ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


6 Comments

სასირეთი (გაგრძელება)


არ მჯერა, რომ პოსტების წერას მივუბრუნდი. არა, როგორ არ მჯერა, უბრალოდ, სიხარულს ხომ ამ სიტყვებით გამოვხატავთ ხოლმე. 🙂 აი, ოთხი წლის წინ კი, როცა ამ პოსტს ვწერდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ნაგვის თემას კიდევ შევეხებოდი. მაშინ ნაციონალები მართავდნენ ქვეყანას (რაღაც დინასტიურად კი ჟღერს, მაგრამ ახლა შევეშვები) და ყველაფერი ცუდი მაგათი ბრალი იყო. ახლა კი, ყველაფერი “ოცნების” ბრალია. იმიტომ, რომ ისინი არიან ვალდებულნი, ქვეყანა მოაწესრიგონ.

რა თქმა უნდა. ხელისუფლება, ვალდებულია, იზრუნოს:

  • ქვეყნის დაცვაზე
  • კრიმინალის დონის შემცირებაზე
  • სოციალურ საკითხზებზე
  • ადამიანთა უფლებებზე და ა.შ.

მაგრამ სახელმწიფომ რა გაგიკეთოს, როცა შენ, ერთი მხრივ, დემოკრატიის პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვ, უმუშევრობაზე ჩივი და ამ დროს, შენი საქციელით ნათლად ასახავ იმას, რომ ზუსტად იქ ხარ, სადაც ყოფნასაც იმსახურებ.

თავისუფლებაზე, პუშკინის სკვერის მიწისქვეშა გადასასვლელში

თავისუფლებაზე, პუშკინის სკვერის მიწისქვეშა გადასასვლელში

Continue reading

Advertisements


24 Comments

ჩემი 5 ოცნება


არ დამიწყოთ, არასდროს მიოცნებიაო!!! მოკლედ, უტვინომ გულში დამთაგა, რომელიც არავის დაუთაგავს, და მეც დამერთო ნება, აღნიშნული თამაში გამეგრძელებინა 🙂

რახან ოცნებაა, მეც ბოლომდე გავაჯაზებ:

  1. Teatro Alla Scala ანუ მილანის ლა–სკალას საოპერო თეატრი, საოპერო სამყაროს “მექა”! აქ მინდა, ვიმღერო. ვინაიდან ხმა, ასე თუ ისე, მაქვს, რა ვიცი… ეგებ ოდესმე გამომივიდეს რამე. ვერდის რომელიმე ოპერა, მაგალითად, “ტრუბადური” მისწრება იქნებოდა ჩემთვის. ჩავაღიღინებდი მანრიკოს “Di Quella Pira!…”–ს 🙂teatro
  2. მინდა, რომ ცნობილი მხატვარი გამოვიდე. აქედან მქონდეს ბევრი ფული: ანუ თან ჩემი ნახატები ჭკუას აკარგვინებდნენ მნახველებს, თან მეც ჭკუას ვკარგავდე მუშაობის პროცესში. არ მინდა დაუმსახურებელი არც ერთი გროში! მინდა ასევე გავაფორმო თეატრალური და, ზოგადად, მხატვრული პერფორმანსები.Copy of La Traviata
  3. მინდა, ყველა ადამიანი მიხვდეს და იწამოს ღვთის არსებობა. მიხვდეს, რომ სამყაროს ცენტრი მზე კი არა, მზის შემქმნელია. ცოტა ძნელია ყოველივე ამის XXI საუკუნეში გაცნობიერება და, მით უმეტეს, რწმენა. ზოგიერთს ჰგონია, რომ ღმერთი ადამიანის ფანატიკოსური ბუნების ნაწილია, რომელიც ისტორიას შემორჩა. თუ  ასეა, მაშინ რატომ არ სიამოვნებს მსოფლიოს უდიდეს ნაწილს ბოროტება, ტკივილი, ომი, სისხლი და სიკვდილი? იმიტომ, რომ სამყარო თავიდანვე ჩაფიქრებული იყო დადებითად – ეს კოდი კი ნებისმიერ ჩვენგანში დევს. ჩვენ, ადამიანები, სიკეთეები ვართ და მერე ხდება ჩვენი შინაგანი დაბინძურება. ჩემი აზრით, ღმერთთან სიახლოვე სწორედ იმ სისუფთავესთან სიახლოვეა, რომლის ნაწილიც ჩვენში ყოველთვის ინახება. 🙂
  4. მინდა სახლი. ნებისმიერი სახის სახლი. თუნდაც ერთსართულიანი ხის ქოხი. მინდა ჩემი, ჩ ე მ ი საცხოვრებელი, სადაც, როცა მომესურვება, მაშინ დავიძინებ, გავიღვიძებ. ვისაც მომესურვება, იმას მოვიპატიჟებ და, საერთოდ, ვიქნები ჩემს გემოზე…paintedshed
  5. დაბოლოს, მინდა ჩემი ბლოგი იყოს ძალიან პოპულარული. არავის ვუწევ კონკურენციას. მე ჩემი ნიშა მაქვს და ყველას თავის ბლოგზე გაუმარჯოს 🙂 თუ ვინმე დამეხმარება, ორჯერ მეტს გავუკეთებ. სხვათა შორის, შეიძლება, სვითის ბლოგზე ვწერო ხოლმე. ბევრი რჩევა მივიღე მისგან და მინდა, სხვა სფეროებიც ვცადო ჩემს პონტში რა 😉 …ანუ არ მინდა ამ ცხოვრებაში რაიმე ტყუილუბრალოდ ვაკეთო. სისულელესაც მინდა მიზანდასახული გავხადო. უაზრობაც აზრიანი მინდა, იყოს 😉

ჟურნალისტიკა ჩემი ოცნება არ არის, იგი ჩემი პროფესიაა 😉 ახლობლების კარგად ყოფნას აქ ვერ შევიტან, ვინაიდან მათ ვერც ერთ ოცნებაში ვერ ჩავატევ. მოკლედ, ასეა ჩემი საქმე 🙂

P.S. სულ დამავიწყდა: ვთაგავ

თაზოს, ნატალიას, Dreamar Kikito–ს და ირინკას 😉