ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

And The Golden Globe Goes To 2010

17 Comments


დღეს Golden Globe–ს ვუყურე “იმედზე” და აღმოვაჩინე, რომ, მგონი, Oscar–ს მირჩევნია. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ უფრო მყუდროა. დიდი და გაშლილი სივრცეები კი მიყვარს, მაგრამ Kodak-ის თეატრს რომ წარმოვიდგენ, მაშინ სიცივე მაჟრიალებს. Beverly Hilton Hotel–ის დარბაზი, მასთან შედარებით, პატარა სახინკლეა, თუმცა უფრო მყუდროც. დაჯილდოვებაც თითქოს უფრო შინაურულ, ოჯახურ წრეში ხდება.

როცა სცენაზე დგახარ და თითქმის ყველას დანახავა შეგიძლია, ეს შენზე სხვანაირად მოქმედებ. შენ უყურებ, როგორ გიყურებენ. აქედან გამომდინარე, უფრო გულწრფელი ხარ საუბარში და უფრო ბუნებრივი შეფასებებში. ამიტომაც არის, რომ ხმაში უფრო მეტი კანკალია, თვალში კი – მეტი ცრემლი. არა, ჰოლი ბერიმაც კარგად ინერვიულა Oscar–ზე, როცა პირველი ზანგი ქალი ოსკაროსანი გახდა, თუმცა მონიკი ტიპური გამარჯვებული იყო, ვინც Golden Globe–ზე ლამის იქვითინა.

გადავიდეთ საქმეზე. ვინაიდან კინოკრიტიკოსი არ ვარ და ამ საქმეში არც თუ დიდი “ბაგაჟი” მაქვს, წარმოგიდგენთ ნომინაციებს, გამარჯვებულებსა და კიდევ სხვა სურათებს. ყველაფერს თავისი ლინკი ახლავს, ასე რომ, გულდაწყვეტილი არ დარჩებით 😉

წამყვანი (პირველი წამყვანი Golden Globe-ის ისტორიაში) რიკი ჯერვესი

ჯილდოები:

სრულმეტრაჟიანი ფილმები

Cecil B. DeMille – ის ჯილდო მარტინ სკორსეზე

საუკეთესო ფილმი – “ავატარი”

ქალის საუკეთესო როლი დრამაში – სანდრა ბულოკი (“ბნელი მხარე”)

მამაკაცის საუკეთესო როლი დრამაში – ჯეფ ბრიჯესი (“შეშლილი გული”)

საუკეთესო კომედიური ან მუსიკალური ფილმი – “წვეულება ვეგასში”

ქალის საუკეთესო როლი კომედიურ ან მუსიკალურ ფილმში – მერილ სტრიპი (“ჯული და ჯულია”)


მამაკაცის საუკეთესო როლი კომედიურ ან მუსიკალურ ფილმში – რობერტ დაუნი უმცროსი (“შერლოკ ჰოლმსი”)

ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი – მონიკი (“ძვირფასი”)

მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი – კრისტოფ უოლცი (“უსახელო ნაბიჭვრები”)

საუკეთესო ანიმაციური ფილმი – “მაღლა”

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი – “თეთრი ბაფთა”

საუკეთესო რეჟისორი – ჯეიმზ კამერონი (“ავატარი” )


საუკეთესო სცენარი – ჯეისონ რეიტმანი, შელდონ ტერნერი (“მაღლა ცაში”)

საუკეთესო მუსიკა – მიკელ ჯაკინო (“მაღლა”)

საუკეთესო სიმღერა – The Weary Kind (“შეშლილი გული”)

სატელევიზიო ფილმები

საუკეთესო დრამა – “შეშლილები”

ქალის საუკეთესო როლი დრამაში – ჯულიანა მარგილისი (“კარგი ცოლი”)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამაში – მაიკლ სი ჰოლი (“დექსტერი”)

საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი – “სიმღერა”

ქალის საუკეთესო როლი კომედიაში ან მიუზიკლში – ტონი კოლეტი (“ტარას შეერთებული შტატები”)

მამაკაცის საუკეთესო როლი კომედიაში ან მიუზიკლში – ალეკ ბოლდუინი (“სტუდია 30”)

საუკეთესო მინისერიალი ან ფილმი TV-სათვის – “ნაცრისფერი ბაღები”

ქალის საუკეთესო როლი მინისერიალში ან  TV–ფილმში – დრიუ ბერიმორი (“ნაცრისფერი ბაღები”)

მამაკაცის საუკეთესო როლი მინისერიალში ან  TV-ფილმში – კევინ ბეიკონი (“შანსი”)

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი – ქლოე სევინი (“დიდი სიყვარული”)

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი – ჯონ ლაითგოუ (“დექსტერი”)

ახლა გადავხედოთ, ვის რა ეცვა 🙂

ნიკოლ კიდმანი – ჩემი პირადი ღვთაება

ჰალე ბერი – ერთ–ერთი ულამაზესი აფროამერიკელი – ველურ ვიდზე იყო 😉

კრისტინა აგილერა და შერი – ეს ქალი ხომ არა და არ ბერდება. თავისი წონა მარტო ოპერაციები აქვს გაკეთებული. 1,55 მეტრის სიმაღლის აგილერა რა უმწეოდ ჩანს მის გვერდით 🙂

ოლივია უაილდი, ანუ “13” სერიალიდან “ექიმი ჰაუსი”

ჯულიანა მურმა იმედი გამიცრუა (დიდი კუტურიესავით ვლაპარაკობ, მაგრამ რა არის აბა ეს?)

ტონი კოლეტმა მოიხდინა, რაც ეცვა

ჯული ბოუენის თერძი დაფიქრდა, რა ფერის კაბა მოუხდებოდა წითელ ხალიჩას და ბევრსაც აჯობა

კამერონ დიასს ფერის ტონალობა რომ შეეცვალა, მხოლოდ სახე და ქოლგის თეთრი ზოლები არ გამოჩნდებოდა

როუზ ბირნი ახლადაყვავებული ყოჩივარდას ფორმაში გამოცხადდა. კოპწიად და დახვეწილად.

ჯეინ ადამსი. რავი, ზოგს მოსწონს. ისე, ცუდ ვიდზე არ არის.

ლარა სპენსერი

კოხტა ჯენიფერ მორისონი – ნეტა როდის დაბრუნდება “ჰაუსში”?

ლი მიშელის უკუნეთისფერი კაბა

ჰელენ მირენი – არ ვიცოდი, სინამდვილეში ელენა მირონოვა თუ ერქვა

მარიონ კოტიარი …. ვაუ, დავეცი!

ჯენუერი ჯონსი საოცრად დახვეწილი კაბით მოსულა. აუ, მაგრად უხდება

პენელოპესაც მალადეც

ფაშათფაშა გაბორი სიდიბი. ისე, მწვანე უხდება და საყვარელია.

ლეონა ლიუისი პარაშუტით მოსულა

ჩანართი “ტფუი, რა არის სიბერე!”

ესეც დიდებული სოფი ლორენი

გლენ ქლოუზი

ჯესიკა ლანჯი

ჯინიფერ გუდვინი

სანდრა მგონია, რომ ლილოში ყიდულობს ამ ნაირ–ნაირ კაბებს

ჯენიფერ ენისტონი… ვერ ეშველება დიდხანს

თეთრი კაბები აშკარად უკეთესი რომ გამოუვიდათ, კრისტენ ბელიც ადასტურებს

მეივის სპენსერი მთელი თავისი სექსუალურობებით

მალადეც ანა კენდრიკს

პაულა პატონი

ჯეიმა მეისი – ორიგინალური და მომხიბვლელი

ჯულია, ჯულია…

ემილი ბლანტს რომ კაბა აცვია, ზუსტად ასეთებით არის გამოძეძგილი პლეხანოვი

სოფია ვერგარა… რატომ მოსწონთ ასეთ ლამაზ ქალებს ამხელა შპალერში გახვევა, თუკი ამას არანაირი დატვირთვა არა აქვს?

კრისტინა ჰენდრიკსი მთელი თავისი სილიკონის ბაღჩეულობით

ზო სალდანა… იხდენს, თანაც როგორ!

სიგურნი უივერი

ახლა მამრები

რა თქმა უნდა, ჰიუ ლორი, ნამდვილი ჯენტლმენი და საზიზღარი ექიმი ჰაუსი 😉

როგორ დაბერტა ტომ ჰენქსი…

ვუდი ჰარელსონი

სტივ კერელი – 40 წლის ვაჟიშილი 🙂

ადრიან გრენიერი

ტარანტინო გაჯგიმული მოვიდა, მაგრამ უგლობუსო წავიდა

დევიდ დუხოვნი

ჯოშ დუამელი და კუკლასავით ფერგი

ხომ ვამბობდი, არა? არ არის ტაისონი ბოქსისთვის დაბადებული. როგორ უხდება სმოკინგი… და ღრძილები 🙂 🙂

ქლუნი ისევ ქლუნია. გინდ წვერმოშვებული, გინდ გაპარსული

პოლ მაკარტნი… ნუ რა უნდა ვთქვა

მიკი რურკი ანუ რაც მისგან დარჩა

ბევრი რომ არ გადაგღალოთ, დაგემშვიდობებით. კიდევ იმდენია სათქმელი, იმდენი დასაწერი, რომ 10 პოსტიც არ ეყოფა. გვიყვარს ფილმები, გვიყვარს რჩეული მსახიობები და მათი გამოჩენა ყოველთვის გვახარებს.

ამით Golden Globe, ანუ როგორც მას კინოკრიტიკოსები ეძახიან – Oscar–ის გენერალური რეპეტიცია, დასრუებულია.

And The Golden Globe Goes To… 🙂

Advertisements

17 thoughts on “And The Golden Globe Goes To 2010

  1. da mat tansacmelebzec yoveltvis vtirivaaar:(((((((( gmerto ra kabebi iyo, nikol kidmanis kabaze daveeeciiiiiiii:(((((((( penelopa krusic zalian lamaz kabashi iyo gamowyobili da qalia nu!
    ai viszec igadave, shpalerio, esao isao, getanxmebi :)))))) is kaba martla shpalers gavda 😀
    ui da is bichi momwons, “eshmaki atarebs pradashi” ro bichia 😛

  2. ზურიუს, შენ გაგახარებს ღმერთი ამ პოსტის დაწერისთვის! : ))

    ვერ ვუყურე გლობუსს, ვერც ლაივში და ვერც იმედზე, და აქ თურმე მშვენიერი პოსტი მელოდებოდა : ))

    ნეტა შეიძლებოდეს ყველა ფოტოზე ქვევიდან რომ მივაწერო კომენტარი : D

    ეხლა უნდა გავიხსენო თითოეულ ფოტოზე რა გავიფიქრე.. ა, ჰო – ფერგი [თუ ფერჯი] – ძალიან ცუდი სახე აქვს და ქალად ვერ აღვიქვამ : (
    ნიკოლ კიდმანი და პენელოპე ძალიან ლამაზები არიან : )

    სხვებზე აღარ შევჩერდები, თორემ შენს პოსტზე გრძელი კომენტარი გამომივა : D

    • :კომენტარებისხამი: 🙂 🙂 🙂

      • ლოოლ პოსტს რომ ვკითხულობდი კომენტარის დაწყება გადავწყვიტე ფრაზით “შენ გაგახარებს ღმერთი ზურიუს ამ პოსტისთვის”- პირველი რაც თავში მომივიდა პოსტის დანახვისას ეგ იყო და რომ ჩამოვსკროლე და ნატალიას კომენტარის ზუსტად ასეთი დაწყება დამხვდა მაგრად ვიცინე 😀

        მეც ვერ ვუყურე და იმიტომ გამიხარდა აგრერიგად აქ რომ წერია ყველაფერი ^_^

  3. წუხელ პირველად ვუყურე და მეც აღმოვაჩინე, რომ ოსკარს მირჩვნია რა… დაუნის გლობუსი გამიხარდა ძალიან 🙂

    გემოვნებით ჩაცმაში კი კიდმანს ვერავინ შეედრება… 🙂

  4. mgoni yvelam uyura Golden Globe-s chems garda. arada mainteresebda, magram am gamocdebis gadamkide ras vuyurebdi 😐

  5. რაკარგი და სასრგებლო პოსტ იყო
    მიმოხილვითი
    არ მიყურებია მე და აქ დავათ[ალიერ-შევიტყვე ყველაფერი
    ვინ დაბერდა, ვინ გახდა-გასუქდა და ა,შ
    :))))))
    ლორენი რამდენი წლისაა კიმარა, ჰუჰ

  6. ბოლოს ის გასაპარსი ფეხებიც უნდა დაგედო : ))

  7. ზურა, კარგი პოსტი იყო მათთვის, ვინც ვერ ნახა ცერემონია.

    პირადად მე, ოსკარებს ეს მირჩევნია, ის ძალიან გადატვირთულია, პლუს სასიმღერო ნომრები და ვერ ვიტან ბიიონსესნაირ მკივანა გოგოებს რომ გამოფენენე ხოლმე :ლოლ:

    უნდა აღვნიშნო, რომ ამ ცერემონიამდე იაჰუზე იყო ხმის მიცემა და 90% გავარტყი, იაიაიაიაი!!! ვიცნობ ამერიკას, აბა რა იქნება 🙂

    [შენი პოსტის საპასუხო იქნება მალე 😉 ]

    What about ფერგი? – კარგი ადამიანი ვარ, მაგრამ ასეთი ვიწროშუბლა გოგოებისადმი ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მსუბუქად რომ ვთქვა.

    ჩემი აბსოლუტური ფავორიტი დრიუ იყო, რა თქმა უნდა. ჩაცმულობით რაც შეეხება – პენელოპემ დახურა, თან ისე საყვარლად ეკავა ქოლგა!!! I adore her.

  8. მერილ სტრიპი როგორ მიყვარს ❤

  9. შენ გაიხარე, რიკი ჯერვესის სახელი რომ გამაგებინე – კაი ხანია ვეძებ, რა ქვია მაგ მსახიობს 🙂

  10. თვალს ესიამოვნა პოსტია, კარგია 🙂

  11. მეც ვუყურე და ელენა მირონოვა ჩემთვისაც აღმოჩენა იყო..
    13 13 13 მანდ ყველა მიყვარს..
    ჯენიფერ მორისონი დაბრუნებული არაა ყველა სერიაში ჩანს..
    სოფი ლორენი, გლენ ქლოუზი და ჯესიკა ლანჯი დაჭკნენ 😦
    კრისტენ ბელი საყვარელი გოგონაა..
    ჯულია, ჯულია ხომ საერთოდ ლეგენდაა..
    ჰიუ ლორი უკომენტაროდ..
    ჯოშ დუამელი მიყვარს ლას ვეგასიდან..
    მიკი რურკი რა მაგარი იყო და :((

  12. მე მიხვდი, ფული ხალხს გემოვნებას უფუჭებს, ვოტ! :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s