ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


17 Comments

And The Golden Globe Goes To 2010


დღეს Golden Globe–ს ვუყურე “იმედზე” და აღმოვაჩინე, რომ, მგონი, Oscar–ს მირჩევნია. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ უფრო მყუდროა. დიდი და გაშლილი სივრცეები კი მიყვარს, მაგრამ Kodak-ის თეატრს რომ წარმოვიდგენ, მაშინ სიცივე მაჟრიალებს. Beverly Hilton Hotel–ის დარბაზი, მასთან შედარებით, პატარა სახინკლეა, თუმცა უფრო მყუდროც. დაჯილდოვებაც თითქოს უფრო შინაურულ, ოჯახურ წრეში ხდება.

როცა სცენაზე დგახარ და თითქმის ყველას დანახავა შეგიძლია, ეს შენზე სხვანაირად მოქმედებ. შენ უყურებ, როგორ გიყურებენ. აქედან გამომდინარე, უფრო გულწრფელი ხარ საუბარში და უფრო ბუნებრივი შეფასებებში. ამიტომაც არის, რომ ხმაში უფრო მეტი კანკალია, თვალში კი – მეტი ცრემლი. არა, ჰოლი ბერიმაც კარგად ინერვიულა Oscar–ზე, როცა პირველი ზანგი ქალი ოსკაროსანი გახდა, თუმცა მონიკი ტიპური გამარჯვებული იყო, ვინც Golden Globe–ზე ლამის იქვითინა.

Continue reading


18 Comments

The Box


კემერონ დიასი, ჯეიმს მარსდენი და ფრენკ ლანჯელა

შემეშინდა. დამაინტერესა. მომეწონა. გავამართლე.

დიახ, მე გავამართლე ის სისასტიკე, რაც ამ ფილმში ხდება. მიუხედავ იმისა, რომ მოთხრობილი ამბავი სრული ფარსია, ეს არ უშლის ადამიანთა ბუნების ბნელი მხარის წარმოჩენას. საკითხი ასეა დასმული:

დააჭერ ხელს წითელ ღილაკს და შენთვის სრულიად უცნობი ადამიანი მოკვდება. საამისოდ კი გადმოგეცემა 1 მილიონი დოლარი.

ყველა უბედურება სწორედ იმ უბედურების გამოაშკარავებიდან იწყება, რომ ადამიანს სხვისი უბედურება უბედურებად არ მიაჩნია. ეს ფაქტი ქმნის მოვლენათა ჯაჭვს, რომლის ბოლოც, რა თქმა უნდა, სიკვდილია.

ფილმი გათვლილია ადამიანების ეკრანთან “დაბმაზე”, თვალების გაფართოებასა და შიშზე. ორჯერ მეც წამოვხტი ადგილიადნ, ოღონდ ეგ ფილმის ხმაურიანი საუნდტრეკის უეცარი დაწყების ბრალი იყო.  ესეც, რა თქმა უნდა, ერთ–ერთი იაფფასიანი “ფიშკაა”. ასევე არ უნდა შეგაშინოთ ფილმის ერთ–ერთი პერსონაჟის, არლინგტონ სტიუარტის გარეგნობამ, რომელიც იმას გამოხატავს, რასაც პირველივე შეხედვიდან იგრძნობთ. მაგრამ ეს შთაბეჭდილება ნელ–ნეა გაგინელდებათ, თუკი კარგად დააკვირდებით.

მისტერ სტიუარტი აწარმოებს დაკვირვებას. თავისი ზებუნებრივი შესაძლებლობების წყალობითა და სასტიკი მეთოდით იგი ამტკიცებს, რომ ადამიანთა მოდგმა ბოროტების მონაა. რომ ადამიანს სხვისი მოკვლა არაფრად მიაჩნია, თუკი არ იცნობს მას და არც უნახავს იგი. ეს უკვე აღარ არის ფილმი. ეს შესაძლო რეალობაა.

ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ თუკი The box მართლაც მოხდება, ბევრი ჩვენგანი დაუფიქრებლად დააწვება წითელ ღილაკს და დამშვიდებული, არა, ოდნავ აფორიაქებული გაიმართლებს თავს, რომ უცხო ადამიანის სიკვდილი ისედაც ჩვეული მოვლენაა მსოფლიოში.

ვისაც ფილმის ნახვა გსურთ, ეს Avoe.Ge–ს ლინკია, ეს კი Gol.Ge–ს .


25 Comments

HAMLET


uniIncgs…არადა, სულაც არ მქონდა გადაწყვეტილი სადმე წასვლა. სახლში უნდა ვმჯდარიყავი და თავზე დაყრილი სტატიებისათვის მომევლო. მიუხედავად ამისა, დასელებმა დამირეკეს და თანხმობა ეგრევე განვუცხადე. ძალიან კი მეზარებოდა, მაგრამ ჩემი თავის ამბავი ვიცი:

როცა რაიმეს ვგეგმავ, ან არ გამომდის, ან ხალისს ვერ ვატან.აქედან გამომდინარე, სულაც არ დამზარებია მეტროს ჯაყჯაყის ატანა, რომელსაც მგზავრები არ იმჩნევენ, და არც ცივი წვიმა, რომელიც ასე არ ჰგავს ზაფხულის გემრიელ “ცრემლებს”. ბოლოს და ბოლოს, ჰამლეტი გადიოდა და სახლში ხომ არ დავრჩებოდი?

სტურუამ ეს სპექტაკლი 2001–ში დადგა. “ჰამლეტი” პირველი იყო, რაც რუსთაველის დიდ სცენაზე ვნახე. პირველი შთაბეჭდილება სრულიად არაადეკვატური მქონდა: სპექტაკლი კი არა, ბოდვა მეგონა. ნუ, მეპატიება 🙂 სამაგიეროდ, დავასკვენი, რომ

პირველი შთაბეჭდილებით არაფერი უნდა შევაფასო! Continue reading


29 Comments

დასი – ჩემი ნახევრადწარსული


მიუხედავად იმისა, რომ აზროვნებისათვის საკმაოდ ღამეა, ამ პოსტს მაინც შემართებით ვწერ, რადგანაც პოსტმა სიგარეტის მოწევაზე 34 კომენტარი გამოიწვია. ახლა იცით, რაზე უნდა გამბოთ?Copy of IMG_3027კი, ეს დასია – ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ნათელი წერტილი. იმიტომ, რომ მე ოცნების ნაწილი სწორედ აქ ავისრულე. ბაშვობაში ბევრჯერ მიოცნებია მეფობაზე, კეისრობაზე. მიოცნებია, ვმდგარიყავი სცენაზე და მეთამაშა რომელიმე ტრაგიკული პერსონაჟი. ყოველივე ეს კი მესამე კურსზე ამიხდა, როცა თსუ–ს დასში მოვხვდი. მაშინ მაგრად ვბლატაობდი, არიქა, მიხვდნენ ჩემს ნიჭს, შემამჩნიეს და ამყვანეს–თქო… ახლა მეცინება. თუნდაც იმაზე, რომ ჩემ გარდა კიდევ ბევრი ამბობდა იმავეს 😀 მოკლედ, ყველაფერი რეპეტიციებიდან დაიწყო. დანიშნულების ადგილი – “თეატრი სხვენი”! Continue reading


6 Comments

Great Expectations – მწვანე ფილმი


2561712564_f570bd9ebb_oამქვეყნად ბევრი არაფერია განსაკუთრებული. უფრო სწორედ, მარადიულად განსაკუთრებული. თავის დროზე კინემატოგრაფიაც განსაკუთრებულ აღმოჩენას წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგ, როგორც იტყვიან, ვადა გაუვიდა.
დღეს, კი უკვე აღარავის უკვირს უამრავი ფილმისა და მით უმეტეს, ტელევიზორის არსებობა.
ჩართავ, არ მოგეწონება, გადართავ, კიდევ გადართავ… 5 წუთს უყურებ და ისევ გადართავ. თუკი ტელევიზორი მრავალარხიანია, მაშინ ამ პროცესს ისე გააგრძელებ, რომ შეიძლება, მეორე წრეზეც წახვიდე და ვერ შეამჩნიო. თუ სუსტი ნერვები გაქვს, მაშინ მალევე პულტზე მთელი ძალით დააწვები off ღილაკს და ოჯახის მარადმოსაუბრე წევრიც ხმას გაკმენდს.ამ დროს კი, იქნებ, ის გამოტოვე, რისი ნახვაც იმ წამს ყველაზე მეტად გიდოდა?
არა? მაშინ, განაგრძე ძილი. თუ ჰო, მაშინ საკუთარ ფერთა პალიტრას გადახედე, რომელიღაც ფერი ხომ არ აკლია? რა მნიშვნელობა აქვს, რომელი…
მოდი, ეგოისტურად მოვიქცევი და მწვანე ფერზე გიამბობ. უფრო სწორედ, ფილმზე, რომელიც მწვანე ფერისაა. რთულია ყველაფერ ამის მთავარი გმირის ენით მოყოლა. ასე რომ, გამოვალ როლიდან და საკუთარი თავიდან გამომდინარე განვაგრძობ თხორბას.
სიუჟეტი აღებულია ჩარლზ დიკენსის ამავე სახელწოდების რომანიდან, რომელიც მე არ წამიკითხავს და ალბათ, არც არასდროს წავიკითხავ, ვინაიდან ამის ძველ და ვიქტორიანულ ვერსიას ვერ ავიტან. ამ შემთხვევაში, პირველი შთაბეჭდილება პრიორიტეტია ჩემთვის. ფილმის მთავარი გმირი ფინიგან ბელი ამბობს:
,,ამ ამბავს არ მოვყვები ისე, როგორც იყო. მე მოვყვები მას ისე, როგოც მახსოვს”.
მეც ასე მოვიქცევი. Continue reading


20 Comments

ყოველთვის საჭიროა გაგრძელება?


Copy of Surati-0929კინომცოდნე არ ვარ. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვფიქრობ, რომ რასაც ვამბობ, ფაქტია.

ბევრ ჩვენგანს გვაქვს თუ ჰქონია ერთი ან რამდენიმე საყვარელი ფილმი, რომელთანაც განსაკუთრებულად “ვურთიერთობთ”. ხშირად ვუყურებთ და ან ახალ–ახალ დეტალებს აღმოვაჩენთ მაში ან მუზას, სტიმულს თუ რაიმე ასეთს ვიღებთ მისგან. მოკლედ, ალბათ ყველას გვაქვს ასეთი “საკუთარი” ფილმი. ფილმი, რომელშიც დასრულებული ამბავია გადმოცემული (მიუხედავად მისი შინაარსისა).

უცებ რომ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი დასრულებული ამბავი გააგრძელეს?…

გაგიხარდათ?

დავუშვათ, გაგიხარდათ. მერე აღმოჩნდება, რომ თქვენი აღტაცება ფუჭი ყოფილა, რადგან მარაზმი გადაუღიათ. თანაც ისეთი, რომ, შეიძლება, პირველზეც დაგაკარგინოთ წარმოდგენა. ასეთი შემთხვევები კი საკმაოდ დაგროვდა. მაგალითისათვის ავიღოთ ტრილოგია “კარიბის ზღვის მეკობრეები”(ჩემთვის ეგ ერთი ფილმია). პირველ ფილმში ყველა გმირის სახე და ხასიათი საკმაოდ და საკმარისად არის წარმოჩენილი, გახსნილი. ნაჩვენებია, ვინ ვინ არის, ვის რა შეუძლია. შინაარსიც შეძლებისდაგვარად ორიგინალურია. Continue reading


8 Comments

მედეა ჩახავას ხსოვნას


madeachakhava84211fa9რამდენიმე საათის წინ, თურმე, კიდევ მოვიწყინე, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავიგე.

რამდენიმე საათის წინ სულაც არ მეგონა, რომ ამაზე დავწერდი.

რამდენიმე საათის წინ სულაც არ ვფიქრობდი იმაზე, რომ “მოხუცი ჯამბაზების” კიდევ ერთხელ ნახვისას მას ვეღარ ვიხილავდი. იმედი მქონდა, რომ კიდევ ერთხელ მაინც, ერთადერთხელ მაინც ითამაშებდა.

რამდენიმე საათის წინ კვლავ აჟღერდა ეს მუსიკა, მე კი ახლა ვიგრძენი.

კიდევ ერთი წლებით დახუნძლული ხე გახმა.

კიდევ ერთი მზერა ჩაქრა.

კიდევ ერთი ღიმილი გაუფერულდა.

კიდევ ერთი ხმა დადუმდა.

კიდევ ერთი მრავლისმხილველი გაუხილავდა.

88 წლის ასაკში მედეა ჩახავა გარდაიცვალა…

უკვე მომენატრა… 😦