ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

why not

21 Comments


სურათი ცოტათი ძველია, მაგრამ წავა

მგონი, საკმარისად დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე დავწერე, ვისაუბრე. ჩემს “რაღაცნაირ” მოგზაურობებს არ ვგულისხმობ. უბრალოდ, საკუთარი თავის ამბის მოყოლა მაქვს მხედველობაში. ჰოდა დღეს ის პატარა გამონაკლისი იყოს, როცა საკუთარ თავზეც დავწერ, why not 😉

GIPA–ში რომ ვსწავლობ ეს ვთქვი? უი, ჰო… მითქვამს. GePRA–ში რომ ვმუშაობ და პიარსკოლის ბლოგს ვკურირებ, ესეც იცით?  ანუ თან ვჟურნალისტობ და თან პიარში ვარ გარეული. ორ სხვადასხვა პროფესიას ვეჭიდები თუ ვეჭიდავები. GePRA ჩემი თავშესაფარია. მართალია, უხელფასოდ ვარ, მაგრამ იქიდან წამოსვლა არ მინდა. კარგად ავეწყვე, თან ბევრიც არ მავალია. რომც დამავალონ, ვერ მოვასწრებ. ჰოდა ქე ვარ ასე 🙂

ორიოდ თვის წინ ახალი სამსახური დავიწყე. ჟურნალ “ტაბულას” რედაქცია ეს–ეს არის, დაფუძნდა. მე კულტურის ბლოკში ვარ და თეატრები და მსგავსი რამე–რუმეები მაბარია. ძალიან მიხარია, რომ რაზეც მინდა, იმაზე ვწერ. მართალია, რბენა და დევნა კი მიწევს, მაგრამ ეგ ყოფილა ჟურნალისტის ბედი 🙂 ისე, რბენა, ხვეწნა და წერა ვინც არ იცის, იმას ჟურნალისტობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

სწავლა 25–ში განგვიახლდა. ამერიკელი ლექტორი Leah გვიკითხავს. ტიპური ამერიკელია: თავისი საქმის დიდოსტატი, ჯიგარი ტიპი და არც ერთი ენა იცის ინგლისურის გარდა. ლექციაზე დაგვიანება ისჯება კარების ჩაკეტვით და აუდიტორიაში არშეშვებით, ანუ ლექციის გაცდენით, რაც საერთო შეფასების 20 პროცენტს ჩამოაჭრის სტუდენტს. ეს ყველაფერი კი 3 კვირის განმავლობაში უნდა ავიტანოთ. რავიცი, მე კი დავიზაფრე…

ვინაიდან ინგლისურ კურსს გავდივარ, აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები დაგვემატნენ. კარგი ტიპები არიან. ნუ მე ნორმალური პარტნიორი შემხვდა და მშვენიერი ურთიერთინტერვიუებიც გამოგვივიდა. ანნა ჰქვია. ჯერჯერობით აქაც კარგად მიდის გაცნობა–დამეგობრების საქმე.

დაკავებული ვარ. ჰოი, რა დღეში ვარ! აქეთ სწავლა და ორი სამსახური თავისი სოციალური მედიის კურირებითა და სტატიებით, იქით დასის აფიშა მაქვს დასახატი. გახსოვთ ალბათ, დასიდან რომ წამოვედი, აფიშებს მაინც მე გავაკეთებ–თქო აღვუთქვი ხალხს და აჰა… “სამანიშვილის დედინაცვალს” ვაკეთებ. რა ვქნა? ხატვაც მიყვარს და არ მინდა, შევეშვა. ჰოდა ვიჩეხები ამდენ საქმეში.

GIPA–დან GePRA–ში, მერე დასში, მერე მეგობრის ბებიის პანაშვიდზე, მერე ისევ  GePRA–ში (ბოთეს ბლოკნოტი დამრჩა). ამასობაში “ჯეოსტარელებს” ვურეკავდი ინტერვიუზე. გზაში ფენოვანებს ვყლაპავდი ფრიად გარდარეული სტომაქის დასაწყნარებლად…. აუჰ, რა ამოვქოქე!… 🙂

არადა, ამ დროს ადამიანი კარგად დაზეთილი ძრავასავით მუშაობს და უფრო შემოქმედებისუნარიანია, ვიდრე ჩვეულებრივ დროს. მთავარია, არ გადაიწვეს. ჩემი ახლადნაყიდი სათვალე, რომელმაც 3 კვირას ძლივს გაძლო, გუშინ გატყდა და ვზივარ კომპთან თვალებაწითლებული. თან მეყვინთება. 8–ზე უნდა ავდგე, რომ 10–ზე სოლივით ვერჭო ლექციაზე. დღეს ავტობუსმა ნახევარი საათით დააგვიანა მოთრევა და ნერვები მომისპო. არ მიყვარს გინება, მაგრამ დღეს ბორბლებიდან დაწყებული, “გლუშიტელით” დასრულებული (მაყუჩი ქვია ისე), ყველაფერი შევუკურთხე!

მოკლედ ასეა ჩემი ამბავი: ნერვების ხარჯზე ვცოცხლობ. ერთთვიანი დასვენება პატრონს ჩაბარდა. ისევ პატარა ბინაში ვარ, რომელიც არც ერთი აქ მცხოვრებისა არ არის. ოჯახში მატებაა და ახლა ექვსნი ვართ. პაატალა “კუუუუსსსა” შეეძინა ბიძაჩემს 🙂 “ჩემს” ოთახში ისევ ქაოსია. ისევ პატარების წივილ–კივილი, ტელევიზორში “სანტა მარია ანტუანეტა ხეორხია ალონსო დე გვადალუპე სანჩეს რივიერა დე ბროსო დე ალესიო პადილა დე პქერუნვაირუაფნაიერჯჰადჯ” გადის და ბებიაჩემიც არც ერთ სერიას არ ტოვებს. მიკვირს, როგორ ამახსოვრდება ამდენი.

აუ, რამდენი დამიწერია. სტოპ!… ესეც გეყოფათ თქვენ. გილოცავთ, ვისაც ბოლომდე წაკითხვა არ დაგეზარათ. ისე მეძინება, დავაფაბლიშებ და გრამატიკული შეცდომების გასწორება თქვენთვის მომიდია, why not 🙂

Advertisements

21 thoughts on “why not

  1. გრამატიკული შეცდომები არ იყო, ისე კი, გამიხარდა სათვალე რო მიგემსხვრა :)))
    ღამე მშვიდობის :*

  2. au ramdeni vicinee da rogor miyvars egeti rejimi mxolod aset dros grznob rom cxovrob xar cocxali da ragacashi mainc gamodeqi 😀

  3. liliani,getanxmebi,mec mashin var ufro kargad,roca vixarjebi,ar shemidzlia ert adgilas jdoma 😀 rac sheexeba zurriuss-s … kargad ar gicnob,tumca magari adamiani chanxar,cocxali qronometri 🙂 warmatebebi da ase gaagrdzele aqtiuroba 🙂

  4. მე მენატრება მსგავსი რეჟიმი, აბა ისაა საქმე დილიდან საღამომდა ერთ ოთახში ვზივარ და ვზივარ! ნუ, ტვინსაც ვიჭყლეტ, მარა მარტო ეგ არ მაკმაყოფილებს!

  5. me foto momewona dzalian, torem sheni dge mgoni standartulia sicocxlisunariani adamianebitvis 🙂 am dros grdznob rom fetqav, arsebob da qmni.. shen qmni… zogi arsebobs da ver qmnis …
    me momwons sheni grafiki, cotati chemsas gavs .. 😉

  6. შენ “კუსაზე” მაგარი გაჭედილი გქონია: ))
    ყველას და ყველაფერ საყვარელს მაგას ეძახი : ))

    პ.ს. რათ გინდა ჯეოსტარელები? ჩემთან ჩაწერე ინტერვიუ ? :d

  7. აუ, მგარი პოსტია რააა! :)))))

  8. კარგია ეგეთ ტემპში მუშაობა, მაგრამ არა ყოველთვის. პრიციპში ყველას თავისი რიტმი აქვს. მე მბეზრდება ხანგძლივად გადარბენის რეჟიმში მუშაობა, ძალიან სწარფად გადის დრო, თან რაღაცნაერი სიცარიელის შეგრძნება მაქვს. არც ის შემიძლია მუდმივად ერთ ადგილას ვიყო და მოწყენისლობისგან ვკვდებოდე. ჩემი მეგობარი მუშაობს მუზეუმში და სულ უსაქმოდ ზის. ეგეც საშინელებაა.

  9. ამ პოსტს თუ ვინმე ჯეპრელი კითხულობს, სირცხვილით უნდა დაიწვას და ცოტა ხელფასი მაინც მოგცენ, რომ მაგ პატარა ბინაში (იტალიურ კომედიას მაგონებს შენი ცხოვრება) ცოტა შვება მაინც იგრძნო. ვოტ ტაკ!
    ჯეპრა, დუ იუ ჰიარ მი, ბოი? 😛

  10. სასიამოვნოდ გადატვირთული ცხოვრება გქონია.. მომეწონა პოსტი..
    პ.ს. ბოლომდე წავიკითხე : )

  11. დამღუპავს, ვხედავ, ვკითხულობ და მესმის, მე ეს სოციალური მედია :):):):):):):):):):)
    საჯაროობის რა ხარისხზეა ასული ბლოგერ–რილეიშენზიიიიიი:):)
    ორივე მაგრა მიყვარხართ და ცოტა ხანი მაცალეთ.
    ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ, ისე არა, როგორც ფილმშია. :):):):):):)

  12. ზურიუს შენ რა ხარ,თუ ვინ ხარ არ ვიცი, არ ვიცი! ახლა მეც არ მეცალა დასაბეჭდი და გასარჩევი მაქვს ჩვენს ამერიკელთან რაღაც–რუღაცეები.და ისე ჩავიკითხე შენი “რატომაც არა” კიდევ მინდოდა გამეგრძელებინა! ამის მიზეზი ალბათ შენი ქუთეისური დიდი იმერლური იუმორია.კარგად გეხერხება შეზავება,ამ უძვირფასესი სუნელის!
    ძალიან მიხარია რომ ჩემი ჯგუფელი ხარ–ოღონდ მართლა!
    and wish you all the best!

  13. რაოოოო??????? შენ გინება არ გიყვარს და იშვიათად იგინებიი????

    აბა ის რა არის, მეჩვენება ხოლმე? 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s