აღარ დავიწყებ წუწუნს იმაზე, თუ რატომ არ ვწერ ბლოგზე უწინდელივით ხშირად. არადა საწერი ახლა რომ მაქვს, ისე უნდა. გთხოვთ, დამაძალოთ. ან არა, რა სისულელეა, რატომ უნდა დამაძალოთ: ერთია, როცა საწერი გაქვს და მეორე – რამდენად გეწერინება. მოკლედ, ამ პოსტში (რომელიც, ვიმედოვნებ, არ გაიწელება) ორიოდ სიტყვით გესაუბრებით საყვარელი ანიმაციების შესახებ, რომლებიც ზოგჯერ ფილმებზე მეტს ამბობს.
The Undertaker (The Backwater Gospel) – მესაფლავე არის ერთ-ერთი ძალიან შთამბეჭდავი და რეალისტური ანიმაცია. თან თავისი ვიზუალური ხელწერა აქვს, რაც სათქმელს კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩენს.