ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

მე ვნახე “ავატარი”

26 Comments


მე ვნახე “ავატარი” და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად ჰგავს ადამიანის ბუნება დაუკმაყოფილებელ მეძავს.

მე ვნახე “ავატარი” და მივხვდი, რომ სიცოცხლეზე ლამაზი და მრავალფეროვანიარაფერი არსებობს არც ერთ განზომილებაში.

მე ვნახე “ავატარი” და მჯერა, რომ კომპიუტერული ტექნიკით ნებისმიერი სანახაობის ეფექტის შექმნა შეიძლება.

მე ვნახე “ავატარი” და ნათლად დავინახე, რომ მათაც ისეთივე სექსი აქვთ, როგორც ჩვენ.

მე ვნახე “ავატარი” და ძალიან მომეწონა, თუ როგორ გარდაქმნის ვიდეობლოგინგი ადამიანს.

მე ვნახე “ავატარი” და დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი კომპიუტერული ეფექტი ეფექტად დარჩება, რომელიც, ადრე თუ გვიან, მობეზრდება ხალხს.

მე ვნახე “ავატარი” და მივხვდი, რომ საინფორმაციო ომს სპეცეფექტების ომი ჩაანაცვლებს.

მე ვნახე “ავატარი” და ვერ გამირკვევია, ფილმს ვუყურე თუ მულტფილმს.

მე ვნახე “ავატარი” და ვფიქრობ, რომ ჯეიმს კამერონმა იგი 2–მილიარდიანი ვალის გადასახდელად გადაიღო.

მე ვნახე “ავატარი” და შემეცოდა სიგურნი უივერი.

მე ვნახე “ავატარი” და მოხარული ვარ, რომ ეიფორიის ტალღაში არ მოვყევი.

მე ვნახე “ავატარი” და გირჩევთ, თუკი გინდათ, ფილმმა ცოტათი მაინც დაგაინტერესოთ, ნახეთ 3D ხარისხში.

მე ვნახე “ავატარი”.

Advertisements

26 thoughts on “მე ვნახე “ავატარი”

  1. შეჩემა 28შია პრემიერა და 3დ სად ნახე? :huh:

  2. 3D ხარისხში ამისთანა რა შეამჩნიე :უსერ:

  3. აშკარად ამ პოსტის სხვაგვარი ფორმით დაწერა ჯობდა 😐

    და 3D-ში რო უნდა გენახა, თავიდანვე არ იცოდი? :))))
    აბა ისე რა აზრი აქვს ეგეთი ხახვობის ნახვას 🙂

  4. ჯეიმს კამერუნს რას უწუნებ ერთი 🙂 ან სად დაიდო ვალები 🙂 მე მივდივარ ამ ფილმის სანახავად მერე ვნახოთ თუ მომეწონება დავწერ თუ არ მომეწონება მაგასაც დავწერ 🙂

  5. მე არ მინახავს ,,ავატარი”, სამაგიეროდ ვნახე ეს პოსტი და მომეწონა 🙂 . (მისი ფორმაც,ასევე) 😀

  6. დავიჯერო ეგეთი ბანძობა იყო?
    არადა, ამ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში პირველად გადავწყვიტე კინოში წასვლა, ისიც ”ავატარზე”. 😀

    • არა, წადი აუცილებლად!
      უბრალოდ საოცრებას ნუ ელი. ჰოლივუდია რა და რავიცი, მე ეგეთი ფილმები ნაკლებად მომწონს, თუმცა აუცილებლად უნდა ვნახო 3D–ში. 🙂
      მე კომპში ვნახე ეფექტების გარეშე და შინაარსი და ამბავი დიდი ვერაფერი.

      • მახსოვს, ეგრე ტრანსფორმერების მეორე ნაწილი ვნახე კომპში თან ტელ ხარისხით…
        მაგარი კვერცხობა იყო 😐 იმ დღიდან გადავწყვიტე ტელ ხარისხში აღარ ვნახავ არაფერს-მეთქი. ავატარსაც მარტო მაგის გამო არ ვიწერ. დარწმუნებული ვარ, შინაარსით ავატარი სრული კვერცხობაა, ეფექტების გამო ღირს მარტო ნახვა – რას იღებდნენ 10 წელი ეგეთს!!!!

  7. საერთოდ არ მაქვს სურვილი ამ ფილმის ნახვის.. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ასეთი აჟიოტაჟია მასზე. ასე მგონია, რომ უმეტესობა მხოლოდ იმიტომ აპირებს ნახოს, რომ სხვებს არ ჩამორჩეს..

    3D-ში ერთადერთი Alice In Wonderland-ის ნახვა მინდა ძალიან.

  8. ME MINDA NAXVA DZALIAN 🙂 MAINTERESEBS

  9. მე უნდა ვნახო ავატარი დღეს და რატომღაც მგონია სეანსიდან გამოსული ან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქემერონი არ მომწონს, ან არაფერს ვიტყვი საერთოდ, რაც რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ ქემერონი მაინც არ მომწონს 😐

  10. ase uazrod da ukideganod gapiarebul sisuleleze sxva dros agar caval me :>
    esaa chemi komentari :)))

  11. ,,მე ვნახე ,,ავატარი” და სულაც არ აღფრთოვანდი. იმაში მეც ვერ გავერკვიე ფილმი იყო თუ მულტფილმი 🙂 ის მე Disney მულტფილმები მირცევნია ვიდრე კამერონის 🙂

  12. me vnaxe avatari (3D) da dzaaaalian visiamovne. gamaoca… momecona,rogor gveubneba kameroni, rom dablagvebuli grdznobebit vcxovrobt. da ra lamazebi arian es oxrebi? )))))))))

  13. მეც ვნახე ავატარი და ვთვლი რომ ძალიან მაღალი დონის გრაფიკა და ვიზუალი აქვს, ყველა კიდური ყველა მიმიკა ყველა სახის მოძრაობა ქმნის 1 სრულყოფას , 1 ნახტომით წინ აა კამერონი

    • გრაფიკაზე არ მაქვს პრეტენზია. პირიქით, უძლიერესია. მაგრამ შინაარსი მოგეწონა? რამე ახალი გაიგე, გარდა ტიპური უცხოპლანეტელებისა? 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s