ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი


11 Comments

რეალობა, რომელიც გვაკლია


მიმავიწყდით?… არა 🙂

უბრალოდ, რაღაც რაღაცებს ვხარშავ(დი) ტვინში. დღეს დილით ბოროტი ვიყავი, ახლა მინდა, კეთილი გავხდე, როგორც დიდი ხნით დიდი ხნის წინ. ჯერ ვერ გადამიწყვეტია და რაიმე სახის რჩევა ახლა ნამდვილად არ არის საჭირო. ორივეს მხარეს ვყოფილვარ და ამ საკითხში აქეთ დავაკვალიანებ სხვას. ვყოფილვარ მსუქანიც და გამხდარიც, აქაც საკუთარი გამოცდილებები მაქვს და ორივეს ბენებიტებს მოგახსენებთ, თუკი რამეში გამოგადგებათ…

Continue reading


10 Comments

სამადლობელი + Ashes and Snow


როგორც ვხედავ, ჩემმა წინა პოსტმა სკანდალი არ გამოიწვია და შემიძლია დასკვნა გავაკეთო:

  • ცუდად არ გამიგეს
  • სკანდალს არ ვაპირებდი
  • მარაზმი პოსტები ყველას დაგვიწერია (ჩემი აზრით) და მინდოდა, როგორც მე ვაღიარე, ისე ექნა სხვასაც. ეს მეტ–ნაკლებად გამოვიდა.

აქედან გამომდინარე, ძალიან ნასიამოვნები ვარ და არც ერთ კომენტარზე გული არ მომსვლია. ან რატომ უნდა მომსვლოდა, როცა ცუდი განზრახვით არ დამიპოსტავს. შესაბამისად, ყველას გიხდით მადლობას და ჯერ არა, მაგრამ კარა ხნის მერე ალბათ კიდევ ჩამოვუვლი ბლოგოსფეროს. ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არგუმენტებს ითხოვდა, აწი არგუმენტირებულ განხილვას გავაკეთებ. ოღონდ ახლა არა, ამასაც დიდი დრო და ნერვები უნდა. მოკლედ, გმადლობთ! 🙂

რაც შეეხება დღევანდელ “რამდენიმე რაღაცას”, ერთ–ერთი ვიდეო ცოტა ხნის წინ გამომიგზავნა მეგობარმა. მარიტა ჰქვია. ნუ, ეს ადამიანი ცალკე მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. ქალი ნანული, ქალი “ვამე ჯეჯაააა!”… მოკლედ, ვინც არ იცნობს მარიტას, მას არ უნახავს მოქმედი ვულკანი 😀

Ashes and Snow…

Continue reading


23 Comments

მოგზაურობა მიწისქვეშა სამეფოში (ფოტოკოლაჟი)


დღეს ისევ Discovery როლში ვიქნები…

მღვიმეები… ერთ–ერთი ყველაზე ამოუცნობი ფენომენი დედამიწის ქერქისა. წყლით ნაკვეთი ანტიკვარისა და კრისტალური სკულპტურების დარბაზები, მიწისქვეშა სამეფო. მხოლოდ ასეთ ადგილს თუ აირჩევდა ჰადესი იმიერის გარდაცვლილთა იმპერიის ცენტრად.

იმ დროს, როცა შატლები და რაკეტები კოსმოსის შესასწავლად მიშხუილებენ, გამოქვაბულთა შესახებ მხოლოდ ახლა ვიტყობთ ამბებს.

ვინც  არ დაინტერესდით, თავს ნუღარ იწვალებთ და სხვა დროს შემოდით, დანარჩენთა საყურადღებოდ: გადავეშვით მიწისქვეშა სამეფოში!…

Continue reading


20 Comments

სპონტანური სიღნაღი


დღეს 11-ის ნახევარზე ავდექი. ცოტათი ფეხის კუნთები მტკივა, მაგრამ ეგ არაფერია. გუშინ დავბრუნდი სპონტანურად დაგეგმილ–განხორციელებული მოგზაურობიდან. პარასკევს საღამო ხანს თევზმა მომისკაიპა, წავდეთო. 1–2 გადარეკვის შემდეგ მზად ვიყავი, გავყოლოდი თუნდაც ქვეყნის დასალიერში.

არ მიყვარდა შემოდგომა, რადგან სიცივე გაფუჭებული ბავშვივით ნელ–ნელა კეკლუცობიდან შეურაცხყოფაზე გადადის და სახეში გილაწუნებს. არ მიყვარდა იმიტომაც, რომ დღე დღეს არ ჰგავს და ღამე – ღამეს. თუმცა ამ შაბათ–კვირამ ჩემი შეხედულება საგრძნობლად შეცვალა. Continue reading


3 Comments

HOME – ჩვენი მაზუთიანი სახლი


5358მაგარია ბუნება, არა?

ერთ–ერთი ტყის პირას, “ქერო პიკნიკი ქვია იმიზა”, თეთრი შესტოი აჩერებს. ორი ღიპიანი მამაკაცი თავისი ცოლ–შვილით გადმოდის (როგორ ეტეოდნენ შიგნით). მიიხედ–მოიხედეს: აქეთ დაყრილი ბოთლების გროვა, იქით – ცელოფნები და ხელსახოცები. “ამის დამყრელის დედატყ!…” – ღვარძლიანად და მართალი კაცის იერით წარმოთქვა ოჯახის უფროსმა. იქეიფეს, სამშობლოს სადღეგრძელოები სვეს. წასვლის დრო მოვიდა. თეთრი შესტოი დაიძრა, საკვები კუჭებში გადანაწილდა. ნაგავი ბუნებას დარჩა. “სადაც სხვამ დაყარა, ჩვენსას რა უჭირს. მოვა ვინმე უპატრონო და წაიღებს”…

ვინ მოვა ან ვინ მოსულა?

ბუნების მიერ მილიონობით წლის ნაგროვებ ენერგიასა და რესურსებს ადამიანმა 100 წელიწადში მოუღო ბოლო. მგონი, ყველანი სადო-მაზო-სუიციდომანიით ვართ დაავადებულნი და მოგვწონს, როგორ ვანახშირორჟანგებთ სასუნთქ ჟანგბადს, ვამჟავებთ სასმელ წყალს და ვიწამლავთ სხეულს ჩვენივე ქმედებებით.
პირადად მე, არ მინდა ვიყო იმ შენელებული მოქმედების ბომბის ნაწილი, რომელსაც მავნე კაცობრიობა ჰქვია 😐

გადმოწერეთ  ეს ფილმი და ერთად დავფიქრდეთ, რას ვერჩით ჩვენს თავს, რას ვერჩით ჩვენს პლანეტას. კიდევ ერთხელ, გადმოწერეთ!

კიდევ ერთი ფოტოკოლაჟი იმ ადგილებისა, რომლის განადგურებაც ნელ-ნელა დაიწყო ან მომავალში ემუქრება.