ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


7 Comments

Humans Of Tbilisi


გაზეთების გამყიდველი რუსთაველზე

ახალი და, დღევანდელი გაგებით, ნორმალური ტელეფონი ნოემბერში ვიყიდე. Samsung Galaxy S4 Mini. დაიწყო აპლიკაციების ეპოქა, ქალაქში ბოდიალი და ყველაფრისთვის სურათის გადაღება. ამდენ ბოდიალში ნელ-ნელა ინსტაგრამსაც მოვუძებნე ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო გამოყენება და აგერ საბაბიც მომეცა პოსტის დასაწერად 🙂

ასე წამოვიწყე #HumansOfTbilisi (თბილისის ხალხი) ჰეშტეგ ფოტოგრაფია, რომლითაც ვნიშნავ ყველას, ვინც თბილისში გადავიღე. მინდა, შევქმნა თბილისში მცხოვრებთა ერთგვარი სახე მობაილ ფოტოგრაფიაში. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი ტიპაში უნდა დავაფიქსირო, რომ მეტნაკლებად ყოვლისმომცველი სურათი მივიღო, მაგრამ არსად მეჩქარება.

აქვე იმასაც დავძენ, რომ რაიმე დიდსა და გრანდიოზულზე პრეტენზია არა მაქვს, მაგალითად, ფოტოხელოვანობაზე. თუმცა ვთვლი, რომ ინსტაგრამის კარგი გამომყენებელი ვარ. შემდგ პოსტში ჩემს მეორე ინსტაგრამ გატაცებაზე, თბილისის არქიტექტურაზე გიამბობთ.

პ.ს. ვისაც ფოტოკოლაჟი მოგეწონებათ, შეგიძლიათ, მიპოვოთ ინსტაგრამზე: zurriuss

ქალი გვის ოპერის გასწვრივ რომ კოსწიუმები ქირავდება, იმ შენობაში 🙂

ბებო ექსპრეს ფეის აპარატთან. ჭავჭავაძის გამზ.

აკორდეონზე დამკვრელი, ვაგზალზე გადასასვლელი ხიდი.

სკოლის მოსწავლეები, რუსთაველის გამზ.

მხატვრები. ზემელი.

მოხუცი, რომელიც მათხოვრობს. ვაგზალზე გადასასვლელი ხიდი.

საქსოფონისტი ღვინის მაღაზიის წინ. ლესელიძის ქუჩა.

ბიჟუტერიით მოვაჭრე. მეტრო მარჯანიშვილის შესასვლელი.

წვრილმანებით მოვაჭრე ბებო. დინამოს ბაზრობა.

მწვანილებით მოვაჭრე. დინამოს ბაზრობა.

8 მარტი. დინამოს ბაზროა

წვრილმანებით მოვაჭრე. ცირკის მიმდებარე ტერიტორია.

ეს ფოტო ვაკეში გადავიღე. უაქცენტოდ საუბრობდნენ ინგლისურად და უცხოელები მეგონნენ.

მეტეხის უბანში მდებარე სასტუმროს თუ კაფეს ფანჯარაში.

მხატვარი ქალი. ზემელი.

Advertisements


11 Comments

რეალობა, რომელიც გვაკლია


მიმავიწყდით?… არა 🙂

უბრალოდ, რაღაც რაღაცებს ვხარშავ(დი) ტვინში. დღეს დილით ბოროტი ვიყავი, ახლა მინდა, კეთილი გავხდე, როგორც დიდი ხნით დიდი ხნის წინ. ჯერ ვერ გადამიწყვეტია და რაიმე სახის რჩევა ახლა ნამდვილად არ არის საჭირო. ორივეს მხარეს ვყოფილვარ და ამ საკითხში აქეთ დავაკვალიანებ სხვას. ვყოფილვარ მსუქანიც და გამხდარიც, აქაც საკუთარი გამოცდილებები მაქვს და ორივეს ბენებიტებს მოგახსენებთ, თუკი რამეში გამოგადგებათ…

Continue reading


9 Comments

ფოტოკოლაჟი: ტალახის საოცრება


ამ გადარბენის ჟამს დავრწმუნდი, რაოდენ ყოვლისშემძლეა ბლოგის Draft–ი 🙂

დღევანდელი თემა ისევ ფოტოკოლაჟია. გადავქექე ალბომები და ახლა აფრიკაში გადავინაცვლოთ, მალის რესპუბლიკაში. ეს ჯენის მეჩეთია, რომელიც ქალაქ ჯენეში დაახლოებით მე-13 საუკუნეში აიგო. თვითონ ჯენე ქრისტეშობამდე მესმე საუკუნიდან არსებობს და კონტინენტის ამ რეგიონის უძველესი ქალაქია. მთავარი მახასიათებელი, რის გამოც ჯენეს ნაგებობა უნიკალურად ითვლება, არის მასალა – ტალახი. დიახ, მთელი შენობა მხოლოდ მოზელილი ტალახისგანაა შექმნილი, რის გამოც ჯენის მეჩეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტალახის ნაგებობაა. მეტიც, ჯენეს ყველა ნაგებობა, ყველა სახლი, ტალახისგანაა შექმნილი.

ტალახის არქიტექტურა ჯენეს მკვიდრთათვის შორეული წარსულიდანაა ცნობილი და თაობებს გადაეცემა. პრინციპი უცვლელია: მზეზე გამომშრალ ტალახის აგურებს ერთმანეთზე ალაგებენ და ტალახითვე ლესავენ. კედლებს ყოველ წელს შეაკეთებენ, რათა წვიმის სეზონისაგან დაზიანებული ადგილები ამოავსონ. რაც შეეხება ტალახს, იგი მხოლოდ მიწისა და წყლის ნაზავი არ არის. მასში შერეულია როგორც თივა, ისე ნაკელიც.

ჯენეს მეჩეთის მშენებლობა მეცამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. ნაგებობა რამდენჯერმე დაინგრა და ხელახლა აიგო, რისი ძირითადი მიზეზიც წვიმა გახდა. ვინაიდან აფრიკაში ეს არც თუ ხშირი მოვლენაა,  ჯენეს მეჩეთი მხოლოდ რამდენჯერმე განახლდა. მისი დღევანდელი სახე 1907 წელს შეიქმნა. 1988 წლიდან მეჩეთი UNESCO-ს სიაშია შესული.

ძველი მეჩეთის ნანგრევები

პირველი წყაროების მიხედვით, როცა სულთანი კუნბურუ გახდა მუსულმანი, მან საკუთარი სასახლე დაანგრევინა და მის ადგილას აღნიშნული მეჩეთი აგებინა. 1834–1836 წლებში სეკუ ამადუმ, ფულელმა ლიდერმა და ჯიჰადის ერთ–ერთმა ინიციატორმა, ახალი, უფრო განიერი მეჩეთი ააშენებინა, რომელიც წინა ნაგებობიდან სამხრეთით იდგა. ამ უკანასკნელს არ ჰქონდა ის კოშკები, რომლებიც მანამდე არსებულ მეჩეთს გააჩნდა.

ჯენეს დიდი მეჩეთი, აქაური არქიტექტურის თანახმად, მზეზე გამშრალი ტალახის აგურებითაა აშენებული და ტალახითვე გალესილი. შენობის ფუძე 75-მეტრიანი კვადრატია და ტალახის ერთგვარ პლატფორმაზე დგას. მეჩეთის სიმაღლე 3 მეტრია და შიგ 6 კიბეა. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. გარეთა კედლები ერთმანეთს პერპენდიკულარულად არ ეხება, რაც შენობას ტრაპეციის ფორმას აძლევს. მთავარი სალოცავი  3 მეტრის სისქის კედელი, იგივე ქიბლა, აღმოსავლეთით, მექასკენ არის მიმართული. მლოცველთა დარბაზი მართკუთხოვანი ფორმისაა, 26/50 მეტრზე. ტაძრის სქელი კედლები დღის სინათლეზე გამოყოფილ სითბოს შთანთქავენ. საღამოთი კი ნაგებობის სახურავზე ამოჭრილ 104 ხვრელს თიხის ხუფს ხსნიან და იქიდან ამოსული სითბო ტაძარში ტემპერატურას დაბლა წევს.

წვიმისაგან დაზიანებულ მეჩეთს კედლებში დატანებული პალმის ფიცრების დახმარებით არემონტებენ.  ეს ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ ხდება. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ტაძარი კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს. მთავარი კი მზე, მარჯვე ხელები და ჯენეს ტრადიციული ტალახია. Continue reading


18 Comments

ფოტოკოლაჟი: თბილისობა 2008


როცა ამ ფოტოებს ვიღებდი, მაშინ WordPress–ის შესახებ არაფერი ვიცოდი და Blogger–ზე ვხლაფორთობდი რაღაც–რაღაცებს.  ერთხელაც, 2008 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში “თბილისობა” დადგა. მეც, მეტი რომ არაფერი მქონდა საქმე, რიყესკენ გავემართესურათების გადასაღებად. მაშინ ჯერ კიდევ მერიდებოდა ე.წ. თამამი გადაღება ანუ ადამიანებისათვის კამერის (შემს შემთხვევაში მობილურის) მიშვერა.

ამ სურათებს რომ გადავხედე, საჭიროდ ჩავთვალე, აქ გამომეჭენებინა. ვისაც ფოტოგრაფიისა გაგეგებათ, მირჩიეთ რამე 🙂

"თბილისობა" ჩემთვის შიშხინა მწვადით დაიწყო, მაგრამ არ მიჭამია. სად მქონდა მაგის 7 ლარი? 😀

Continue reading


35 Comments

“რაღაცნაირი” ბორჯომ-ბაკურიანი (ფოტოკოლაჟი)


2010 წელი ჩემთვის “რაღაცნაირი” მოგზაურობებით დაიწყო. ჯერ “რაღაცნაირი” ბათუმი იყო, სადაც ვერ გავიგე, როგორი ატმოსფერო სუფევდა. მერე ბაკურიანში ვიყავი და თოვლმა უარი გვითხრა მოსვლაზე. ბებერ ახალ წელსაც იქ შევხვდით. ისე, ძალიან მწყდება გული, რომ ამ დღესასწაულს ნელ-ნელა გაუფერულება დაეწყო. რუსები კი ნამდვილად გვჯობნიან ამაში და Стары Новый Год-ს ისეთივე ზარზეიმით აღნიშნავენ. არ გვინდა ამაზე…

არა, კი ვიმხიარულეთ: “ნატახტარის” აქციაში მივიღეთ მონაწილეობა, “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2”-ს ვუყურეთ, ბორანზე ვიკატავეთ, მაგრამ…

12 იანვრიდან ველოდებოდით, როდის გათოვდებოდა და ბაკურიანი თავის ბუთქუნა საბურველში გაეხვეოდა. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც იქ მოთოვა. ეგ კი არა და ყინვაც -1 გრადუსი ძლივს იყო ღამით. სასრიალოებს თოვლი ნელ-ნელა შემოეცალა და ტალახისფერი დაედო. ყველა ამბობდა, რომ ასეთი “რაღაცნაირი” ბაკურიანი ჯერ არ ახსოვთ. ვინაიდან და რადგანაც ტალახი ქუთაისშიც ბლომად გვაქვს და თანაც უფასოდ, გუდა-ნაბადი ავიკარით და სახლში დავბრუნდით.

გზად ბორჯომშიც გავიარეთ. მაინტერესებდა, რა გააკეთეს, რა შეცვალეს (თორე გაუკეთებელი მქონდა ნანახი :P). მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი იყო, ასეთ “რაღაცნაირ” ბორჯომს არ მოველოდი. არემარეს დავაკვირდი და მერე დავრწმუნდი, რომ

საქართველოში არის ისეთი ადგილები, რომლებიც წელიწადის ერთ დროს ბობოქრობენ, დანარჩენს კი სიმკვდარეში ატარებენ.

მეტს აღარ გავაგრძელებ, დანარჩენს და უფრო ობიექტურად ეს ფოტოკოლაჟი მოგიყვებათ 😉

ეს ბაკურიანია. არ ჰგავს, მაგრამ მაინც 🙂

Continue reading