ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


44 Comments

ფოტოკოლაჟი: მსოფლიოს ყველაზე მაგარი საშობაო ნაძვის ხეები


მოდის ახალი წელი, მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ცას ვერა და ვერ გავაბედინეთ თოვლის თუნდაც ერთი ფიფქი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აენთო წვრილ–წვრილი თვალისმომჭრელი განათება და, რა თქმა უნდა, დაიდგა ნაძვის ხე. ამ ფოტოკოლაჟში ყველაზე შთამბეჭდავ ნაძვის ხეებს მოვუყარე თავი. ზოგი მათგანი წლევანდელია, ზოგიც წინა წლების. დიზაინტერთა გაფორმება, გემოვნება და შეფასება თქვენთვის მომინდია 😉

ნიუ იორკში, ტრადიციულად Rockefeller Center-ში ასეთ ფერებში გაწყობილ ნაძვის ხეს დგამენ. სწორედ ამ ადგილას აუსრულდება ყველასათვის საყვარელი ფილმის “მარტო სახლშის” გმირ კევინს საშობაო სურვილი.

Continue reading


15 Comments

ფოტოკოლაჟი: გუმბათები


გუმბათი – წრიული ფორმის თაღი, რომელიც რკალებისაგან შედგება და სფეროს ნახევრის მოცულობა აქვს.

გუმბათი – ადამიანის მიერ შექმნილი ცის ანალოგი დედამიწაზე.

გუმბათი – არქიტექტურული მოძღვრების მწვერვალი.

გუმბათი – გზა ღმერთთან.

პანთეონი (რომი, იტალია)

უძველესი გუმბათი 117–128 წლებში აიგო და იგი რომის პანთეონს დაედგა თავზე. მსოფლიოს ყველა ღმერთის სახელობის ტაძარს (რომაელები არ შემოიფარგნენ მხოლოდ თავისი ღმერთებით) ერთ–ერთი უდიდესი გუმბათი ამშვენებს.

Pantheon_rome_2005may

პანთეონის გარე ხედი

Continue reading