ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


4 Comments

ჩემი საყვარელი ანიმაციები


clouds1აღარ დავიწყებ წუწუნს იმაზე, თუ რატომ არ ვწერ ბლოგზე უწინდელივით ხშირად. არადა საწერი ახლა რომ მაქვს, ისე უნდა. გთხოვთ, დამაძალოთ. ან არა, რა სისულელეა, რატომ უნდა დამაძალოთ: ერთია, როცა საწერი გაქვს და მეორე – რამდენად გეწერინება. მოკლედ,  ამ პოსტში (რომელიც, ვიმედოვნებ, არ გაიწელება) ორიოდ სიტყვით გესაუბრებით საყვარელი ანიმაციების შესახებ, რომლებიც ზოგჯერ ფილმებზე მეტს ამბობს.

The Undertaker (The Backwater Gospel) – მესაფლავე არის ერთ-ერთი ძალიან შთამბეჭდავი და რეალისტური ანიმაცია. თან თავისი ვიზუალური ხელწერა აქვს, რაც სათქმელს კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩენს.

Continue reading

Advertisements


11 Comments

რეალობა, რომელიც გვაკლია


მიმავიწყდით?… არა 🙂

უბრალოდ, რაღაც რაღაცებს ვხარშავ(დი) ტვინში. დღეს დილით ბოროტი ვიყავი, ახლა მინდა, კეთილი გავხდე, როგორც დიდი ხნით დიდი ხნის წინ. ჯერ ვერ გადამიწყვეტია და რაიმე სახის რჩევა ახლა ნამდვილად არ არის საჭირო. ორივეს მხარეს ვყოფილვარ და ამ საკითხში აქეთ დავაკვალიანებ სხვას. ვყოფილვარ მსუქანიც და გამხდარიც, აქაც საკუთარი გამოცდილებები მაქვს და ორივეს ბენებიტებს მოგახსენებთ, თუკი რამეში გამოგადგებათ…

Continue reading


10 Comments

სამადლობელი + Ashes and Snow


როგორც ვხედავ, ჩემმა წინა პოსტმა სკანდალი არ გამოიწვია და შემიძლია დასკვნა გავაკეთო:

  • ცუდად არ გამიგეს
  • სკანდალს არ ვაპირებდი
  • მარაზმი პოსტები ყველას დაგვიწერია (ჩემი აზრით) და მინდოდა, როგორც მე ვაღიარე, ისე ექნა სხვასაც. ეს მეტ–ნაკლებად გამოვიდა.

აქედან გამომდინარე, ძალიან ნასიამოვნები ვარ და არც ერთ კომენტარზე გული არ მომსვლია. ან რატომ უნდა მომსვლოდა, როცა ცუდი განზრახვით არ დამიპოსტავს. შესაბამისად, ყველას გიხდით მადლობას და ჯერ არა, მაგრამ კარა ხნის მერე ალბათ კიდევ ჩამოვუვლი ბლოგოსფეროს. ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არგუმენტებს ითხოვდა, აწი არგუმენტირებულ განხილვას გავაკეთებ. ოღონდ ახლა არა, ამასაც დიდი დრო და ნერვები უნდა. მოკლედ, გმადლობთ! 🙂

რაც შეეხება დღევანდელ “რამდენიმე რაღაცას”, ერთ–ერთი ვიდეო ცოტა ხნის წინ გამომიგზავნა მეგობარმა. მარიტა ჰქვია. ნუ, ეს ადამიანი ცალკე მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. ქალი ნანული, ქალი “ვამე ჯეჯაააა!”… მოკლედ, ვინც არ იცნობს მარიტას, მას არ უნახავს მოქმედი ვულკანი 😀

Ashes and Snow…

Continue reading


18 Comments

ფოტოკოლაჟი: თბილისობა 2008


როცა ამ ფოტოებს ვიღებდი, მაშინ WordPress–ის შესახებ არაფერი ვიცოდი და Blogger–ზე ვხლაფორთობდი რაღაც–რაღაცებს.  ერთხელაც, 2008 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში “თბილისობა” დადგა. მეც, მეტი რომ არაფერი მქონდა საქმე, რიყესკენ გავემართესურათების გადასაღებად. მაშინ ჯერ კიდევ მერიდებოდა ე.წ. თამამი გადაღება ანუ ადამიანებისათვის კამერის (შემს შემთხვევაში მობილურის) მიშვერა.

ამ სურათებს რომ გადავხედე, საჭიროდ ჩავთვალე, აქ გამომეჭენებინა. ვისაც ფოტოგრაფიისა გაგეგებათ, მირჩიეთ რამე 🙂

"თბილისობა" ჩემთვის შიშხინა მწვადით დაიწყო, მაგრამ არ მიჭამია. სად მქონდა მაგის 7 ლარი? 😀

Continue reading


35 Comments

“რაღაცნაირი” ბორჯომ-ბაკურიანი (ფოტოკოლაჟი)


2010 წელი ჩემთვის “რაღაცნაირი” მოგზაურობებით დაიწყო. ჯერ “რაღაცნაირი” ბათუმი იყო, სადაც ვერ გავიგე, როგორი ატმოსფერო სუფევდა. მერე ბაკურიანში ვიყავი და თოვლმა უარი გვითხრა მოსვლაზე. ბებერ ახალ წელსაც იქ შევხვდით. ისე, ძალიან მწყდება გული, რომ ამ დღესასწაულს ნელ-ნელა გაუფერულება დაეწყო. რუსები კი ნამდვილად გვჯობნიან ამაში და Стары Новый Год-ს ისეთივე ზარზეიმით აღნიშნავენ. არ გვინდა ამაზე…

არა, კი ვიმხიარულეთ: “ნატახტარის” აქციაში მივიღეთ მონაწილეობა, “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2”-ს ვუყურეთ, ბორანზე ვიკატავეთ, მაგრამ…

12 იანვრიდან ველოდებოდით, როდის გათოვდებოდა და ბაკურიანი თავის ბუთქუნა საბურველში გაეხვეოდა. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც იქ მოთოვა. ეგ კი არა და ყინვაც -1 გრადუსი ძლივს იყო ღამით. სასრიალოებს თოვლი ნელ-ნელა შემოეცალა და ტალახისფერი დაედო. ყველა ამბობდა, რომ ასეთი “რაღაცნაირი” ბაკურიანი ჯერ არ ახსოვთ. ვინაიდან და რადგანაც ტალახი ქუთაისშიც ბლომად გვაქვს და თანაც უფასოდ, გუდა-ნაბადი ავიკარით და სახლში დავბრუნდით.

გზად ბორჯომშიც გავიარეთ. მაინტერესებდა, რა გააკეთეს, რა შეცვალეს (თორე გაუკეთებელი მქონდა ნანახი :P). მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი იყო, ასეთ “რაღაცნაირ” ბორჯომს არ მოველოდი. არემარეს დავაკვირდი და მერე დავრწმუნდი, რომ

საქართველოში არის ისეთი ადგილები, რომლებიც წელიწადის ერთ დროს ბობოქრობენ, დანარჩენს კი სიმკვდარეში ატარებენ.

მეტს აღარ გავაგრძელებ, დანარჩენს და უფრო ობიექტურად ეს ფოტოკოლაჟი მოგიყვებათ 😉

ეს ბაკურიანია. არ ჰგავს, მაგრამ მაინც 🙂

Continue reading


16 Comments

ბაკურიანი ჩლუნგებისთვის


ვის რაში გაინტერესებთ, მაგრამ თუ მაინც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ამ პოსტს ბაკურიანიდან ვწერ. სპონტანური გარდაწყვეტილების შედეგად, აზრზე ვერც მოვედი, ისე აღმოვჩნდი აქ. საერთოდ, მიყვარს დაუგეგმავი გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს მაშინ, როცა ინიციატივა ჩემგან მოდის. ნუ მოკლედ… ვეცდები, დღევანდელი პოსტი თეზისებად ჩამოვაყალიბო.

მაშ ასე, ჩემსავით ჩლუნგებო, ვინც თხილამურებზე ჯერ არ მდგარხართ:


  1. ბაკურიანში წასვლისას არ დაგავიწყდეთ თოვლის წამოღება. აქაც კი არის, მაგრამ გირჩევთ, თქვენი საყოფი მაინც წამოიღოთ. რა იცით, როდის ამოვა მზე და სიმწრით ნაცოდვილარ ფიფქებს როდის გაადნობს.
  2. წინასწარ შეემზადეთ იმისთვის, რომ დღეში 1 საათი თხილამურებზე სრიალის სწავლა 35-40 ლარი დაგიჯდებათ.
  3. თუ ტალახის მოჭარბებული რაოდენობა და მასში თავდავიწყებით მოსრიალე ბორანები გაგაკვირვებთ, ნუ გაკვირდებით. რა ხეირი რო 😉
  4. სასრიალო მდელოზე რომ არ აილეწოთ, ახლავე დაიმახსოვრეთ სიტყვა “სამკუთხედი”. თქვენი მასწავლებელი ყველაზე ხშირად ამ სიტყვას გაგიმეორებთ.
  5. სასრიალოს თავზე ამყვან საბაგიროს თუ რაღაცას ნუ გაუთამამდებით. მთავარია, სწორი “პოზა” დაუმუღამოთ და თხილამურები არ გაგექცეთ… თორე ისეთ შპაკატს მოხევთ, ცხვირს გატახუნებინებთ და გუთანივით გახნევინებთ თოვლს. ანუ, რაც მე გუშინ დამემართა. თვითკამასუტრას ახალი და აქამდე უცნობი პოზები გამაკეთებინა… (მაინც გამექცა ენა :P)
  6. თუკი საბაგიროზე ასვლისას (ჩვეულებრივად მისრიალებთ წელში გასწორებული, ფეხებს შორის რკინის მილი გაქვთ ამოდებული, რომელიც ტროსზეა ჩამოკიდებული. მას აყავხართ) თხილამურები მაინც ვერ დაიმორჩილეთ და შპაკატისათვის ხართ განწირული, მილს ხელი გაუშვით და თოვლში გაწექით. თქვენს უკან თქვენი მასწავლებელი მოვა და ის წამოგაყენებთ. თუ მასწავლებელი არ აგიყვანიათ, მეყოლეთ ვარდივით 😛
  7. არაფერ ზემოთ ნათქვამისა არ შეგეშინდეთ. არც იმის გაგიტყდეთ, რომ ხოლმე-ხოლმე დაეცემით. დაიმახსოვრეთ: კარგი მოთხილამურე ისაა, ვინც თავის დროზე ბევრჯერ დაცემულაო (ავტ. შენიშვნა). შეირგეთ ის, რაც გამოგდით, ნუ იჩქარებთ, ნუ გადაირევით და მეორე დღეს უფრო სიამოვნებით ისრიალებთ 😉

პატარა თვითგამოცდილება: გუშინ, პირველ დღეს, საშინლად დავიღალე. ისე, რომ ვერც კი დავიძინე წესიერად. დღეს კი მოსალოდნელზე გაცილებით უკეთ ვისრიალე, სულ ორჯერ და ისიც მსუბუქად დავეცი და შედარებით ნორმალურადაც დავეშვი დაღმართზე. თხილამურებით სრიალისაგან პირველად მივიღე სიამოვნება. ძველით ახალ წელს აქ შევხვდები და 2 დღეში ისევ ქუთაისში წავალ.

აბა ჰე და აბა ჰო, ბედნიერი ახალი წელიო 🙂