ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


6 Comments

სასირეთი (გაგრძელება)


არ მჯერა, რომ პოსტების წერას მივუბრუნდი. არა, როგორ არ მჯერა, უბრალოდ, სიხარულს ხომ ამ სიტყვებით გამოვხატავთ ხოლმე. 🙂 აი, ოთხი წლის წინ კი, როცა ამ პოსტს ვწერდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ნაგვის თემას კიდევ შევეხებოდი. მაშინ ნაციონალები მართავდნენ ქვეყანას (რაღაც დინასტიურად კი ჟღერს, მაგრამ ახლა შევეშვები) და ყველაფერი ცუდი მაგათი ბრალი იყო. ახლა კი, ყველაფერი “ოცნების” ბრალია. იმიტომ, რომ ისინი არიან ვალდებულნი, ქვეყანა მოაწესრიგონ.

რა თქმა უნდა. ხელისუფლება, ვალდებულია, იზრუნოს:

  • ქვეყნის დაცვაზე
  • კრიმინალის დონის შემცირებაზე
  • სოციალურ საკითხზებზე
  • ადამიანთა უფლებებზე და ა.შ.

მაგრამ სახელმწიფომ რა გაგიკეთოს, როცა შენ, ერთი მხრივ, დემოკრატიის პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვ, უმუშევრობაზე ჩივი და ამ დროს, შენი საქციელით ნათლად ასახავ იმას, რომ ზუსტად იქ ხარ, სადაც ყოფნასაც იმსახურებ.

თავისუფლებაზე, პუშკინის სკვერის მიწისქვეშა გადასასვლელში

თავისუფლებაზე, პუშკინის სკვერის მიწისქვეშა გადასასვლელში

Continue reading

Advertisements


9 Comments

ფოტოკოლაჟი: ტალახის საოცრება


ამ გადარბენის ჟამს დავრწმუნდი, რაოდენ ყოვლისშემძლეა ბლოგის Draft–ი 🙂

დღევანდელი თემა ისევ ფოტოკოლაჟია. გადავქექე ალბომები და ახლა აფრიკაში გადავინაცვლოთ, მალის რესპუბლიკაში. ეს ჯენის მეჩეთია, რომელიც ქალაქ ჯენეში დაახლოებით მე-13 საუკუნეში აიგო. თვითონ ჯენე ქრისტეშობამდე მესმე საუკუნიდან არსებობს და კონტინენტის ამ რეგიონის უძველესი ქალაქია. მთავარი მახასიათებელი, რის გამოც ჯენეს ნაგებობა უნიკალურად ითვლება, არის მასალა – ტალახი. დიახ, მთელი შენობა მხოლოდ მოზელილი ტალახისგანაა შექმნილი, რის გამოც ჯენის მეჩეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტალახის ნაგებობაა. მეტიც, ჯენეს ყველა ნაგებობა, ყველა სახლი, ტალახისგანაა შექმნილი.

ტალახის არქიტექტურა ჯენეს მკვიდრთათვის შორეული წარსულიდანაა ცნობილი და თაობებს გადაეცემა. პრინციპი უცვლელია: მზეზე გამომშრალ ტალახის აგურებს ერთმანეთზე ალაგებენ და ტალახითვე ლესავენ. კედლებს ყოველ წელს შეაკეთებენ, რათა წვიმის სეზონისაგან დაზიანებული ადგილები ამოავსონ. რაც შეეხება ტალახს, იგი მხოლოდ მიწისა და წყლის ნაზავი არ არის. მასში შერეულია როგორც თივა, ისე ნაკელიც.

ჯენეს მეჩეთის მშენებლობა მეცამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. ნაგებობა რამდენჯერმე დაინგრა და ხელახლა აიგო, რისი ძირითადი მიზეზიც წვიმა გახდა. ვინაიდან აფრიკაში ეს არც თუ ხშირი მოვლენაა,  ჯენეს მეჩეთი მხოლოდ რამდენჯერმე განახლდა. მისი დღევანდელი სახე 1907 წელს შეიქმნა. 1988 წლიდან მეჩეთი UNESCO-ს სიაშია შესული.

ძველი მეჩეთის ნანგრევები

პირველი წყაროების მიხედვით, როცა სულთანი კუნბურუ გახდა მუსულმანი, მან საკუთარი სასახლე დაანგრევინა და მის ადგილას აღნიშნული მეჩეთი აგებინა. 1834–1836 წლებში სეკუ ამადუმ, ფულელმა ლიდერმა და ჯიჰადის ერთ–ერთმა ინიციატორმა, ახალი, უფრო განიერი მეჩეთი ააშენებინა, რომელიც წინა ნაგებობიდან სამხრეთით იდგა. ამ უკანასკნელს არ ჰქონდა ის კოშკები, რომლებიც მანამდე არსებულ მეჩეთს გააჩნდა.

ჯენეს დიდი მეჩეთი, აქაური არქიტექტურის თანახმად, მზეზე გამშრალი ტალახის აგურებითაა აშენებული და ტალახითვე გალესილი. შენობის ფუძე 75-მეტრიანი კვადრატია და ტალახის ერთგვარ პლატფორმაზე დგას. მეჩეთის სიმაღლე 3 მეტრია და შიგ 6 კიბეა. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. გარეთა კედლები ერთმანეთს პერპენდიკულარულად არ ეხება, რაც შენობას ტრაპეციის ფორმას აძლევს. მთავარი სალოცავი  3 მეტრის სისქის კედელი, იგივე ქიბლა, აღმოსავლეთით, მექასკენ არის მიმართული. მლოცველთა დარბაზი მართკუთხოვანი ფორმისაა, 26/50 მეტრზე. ტაძრის სქელი კედლები დღის სინათლეზე გამოყოფილ სითბოს შთანთქავენ. საღამოთი კი ნაგებობის სახურავზე ამოჭრილ 104 ხვრელს თიხის ხუფს ხსნიან და იქიდან ამოსული სითბო ტაძარში ტემპერატურას დაბლა წევს.

წვიმისაგან დაზიანებულ მეჩეთს კედლებში დატანებული პალმის ფიცრების დახმარებით არემონტებენ.  ეს ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ ხდება. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ტაძარი კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს. მთავარი კი მზე, მარჯვე ხელები და ჯენეს ტრადიციული ტალახია. Continue reading


20 Comments

ვითომ “დოკუმენტური” ფილმები


ამ პოსტის დაწერა სვითის 2012–მა და თინის შთაგონებამ გადმაწყვეტინა. მოკლედ, რა ხდება: მსოფლიო ახალმა შოკმა მოიცვა. არ გვეყო:

ჰოდა სწორედ ამ და მისთანა “დოკუმენტურ” ფილმებზე უნდა ვთქვა 1–2 გაბრაზებული სიტყვა 😐 როცა “და ვინჩის კოდი” წიგნად გამოვიდა და შემდეგ, როცა გადაიღეს, მსოფლიო ერთიანად შეშფოთდა და შეზანზარდა. აქაო და ეს რა გვაკადრესო, რა მკრეხელობააო (გახსოვთ, ალბათ, კინოთეატრ “რუსთაველის” წინ გამართული “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” გაუთავებელი აქციები). ინტერნეტში კი აი, რა “დოკუმენტური” ფილმები გაჩნდა: Continue reading


13 Comments

ახალი სეზონი – ახალი ფერი


wallpaper-1600x1200-051როგორც ამჩნევთ, ასეთი პოსტების წერას დაჩვეული არა ვარ, მაგრამ შემთხვევით შევიხედე არსებული თემის ფუნქციებში და ფერები შევცვალე. ვიფიქრე, რატომაც არა: შემოდგომაა და ზაფხულის ლაჟვარდოვანი (ჩემი საყვარელი) ფერები სეზონს არ ეხამება.

ჰოდა ასე… ახლა მოწითალ–მოყვითალ–მოოქროსფრო ბლოგი მაქვს და თქვენი აზრი ამაზეც მაინტერესებს 😉

კიდევ ერთი სიახლე: zurriuss-ის ანუ ჩემს ბლოგზე ახალ, ჟურნალისტურ ბლოგს ვამაგრებ: www.Journalistuss.wordpress.com ეს იმიტომ, რომ GIPA–ში მჭირდება. ბლოგი იქნება ქართულ–ინგლისური და, მგონი, პოპულარობითაც ისარგებლებს. უცხოელებს ექნებათ უფორ მეტი საშუალება, ქართულის სწავლის გარეშე, წაიკითხონ ჩემი აზრები 😀 😀 Continue reading


30 Comments

ლურჯი ვეშაპი – ყველაზე დიდი მარტოსული


სამიოდე წლის წინ ამ პოსტის წერას, ალბათ, ასე დავიწყებდი: ამქვეყნდად ყველა დიდი მარტოსულია. ყველაზე დიდიც მარტოსულია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სულაც არა ვარ, მათთან სიახლოვეს მაინც ვგრძნობ. მეც ხომ მარტოსული ვარ…

blue-whale-nicklen-xlახლა კი  თემას უფრო რეალისტური ფოკუსიდან შევხედავ. დედამიწაზე სიცოცხლე რამდენიმე მილიარდი წელია არსებობს. მიუხედავად ამისა, არ არსებულა იმაზე დიდი ცოცხალი არსება, ვიდრე ლურჯი ვეშაპია. ეს არც თუ ისე უცნობი სახელია. ნებისმიერ ენციკლოპედიაში წერია ამ გიგანტის შესახებ, მაგრამ მოსალოდნელზე ცოტა. ამის ერთ–ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ მათზე ნადირობა, ვიდრე მათით დავინტერესდებოდით. დაახლოებით 20 წლის წინ ოკეანეებში 300 ათასი ლურჯი ვეშაპი დაცურავდა, დღესდღეობით კი მისი თითქმის 3%–ღა შემორჩა.blue2

ვეშაპი. რა ასოციაციები გვაქვს მასზე?

  • მსუქანი და მოუქნელი ადამიანი (ფილმიდან “რაჭა ჩემი სიყვარულია”)
  • ოკეანის თუ ზღვის ბინადარი დიიიიდი რაღაც
  • თევზი თუ ძუძუმწოვარი?
  • აი, ის, დიდი კუდი რომ აქვს და წყალში რომ ადგაფუნებს ხოლმე
  • ძალიან დიდი რაღაც (ალბათ, კოლოსი)
  • …თქვენც შეგიძლიათ, იფანტაზიოროთ და თქვენეული ვერსიები მომაწოდოთ

კითხვა რომ გავართულოთ და ვთქვათ, რა ასოციაციებს აღძრავს ჩვენში ლურჯი ვეშაპი, აზრი არა აქვს. დიდად არაფერი შეიცვლება. სხვათა შორის, არც ენციკლოპედიებშია რაიმე განსხვავებული მითითებული. ისინიც ასე “დაგატკებით” და ვიღაც–ვიღაცების მონათხრობით მსჯელობენ ყველაზე დიდ არსებაზე, რომელიც ადამიანის თვალმა შეიძლება ოდესმე ნახოს. მიზეზი უკვე ვახსენე. Continue reading


3 Comments

HOME – ჩვენი მაზუთიანი სახლი


5358მაგარია ბუნება, არა?

ერთ–ერთი ტყის პირას, “ქერო პიკნიკი ქვია იმიზა”, თეთრი შესტოი აჩერებს. ორი ღიპიანი მამაკაცი თავისი ცოლ–შვილით გადმოდის (როგორ ეტეოდნენ შიგნით). მიიხედ–მოიხედეს: აქეთ დაყრილი ბოთლების გროვა, იქით – ცელოფნები და ხელსახოცები. “ამის დამყრელის დედატყ!…” – ღვარძლიანად და მართალი კაცის იერით წარმოთქვა ოჯახის უფროსმა. იქეიფეს, სამშობლოს სადღეგრძელოები სვეს. წასვლის დრო მოვიდა. თეთრი შესტოი დაიძრა, საკვები კუჭებში გადანაწილდა. ნაგავი ბუნებას დარჩა. “სადაც სხვამ დაყარა, ჩვენსას რა უჭირს. მოვა ვინმე უპატრონო და წაიღებს”…

ვინ მოვა ან ვინ მოსულა?

ბუნების მიერ მილიონობით წლის ნაგროვებ ენერგიასა და რესურსებს ადამიანმა 100 წელიწადში მოუღო ბოლო. მგონი, ყველანი სადო-მაზო-სუიციდომანიით ვართ დაავადებულნი და მოგვწონს, როგორ ვანახშირორჟანგებთ სასუნთქ ჟანგბადს, ვამჟავებთ სასმელ წყალს და ვიწამლავთ სხეულს ჩვენივე ქმედებებით.
პირადად მე, არ მინდა ვიყო იმ შენელებული მოქმედების ბომბის ნაწილი, რომელსაც მავნე კაცობრიობა ჰქვია 😐

გადმოწერეთ  ეს ფილმი და ერთად დავფიქრდეთ, რას ვერჩით ჩვენს თავს, რას ვერჩით ჩვენს პლანეტას. კიდევ ერთხელ, გადმოწერეთ!

კიდევ ერთი ფოტოკოლაჟი იმ ადგილებისა, რომლის განადგურებაც ნელ-ნელა დაიწყო ან მომავალში ემუქრება.


8 Comments

იდეალური ბალანსი


EARTH3Aდედამიწა რომ რომ მაგარი რამეა, ამაზე სკოლაშიც გვასწავლიდნენ პლასტმასის გლობუსის მეშვეობით. დედამიწა რომ იდეალური რამეა, ამას უფრო გვიან მივხვდი. იდეალურად გაწონასწორებული ბურთი კოსმოსში. ნამდვილად არ მსურს, ვიყო პათეტიკური. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვგრძნობ. ეს გრძნობა კი BBC-ის დოკუმენტური ფილმების ციკლის, “Planet Earth”-ის მეშვეობით დამეუფლა.

ჩვენი დროის ამ წუთებამდე ადამიანები ვქმნით უმნიშვნელოვანეს არქიტექტურულ ძეგლებს, შესანიშნავ ხელოვნების ნიმუშებს, მსოფლიო ქსელს, ვამყარებთ კავშირს ერთმანეთთან, ვაახლოებთ ერებს, ვშლით საზღვრებსა და განსხვავებებს…

ადამიანები ვცდილობთ, რაღაც საყრდენი შევქმნათ, რის მეშვეობითაც ვიარსებებთ. ამდენ ფიქრსა და ცდაში გვავიწყდება, რომ საყრდენი დიდი ხანია შექმნილი გვაქვს და რომ მას 5 მილიარდი წლის გამოცდილება აქვს. ეს დედამიწაა, რომლის მარაგსაც ზოგჯერ გააზრებულად, ზოგჯერ კი გაუაზრებლად ვხარჯავთ. ჩვენ გვინდა, შევქმნათ სიცოცხლის ახალი ჯაჭვი, მაგრამ არ გამოგვდის, იმიტომ, ჩვენ ფეხქვეშ დედამიწაა ანუ ჩვენ უკვე დიდი ხნის წინათ შექმნილი ჯაჭვის ერთი რგოლი ვართ. ყველაზე პრეტენზიული რგოლი.

დედამიწაზე არაფერია ისე იდეალურად გაწონასწორებული და, ამავდროულად, მარად ცოცხალი, როგორც თავად დედამიწა. ავიღოთ, თუნდაც გეოსფერო: დედამიწა დაყოფილია შვიდ უდიდეს გეოლოგიურ ფენად, რომელიც პლანეტას გარედან აკრავს და რომელსაც ჩვენ ნიადაგს ვეძახით. ეს ფენები მარადიულ მოძრაობაშია ერთმანეთთან და ყველა მათგანი ნელ-ნელა დედამიწის სიღრმისკენ მიცოცავს. გამოდის, რომ დედამიწის ქერქი, ადრე თუ გვიან, გაქრება? არა. ქერქის ახალი ფენა ასევე ნელ-ნელა და თანაბრად იზრდება დედამიწის სიღრმიდან. ეს კი ვულკანების ამოფრქვევის საფუძველზე ხდება. მთელი გარე შრე დედამიწისა, ვულკანური წარმონაქმნით არის დაფარული. თურმე მთებიცა და, ზოგადად, მიწაც ცოცხალია და ისიც სადღაც მიისწრაფის.

წყალი… ალბათ, ამით უნდა დამეწყო. დედამიწაც და წყალიც იმავე მოდელს იმეორებენ: წარმოიქმნებიან, გარდაიქმნებიან და ისევ წარმოიქმნებიან. ბუნებრივი ბალანსი ნარჩუნდება არქტიკული და ანტარქტიკული ყინულის საფუძველზე. გოლფსტრიმის თბილი დინება კი ოკეანეში წყლის ტემპერატურასა და მიმოქცევას არეგულირებს. წყალი ორთქლდება და რაც მოსდის, ყველამ ვიცით. ძალიან ბევრი მინდა დავწერო, მაგრამ სწავლებაში არ მინდა ჩამომერთვას.

ცხოველთა სამყაროსაც მოკლედ შევეხები: პლანქტონი გასაოცარი სისწრაფით მრავლდება. იგი ისეთი პატარაა, რომ ერთი ცალი პლანქტონის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ამასთან ერთად, პლანქტონი იმდენად საოცარია, რომ მისი კოლონა კოსმოსიდანაც ჩანს. ამ პლანქტონით იკვებებიან თევზები და სხვადასხვა არამტაცებელი არსებები. მათ კი მტაცებლები ჭამენ. ეს მტაცებლები კი, დასუსტებისას ან უფრო მცირე მტაცებლების მსხვერპლნი ხვდებიან, ან ოკეანის ფსკერზე ილექებიან, სადაც მათ ასევე მიირთმევენ იქაური ბინადრები. დარჩენილი ნივთიერებები ათასი ბაქტერიისა და უმცირესი ზომის არსებების საკვებია. ისინი კი, თავის მხრივ, უფრო დიდი არსებების საკვებს წარმოადგენენ…

ასეა ხმელეთზეც: თუ კალია ფოთლებს ჭამს, ფრინველები კალიებს ჭამენ, ფრინველების ექსკრემენტები კი ისევ ფოთლებს ეხმარება გაზრდაში…

ადამიანი? რა სარგებლობა მოაქვს ადამიანს სხვისთვის? რა სიკეთე მოაქვს ადამიანსს იმ იდეალური ბალანსისათვის, რასაც დედამიწა ჰქვია? მისი გაძღომით რამე სასიკეთო ხდება? ან მისი ექსკრემენტია სასარგებლო რაიმისათვის? ერთადერთი, რითაც ადამიანს სარგებლის მოტანა შეუძლია, ეს მისი შრომის უნარია.

ყველა არსება, თავისი ყოფითა და სიცოცხლით, ერთ-ერთი უმნიშვნელო ელემენტია იდეალური ბალანსის პროცესში, ანუ დედამიწის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში. ადამიანს კი სულაც არ სჭირდება, მოკვდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ცოცხალ ადამიანს გაცილებით მეტი სასიკეთო შეუძლია გააკეთოს ჩვენი პლანეტისათვის. მოდით, გვიყვარდეს ჩვენი პლანეტა. იმიტომ, რომ ადამიანის მიერ შექმნილი ვერც ერთი არმატურის ცათამბრჯენი ვერ შეედრება ბუნების მიერ შექმნილ ცოცხალ მთათა სისტემას. ვერც ერთი შადრევანი ვერ ინქება ისეთი შთამბეჭდავი და სიცოცხლისმოყვარული, როგორც ნებისმიერი ჩანჩქერი. ვერც ერთი ადამიანის მიერ შექმნილი რობოტი ვერ იქნება ისეთი მოაზროვნე, როგორც ბუნების მიერ შექმნილი ადამიანი…

მოკლედ, გვიყვარდეს ჩვენი პლანეტა!

ესეც ჩვენი პლანეტა