ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

ზოგს მალე მობეზრდება

53 Comments


კითხვები??? კითხვები??? კითხვები???

ბლოგები

ბლოგერები

მოდა

ჯერ odnoklassniki.ru იყო, რომელმაც 2 წელიწადს ძალიან მაგრად იმუშავა და ზენიტში იყო. ახლა Facebook ლიდერობს და ყველა აქ არის. მერე რა, რომ ზოგი აზრზე არ არის, თუ რა უნდა აქ. სხვა ხომ არის? ე.ი. თვითონაც უნდა იყოს. ამ სოც. ქსელისა არაფერი გამეგებოდა და თურმე ორჯერ დავრეგისრტირებულვარ სხვადასხვა მეილით. ის მეორე Zura Balanchivadze ახლაც ისეა მიგდებული.

ყველაფერი იწყება – ყველაფერი მთავრდება. ეს გარდაუვალია. უბრალოდ, გააჩნია, რამდენად გრძელი იქნება მათ შორის მოთავსებული დეფისი შენთვის. ზოგს მალე მობეზრდება ბლოგი.

ვინც მოდისათვის დაიწყო წერა, იგი მოდის გამო დაანებებს. გავა დრო და ნახავს, რომ მთელი ბლოგი სულ ტყუილად უწერია. წყალში გადაუყრია თითის ფალანგებზე მიმაგრებული მყესების გამალებული ვიბრირება კლავიატურის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ.

ზოგიც იმიტომ დაანებებს თავს, რომ სხვა ეგონა და სხვაგან მოხვდა. იმავე საქმიანობას კი სხვანაირად გამოხატავს და სხვა წყაროებით.

ზოგი სიყვარულს დაკარგავს და მერე რა დროს ბლოგია. ახლა გლოვისა და ჩოლკის შეჭრის დროა.

ზოგს ის გააღიზიანებს, რომ პოსტებზე მხოლოდ თავისი კომენტარები დევს და ვერ მიმხვდარა ამის მიზეზი, რომ მრავალმუხლიანი უსტარებია.

ზოგს მალე მობეზრდება წერა. გამოელევა ბარბები, პაკემონები, კევები, პომადები, მანიკურები, პუდრები და რუმიანები. რაღაზე დაწერს, როცა ყველა დათუნია, კურდღელი და ციყვი აღწერა და ისიც გაგვიმხილა, თუ რა თანმიმდევრობით იწვენს ლოგინში.

ისეთებიც დაანებებენ წერას თავს, რომლებიც ზედმეტად დეპრესიულები არიან და მათ მიერ მოქნეულ მრავალწერტილთა ჯაჭვების აზრს ყველა ვერ ჩაწვდება. ასეთები ცხოვრებაში კიდევ ერთ იმედგაცრუებას იპოვიან და რუდუნებით, ცრემლით შეინახავენ მთრთოლვარე ტკივილს თავიანთი ტვინის ხვეულების ყველაზე ფარულ ადგილებში. ბლოგის გარდაცვალებას ისინი იმას დაუკავშირებენ, რომ ვერავინ უგებს მათ.

ზოგიც დაწერს, რომ პაუზას აიღებს და აუცილებლად დაბრუნდება. მის ამ სიტყვებს კი ვებ მტვერი მოედება და ასეთად დარჩება, ვიდრე ბლოგის სისტება თვითონ არ გაუკეთებს ლიკვიდაციას.

ვინ იქნება შემდეგი, ამას ედვარდ ენიგმას მწვანე ფერის კითხვის ნიშნების ნისლი აკრავს.

საათი წიკწიკებს და ნელ–ნელა ენაგადმოგდებულ თავის ქალას ემსგავსება.

უთვისებო ბლოგერები მოდიან რწმუნდებიან და მიდიან.

P.S. მიყვარს მწვანე, შხამიანი ფერია 😉

Advertisements

53 thoughts on “ზოგს მალე მობეზრდება

  1. ლოლ მაგარი პოსტია ძაან! შხამს სამკურნალო თვისებებიც აქვს.
    ზარიუსის დაბრუნება!

    ვივა!

    😀 😀

  2. მაგარი ხარ რა ზურიუს =)))))))) მარა ხო იცი შხამს შხამითვე მკურნალობენ :D:D:D:D:D

    . რაღაზე დაწერს, როცა ყველა დათუნია, კურდღელი და ციყვი აღწერა და ისიც გაგვიმხილა, თუ რა თანმიმდევრობით იწვენს ლოგინში.

    ეს კაი იყო :D:D:D

  3. WoW!

    მეც მომეწონა მწვანე, შხამიანი ფერია… 🙂

    ძალიან მაგარი პოსტია და არაჩვეულებრივი აღწერა-შედარებებია… მაგრამ ერთს მაინც გამოვყოფდი რაც განსაკუთრებით მომეწონა:

    ,,ზოგს მალე მობეზრდება წერა. გამოელევა ბარბები, პაკემონები, კევები, პომადები, მანიკურები, პუდრები და რუმიანები. რაღაზე დაწერს, როცა ყველა დათუნია, კურდღელი და ციყვი აღწერა და ისიც გაგვიმხილა, თუ რა თანმიმდევრობით იწვენს ლოგინში.”

  4. 😛
    Zurriuss, ise shens postebze aris xolme ase 😛 sxvis komentarebze meti shenive komentari 😀 😀 😀
    mec miyvars mwvane 😉 amas didi gamocnoba ar unda 😀

    Sophie “Poison Ivy” Golden 😛

    p.s. sxva blogebis da blogerebis garchevas (mxolod shen ar gexeba, Zura) sakutar … uhm… blogs mixedos yvelam 😉

  5. საინტერესო პოსტია.ქართული ბლოგსფეროს მთავარი პრობლემა ის არის,რომ თემატურად ერთფეროვანი და ერთთემიანია.ძალიან მარტივია აქ ,,პოპულარულობის”მოპოვება,თუ ძალიან მარტივ ღირებულებათა და ფასეულობათა სისტემა გექნება.,,პოპულარული”
    ბლოგების ავტორები მხოლოდ სკანდალურობით და ,სტერეოტიპების
    დანგრევით ცდილობენ თავიანთი მთვლელის ციფრთა გაორმაგებას.
    საკუთარი პერსონის გაშიშვლება და ცხოვრების შიდა სამზარეულოში
    სხვა კი ათას ორასი ადამიანის თანამყოფობა.ეს ადამიანები ,,ბლოგერთა”ვიდეო-თვალს წარმოადგენენ,რომლებიც აიძულებენ უფრო ,,ლაივი”იყოს მისი თითოეული ნაბიჯი,თუ თუნდაც ძალიან პიკანტური მომენტები.პოპულარულობა ყველას სიამოვნებს,მაგრამ ეს ისეთი პოპულარულობაა,როცა არაფერ ღირებულს არ ქმნი და საზოგადოებას მალევე მიავიწყდები,თუ კიდევ რაიმეთი თუ არ გააკვირვე.ჰოლივუდელი მსახიობების ცხოვრება და ზოგადად მსოფლიოში ერთჯერადი პოპულარულობაა მოდაში და შემდეგ მუდმივი საკნდალები,რითაც ეს ერთჯერადობა წლების განმავლობაში იწელებბა.მაგალითად
    ყველაზე პოპულარული წყვილის მაგალითზე რომ ვთქვათ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი.ისინი დაქორწინდნენ და მალევე განქორწინდნენ.ან დაქორწინება რა იყო და ან განქორწინება?არა.
    მსოფლიო საზოგადოება ჯერ დაქორწინებით აალაპარაკეს შემდეგ განქორწინებით გააგიჟეს და ინტერესში ,,ჩააგდეს”.ქორწინების პერიოდში ვრცელდებოდა ასეთი ტიპის ინფორმაციები:ეზოს რომელ კუთხეში ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა და ა.შ.
    რაც მთავარია მათ ეყოლათ ტყუპები,რომლებიც განწირულნი არიან ,,პოპულარობისთვის”…მათი სურათები ცხრა ნოლით შეაფასეს.:)თუ არაფერ ღირებულს არ შექმნი და მხოლოდ ერთჯერადი პოპულარულობით დაკმაყოფილდები,მაშინ კი ბატონო.კმაყოფილდებიან და დაკმაყოფილდებიან,მაგრამ თუნდაც იმ პოპულარულ ჰოლივუდელებს სახე უნაოჭდებათ და ხვდებიან რომ სწორედ ერთჯერადი იყო მათი პაპულარულობა.საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა მეტნაკლებად ყველას სიამოვნებს,მაგრამ გააჩნია რა საზოგადოება გაფასებს და რის მიხედვით.ჰოლივუდში სიშიშვლე და მთელ მსოფლიოში პოპულარულობისკენ გადადგმული ირმის ნახტომია,რითაც ბაზარში გასაყიდად გამოტანილ ხორცს ემსგავსებიან,მაგრამ ჩვენ თანამედროვე საზოგადოებას მოგვწონს მათი სკანდალურობა და რაც უფრო შოკისმომგვრელი იქნება ეს კანდალები მით უფრო მეტ ფულს ვიხდით და მეტად ვინტერესდებით.სოციალური ქსელებს,ბლოგებს და სხვა მისთანებს
    ადამიანთა ერთი ჯგუფი იმიტომ შეეკედლა,რომ მათ სხვა გზა ვერ მონახეს საკუთარი თავის დასამკვიდრებლად ამ ქვეყანაში,ან პოპულარობისთვის თუნდაც იმ ათას ვიზიტორს შორის,რომლებიც თან არსებობენ და თან არ არსებობენ.:)მე პირადად აღარ მაქვს სურვილი ამ არსებულ და არ არსებულ ვიზიტორებს ვუყურო და ჩემს ბლოგსაც იშვიათად შევავლებ ხოლმე თვალს.პრინციპში საკუთარი თავის რეალიზება ვირტუალურ სამყაროში მეტნაკლებად მოვახერხე და თუ რაიმეს დავწერ ვიცი ძალიან რეალური ადამიანები წაიკითხავენ და არა რეალურსა და ირიალურს შორის მყოფი ადამიანები.:)ბლოგროლზე მინუსების დაწერის ერთერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ ის რომ მე არც ჩემი პერსონის სკანდალიზაცია არ მოვახდინე და არც ღირებულებები და ფასეულობები გადამიფასებია,არც მომიტყუებია ვინმე და არ შემიქმნია ჩემი მეორე მე.ვიყავი გულწრფელი და მართალი საკუთარი და ჩემი მკითხველის წინაშე.ასეც გავაგრძელებ.არც ამ ბლოგის ავტორს გაუწირია თავი ერთჯერადი პოპულარულობისთვის თავი…მე ასე მგონია,რადგან არც ისე მარტივად წერს და აზროვნებს.მისი ,,ლაივიც”მის ნიჭიერებაზე მეტყველებს,მაგრამ ნიჭთან ერთად ღირებულებებზე და ფასეულობებზეა ორიენტირებული.ყოველშემთხვევაში ცდილობს.
    კლასიკურ მუსიკაზე წერა და საუბარი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და ღირებულია.საზოგადოება ისეთი ღირებულებებზე და ფასეულობებზე ორიენტირებული გახდება,რასაც ჩვენ შევთავაზებთ თუნდაც ბლოგების მკითხველ საზოგადოებას.

    • რა თქმა უნდა ეს უკვე კომენტარი აღარ არის ….ეს უკვე პოსტია:)
      პოსტზე დაწერილი პოსტი:)ისე ეს სახელწოდება ,,პოსტი”დიდ მოწონებას ვერ იმსახურებს,მაგრამ სხვა რა ვუწოდო ან რა დავარქვა არ ვიცი.:)

      • თორნე, კარგია, თუ რამეს მიაღწიე შენი ბლოგით. თავადაც კარგად იცი, რა ძნელია საკუთარი აუდიტორიის მოძებნა.
        ისე, ჰოლივუდი ბლოგებთან რა შუაში იყო, ვერ გავიგე, მაგრამ არაუშავს. თუ ბრედი და ანჯელინა განქორწინდნენ არც ეგ ვიცოდი და არც ის ვიცოდი, თუ მათ ორზე მეტი საერთო შვილი არ ჰყავდათ.
        ვფიქრობ, შენ ის უმციერესობა ხარ, ვინც ბლოგოსფეროსა და ინტერნეტსივრცეში გაჩენილი ყველა “ყოფნა–არყოფნის” კითხვას პასუხი გაეცი.

      • ჰოლივუდი დღესდღეობით პოპულარულობის რეცეპტებს იძლევა,
        რომელიც შემდეგ სხვადასვხ სფეროში ინერგება უფრო სწორედ ნერგავენ.წარმატების ფორმულაც ამ რეცეპტებით მზადდება.ისე ახლა შეიძლება ისევ დაქორწინდნენ,რადგან მათი ქროწინებაც და განქორწინებაც საზოგადოების გულებზე ძლიერ მოქმედებს.ალბათ ხვდებიან რომ მართლაც ერთჯერადი პოპულარულობაა მათი ხვედრი და მის გასახანგრძლივებლად იბრძვიან.მე არასდროს არ გამიგია გინდაც ბრედ პიტზე და ანჯელინა ჯოლიზე კარგი მსახიობები არიან…მათი სახელის ხსენებაზე სულ სხვა ასოციაციები ჩნდება.ეს მათი არჩევანია და ყველა ადამიანი საკუთარ ცხოვრების გზას თვითონ ირჩევს.ალბათ ვინც მიცნობს გაუკვირდება რას ჩაიციკლა ამ ანჯელინა ჯოლიზე და ბრედ პიტზე,მაგრამ ამ ორმა ადამიანმა საკუთარი თავი შესწირა პოპულარობას.ესეც ერთგვარი კერპთაყვანისმცემლობაა…ოღონდ ჰოლივუდურად…სხვაც ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.. ხანშიშესული პოპულარული ადამიანების ინტერვიუ მომისმენია და მიტირია კიდეც,რადგან ისინი ბევრ რაღაცას ნანობენ,განიცდიან და ეშინიათ სიკვდილის…ბოლოს მარტოობას განიცდიან…თითქმის ყველა ბლოგერი ცხოვრების საწყის ფაზაშია,მაგრამ მათ ეს განცდები უკვე ჭარბადაც კი აქვთ და თავიანთ ბლოგებზე გამოფენენ ხოლმე…ბლოგსფერო მარტოსულთა მუზეუმს მაგონებს,რომელშიც კარგი შემფასებელი და კარგი მკითხველი დიდი იშვიათობაა…ერთერთი პოპულარული ბლოგერი თავის რჩევებში წერს,რომ არავის არ უნდა უთხრა რომ ბლოგი გაქვს და უნდა შექმნა შენი მეორე ,,მე”…
        ისე ამ ბლოგერის გაცნობის შემდეგ ნამდვილად დავრწმუნდი,რომ
        მას ყველაზე დიდი მეორე ,,მე”აქვს შექმნილი,რომელიც მართლაც ვირტუალურია…ალბათ სულაც არ მიფიქრია მე მეორე ,,მე”შემექმნა,რადგან აქ მინდა და მინდოდა ისეთი ვყოფილიყავი,როგორც სინამდვილეში ვარ.ალბათ ეს კომენტარებიც არ შეეფერება ქართულ ბლოგსფეროში გავრცელებულ ერთ სიტყვიან და მაქსიმუმ 10 სიტყვიან კომენტარებს…ალბათ ესეც პრობლემაა,როგორც თემატური ბლოგების იშვიათობა.მოკლედ მეტად გამიგრძელდა სიტყვა.ამ ბოლო დროს კომენტარის დაწერა უფრო მხიბლავს,ვიდრე ბლოგის.:)

    • სკანდალები, სკანდალები და არაფერი სკანდალების გარდა!
      საზოგადოებას ეს სურს და არა ღირებულებები… ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს…

      ***
      ისე, ზურიკელა, რა გითხრა არ ვიცი, პოსტი კარგია, მომწონს “შხამიანი” ფერი, სუფთა ოთარაანთ ქვრივის კილოთი წერ.

  6. ra intrignuli sulis patroni xar : )

    I love it (rom egeti sulis patroni xar) ^_^
    Go on!

  7. ამ პოსტმა ისე ჩამაფიქრა, რომ მეც ამ თემაზე გადავწყვიტე დამეპოსტა. : ))

    http://sunwaited.wordpress.com/2010/01/22/ბლოგის-ყველა-მკითხველს/

    აქ რაზეც წერ, იმაზე მეც ხშირად მიფიქრია და ზუსტად ეს ჩავდე ჩემ პოსტშიც.

    არ ვიცი, შეიძლება ამ ლინკის დადება რეკლამადაც ჩამითვალო, თU ასეა, წაშალე მაშინ 🙂

    უბრალოდ დაკომენტარების ნაცვლად, ვრცლად გაგეცი ამ პოსტში დასმულ საკითხზე პასუხი შენც, ბლოგების მკითხველებსაც და საკუთარ თავსაც 🙂

  8. მობეზრებადია ყველაფერი, გარდა ჭეშმარიტი შემოქმედებისა.. მე ვისურვებდი, სიკვდილამდე თან მქონდეს მელანი, აზრი და ძალა მარცხენაში..

  9. ეგრეა ეგრე :BUBA:

  10. მწვანე სულაც არ არის შხამიანი ფერი! და ამ პოსტს არ უხდებოდა კიდე, მწვანე მხოლოდ და მხოლოდ დადებითთან ასოცირდება ჩემთვის : ))

    • მწვანე ფერთან მეც გადასარევი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ, პოსტის სურათიდან გამომდინარე, აღმოვაჩინე, რომ შხამადაც გამოდგებოდა 🙂 🙂 🙂

  11. ძალიან მაგარია ! თუმცა თავად ამბობ რომ ყველაფერი იწყება – ყველაფერი მთავრდება, შესაბამისად დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება, ამიტომ მოგიწევს ამას შეეგუო ! ( :

  12. მეც მიყვარს მწვანე ფერი 🙂

    ხოდა დაახლოებით 2 წლის წინ Facebook -ზე რომ დავრეგისტრირდი, აზრზე არ ვიყავი 😀

  13. ზოგი სიყვარულს დაკარგავს და მერე რა დროს ბლოგია. ახლა გლოვისა და ჩოლკის შეჭრის დროა. <<<<< ეს ვითომ რა შუაში იყო ეხლა, ვის უკბინე? :D:D:D:D

  14. მართალი ხარ ზურა. რაღაც ინტერნეტ მოდის მსგავსი არსებობს. ხან რითი ვერთობით და ხან რითი. რაც შეეხება ბლოგერობას, ყველაფერი სწავლის დაწყებასთან ერთად დაიწყო. არასოდეს მომინდებოდა ალბათ საკუთარი ბლოგის ქონა რომ არა ჩემი დეკანატის დაჟინებული მოთხოვნა და სანდრო ასათიანის დილის ლექციები 🙂 . ახლა ორი ბლოგი მაქვს და შიგადაშიგ რაღაცეებს ვწერ ხოლმე. უფრო მეტად სხვისი ბლოგების კითხვა და დაკომენტარება მომწონს, აი როგორც ახლა.

    P.S რაც შეეხება სიყვარულის დაკარგვას და ჩოლკის შეჭრას, ამაზე ძალიან ბეეევრი ვიცინე 😀 😀 😀 . ჩემ შემთხვევაში ამ ორ მოვლენას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ ყოფილა და ბლოგიც ამის გამო უპატრონოდ არ მიმიტოვებია.

  15. მათ მიერ მოქნეულ მრავალწერტილთა ჯაჭვების აზრს ყველა ვერ ჩაწვდება.

  16. მეუცხოვა წერის სტილი შევხედე კიდეც გასტ-პოსტი ხომ არ არის მეთქი
    აბსოლიტური სიმართლეა მთელი პოსტი
    გეთანხმები
    განსაკუთრებით ვეთანხმები ფრაზას ვინც წერა მოდის გამო დაიწყო მოდის გამოვე დაანებებს

    და საერთოდ ყოველთვის ყველაფერში ასეა
    ვინც რაღაცას მხოლოდ მოდის გამო აკეთებს იმავე მოდის გამო ასრულებს
    შეიძლება ერთ დღეს სიცოცხლეც ზედმეტად არამოდური გახდეს

    • ვაკეში ვიღაც ტიპი თავს რომ მოიკლავს და წერილს რომ დატოვებს: “სიცოცხლე მეტად არამოდური გახდა”. მერე ამას აიტაცებენ ძააააან ძააააან ხელოვანი ტიპები და წყვილ–წყვილად დაიბრიდავენ თავს 🙂

  17. ჩემი ბლოგზე არააქტიუროის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს უინტერნეტობა ან მომავალში უდროობა… ეხლა ამაზე ვერ ვფიქრობ ნადვილად, მაგრამ არამგონია ასე ადვილად დავთმო ამდენი ნაწვალები და უბრალოდ მომბეზრდეს…
    რაც შეეხება მწვანეს, ის ჩემი მეგობარია და აქამდე მის სიშხამეზე არ დავფიქრებულვარ, მე მუდამ დადებითად მყავდა წარმოდგენილი…

  18. ზურ ისე რო წერო წერო და კომენტარები არავინ რო არ დაგიწეროს საერთოდ არც ერთი, მაინც გააგრძელებდი? :))) ისე მომივიდა ახლა თავში აზრად თორე ეგ საფრთხე არ გემუქრება :* :დ

    • პირველ ბლოგზე ზუსტად ეგრე ვწერდი ვწერდი და არავინ მიწერდა კომენტარებს. იმიტომ, რომ არავინ იცოდა, ბლოგი რომ მქონდა.

      • და რატო იკლავდი თავს?:))))

      • პირველად ყველა ეგრე წერს და იმ იმედით რომ ვიღაც წაიკითხავს, მე ვამბობ ახლა რომ დაწერო და აღარავინ აღარ დაგიკომენტაროსმეთქი :პ

        • მაშინ არ ვიცი. აი, ახლა უცებ რომ კომენტარები გაქრეს, გამიტყდება – ეს ფაქტია. იმიტომ, რომ რასაც ვწერ, საკუთარი და სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე ვწერ. 50/50. მერე არ ვიცი, სანამდე გაძლებს ეს 50.

  19. es sheuqcevadi procesia.”droni meobeno”,gagvgia xom yvelas? : ) hoda,daaxloebit msgavsi ram xdeba xolme.mowonebis obieqetebi ,sxva obieqtebma unda chaanacvlon da a.sh.drois faqtoria..

  20. ზურ ისე რო წერო წერო და კომენტარები არავინ რო არ დაგიწეროს საერთოდ არც ერთი, მაინც გააგრძელებდი?

    >>

    momitevet,chavechrebi..

    me sul mase vwer da chemtvis rom ekitxat vupasuxebdi-kis. : ))faqtobrivad asecaa..

    • ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს: გააჩნია, რაზე წერ და გააჩნია, რამდენად გისწორდება საკუთარ ბლოგზე სიმარტოვე.
      იყო პერიოდი, რომ სიმარტოვის ფანი ვიყავი. ახლა შედარებით ნაკლებად. ესეც გადაფასების ამბავია. მაგრამ ყოველთვის მინდოდა ხალხთან ურთიერთობა და ბლოგი ამაში მაგრად დამეხმარა.

  21. ზედა ხარ…
    რამჯერმე ჩავფიქრებულვარ იმაზე, ნეტა ბლოგი თუ მომბეზრდება თქო და თუ კი, როდის მოხდება თქო ეს?

  22. ბატონო ზურა, ნამდვილად საინტერესო პოსტი იყო, მაგრამ მე მგონია რომ შენ ზედმეტად დიდ დროს უთმობ ბლოგ სფეროზე ფიქრს.
    ვის რაც უნდა ის წეროს. who cares..
    მე არ მადარდებს, რა იქნება შემდეგ. თუ აღარ მომინდება წერა- აღარ დავწერ და ნამდვილად არაფერი სანანებელი არ მექნება დანარჩენ პოსტებში. მთავარია, ჩვენ ბლოგით სიამოვნება მივიღოთ. გამოვხატოთ ჩვენი თავი.. უფრო სწორედ, ჩვენი რაღაც ნაწილი..
    თუნდაც ბარბებზე საუბრით.

  23. “ვინც მოდისათვის დაიწყო წერა, იგი მოდის გამო დაანებებს” – ამ კრიტერიუმს ავცდი. დავიწყე, იმიტომ რომ თითები მექავებოდა და სადმე უნდა მომეფხანა 🙂

    “ზოგიც იმიტომ დაანებებს თავს, რომ სხვა ეგონა და სხვაგან მოხვდა” – ამასაც. ორდღიან შემეცნებით კურსს დავესწარი იქ, სადაც მოხუცის ლანდს მეფურ ძილით ჩასძინებია.

    ზოგი სიყვარულს დაკარგავს – აქაც გადავრჩი. ჯერ საპოვნელი მაქვს 🙂

    ზოგს ის გააღიზიანებს, რომ პოსტებზე მხოლოდ თავისი კომენტარები დევს – ამის არგუმენტები შეგიძლიათ იხილოთ ჩემს ბლოგზე, პოსტის გვერდით მდებარე გრაფაში “… კომენტარი” 🙂

    “გამოელევა ბარბები, პაკემონები, კევები, პომადები, მანიკურები, პუდრები და რუმიანები” – ამისი არგუმენტის შესახებ კი ხმამაღლა საუბარი არ ღირს 🙂

    ისეთებიც დაანებებენ წერას თავს, რომლებიც ზედმეტად დეპრესიულები არიან – ამ კრიტერიუმის არგუმენტი წინასგან განსხვავებით აბსტრაქტულია და გაჭირდება დასაბუთება, მაგრამ მაინც… ხასიათის ტიპით სანგვინიკი ვარ.

    მე მგონი, ამ ჩამონათვალის მიხედვით გადავრჩი პესიმისტურ მომავალს 😛

    p.s: ისე უფრო მეტად ვისურვებდი, რომ ბლოგომანიის მორიგი ეტაპი, “კომერციალიზაცია” იყოს და არა ის, რაც X-ს 1912 წლის 14 აპრილს დაემართა 🙂

    • ისე ზიგზაგისებურად აუარე ჩემს “დაბრკოლებებს”, რომ თავი სლალომის შეჯიბრზე მეგონა 🙂
      რაც შეეხება X-ს, ეგეთი X–ები მცირედი შემოლაწუნებაა გლდანური ყოველდღიურობისაგან გამოსაფხიზლებლად, რაც ეგზომ მზარდი სინდრომია მთელს მსოფლიოში 🙂

  24. @ვერ მიმხვდარა ამის მიზეზი, რომ მრავალმუხლიანი უსტარებია@

    აქ რომ-ის წინ მძიმე ზედმეტია 🙂

    დანარჩენი ყველაფერი სწორია 🙂

  25. ძალიან საინტერესო პოსტია, რეალური … მწვანე ფერი არ მიყვარს, მაგრამ შხამი ზოგჯერ სასარგებლოა ხოლმე 🙂

  26. გამოხმაურებებში იკითხა ვიღაცამ – კომენტარების გარეშე წერას გააგრძელებდიო? ჩემი ჰაზრით, ეს საკითხი მჭიდრო კავშირშია მოდის გამო ბლოგერობასთან 🙂

    ჰო, კიდევ, თავს უფლებას მივცემ და ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ: მგონია, რომ ეს ბლოგი ამ სახით არ აირსებებდა კომენტარების გარეშე. რიგითი მკითხველის თვალით დანახული ზურიუსი გამოხმაურებების მიმართ მეტად მგრძნობიარეა : ))

    • არ მიყვარს მოსაზრების უყურადღებოდ დატოვება. ასე ადამიანებს ვაგრძნობინებ, რომ მათს აზრს ვითვალისწნიებ, ცხოვრებაშიც ეგრეა 😀 😀

  27. ვაუ

    ერთ–ერთ საუკეთესო პოსტია რაც აქ წამიკითხავს !

  28. სულ მაწუხებს ეგ შეკითხვა – რატომ მაქვს ბლოგი და როდის შევწყვეტ წერას :)))))

  29. არც მეტი არც ნაკლები ეს ბლოგი ჩემზეა.
    mokhetiale.wordpress.com
    რაც გინდათ, ის იფიქრეთ. როცა ეს ბლოგი გავაკეთე მინდოდა რომ გამეკეთებინა. როცა გავაუქმე, მინდოდა რომ გამეუქმებინა.
    მე ყოველთვის ვაკეთებ იმას რაც მინდა!

    • შენს ბლოგს მარტო მე არ შევაფასებ. ისე, ექაუნთს ნუ გააუქმებ. თუ ახალი შთაგონება გაგეხსნება, ინტერნეტსივრცეში ადგილი შენახული გექნება 😉
      მიუხედავად იმისა, რომ WordPress–ზე დავმკვიდრდი, Blogspot–ზე დარჩენილი ჩემი 3 წარსული ბლოგი არ გამიუქმებია და ზოგჯერ მოვინახულებ ხოლმე.

  30. “მათ მიერ მოქნეულ მრავალწერტილთა ჯაჭვების აზრს ყველა ვერ ჩაწვდება”- ზურიუს,ბრავო-ეს უკვე პოეზიაა!:))

  31. gamarjoba zurius.. ra shuashia da ert rames gkitxav. rom ambob >>>> ყველაფერი იწყება – ყველაფერი მთავრდება. ეს გარდაუვალია. <<<< da dro-stan dakavshirebit ras fiqrob? (shen natqvams sheusabame)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s