე დადება მთხოვა. ანონიმურობას ინარჩუნებს და მხოლოდ ფსევდონიმს გეტყვით: სულიკო დარიანი. ეს არის მოთხრობა და ყოველგვარი კავშირი რეალობასთან, არის დამთხვევა.

– მითხარი ძალა იხმარა? მე მაგის დედას მოვტყნავ! – გაცოფებული ტარიელი მთელ ხმაზე ღრიალებდა და ოთახში ადგილს ვერ პოულობდა. ალკოჰოლისგან დასიებული სახე ყვირილისგან კიდევ უფრო დასწითლებოდა და დამანჭვოდა, იმავე ალკოჰოლისგან დადებული კარგა მოზრდილი ღიპიკი გახშირებული სუნთქვისას შესამჩნევად აუდ-ჩაუდიოდა – გეუბნები, მითხარი მეთქი, ხომ იცი, მაინც გავიგებ და დედას მოვუტყნავ მაგ ყლისშვილს, მაგას! – აგრძელებდა ყვირილს – ძალა იხმარა ხო? გოგო, როცა გელაპარაკები, ამომხედე მეთქი, ძალა იხმარა ხო? მითხარი, გაგაუპატიურა?

ნესტანი ხვდებოდა, რომ არ ეპასუხა, ცოტაც და, გამორიცხული არ იყო, ძმის უზარმაზარი ხელი სახეში მოხვედროდა, მაგრამ ტირილისგან ხმას ვერ იღებდა. კედელთან მდგარ ძველ, გაცვეთილ დივანზე სამად მოკუნტული იჯდა, სახეში ხელები ჩაერგო და სლუკუნებდა. ტარიელი კი ჯიუტად განაგრძობდა:

– გოგო, გეუბნები, მითხარი მეთქი, ძალა იხმარა ხო? ჯერ მაგას მოვუტყნავ დედის ტრაკს და მერე შენც მოგხედავ.

სინამდვილეში ძალადობა არაფერ შუაში იყო და ამას ტარიელიც ძალიან კარგად ხვდებოდა. უბრალოდ, მამაკაცური (თან, მით უმეტეს, ძმის) თავმოყვარეობა უფლებას არ აძლევდა ეფიქრა, რომ მისი და თავისი ნებით დაწვა კაცთან. ნესტანი მასზე 15 წლთ უმცროსი იყო და როგორც უფროსი ძმა, ყოველთვის ფიქრობდა, რომ მასზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული. მამის სიკვდილის შემდეგ კი ძმობასთან ერთად მამის როლიც წარმატებით მოირგო. თბილისიდან ორმოცდაათიოდე კილომეტრით დაშორებულ მომცრო დასახლებაში მათი ეს და-ძმობა სამაგალითოდ მიიჩნეოდა.

ზოგადად, ტარიელი, როგორც ნამდვილი ქართველი კაცის ეტალონი, მთელ რაიონში ყველაზე პატივსაცემი კაცი იყო, თუ რა თქმა უნდა, ადგილობრივ მღვდელს, მამა ტიმოთეს (ერისკაცობაში გოდერძი), არ ჩავთვლით. სახელი ტარიელმა განსაკუთრებით თავისი თამადობით გაითქვა. როგორც ამბობდნენ, მას სადღეგრძელოების თქმაში ვერავინ შეედრებოდა, რადგანაც სიტყვას ისე არ იტყოდა, თუ რომელიმე ლექსიდან ერთ-ორ ციტატას არ მოაყოლებდა. ამით განსაკუთრებით დედამისი ამაყობდა – სკოლაში ქართულის მასწავლებლად მუშაობის 60-წლიანი სტაჟის მქონე, უკვე პენსიაზე გასული და სიბერისგან ლოგინად ჩავარდნილი ქალი ცხოვრებაში თავის მისიას შესრულებულად მიიჩნევდა, რადგანაც ოდესღაც ეს ლექსები შვილს დიდი ძალდატანებით დააზუთხინა.

ტარიელს ლექსები ბავშვობიდან ეზიზღებოდა, მაგრამ ორმოცს რომ გადააბიჯა, მიხვდა, რომ თამადობაში მისი კარიერა სწორედ ამ ლექსების დამსახურება იყო. თამადობამ კი სახელი ისე გაუთქვა, რომ უკვე აღარავის ახსოვდა ის ორი წელი, ციხეში ყაჩაღობისა და ამ ყაჩაღობას მოყოლილი მკვლელობითვის ციხეში რომ გაატარა. მეტიც, ამ შემთხვევამ კიდევ უფრო გაუთქვა სახელი, ოღონდ ახლა უკვე როგორც ერთგულ მეგობარს.

საქმე ის იყო, რომ ტარიელმა ოთხ ძმაკაცთან ერთად თავისივე მეზობელი დააყაჩაღა. ძარცვისას მეზობელმა ტარიელი იცნო – მან კი, შეშინებულმა, არ გამთქვასო, სახეში მანამ ურტყა, სანამ კაცი ჯერ კომაში არ ჩავარდა და იქიდან აღარც გამოსულა. თუმცა ამან ტარიელს მაინც ვერ უშველა და მალევე დაიჭირეს. პროკურორი მისთვის 15-წლიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ადვოკატმა იყოჩაღა და მოსამართლეს განუცხადა, ბრალდებულს დანაშაულის ჩადენისკენ განსაკუთრებით დუხჭირმა საცხოვრებელმა პირობებმა უბიძგაო. მოსამართლემ ეს არგუმენტი მიიღო და ტარიელს პატიმრობის ვადის შვიდ წლამდე ჩამოყვანას შეჰპირდა, თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებდა და ძარცვის მონაწილე დანარჩენ 4 ადამიანსაც დაასახელებდა. სწორედ აქ გამოავლინა ტარიელმა თავისი ნამდვილი ვაჟკაცური სახე და არცერთი ძმაკაცი არ ჩაუშვა – შესაბამისასდ 8 წლამდე გაზრდილი სასჯელიც ღირსეულად მიიღო.

თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, ტარიელი ციხიდან ორ წელიწადში გაათავისუფლეს, როგორც თვითონ ამბობდა, განსაკუთრებით კარგი ყოფაქცევის გამო. „ზვანოკამდე” ორი თვით ადრე კი მისი ოთხი თანამოაზრე მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი კიდევ ერთ სახლში შეღწევას ცდილობდნენ. არავინ იცოდა, საიდან გაიგო პოლიციამ თავდასხმის დრო და ადგილი, თუმცა რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ ეს თემა ყველას გადაავიწყდა.

სამაგიეროდ, „სვაბოდაზე“ გამოსული ტარიელი უკვე კაი ბიჭის სტატუსით სარგებლობდა და, როგორც ერთგული მეგობარი, თვეში ორჯერ მაინც აგროვებდა ობშიაკს დაჭერილი ძმაკაცებისთვის შესაგზავნად.

მოკლედ, ასეთი რეპუტაციის მქონე კაცისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ ვიღაცამ გაბედა და ღვიძლი და მოუტყნა.

– თქვი მეთქი, შენი დედას შევეცი! – კიდევ ერთხელ უღრიალა ნესტანს, რომელსაც უკვე ტირილის თავიც აღარ ჰქონდა. იცოდა, რომ საკმარისი იყო, ერთი სიტყვა ეთქვა, მის საყვარელს უბედურება არ ასცდებოდა. არადა ავთანდილი ძალიან უყვარდა და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა.

ოცდათხუთმეტი წლის ნესტანს ავთანდილი უკვე ხუთი წელი იყო, გულში ჩავარდნოდა. გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ მათ ჩუმად შეხვედრა დაიწყეს, ხოლო კიდევ ერთი წელი რომ გავიდა, როგორც ნესტანი ხანდახან გულში გაიფიქრებდა ხოლმე, მოსახდენი მოხდა.

თავიდან ცოტა ეტკინა, სისხლი წამოუვიდა – თან ღამის სამ საათზე მდინარის ქვიანი ნაპირიც ცოტა არაკომფორტულად მოეჩვენა.

პირველი სექსის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ნესტანი ავთანდილს სირცხვილით თავს არიდებდა. ერთხანს ისიც იფიქრა, თავის მოძღვართან, მამა ტიმოთესთან წასულიყო და აღსარება ჩაებარებინა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა: არ უნდოდა მისი ცოდვის ამბავი ღმერთამდე მისულიყო (მამა ტიმოთე კი მისთვის პირდაპირი შუამავალი იყო ღმერთთან). გადაწყვიტა, „აი, ავთანდილი ცოლად რომ მომიყვანს, მერე ჩავაბარებ აღსარებას და ჯოჯოხეთში ტანჯვასაც იქნებ ავცდეო“. თუმცა სირცხვილმა ფეხებს შორის ტკივილთან ერთად მალევე გაუარა და მას შემდეგ, აგერ უკვე სამი წელი იყო, მალულად ხან სად ჟიმაობდენ, ხან სად.

ნესტანი ყურებამდე იყო შეყვარებული და ავთანდილის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. ყოველ წუთს ელდოებოდა, როდის სთხოვდა ავთანდილი ცოლობას. ავთანდილსაც უყვარდა ნესტანი, თუმცა ზუსტად იცოდა, ცოლად არასდროს მოიყვანდა, რადგანაც ქალი უკვე გაფუჭებული იყო და თავის ოჯახსა და საგვარეულოს ამას ვერ აკადრებდა. ნესტანთან ურთიერთობის ამბავს საგულდაგულოდ კი მალავდა, მაგრამ ძმაკაცები აშკარად რაღაცას ეჭვობდნენ. ერთხელაც, გვიანი სმის შემდეგ უკვე კარგად შეზარხოშებულებმა გადაწყვიტეს, გამოეტეხათ და მანამ შეუჩდნენ, სანამ ბოლოს არ აღიარა, „არა, რა მიყვარს შე ჩემა, პროსტო ვტყნავო“. საბოლოოდ კი ეს ამბავი ტარიელის ყურამდეც მივიდა.

გულის სიღრმეში ამას ნესტანიც ვარაუდობდა და იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ მას, როგორც უკვე „არაპატიოსანს“, ცოლად არავინ მოიყვანდა (ჯერ ეს ამბავი არავინ იცოდა, თუმცა ნესტანს მყარად სწამდა, რომ „აბანოში ყველაფერი გამოჩნდება“). ახლაც როდესაც, ხელებში თავჩარგული და ტირილისგან გასავათებული, ძმის აუტანელ ღრიალს უსმენდა, სწორედ ამაზე ფიქრობდა. უცებ გააცნობიერა, რომ შინაბერობისთვის იყო განწირული. რაღაც მომენტში ავთანდილის მიმართ ზიზღიც კი იგრძნო და გაიფიქრა, რომ ტარიელის გაცოფება მისი და მისი ოჯახის უსაზღვრო სიყვარულის გამოხატვა იყო: გრძელი, თხელი, მიწაზე მუშაობისგან ოდნავ დამსკდარი თითებით ცრემლი მოიწმინდა, გამხდარ, ჯერ კიდევ ლამაზ სახეზე ჩამოყრილი სქელი, წაბლისფერი თმა უკან გადაიწია, ღრმად ამოისუნთქა, წელში გაიმართა, ჯერ იქვე, შორიახლოს ჩუმად, მაგრამ მკაცრი სახით მდგარ შუათანა ძმას, ილიას შეხედა, შემდეგ თავი იქით გააბრუნა, სადაც მისი რძალი, ტარიელის ცოლი უნდა მდგარიყო (ქალი სადღაც გამქრალიყო. იცოდა, და-ძმის საქმეში ჩარევა მისი მხრიდან სწორი არ იქნებოდა), ბოლოს კი, უკვე თითქმის დამშვიდებული, ტარიელს მიუბრუნდა. ბევრი ტირილისგან აწითლებულს ისედაც ხასხასა მწვანე თვალები კიდევ უფრო გამოჰკვეთოდა.

ტარიელი გაჩუმდა. ყურადღებით მისჩერებოდა ნესტანს. მისთვის ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, გავარდნილიყო და ავთანდილი ცოცხლად დაემარხა. გაახსენდა, ბავშვობაში როგორ ეუბნებოდა დას, შენს ქორწილში სიძე ისე უნდა დავათრო, საძინებელში შესვლამდე ტუალეტში ჩაეძინოსო. დედასთან ერთად გეგმავდა, სამზითვოდ სადმე „ვეფხისტყაოსნის“ მოოქროვილი გამოცემა ეჩუქებინა. თან სიმბოლურც იქნებოდა: და-ძმას სახლებიც ხომ სწორედ ამ წიგნის გმირების პატივსაცემად შეურჩია ფილოლოგმა დედამ. შუათანა შვილისთვისაც აპირებდა, ფრიდონი დაერქმია, თუმცა საბოლოოდ მაინც ილია აირჩია. საქმე ის იყო, რომ მეორე შვილი 1978 წლის 25 დეკემბერს შეეძინა – ახალი პატრიარქის აღსაყდრებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე. ილია მეორე კი ისე მოსწონდა, რომ საბჭოთა პერიოდში ათეისტად გაზრდილი ქალი ორ კვირაში ერთხელ თბილისში სპეციალურად ჩადიოდა ამ ყოვლად სიმპათიური წვეროსანი კაცის წირვაზე დასასწრებად.

თავის მხრივ არც ილიამ უმტყუნა დედას. სკოლაში კარგად სწავლობდა – განსაკუთრებით მათემატიკას. შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, თუმცა ორი წლის შემდეგ ლექციებს აღარ დასწრებია, რადგან ადგილობრივ ეკლესიაში სტიქაროსნობა დაიწყო. უკვე ათ წელზე მეტი იყო, სტიქაროსნობდა და მალულად მედავითნეობაზე ოცნებობდა.

ახლაც, თავისი დის ამბით ყოვლად შეძრული იყო, თუმცა უფროსი ძმისგან განსხვავებით, ქრისტესმიერი სიმშვიდით ადევნებდა თვალყურს ამ ოჯახურ დრამას.

– კი – თქვა ნესტანმა და ტახტიდან წამოდგა – კი, ასე იყო.

ამის თქმა იყო და ტარიელის მრისხანებამ მეორედ იფეთქა:

– მე მაგის ჯიშს მოვტყნავ! – იღრიალა და კარისკენ გაექანა. შემდეგ, უცებ რაღაც გაახსენდა, შეჩერდა და უკვე თავისი ოთახისკენ მიმავალ ნესტანს უღიალა – მაგას ამ საღამოს დედას მოვუტყნავ და მერე შენ მოგხედავ შე ნაბოზარო შე… შენ კიდე, ბიჭო, რას მიდგახარ, გამოაჯვი გარეთ!.. დამდგარა აქ ყლესავით.

***

გარეთ გრილოდა. მარტი კი იყო, მაგრამ გრძელი ზამთრიდან გამოყოლილი სიცივე ჯერ კიდევ თავისას შვრებოდა.

– მაიტა ტელეფონი, ფრიდონას ნომერი ხო გიწერია? – ჰკითხა ტარიელმა ილიას.

ილიამ ტელეფონი უკვე აკრეფილი ნომრით მორჩილად გაუწოდა და ტარიელიც გრძელი ზუმერის განმავლობაში ბოლთის ცემას მოჰყვა.

– სად ხარ შე ჩემა, სად გიდევს ეს დედამოტყნული ტელეფონი! გამო დროზე ჩემთან, საქმეა!

ფრიდონა ათ წუთში მოვიდა. ტარიელმა იცოდა, ეს ის კაცი იყო, ვისთანაც თავისი ტრაგედიის გამხელა ისე შეიძლებოდა, რომ დარწმუნებული ყოფილიყო, ის არ გააბაზრებდა.

– ტრაკში უნდა მოიტყნას ძმაო – გამეხებული სახით დაასკვნა მოსმენილი ამბით შეძრულმა ფრიდონამ.

ტარიელი დუმდა. იცოდა, ეს სიტყვები ჰაერში ნასროლი არ იყო. ისიც კარგად ახსოვდა, რას უშვრებოდნენ ციხეში გაუპატიურების ბრალდებით მჯდარ პატიმრებს. ერთხელ, ზონაზე მეზობელმა მის თვალწინ გაჟიმა ერთერთი ასეთი პატიმარი. მართალია, თვითონ ეს არასდროს გაეკეთებინა, თუმცა იცოდა, ახლა მისი, როგორც უფროსი ძმის ვალი იყო, სამართლიანობა აღედგინა – ბოლოს და ბოლოს საქმე მისი ოჯახის რეპუტაციას ეხებოდა, ოჯახი კი მისთვის ეკლესიის შემდეგ მთავარი სიწმინდე იყო.

გადაწყვიტეს, ავთანდილთან ილია მიეგზავნათ. ამ შემთხვევაში ვერავინ იფიქრებდა, რომ რამე საგანგაშო ხდებოდა და დამნაშავესაც იქვე, მდინარის პირას უპრობლემოდ ჩამოიყვანდნენ ღამის 11 საათზე.

დაბნელდა. ტარიელი და ფრიდონა უკვე ერთი საათი იყო, რიყის მოზრდილ ქვაზე ჩამომსხდარები მოთმინებით ელოდნენ „სტრელკას“. თერთმეტს ათი წუთი რომ გადაცდა, შორიახლოს, სიბნელეში ორი ადამიანის სილუეტიც გამოიკვეთა. ავთანდილი მოუახლოვდათ. ილია მას ერთი ნაბიჯით ჩამორჩა, დადგა და ისევ ქრისტესმიერი სიმშვიდით ელოდებოდა საუბრის დაწყებას. ფრიდონა ხელების ფშვნეტით წამოდგა. ტარიელი არ განძრეულა, ქვაზე იჯდა და უაზრო გამომეტყველებით მისჩერებოდა მდინარეში არეკლილ მთვარეს.

– აბა, რა ხდება ძმებო, ხომ მშვიდობაა? – იკითხა უკვე ცოტა დაეჭვებულმა ავთანდილმა.

ამის გაგონებაზე ტარიელი ქვიდან საშინელი ღრიალით წამოხტა და მისკენ გაექანა:

– მშვიდობა კი არა, შენი დედას შევეცი შე ყლეო! შენი ქათამი დედა მოვტყან, შენ ვის გაუბედე შე ახვარო. შენ კიდევ არ იცი ვისთან გაქვს საქმე!

სანამ ავთანდილი სიტუაციაში გაერკვეოდა, ტარიელმა ისეთი ძალით ატაკა სახეში მუშტი, ყურებში წუილი აუტყდა. ამ დროს, თითქოს ტრანსფორმაცია განიცადაო, აქამდე სრულიად მშვიდი სახით მდგარმა ილიამ კეფაში ჩაარტყა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერია ჩხუბში ფრიდონა და უკვე თითქმის გათიშულ ავთანდილს მუცელში წიხლი გაუქანა. ავთანდილი ორად მოიკეცა. ბუნდოვნად ესმოდა, როგორ აგინებდნენ და უკვე ვეღარ გრძნობდა თავსა და ზურგზე სეტყვასავით წამოსულ მუშტებს.

გონს რომ მოეგო, მიწაზე პირქვე იწვა. უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ ყბას ვერ ამოძრავებდა. ყურებში ისევ წუილი გაუდიოდა, მაგრამ მაინც გაიგონა, როგორ თქვა ვიღაცამ: – მგნი გაიღვიძა ამ ყლემ, გააკავეთ, ამის დედა მოვტყან!

ავთანდილს გაკავება არ სჭირდებოდა, რადგან იმდენად იყო ნბეგვი, წინააღმდეგობას ვერაფრით გაუწევდა. ფრიდონამ და ილიამ მხრებში ხელი ჩაავლეს და მუხლებზე წამოაყენეს. მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ შარვალი აღარ ეცვა. ჯერ გაუკვირდა, მაგამ უცებ მიხვდა, რაც უნდა მომხდარიყო და თავზარი დაცა. უნდოდა ეყვირა, მაგრამ ყვირილის ნაცვლად დამსხვრეული ყბებიდან გაგუდული კატის კნავილის მსგავსი ხმა ამოუვიდა. ცდილობდა, მხრები გაეთავისუფლებინა, თუმცა ძალა არ ჰყოფნიდა.

ტარიელი მის ზურგს უკან იდგა. უყურებდა კაცის შიშველ ტრაკს და საქმის დაწყებას არ ჩქარობდა. ეგონა, ძალიან უნდა შეზიზღებოდა, თუმცა ერთადერთი, რასაც გრძნობდა, გაკვირვება იყო ავთანდილის უჩვეულოდ უთმო ტრაკის გამო. ავთანდილი წრიალებდა, თუმცა ილიას და ფრიდონას მისი მხრები ძლიერად ჩაებღუჯათ და მოლოდინით სავსე თვალებით შესცქეროდნენ ტარიელს, რომელმაც უკვე შარვლის შეხსნა დაეწყო.

არ უდგებოდა. შეეცადა, პორნოჟურნალში ნანახ რომელიმე დიდძუძუებიან ნაშაზე ეფიქრა. არ გამოუვიდა. სირი შარვლიდან ნელა ამოიღო და ნძრევა დაიწყო. რამდენიმეჯერ ჩამოჰკრა. ეგონა, არ აუდგებოდა და შეიძლებოდა, ეს თავის დაღწევის მიზეზადაც გამოეყენებინა, თუმცა უცებ ფეხებშორის სისხლის ძლიერი მოწოლა იგრძნო. სირი ნელ-ნელა გამაგრდა, გადიდდა. რამდენიმე წამში ისე აუდგა, თვითონაც გაოცებული დარჩა. სხვა გზა აღარ იყო, უნდა შეედო. ნელ, ნელა მიუახლოვდა წაკუზულ კაცს, მუხლებში ოდნავ მოიხარა, რომ მისწვდომოდა და ამ დროს თავში ერთმა აზრმა გაუელვა: – აუ, ძმებო, განდონი არ მაქვს, ამის დედა მოვტყან. – ამის გამგონე ავთანდილს წამიერად გულზე მოეშვა, რადგან იფიქრა, პრეზერვატივის გარეშე გაჟიმვას გადავრჩებიო, თუმცა ამაოდ. – განდონის დედას არ შევეცი? ეს ნაბოზარი რეზინით კი არა, ყლით უნდა მოტყნა, ამის დედა მოვტყან! – წაისისინა ფრიდონმა და ძალღონეგამოცლილ ავთანდილს სახეზე მიაფურთხა.

სხვა გზა არ იყო, თან ერექციაც თავისას შვრებოდა. ტარიელი დაიხარა, ცალ ხელში საკუთარი აბრიქინებული ყლე ეჭირა, მეორეთი კი ავთანდილს ზურგზე ეყრდნობოდა. სირი ტრაკს ნელ-ნელა უახლოვდებოდა. ტარიელი დროის გაწელვას ცდილობდა, თუმცა მოულოდნელად მისი ყლე დუნდულებს შორის მაინც აღმოჩნდა. უცებ ჟრუანტელმა დაუარა – ვერ მიხვდა ზიზღის თუ სიცივის გამო. მიაწვა, მაგრამ ვერ შევიდა. ავთანდილი ტრაკს მაგრად უჭერდა. რაც უფრო ძლიერად აწვებოდა, მით უფრო მეტად გრძნობდა, როგორ ცახცახებდა ავთანდილი. ხვდებოდა, ცოტაც და ვეღარ გაუძლებდა, მოეშვებოდა. ასეც მოხდა. ტარიელმა ღრმად ჩაისუნთქა და ხვრელამდე უკვე თითქმის მიღწეულ ყლეს მთელი ძალით მიაწვა. იგრძნო, როგორ შევიდა მისი სირი ავთანდილის ტრაკში. ცოტა ეტკინა. ავთანდილი სიმწრისგან გმინავდა, ცრემლები მოსდიოდა. გრძნობდა, როგორ ნელა, აუჩქარებლად მოძრაობდა მის სწორ ნაწლავში ტარიელის უზარმაზარი ინსტრუმენტი, თუმცა ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო შესული. ტარიელს ოდნავ უჭირდა. ყლე გამოიღო, ფურთხით ოდნავ დაისველა და განახლებული ძალით მიაწვა. ამჯერად სირი ავთანდილის უკვე სრულიად მოშვებულ სხეულში უპრობლემოდ შესრიალდა. კაცი გრძნობდა, როგორ ეხებოდა მისი ყვერები იმ ყვერებს, რომლებიც ოდესღაც მისი დის გენიტალიებში დაძვრებოდნენ. ამის წარმოდგენაზე მრისხანების კიდევ ერთმა ტალღამ წამოუარა და მოძრაობას აუჩქარა. ავთანდილს საშინლად სტკიოდა. უკვე ოცნებობდა, ნეტავ რომელიმემ თავში ქვა ჩამარტყას და იქვე გამათავოსო, მაგრამ უეცრად ტანში რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ დაუარა. იგრძნო, რომ ტარიელის ყლე მის სხეულში რაღაც ისეთს შეეხო, რისი არსებობაც აქამდე არასდროს შეუმჩნევია. გაღიზიანებული პროსტატის ჯირკვლიდან წამოსულმა იმპულსმა მთელ ტანში დაუარა და თავიდან ფეხებამდე დაჟეჟილი სხეულის ტკივილს შეერწყა.

ტარიელი მოძრაობას აგრძელებდა. უნდოდა, მალე გაეთავებინა, თუმცა ორგაზმი არა და არ უდგებოდა. არადა ცოლთან სექსის დროს გასათავებლად ლამის წუთიც არ სჭირდებოდა, რის შემდეგაც ზიზღნარევი სიამოვნებით გადაბრუნდებოდა და ღრმად იძინებდა ხოლმე. აქ კი საქმე სულ სხვაგვარად იყო. აგერ უკვე, ათი წუთი იყო გასული, რაც ავთანდილს ჟიმავდა, მაგრამ მისი სათესლე ჯირკვლები რეაქციას აგვიანებდნენ. ის ის იყო, გაიფიქრა, „აბა რა იქნება, კაცს ვტყნავ და ვაბშე რანაირად უნდა გავათავოო“, როდესაც იგრძნო, რომ ავთანდილს ყლე ნელ-ნელა გაუმაგრდა. ვერ გამოერკვა. შეიძლებოდა, გაჰკვირვებოდა კიდეც, რომ არა ის მძლავრი ენერგია, რომელიც უეცრად მოაწვა. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ფეხებს შორის ელექტროსადენი შეუერთეს და იქიდან წამოსული მუხტი ნელა, დიამეტრულად ედებოდა მის სხეულს. უცებ გააცნობიერა, რომ ესიამოვნა, თუმცა ეს აზრი გონებაშივე ჩაახშო (როგორ შეიძლებოდა კაცის გაჟიმვა მოსწონებოდა). თუმცა ეს ელექტროშოკის მსგავსი მუხტი არ მთავრდებოდა. პირიქით, უფრო და უფრო ძლიერად ედებოდა მის სხეულს. მთელი ტანი დაუბუჟდა. მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ სულმთლად გაოფლილიყო. უკვე იმპულსურად მოძრაობდა, თავს ვერ აკონტროლებდა. რამდენიმე წამში ელექტროშოკმა ახალი ტალღით იფეთქა და იგრძნო, როგორ გამოხეთქა მისი სხეულიდან ენერგიამ. იმავდროულად ტვინში სისხლის უზარმაზარი ნაკადი მოაწვა – ორგაზმი ისე მძლავრად დატრიალდა მის სხეულში, რომ თავი ვეღარ შეიკავა და აღრიალდა. გარემოს ყველა ხმა დაიხშო გარდა ერთისა. მასთან ერთად ავთანდილიც გმინავდა, ოღონდ ამჯერად არა ტკივილისგან – მათ ერთდროულად გაათავეს.

***

ნესტანს დილაადრიან გამოეღვიძა. პერანგისამარა გავიდა ოთახში. ეგონა, მის გარდა ყველას ეძინა და გაუკვირდა, როდესაც სავარძელში გაუნძრევლად მჯდარ ტარიელს შეეჩეხა. ძმამ თავი ოდნავ მოაბრუნა და დას უემოციო სახით შეხედა. ნესტანს შეეშინდა. ყოველ წამს ელოდა თავდასხმას. დუმდა.

– ჩაი დამისხი – უთხრა ტარიელმა. ნამძინარევმა ნესტანმა მოულოდნელობისგან ვერ გააცნობიერა, რას ეუბნებოდნენ.

– რა?

ამის გაგონებაზე ტარიელი წამოხტა და და დაუღრიალა.

– რა რა? წადი და ჩაი გამიკეთე, შენი ბოზი დედა მოვტყან!

ნესტანს გამეორება აღარ დასჭირვებია, მაშინვე გაიქცა სამზარეულოში. ტარიელი კი ისევ სავარძელში ჩაესვენა, სადაც მთელი ღამე უძილოდ გაეტარებინა. ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა, რა მოხდა. თან დანაშაულის გრძნობა და ზიზღი ერთდროულად ერეოდა, თუმცა ვერც იმ შეგრძნებას ივიწყებდა, წინა ღამეს განიცადა. „ახლა რა უნდა ვქნა?“ – ფიქრობდა. ოჯახის რეპუტაციის აღდგენის პირველი ნახევარი დასრულებული იყო. მეორე ნახევრისთვის კი ჯერ ფული არ ჰქონდა. პლასტიკური ოპერაცია 500 ლარად კეთდებოდა და ამ თანხის შოვნას დრო დასჭირდებოდა. ვინმე ჭკვიანი ადამიანის რჩევა სჭირდებოდა. მამამისი რომ ცოცხალი ყოფილიყო, იცოდა, ბრძნულ დარიგებას აუცილებლად მიიღებდა მისგან, თუმცა მამა დიდი ხანია, გარდაცვლილი ჰყავდა. სწორედ ამ ფიქრებში გართულს მოუვიდა თავში შესანიშნავი აზრი. მას ხომ ჰყავდა მეორე მამა – მამა ტიმოთე – აბა მასზე უფრო ბრძენს ვის ჰკითხავდა რჩევას?! თან კვირა დილა იყო, წირვაზე წავიდოდა და გუშინდელისთვის აღსარებასაც ჩააბარებდა.

უცებ გამოცოცხლდა, წამოდგა. ახლად მოდუღებული ჩაის ფინჯნით ხელში გვერდზე მდგარი ნესტანი ვერც კი შეამჩნია, ისე გავიდა სახლიდან.

წირვა ცხრის ნახევარზე დაიწყო: „სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა… ამინ!“ – წარმოთქვა მღვდელმა და ტარიელმაც სწრაფად გადაიწერა პირჯვარი. ერთი სული ჰქონდა, როდის დამთავრდებოდა ყველაფერი, რომ თავის მოძღვარს დალაპარაკებოდა. ილიაც იქვე იყო, მორჩილად ასრულებდა მსახურებას და ოდნავადაც არ ეტყობოდა, რომ წუხელ ლამის სასიკვდილოდ სცემა ავთანდილი, რომელიც, სავარაუდოდ ჯერ კიდევ იქვე ეგდო, სადაც დატოვეს. სახეზე ჩვეული ქრისტესმიერი სიმშვიდე ეფინა მხოლოდ შიგადაშიგ თუ ისროდა შურიან მზერას მედავითნისკენ.

როგორც იქნა წირვა დამთავრდა. მღვდელმა რაღაც იქადაგა ხორციელი სიამოვნების ამაოების შესახებ. ტარიელმა წამით იეჭვა, რომ მამა ტიმოთემ უკვე ყველაფერი იცოდა გუშინდელის შესახებ. თუმცა არა, ცოტაც და თვითონვე მოუყვებოდა ყველაფერს.

ნახევარი საათის შემდეგ, უკვე დაცარიელებულ ეკლესიაში, ტარიელი საკურთხეველთან იდგა და თავი მღვდლის ანაფორის ქვეშ ჰქონდა შეყოფილი. დაწვრილებით მოუყვა ყველაფერს, მხოლოდ ორგაზმის ამბავი დატოვა საიდუმლოდ.

მღვდელი ყურადღებით უსმენდა. დაამთავრა თუ არა მოყოლა, ანაფორა გადახადა და საუბრის გარეთ გაგრძელება შესთავაზა. იქვე მოწყობილ სატრაპეზოსთან ჩამოსხდნენ,

– შვილო ჩემო, ხომ იცი, ეს საქციელი, სოდომური ცოდვაა.

– ვიცი მამაო, მაგრამ…

– ტარიელ, შენ ბრძენი კაცი ხარ, არაფერი გეშლება. აქამდე ქრისტიანული გზით გივლია და ვიცი, აწიც ქრისტიანულად გააგრძელებ – ტარიელს ეს სიტყვები გულზე მალამოდ დაედო, მღველი კი აგრძელებდა: – ქრისტე კიდევ გვეუბნება, ოჯახი მცირე ეკლესიააო. ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ იმისთვის, რომ ეკლესია მომხდურთაგან დაეცვათ. კლავდნენ იმას, ვინც ჩვენს სიწმინდეებს შეურაცხყოფდა. შენ გუშინ შენს სიწმინდეს, შენს ეკლესიას, შენს ოჯახს იცავდი! მამათმავლობა ცოდვა მაშინაა, როდესაც სიამოვნების მიზნით კეთდება. შენ კი ეს მოვალეობის, პასუხისმგებლობის გამო გააკეთე! იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც შენი ოჯახის წინაშე გაკისრია. ამიტომ, შვილო ჩემო, მე არ შეგინდობ, შენ შესანდობი არაფერი გჭირს, პირიქით!

– მართლა მამაო?

– ღმერთია მოწმე, შვილო ჩემო. ოღონდ ერთი პრობლემა მაინც არის დარჩენილი: შენს დას დიდ ცოდვაში უდგას ფეხი. უნდა გამოვასწოროთ ეს ამბავი.

ტარიელმა თავი დახარა. დარწმუნდა, რომ სწორად მოიქცა, როდესაც მამა ტიმოთესთან მოვიდა რჩევის საკითხავად. მას ყოველთვის შეეძლო ბრძნული რჩევების მოცემა.

– მამაო, 500 ლარი ღირს ოპერაცია.

– ეს ახლა ღირს 500 ლარი, მაგრამ სექტემბრიდან, უწმინდესის ინიციატივით უფასო იქნება.

ტარიელს ცოტა გაუკვირდა. მან ჯერ არ იცოდა ახალი ამბავი. რამდენიმე დღით ადრე ჯანდაცვის სამინისტრომ განიხილა და მიიღო პატრიარქის ინიციტივა, საყოველთავო დაზღვევის პროგრამაში საქალწულე აპკის ოპერაციის ჩამატების შესახებ.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობდა, რომ „ეს ინიციატივა უწმინდესმა წმინდა წერილზე დაყრდნობით და წმინდა სინოდთან შეთანხმებით მიიღო“:

„შეუცდომელი არავინაა“ – თქვა მან. მცირე პაუზის შემდეგ კი დასძინა – „ღმერთის გარდა… ამიტომაც, ჩვენ უნდა მივცეთ შეცდომის გამოსწორების საშუალება იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც რაღაც მომენტში ქრისტეს გზას გადაუხვიეს და ახლა უკან დაბრუნება სწადიათ. ჩვენ ჩვენს მანდილოსნებს ვექცევით ისევე, როგორც თავის დროზე ქრისტე მოექცა მარიამ მაგდალინელს. არავის მივცემთ ქალების შეურაცხყოფის უფლებას. ვინც უცოდველია, ქვა პირველმა იმან ისროლოს“ – აცხადებდა პრესსამსახურის უფროსი.

საპატრიარქოს ინიციატივით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ბაზაში რეგისტრირებულ ნებისმიერ ქალს საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციას დაზღვევა მთლიანად აუნაზღაურებდა. სამინისტროში ამ ინიციატივას ბრძნული უწოდეს და რამდენიმე თვეში მის დანერგვასაც გეგმავდნენ. იმ ქალებს კი, ვინც მეორედ დაუშვებდა ამ შეცდომას, ეკლესია მონაზვნად აღკვეცის გამარტივებულ პროცედურას სთავაზობდა.

სწორედ ამის შესახებ აუწყა მამა ტიმოთემ ტარიელს. ტარიელი სიხარულისგან აღარ იყო. არ იცოდა, მადლობა როგორ გადაეხადა მღვდლისთვის, რომელიც შეჰპირდა, დაზღვევის განახლებული პაკეტი ამოქმედდება თუ არა, ისე ვიზამ, შენი და ერთერთი პირველი აღმოჩნდეს საოპერაციო მაგიდაზეო. ოღონდ იქამდე კიდევ რამდენიმე თვე იყო დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში ნესტანს მძიმედ უნდა ემარხულა და ღვთისმშობლის ხატთან ყოველდღე ას-ასი მეტანია უნდა გაეკეთებინა.

***

დადგა მაისი. დაცხა. ნესტანი პირნათლად ასრულებდა მღვდლის მიერ მისთვის დაკისრებულ სასჯელს. ხანდახან რამდენიმე მეტანიას წაამატებდა კიდეც, მეტი სულიერი სიმტკიცისათვის. ძმას თითქმის ვეღარ ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სახლში ცხოვრობდნენ.

ტარიელი თავისი ოთახიდან იშვიათად თუ გამოდიოდა. ისიც შაბათს საღამოს ლოცვაზე, ან კვირა დილას, წირვაზე დასასწრებად. ჩაიკეტა. მართალია, მღვდლის რჩევამ დანაშაულის შეგრძნება მოაშორა, თუმცა მასში რჩებოდა რაღაც, რაც მოსვენებას არ აძლევდა. განუწყვეტლივ ფიქრობდა იმ ორგაზმზე, რომელიც იმ ღამეს ავთანდილთან განიცადა. ცდილობდა, იგივე ცოლთან გაემეორებინა, თუმცა კვლავინდებურად რამდენიმე წამში ათავებდა. ისედაც უჟმური ხასიათი კიდევ უფრო გაუფუჭდა. ცოლს ყოველდღე ეჩხუბებოდა. ერთხელ გაცოფებულზე მამამისის ნაყიდი ძველი სარკეც კი შემოემტვრა.

ავთანდილის შესახებ კი არაფერი ისმოდა. იმ დღის შემდეგ რაიონიდან გაქრა. ზოგი ამბობდა, თბილისში გადავიდაო, თუმცა ზუსტად არავინ იცოდა, სად ცხოვრობდა.

17 მაისი ახლოვდებოდა, უკვე ერთი წელი სრულდებოდა, რაც პატრიარქმა ეს თარიღი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოავლინა. ქალაქის ქუჩებში მასობრივი წირვა იგეგმებოდა და მთელი ქვეყნიდან იხმობდნენ ხალხს ამ წმინდა დღეზე დასასწრებად.

თექვსმეტში ტარიელს ფრიდონამ დაურეკა:

– გაიგე ბიჭო, თურმე ის პიდარასტები კიდე უნდა გამოვიდნენ ლენინის მოედანზე. მაგათი დედა უნდა მოვტყნათ ხვალ. ხო წამოხვალ თბილისში?

ტარიელს უცნაური ჟინი მოერია, თბილისში ჩასულიყო და ნებისმიერი შემხვედრისთვის, ვინც თვალში არ მოუვიდოდა, თავ-პირი გაეერთიანებინა.

თუმცა უკვე რუსთაველის პროეპექტზე, შავ ანაფორებში გამოწყობილი მღვდლების ირგვლივ შეკრებილ მრევლში გარეულებმა გაიგეს, რომ არანაირი აქცია არ გაიმართებოდა. ტარიელი დანაღვლიანდა. სულ ტყუილად ჩამოვიდა ამხელა გზაზე. ფრიდონას უთხრა, სიგარეტს ვიყიდიო და იქვე, ქაშუეთის ეკლესიასთან გავიდა. თავდახრილი მიდიოდა, ყურადღებას არავის აქცევდა, როდესაც უცებ ვიღაცის ნაცნობი ხმა შემოემა:

– ზდაროვა!

ტარიელმა თავი ასწია. მის წინ ავთანდილი იდგა. ყბები გამთელებოდა. სახეზეც ცემის არანაირი კვალი აღარ ეტყობოდა. თან ისე უყურებდა, თითქოს ცემის კვალთან ერთად მისი ორი თვის წინანდელი ამბავიც წაშლილიყო მისი მეხსიერებიდან.

– ზდაროვა! – უპასუხა ტარიელმა ცივად.

– ამათი დედა მოვტყან ა? ქათმები, დაიმალნენ!

– დედას შევეცი ამათი, როგორ მომრავლდნენ, ბიჭო, ბოლო დროს! – წაიღრინა ტარიელმა.

თავიდან ეგონა, საუბარი მალევე დამთავრდებოდა, მით უმეტეს იმ ამბის შემდეგ, რაც მათ შორის დატრიალდა. უარეს შემთხვევაში კი ავთანდილი რაღაც ხაფანგს უმზადებდა, რომ სამაგიერო გადაეხადა, თუმცა არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ქაშუეთის ეკლესიის ეზოში ჩამოსხდნენ და დაახლოებით ორ საათს ილაპარაკეს ყველაფერზე: ბავშვობის მოგონებიდან დაწყებული, ახალი აღთქმის იგავებით დამთავრებული.

ბოლოს ტარიელმა რესტორანში დალევა შესთავაზა. ოცდაათი ხინკალი, ორი ქაბაბი და ოთხი მწვადი შეუკვეთეს. გვიანობამდე სვამდნენ, არაყს ლუდს აყოლებდნენ და უკვე თორმეტს იყო გადაცილებული როდესაც რესტორნიდან გამოვიდნენ.

– შენნაირი თამადა მეორე მე არ ვიცი! – აღნიშნა უკვე კარგად მთვალმა ავთანდილმა. არც ტარიელი დარჩენია ვალში: – კარგ თამადას კარგი თანამეინახე უნდაო!

– სად რჩები ამაღამ? – დაინტერესდა ავთანდილი.

ტარიელი იმავე დღეს გეგმავდა თბილისში დაბრუნებას, მაგრამ ამ შეხვედრამ ყველა გეგმა აურია. ახლა რომც სდომოდა, დასარჩენი აღასად ჰქონდა. ავთანდილმა ღამის თავისთან გათენება შესთავაზა; სადღაც მშრალ ხიდთან ექირავებინა ერთ ოთახიანი ბინა, სადაც აბაზანა სამზარეულოში იყო მოწყობილი.

ოთახში ბნელოდა. ავთანდილი და ტარიელი ხელის ცეცებით, ბარბაცით შევიდნენ. როგორღაც საწოლასაც მიაგნეს და ერთდროულად, ტანსაცმლის გაუხდელად დაემხნენ ლეიბზე.

ტარიელი ვერ იძინებდა. გულაღმა იწვა და საკუთარი გულის ფეთქვის ხმა ესმოდა. იცოდა, ავთანდილიც ფხიზლად იყო, თუმცა არ იმჩნევდა. ბნელოდა. უცებ ავთანდილი სიბნელეში მის მხარეს შემოტრიალდა. მისი ღრმა სუნთქვა პირდაპირ კისერში ხვდებოდა.

კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა, ერთიანად ცახცახმა აიტანა, ყველა კუნთი დაეძაბა, მერე უცებ ავთანდილისკენ შეტრიალდა, ყელში ზლიერად სწვდა, თავისკენ მოიზიდა და ჩაზასა.

ისევ ერთდროულად გაათავეს.

სიგარეტი მოუნდა. შუქი აანთო, რომ ეპოვა. მოუკიდა. გვერდიგვერდ იწვნენ და ჭერს შესცქეროდნენ. მის სახეს შეხედა, უნდოდა, კარგად დაჰკვირვებოდა. ავთანდილს სახეზე ოდნავ შესამჩნევი ტანჯვა ეტყობოდა. რაღაც აწუხებდა. ტარიელი უყურებდა და ხვდებოდა, რომ მის დასამშვიდებლად რამე უნდა მოემოქმედა. ტანით ოდნავ მისკენ მიტრიალდა მარჯვენა ხელი თავქვეშ ამოიდო, სიგარეტს მოქაჩა და უჩურჩულა:

-ნუ გეშინია, არ გაგიბაზრებ.

– ძმა ხარ.

დატოვე კომენტარი