ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ფოტოკოლაჟი: ტალახის საოცრება

9 Comments


ამ გადარბენის ჟამს დავრწმუნდი, რაოდენ ყოვლისშემძლეა ბლოგის Draft–ი 🙂

დღევანდელი თემა ისევ ფოტოკოლაჟია. გადავქექე ალბომები და ახლა აფრიკაში გადავინაცვლოთ, მალის რესპუბლიკაში. ეს ჯენის მეჩეთია, რომელიც ქალაქ ჯენეში დაახლოებით მე-13 საუკუნეში აიგო. თვითონ ჯენე ქრისტეშობამდე მესმე საუკუნიდან არსებობს და კონტინენტის ამ რეგიონის უძველესი ქალაქია. მთავარი მახასიათებელი, რის გამოც ჯენეს ნაგებობა უნიკალურად ითვლება, არის მასალა – ტალახი. დიახ, მთელი შენობა მხოლოდ მოზელილი ტალახისგანაა შექმნილი, რის გამოც ჯენის მეჩეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტალახის ნაგებობაა. მეტიც, ჯენეს ყველა ნაგებობა, ყველა სახლი, ტალახისგანაა შექმნილი.

ტალახის არქიტექტურა ჯენეს მკვიდრთათვის შორეული წარსულიდანაა ცნობილი და თაობებს გადაეცემა. პრინციპი უცვლელია: მზეზე გამომშრალ ტალახის აგურებს ერთმანეთზე ალაგებენ და ტალახითვე ლესავენ. კედლებს ყოველ წელს შეაკეთებენ, რათა წვიმის სეზონისაგან დაზიანებული ადგილები ამოავსონ. რაც შეეხება ტალახს, იგი მხოლოდ მიწისა და წყლის ნაზავი არ არის. მასში შერეულია როგორც თივა, ისე ნაკელიც.

ჯენეს მეჩეთის მშენებლობა მეცამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. ნაგებობა რამდენჯერმე დაინგრა და ხელახლა აიგო, რისი ძირითადი მიზეზიც წვიმა გახდა. ვინაიდან აფრიკაში ეს არც თუ ხშირი მოვლენაა,  ჯენეს მეჩეთი მხოლოდ რამდენჯერმე განახლდა. მისი დღევანდელი სახე 1907 წელს შეიქმნა. 1988 წლიდან მეჩეთი UNESCO-ს სიაშია შესული.

ძველი მეჩეთის ნანგრევები

პირველი წყაროების მიხედვით, როცა სულთანი კუნბურუ გახდა მუსულმანი, მან საკუთარი სასახლე დაანგრევინა და მის ადგილას აღნიშნული მეჩეთი აგებინა. 1834–1836 წლებში სეკუ ამადუმ, ფულელმა ლიდერმა და ჯიჰადის ერთ–ერთმა ინიციატორმა, ახალი, უფრო განიერი მეჩეთი ააშენებინა, რომელიც წინა ნაგებობიდან სამხრეთით იდგა. ამ უკანასკნელს არ ჰქონდა ის კოშკები, რომლებიც მანამდე არსებულ მეჩეთს გააჩნდა.

ჯენეს დიდი მეჩეთი, აქაური არქიტექტურის თანახმად, მზეზე გამშრალი ტალახის აგურებითაა აშენებული და ტალახითვე გალესილი. შენობის ფუძე 75-მეტრიანი კვადრატია და ტალახის ერთგვარ პლატფორმაზე დგას. მეჩეთის სიმაღლე 3 მეტრია და შიგ 6 კიბეა. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. გარეთა კედლები ერთმანეთს პერპენდიკულარულად არ ეხება, რაც შენობას ტრაპეციის ფორმას აძლევს. მთავარი სალოცავი  3 მეტრის სისქის კედელი, იგივე ქიბლა, აღმოსავლეთით, მექასკენ არის მიმართული. მლოცველთა დარბაზი მართკუთხოვანი ფორმისაა, 26/50 მეტრზე. ტაძრის სქელი კედლები დღის სინათლეზე გამოყოფილ სითბოს შთანთქავენ. საღამოთი კი ნაგებობის სახურავზე ამოჭრილ 104 ხვრელს თიხის ხუფს ხსნიან და იქიდან ამოსული სითბო ტაძარში ტემპერატურას დაბლა წევს.

წვიმისაგან დაზიანებულ მეჩეთს კედლებში დატანებული პალმის ფიცრების დახმარებით არემონტებენ.  ეს ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ ხდება. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ტაძარი კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს. მთავარი კი მზე, მარჯვე ხელები და ჯენეს ტრადიციული ტალახია.

ტაძრის გარშემო ვაჭრული ცხოვრება დუღს

ტაძრის შესასვლელი. მთავარ მინარეთზე შეინიშნება რუპორი, რომლიდანაც მოლას ქადაგება ისმის

ტაძრის სახუავი კოლონებს უჭირავს

კედლებში დატანებული პალმის ხის ფიცრები გამოიყენება მეჩეთის შესაკეთებლად, როდესაც წვიმა მას დააზიანებს

მეჩეთის ყველა მინარეთის წვერზე სირაქლემას კვერცხია დამაგრებული, რაც ნაყოფიერებას განასახიერებს

მლოცველები ტაძართან

მზის ჩასვლისას მეჩეთი ასეთ ფერს იძენს

Advertisements

9 thoughts on “ფოტოკოლაჟი: ტალახის საოცრება

  1. an fotoebi daapaytarave cota an agcera sxvanairad gaukete naxevari ar ikitxeba :S

  2. როგორ ჰგავს ნეხვით გაკეთებულს 😦

  3. უი, ნეხვისგან ყოფილა :)))

  4. რა მაგარია, მზის ჩასვლა ძალიან მომეწონა, კიდევ მომეწონა სირაქლემას კვერცხი და თვითონ სტატია ხო საერთოდ, :):*

  5. შენი ნახატია წამძღვანებული – სიკვდილი და სიცოცხლე – სისხლიანი ცრემლები და წლები – http://burusi.wordpress.com/2010/02/13/death-life/

  6. საინტერესო იყო:) ვიკიპედიასთან ითანამშრომლე ისე ზურ :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s