ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


დატოვე კომენტარი

ნუ გეშინია, არ გაგიბაზრებ


Post

ეს მოთხრობა ერთმა ნაცნობმა გამომიგზავნა და ბლოგზე დადება მთხოვა. ანონიმურობას ინარჩუნებს და მხოლოდ ფსევდონიმს გეტყვით: სულიკო დარიანი. ეს არის მოთხრობა და ყოველგვარი კავშირი რეალობასთან, არის დამთხვევა.

– მითხარი ძალა იხმარა? მე მაგის დედას მოვტყნავ! – გაცოფებული ტარიელი მთელ ხმაზე ღრიალებდა და ოთახში ადგილს ვერ პოულობდა. ალკოჰოლისგან დასიებული სახე ყვირილისგან კიდევ უფრო დასწითლებოდა და დამანჭვოდა, იმავე ალკოჰოლისგან დადებული კარგა მოზრდილი ღიპიკი გახშირებული სუნთქვისას შესამჩნევად აუდ-ჩაუდიოდა – გეუბნები, მითხარი მეთქი, ხომ იცი, მაინც გავიგებ და დედას მოვუტყნავ მაგ ყლისშვილს, მაგას! – აგრძელებდა ყვირილს – ძალა იხმარა ხო? გოგო, როცა გელაპარაკები, ამომხედე მეთქი, ძალა იხმარა ხო? მითხარი, გაგაუპატიურა?

ნესტანი ხვდებოდა, რომ არ ეპასუხა, ცოტაც და, გამორიცხული არ იყო, ძმის უზარმაზარი ხელი სახეში მოხვედროდა, მაგრამ ტირილისგან ხმას ვერ იღებდა. კედელთან მდგარ ძველ, გაცვეთილ დივანზე სამად მოკუნტული იჯდა, სახეში ხელები ჩაერგო და სლუკუნებდა. ტარიელი კი ჯიუტად განაგრძობდა:

– გოგო, გეუბნები, მითხარი მეთქი, ძალა იხმარა ხო? ჯერ მაგას მოვუტყნავ დედის ტრაკს და მერე შენც მოგხედავ.

სინამდვილეში ძალადობა არაფერ შუაში იყო და ამას ტარიელიც ძალიან კარგად ხვდებოდა. უბრალოდ, მამაკაცური (თან, მით უმეტეს, ძმის) თავმოყვარეობა უფლებას არ აძლევდა ეფიქრა, რომ მისი და თავისი ნებით დაწვა კაცთან. ნესტანი მასზე 15 წლთ უმცროსი იყო და როგორც უფროსი ძმა, ყოველთვის ფიქრობდა, რომ მასზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული. მამის სიკვდილის შემდეგ კი ძმობასთან ერთად მამის როლიც წარმატებით მოირგო. თბილისიდან ორმოცდაათიოდე კილომეტრით დაშორებულ მომცრო დასახლებაში მათი ეს და-ძმობა სამაგალითოდ მიიჩნეოდა. Continue reading