ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

Sex and Opera

18 Comments


73962839ოპერა – ვისთვის კივილ–წივლი და ვისთვის ვოკალური განვითარების პიკი – აგერ უკვე 400 წელია არსებობს. მიუხედავად როკის, პოპის, ჯაზის და ა.შ. პოპულარობისა ოპერა მაინც ცოცხალია და მაინც ჰყავს მსმენელი. მან იმდენი მოახერხა, რომ საოპერო თეატრში შესვლისას ყველა უფრო მოწიწებით და თავშეკავებულად იქცევა, ვიდრე სხვაგან!

მიუხედავად ამისა, დღევანდელი ოპერა მაინც ვერ გაექცა სერიოზულ, ზოგჯერ ძირფესვიან გარდაქმნას. მაგალითად, ნელ–ნელა ხმარებიდან გამოდის სუფლიორის ინსტიტუტი. თანამედროვე დადგმებში (მათ შორის, საქართველოშიც) მოკარნახეს იშვიათად იყენებენ. არტისტულ მხარეს დიდი უპირატესობა მიენიჭა. დაიწყო კარუზომ, გააგრძელა და დააკანონა კალასმა და მის მერე აგრძელებს და აგრძელებს ყველა… 🙂

ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ცხოვრება უფრო და უფრო სწრაფად ვითარდება, რეალობისგან აცდენას უკვე აღარავინ პატიობს. ახლა XXI საუკუნეა და იგი თავის რეალობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ოპერაში სექსის სცენები.

წინა პლანზე გადმოვიდა:

  • მხატვრული თამაში
  • სიტუაცია მაქსიმალურად ახლო რეალობასთან
  • თამაში, რომელიც ზოგჯერ მუსიკას ფარავს (კალასი ამას უნიკალურ ბალასზე 50/50 იცავდა)

შედეგად მივიღეთ საოპერო მომღერალი სექს სიმბოლოები ანუ ყურსაც რომ გაუხარდება და თვალსაც. როგორც ყველგან, ზღვარის დაცვა აქაც ძნელია.

ANvioletta4-360

ანა ნეტრებკო ვიოლეტას როლში, "ტრავიატა"

ეს ანა ნეტრებკოა, რუსი საოპერო დივა, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ–ერთი წამყვანი სოპრანოა. მას საოპერო სცენის კონკიასაც ეძახიან: “ვიცე–მის ყუბანი” მარინის თეატრში სცენის დამლაგებლად მუშაობდა. ერთხელაც მისი ღიღინი ჭკვიანმა ადამიანებმა შენიშნეს და მელომანებმაც გაიხარეს 🙂 პირადად მე ზოგიერთ ვულგარლ გამონაკლისს ვემხრობი, ოღონდ ორი პირობით: მუსიკა არ უნდა დამახინჯდეს და გახდილი მომღერალი სასიამოვნო შესახედი უნდა იყოს. ანა კი ორივეს აკმაყოფილებს! 😀 (ოპერა “მანონი”, კომოზიტორი – ჟულიე მასნე, ანა ნეტრებკო და როლანდო ვილაზონი)

 

აქ კი ჩვენი ანა სახელგანთქმულ ტენორ რობერტო ალანიასთან ცელქობს 🙂 ისევ ოპერა “მანონი”.

სხვათა შორის, ალანიას, რომელიც ერთი პერიოდი ძალიან “ბლატნოი” ტენორად ითვლებოდა და პავაროტის მემკვიდრედ მოიხსენიებდნენ, ლა სკალაში მაგრად გააბანძეს და სტვენა აუტეხეს. რადამესის როლის შესრულებისას ვერდის ოპერა “აიდას” პირველ მოქმედებაში მილანელმა მაყურებელმა ალანიას შესრულება დაუწუნა და “ბუუუ” აუტეხა. ტენორმაც იწყინა ეს ჟესტი და შუა ოპერიდან გაბრაზებული გაიქცა, დატოვა პარტნიორი ხახამშრალი. ეს არ აპატიეს თავნება ალანიას და ლა სკალადან გარიცხეს, ვოტ! აი, ვიდეოც

მოკლედ, ბევრი რომ არ ვიბაზრო, ჯერ ამაზე დააფრქვიეთ აზრები და მერე კიდევ მაქვს გადანახული საოპერო მარგალიტები 😉

18 thoughts on “Sex and Opera

  1. moklet ar davmalav da ar miyvars mTlad gatanamedrovebuli operebi. seqsebi meqsebi ar madardebs. magistvis ae davdivar operashi!

    • გეთანხმები, მაგრამ თანამედროვე საზოგადოება მოითხოვს ყველაფრის რეალისტურ ასახვას და ამიტომაცაა ეგრე.
      ყველაფერი მაინც გემოვნებიანად გაკეთებაზეა დამოკიდებული, მე თუ მკითხავ.

  2. ახლა ოპერაშიც დამაწყებინეთ სიარული 🙂

    • ერთად, ერთად ვიაროთ 😉

      • ჰო მაგრამ, მაგ დადგმის საქართველოში ჩამოტანის შანსი არის 0-ს ქვემოთ.
        ერთხელ რობიკო სტურუამ დადგა ოპერა შუშანიკზე, სადაც ასტამის გამოჩენა არ აპატიეს და ძუძუს გამოჩენას ქართული სცენა ნამდვილად ვერ აიტანს.

        • საქართველოში ამის დადგმის არც ისეთი ცოტა შანსია. მთავარია, სცენაზე ნაკლები მტვერი იყოს და ორკესტრიც კარგად უკრავდეს. აი ჩვენს ორკესტრს თუ გაუშვებენ სადმე გერმანიაში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად (იმ 2 წლის განმავლობაში, როცა ოპერა რემონტში იქნება), მერე ნაღდად გვაქვს შანსი.
          რაც შეეხება შუშანიკს, ეგ არის წმინდანი და ამიტომაც იყო ასეთი ამბავი. თორემ ახლა რაც თეატრში გახდა-გამოხდაა… 🙂
          მეორე საქმეა: ეს საქმე უნდა ითავონ იმათ, ვინც უცხოეთში წარმატებულად მღერიან. მარტო პაატა ვერ გაწვდება ყველას.

  3. ჰმმ… საინტერესო იქნება ოპერაში სექსის სცენები : P

  4. vah
    rasaintereso iqneba amis yureba 😀 da mosmena
    kiara chventan albat es gardaqmna zaan gvian moxdeba :))))))

    • ჯერ ქართველი მსმენელი უნდა მივიდეს იმ დონემდე, რომ ოპერის დროს უადგილო ადგილას ტაში არ უნდა დაუკრას.
      2008 წელს რომ სპორტის სასახლეში ვერდის ”რეკვიემი” აჟღერდა, გული კინაღამ გამისკდა ინტერვალებში რომ ხალხი ტაშს უკრავდა. რეკვიემის დროს ინტერვალებში ხმის ამოღებაც არ შეიძლება, ტაშის დაკვრაზე ხომ საუბარი ზედმეტია!!!!
      ამის მერე რა უნდა ვილაპარაკო 😐

  5. სექსი სცენები არ ვიცი და ზოგადად ოპერის მომღერალი რომ მსუქანი ფიგურით წარმოუდგენიათ, ეგ ნაღდია.. სხვათაშორის მეც ეგრე მეგონა ადრე 😀

    ხო, რას ვამბობდი.. ზომიერება… და ყველაფერი მისაღები იქნება ალბათ : )

    • :ჩახველება: კორექბა, ოპერის მომღერალი მსუქანი რომ უნდა იყოს, ეგ მითი კალასმა დაანგრია თავის დროზე. თუ შენ პუტკუნა პავაროტი გაქვს მხედველობაში, ეგ სხვა თემაა: იგი ღადაობდა თავისი წონით. ნუ მოკლედ… გმადლობ 🙂

  6. აჰ, ჩვენი ოპერისა და ბალეთის თეატრის ორკესტრიც არ მოგწონს? :ჰმ:

    • “აიდას” პრემიერაზე, მე2 აქტში რომ მარშია, იქ საყვირმა ორჯერ ისე დაასლოკინა, რომ დირიჟორი პულტიდან კინაღამ გადმოვარდა.
      შენიშვნა, დირიჟორი ვერდის სამშობლოდან იყო 🙂

Leave a reply to zurriuss კომენტარის გაუქმება