ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

90-იანები, თმის ჟელე და მივიწყებული ჰიტები

11 Comments


მანამ, სანამ ლანდიშა გამოჯანმრთელდება და დომენის ასაღებად წავალთ, რამდენიმე წუთით საკუთარ თავში გამონათებულ დიდი ვერაფერ შვილ აზრს პოსტად ვაქცევ. ნოსტალგიამ მეხსიერებას მოუკიდა და ძველი ამბები თვალებში შემომაბოლა…

რა ბედნიერი იყო 90-იანი წლები ჩემთვის… იმიტომ, რომ გაჭირვება არ მახსოვს. იმიტომ არ მახსოვს, რომ ბავშვი ვიყავი და ყველაფერ ცუდს ჩემს წარმოსახვით იმპერიაში ვემალებოდი. ან ვემალებოდი, ან ვერ ვგებულობდი. ვცხოვრობდი ”ტიტანიკში”. ეს გემი ისე მიყვარდა, რომ ზოგჯერ სახლის აივნიდან აისბერგს მოვკრავდი თვალს, რომელიც ჩემს ლაინერს უახლოვდებოდა და ჩაძირვას უქადდა. გავვარდებოდი უკანა ეზოში და ვითომ მუშებსა და მატროსებს ვუყვიროდი ”გემი დაატორმუზეთ მეთქი!”

რაოდენ სანატრელი და ღადო იყო პერიოდი, როდესაც თმის ჟელეთი ჩოლკების დაყენება მაგარ მოდად… წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ დიაგონალზე გადავარცხნილი… ”ჩამოყრილი ჩოლკები”, ”ზღარბი ჩოლკები”… 🙂 მეც მქონდა ერთი ასეთი და თავზე იმდენს ვისვამდი, რომ ტაფის ჩარტყმასაც ვერ გავიგებდი. აბა, ჩემს ჯაგარს ცოტა არ ეყოფოდა. ჰოდა დავდიოდით ეგრე მე და ჩემი მეზობლები.

ჰეჰ, რაოდენ საკაიფო იყო პერიოდი, როცა ბიჭები Spice Girls-ზე ვგიჟდებოდით და გოგოები Back Street Boys-ზე კარგავდნენ ჭკუას. უფრო სწორედ, ნიკსა და ბრაიანზე. მე ჯერი მომწონდა, იმას მელსი, ამას მელბი… მერე ვიქტორია დაგვევასებოდა… 🙂 გოგონები კი ჟურნალს ჟურნალზე ყიდულობდნენ და კედლებსა და მაცივრებს თავიანთი პრინცებით აჭრელებდნენ. ხაროშიე ბილი ვრემენა 🙂

… Back Street Boys-ი ქერო ბექ სთრით ბოიზ-ობდა, ამ სიმღერას ”ა ვონი ზაიეე”-ს ეძახდნენ ქუთაისში. სიმართლე გითხრათ, რაც ერქვა, სულ ცოტა ხნის წინ გავიგე და გულში ჯერ კიდე გამკრავს ამ სიმღერის ქუთაისური ინტერპრეტაციის ჩემეული ვარიანტი – ”აი ვონი დადუეი” 😀

 აღარ დავსვამ კითხვას ”აუ, ის გახსოოოოოოვთ?” იმიტომ, რომ ყველას გვახსოვს და ყველას გვიცეკვია და ბევრს ახლა ე-პაზორ-ებ-ა 🙂 არ ვიცი, თბილისში როგორ იყო, მაგრამ ქუთაისურად მას ”უ ვი გო! ალე ალე ალე! ჰქვია. მაგარი რამეა ნოსტალგია… სულ არაფრისგან იმდენ რამეს გაგახსენებს და ის კი დომინოს პრინციპით იხელა ზვავს წამოიკიდებს, რომ აჰა რიკი მარტინი და აჰა 98 წლის მსოფლიოჩემპიონატის თასი 😉

 

Scatman ანუ ჩვენს ენაზე ”სკეპმენი”… ულვაშებიანი კაცი, რომელიც მაააგრა სწრაფად ატრიალებდა პირში ენას და რატომღაც ქართველი მეგონა (ალბათ, ულვაშების გამო). რამდენს ვეცადე, მასსავით ჩქარა გამე-”სკაპარაპიაპიდუპუდაპიდაბუდუბპუდლჯოპსიუჯლჯგჰოაეაფრ”-ნა, მაგრამ ვერა და ვერ ვახერხებდი. რომ ვუსმენდი, ისეთი ბედნიერი ვიყავი, მეგონა, აი, ახლა მოფრინდება სუპერმენი და გადაგვარჩენსო… მაგრამ, როგორც ხდებოდა ხოლმე, სუპერმენის ნაცვლად უშუქობა მოფრინდებოდა 🙂

კიდევ რა გავიხსენო და….. უი ჰო! ”დან ლადუ კველა პალე რია მაკარენაააა….” ანუ იგივე ”ედუ კუენ პუპა ლალე ლალე დია კოსოვენა” 😀 😀  მახსოვს თეა გვასალია თავის ჭორებში ამბობდა, ამ ორმა კაცმა ”მაკარენა მაკარენა”-ს ძახილით იმდენი ფული იშოვა, მსოფლიოს შემოვლა უნდათო თუ რაღაც ამდაგვარი. ისიც კარგად მახსოვს, როგორ ენერგიულად ვცეკვავდით ხოლმე ამ სიმღერაზე სომალელი ბავშვებივით 🙂

დღევანდელი გადმოსახედიდან ერთი კომენტარის გაკეთება შეიძლება: ”ნუ, ძიბილიზმ!” მაგრამ მაშინ, როგორც კი შუქი მოვიდოდა, ტელევიზორში , ამათ გარდა, არაფერს უშვებდნენ (თუ არ ჩავთვლით დაკარგულ აფხაზეთზე მიმტირალ ეთნოპატრიოტულ სიმღერებს). არც ბაზრობებზე იყიდებოდა არაფერი თვინიერ მრავალგადაწერილი კასეტებისა. მოკლედ, ”მაკარენა” ჩვენი ტკივილი და სირცხვილი თუ არა, ჩვენი წარსულია, რომელსაც პირადად მე ისევ და ისევ ნოსტალგიის ხათრით თუ გავიხსენებ ხოლმე 😉

მე კარგად მახსოვს და მინდა, სულ ასე მახსოვდეს ის ბედნიერი, ბავშვური და უდარდელი 90-იანი წლები, როდესაც სიამოვნებით ამოვისვრებოდი ტალახში (ტოჟე მნე აკაკის ”ჩემი თავგადასავალი), მჯეროდა ოჩოპინტრესი, ვუსმენდი სოფია როტარუს და ერთ დაღეჭვაზე 5 “Love-ჟუაჩკას” ვიტენიდი პირში.

ყველაფერი ეს ჩემი (და არა მხოლოდ) ცხოვრების ”ჰიტებია” 😉

Advertisements

11 thoughts on “90-იანები, თმის ჟელე და მივიწყებული ჰიტები

  1. შენა და ჟურნალებს არ აგროვებდი. ვარსკვლავები ოსკარები მერე კაკადუ სრული კოლექცია მაქვს და დღემდე ვინახავ. იმ პერიოდის ყველა ჭორ მართალი დღემდე ზეპირად ვიცი. აუ კასეტების კოლექციაც მქონდა კიდევ . მე მადონა მომწოდა და დღემდე მის ფანად ვთვლი თავს. სხვები ისე რა . კიდე ერთი სიმღერა მახსოვს არ ვიცი ვინ მღერობდა მაგრამ ”ფაინა ფაინას ”ვეძახდი 🙂 დღეში 100 ჯერ ვუსმენდი და ბოლოს იმდენად მომბეზრდა ლენტა გავჭერი ქუჩაში გავაბი და გზა გადავკეთე 🙂 ასე ერთობოდა ხალხი მაშინ ბორბლებს წვავდნენ გზებს კეტავდნენ და შუქი შუქიო ყვიროდნენ 8 საათზე პასეანსი იწყებაო და დაიშლებოდნენ ხოლმე 🙂

  2. ,,Love” მაგარი ,,ზუაჩკა” იყო ტოო… მართლა გამახსენდა ეხლა იმის გემო და სიამოვნებით დავღეჭავდი 🙂

    ,,Turbo”-ს ყველა ,,ნაკლეიკა” მაქვს მგონი დღემდე 🙂 დიდი მონდომებით ვაგროვებდით მე და ჩემი ძმა… კიდე იმ კევების დასაკრავებიც ოხრად მაქვს, ფეხბურთელების ქვევით გადასაფხეკი რო იყო და 3 ბურთს თუ დასვამდი მოგებული იყავი, მაგრამ რატომღაც ყოველ ,,მოგებაზე” მეუბნებოდნენ დამთავრდა ეს გათამაშება და აღარ გამოგადგება ეგ ,,ნაკლეიკაო” 😦

  3. yoveltvis zalian miyvars aseti postebis kitxva
    gagimebuli var mishterebuli monitors xolme 🙂
    bavshvoba
    so sweet
    🙂

  4. თბილისში ბიჭებს ჯინსის უკან ჯიბეში ცხვირსახოცები ნახევრად , რომ ედოთ? :))))
    ბრიტნი გამოგრჩა 😀 მცხვენია, მაგრამ ბავშობაში ვუსმენდი აიეტი ახალი დაყენებული, რომ მქონდა და MTV -ზე ხშირად გადიოდა ხოლმე.. მაგნიტოფონი და კასეტებს ვყიდულობდი ამათსაც. უი კიდევ ძალიან მომწონდა BEASTIE BOYS.. ძაან გიჟები რომ იყვნენ მიყვარდნენ.. ნუ მოკლედ კიდევ ბევრი რამის გახსენება შემიძლია, მაგრამ წერა მეზარება.. მოკლედ თავის პონტში მაგარი იყო 90-იანი წლები..

  5. au, dzan magari posTi : )) bavshvoba gamaxsenda : )) marTalia me eg yvelaferi coTa bundovnad maxsovs (iqidan gamomdinare, rom 91shi davibade), magram es rac Tqvi zuusTad ise iyo Tbilisshic + mecxre blokis afeTqebebi… : ))

    daa, am musikis garda, nosTalgiuri momentebi mashinac momawveba xolme, shuki rom kvreba… mteli ojaxi erT otaxshi vikribebiT da, mokled, magaria : ))

  6. რა კარგი პოსტიააა 🙂 ძალიან გამართო 🙂

  7. თინეიჯერობა გამახსენდა :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s