ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


4 Comments

სწორად დასმული აქცენტები


პოსტი პიარსკოლის ბლოგიდან 😉

ამ პოსტში წარმოგიდგენთ კარგ და ცუდ სარეკლამო რგოლებს. უფრო სწორედ, ესთეტიკურ და არაესთეტიკურ რეკლამებს. როგორ შეიძლება ისეთმა წარმატებულმა ფირმამ, როგორიც Toyota-ა, გამოიწვიოს უკმაყოფილება და ისეთმა სკანდალურმა და კონფლიქტურმა თემამ, როგორიც რელიგიაა – თანაგრძნობა და დადებითი ემოცია? საქმე სარეკლამო რგოლშია, რომელიც “ფუთავს” მას და გარკვეული სახით აწვდის მომხმარებელს.

ამ შემთხვევაში Toyota-მ თავისი კამრის 2009 წლის მოდელის ახალ, გარეშე ხმაურის შემამცირებელ ინტერიერზე გაამახვილა ყურადღება. თუ როგორ, ამას ვიდეოში თავად ნახავთ:

როგორც ხედავთ, რეკლამაში ზღვარგადასული აგრესიაა. ჰოლივუდურ ფილმებში, რა თქმა უნდა, ამაზე მეტიც გვინახავს, მაგრამ აქ სრულიად სხვა კონტექსტია. აღნიშნულ ვიდეოში წარმოდგენილია ორი სრულიად საპირისპირო განცდა: ტკივილი და სიამოვნება. როდესაც ქუჩაში ადამიანს კლავენ, მეორე, – პოტენციური მშველელი, – “სნიკერსს” მიირთმევს და სიამოვნებით ტკბება. საერთო ჯამში იქმნება შთაბეჭდილება, რომ Toyota–ს მძღოლი იღებს სიამოვნებას იმისგან, რაც არ ესმის. ამ შემთხვევაში კი მას კაცის მკვლელობის ხმა არ ესმის, რომლის მონაწილეც, ნებით თუ უნებლიედ, თავადაც გახდა. Continue reading


16 Comments

პიარი და ასრულებული ოცნება


ეს პოსტი პიარსკოლის ბლოგზე დავწერე და გადავწყვიტე, რატომაც არა! აქაც გადმოვიტან 😉

პიარზე უნდა დავწერო. სულ მინდოდა, როგორღაც დამეკავშირებინა ჩემი “საბლოგერო კარიერა” ამ სფეროსთან. ბოლო დროს ნელ–ნელა აღმოვაჩინე და გავაცნობიერე, რომ ყველა თანამედროვე და ძალზე ცნობილი პიროვნების, მოვლენისა თუ გადაწყვეტილების (მოკლედ, ყველაფრის) უკან დგას ის, რაც ჯერ ყველასთვის ხილული არ არის. ეს პიარია.

როდესაც კინოვარსკვლავი საჯარო გამოსვლისას თავის ჰალსტუხს მოიხსნის (მაგალითი გამოგონილია) და განაცხადებს, რომ ამ ნივთის ფასად 100 ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ გამოიკვებებოდა და თვალცრემლიანი ჰალსტუხს აუქციონზე გაიტანს, ესეც პიარია. წინასწარ დაგეგმილი და აუდიტორიის კეთილგანწყობაზე გათვლილი პიარი. ამ კინოვარსკვლავის იმიჯმეიკერები დიდხანს იფიქრებდნენ, თუ მისი რომელი ნივთი გამხდარიყო “ქველმოქმედების მსხვერპლი”.

დღეს პიარი – ეს ჩემთვის ახალი აღმოჩენა, – უფრო და უფრო იკრებს ძალებს და მასაზე ზემოქმედების არეალსაც ზრდის. როცორც დადებით, ისე უარყოფით კონტექსტში. მე დადებითზე ვისაუბრებ, რადგან არ მინდა, თავიდანვე ცუდით დავიწყო. საერთოდ, ცუდისა და კარგის გარჩევა, ეს სხვა თემაა და ახლა მაგაზე ფიქრით ნერვებს არ მოგიშლით 🙂

ამ თემაზე ადრეც დავწერე:

ვინ იყო სიუზენ ბოილი თუნდაც შარშან ამ დროს? – შოტლანდიის ერთ–ერთი გაუთლელი სოფლელი.

ვინ არის სიუზენ ბოილი დღეს? – მსოფლიოში თუ არა, ევროპასა და აშშ–ში საყოველთაოდ ცნობილი მომღერალი.

მისი დებიუტი შოუში Britain’s Got Talent შედგა. “მე ვარ 47 წლის, მაგრამ ისევ ფორმაში ვარ. რა, არ მეტყობა? 😀 მინდა, ვიმღერო I Dreamed A Dream”. ხალხს სიცილი აუტყდა. როგორ შეიძლებოდა ამ ხნის ქალს, რომელიც პროვინციული აქცენტით საუბრობდა, მოეხდინა სასწაული და კრიტიკულად განწყობილი აუდიტორიის სიმპათია მოეპოვებინა? ძალიან უბრალოდ: პირველივე ფრაზიდან, პირველივე ბგერებიდან “I dreamed a dream…” სიუზენ ბოილის “dream”-მა ასრულება დაიწყო. იგი უკვე იმ წუთებშივე ვარსკვლავი გახდა. ჯერ იმ დარბაზში, შემდეგ კი, YouTube–ის წყალობით, მთელს მსოფლიოში.

დაუჯერებელ ამბავს, რომელიც 47 წლის ქალს თავს გადახდა კონკიას ისტორია აქვს. შეუხედავი ქალბატონი დღეს გაცილებით უკეთ გამოიყურება, გაცილებით ძვირადღირებულ და მოდურ ტანსაცმელს იცვამს და უკვე საკუთარი ალბომიც გამოუშვა. ლეგენდა კი ასეთია: შუა ხნის სოფლელ კონკიას ოცნება აუსრულდა და მუსიკალურ გენიად იქცა. ამ ლეგენდის შექმნაში, ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში კი, რა თქმა უნდა, პიარის მძლავრი მანქანა მუშაობს. ვინაიდან და რადგანაც, ლეგენდა ნამდვილია, ახლა მთავარია მისი კარგად და გემოვნებიანად შეფუთვა და ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა.

მგონი, ყველაფერი ნათელი იქნება, როცა ამ ორ ვიდეოს დააკვირდებით: ერთი არის სიუზან ბოილის პირველი გამოსვლა, ასე ვთქვათ, გარდაქმნამდე (სიმღერა – I Dreamed A Dream); მეორე კი უკვე აღიარების შემდეგ… (Wild Horses) მე კი წარმატებებს გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც 😉