ZURRIUSS

უკანასკნელი კეისარი

“რაღაცნაირი” ბორჯომ-ბაკურიანი (ფოტოკოლაჟი)

35 Comments


2010 წელი ჩემთვის “რაღაცნაირი” მოგზაურობებით დაიწყო. ჯერ “რაღაცნაირი” ბათუმი იყო, სადაც ვერ გავიგე, როგორი ატმოსფერო სუფევდა. მერე ბაკურიანში ვიყავი და თოვლმა უარი გვითხრა მოსვლაზე. ბებერ ახალ წელსაც იქ შევხვდით. ისე, ძალიან მწყდება გული, რომ ამ დღესასწაულს ნელ-ნელა გაუფერულება დაეწყო. რუსები კი ნამდვილად გვჯობნიან ამაში და Стары Новый Год-ს ისეთივე ზარზეიმით აღნიშნავენ. არ გვინდა ამაზე…

არა, კი ვიმხიარულეთ: “ნატახტარის” აქციაში მივიღეთ მონაწილეობა, “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2”-ს ვუყურეთ, ბორანზე ვიკატავეთ, მაგრამ…

12 იანვრიდან ველოდებოდით, როდის გათოვდებოდა და ბაკურიანი თავის ბუთქუნა საბურველში გაეხვეოდა. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც იქ მოთოვა. ეგ კი არა და ყინვაც -1 გრადუსი ძლივს იყო ღამით. სასრიალოებს თოვლი ნელ-ნელა შემოეცალა და ტალახისფერი დაედო. ყველა ამბობდა, რომ ასეთი “რაღაცნაირი” ბაკურიანი ჯერ არ ახსოვთ. ვინაიდან და რადგანაც ტალახი ქუთაისშიც ბლომად გვაქვს და თანაც უფასოდ, გუდა-ნაბადი ავიკარით და სახლში დავბრუნდით.

გზად ბორჯომშიც გავიარეთ. მაინტერესებდა, რა გააკეთეს, რა შეცვალეს (თორე გაუკეთებელი მქონდა ნანახი :P). მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი იყო, ასეთ “რაღაცნაირ” ბორჯომს არ მოველოდი. არემარეს დავაკვირდი და მერე დავრწმუნდი, რომ

საქართველოში არის ისეთი ადგილები, რომლებიც წელიწადის ერთ დროს ბობოქრობენ, დანარჩენს კი სიმკვდარეში ატარებენ.

მეტს აღარ გავაგრძელებ, დანარჩენს და უფრო ობიექტურად ეს ფოტოკოლაჟი მოგიყვებათ 😉

ეს ბაკურიანია. არ ჰგავს, მაგრამ მაინც 🙂

რაღა არს იგი მოგზაურობა, რასაც არ ახლავს მცირეოდენი გაფრენა 🙂

აქ ირაკლიმ "ნატახტარის" ლუდი და 2 კაშნე მოიგო 🙂

ზალიკო თავისსავე გამოთლილ ყინულის ვეფხვზე

ვმარიაჟობ, არ შეიმჩნიოთ. რა მექნა, თოვლი უშეღავათოდ დნებოდა 😛

“რაღაცნაირ” ბაკურიანში რამდენიმე ლამაზად ფოთოლგაცვენილი და მეტყველი ხე აღმოვაჩინე.

ბორჯომი…

წყარო ძალიან მომეწონა

საღლაბუცო ვნახე და გამოვტოვებდი? 🙂

ბაბა იაგამ მთხოვა, შემცვალეო

ოჯახური ფოტო, ნუ მიაქცევთ ყურადღებას 😉

მიყვარს არაურბანიზებული პარკები, უფრო ახლო კავშირი რომ აქვთ ბუნებასთან

აჰა, მაინც მივაგენი. თბილისიდან დაუკითხავად მოთხრილი პრომეთე

რკინიგზის სადგური მართლა "რაღაცნაირი" იყო "რაღაცნაირ" ბორჯომში

ირაკლი ვაპოზიორე. შთამაგონებრივი სურათის გადაღება მომინდა და...

და ბოლოს…

P.S. თქვენთან ერთი კითხვა მაქვს, ამდენი ფოტოკოლაჟი მომაბეზრებელი ხომ არ არის? ძალიან ბევრ სურათს ხომ არ გახვევთ თავს?

Advertisements

35 thoughts on ““რაღაცნაირი” ბორჯომ-ბაკურიანი (ფოტოკოლაჟი)

  1. აუ რამდენი მოგონება მომწვა ახლა უცებ ბორჯომის პარკის ფოტოები, რომ ვნახე 🙂

  2. auuu mec mominda…martlac lamazia…bravo suratebistvis….shesanishnaaav 🙂

  3. borjomze bevri ram gamaxsenda : )))
    bakuriani sharshanac egeti iyoo … 😐 ityuebian egeni 😐

    me fotokolajebi dzalianac momwons :”>

  4. ფოტოკოლაჟი საინტერესოა უდავოდ. მითუმეტეს გამქრალი პრომეთე.
    მაგრამ “სიმკვდარე” ყველაზე ცუდი სიტყვაა, რომელიც ოდესმე გამიგია. You should do anything in this case 😉

    • გრამატიკულად არასწრორია, ზნაიუ, მაგრამ მართლა მკვდარია და რა ვქნა? ზამთარში ქობულეთია მკვდარი, ზაფხულში – ბაკურიანი და გუდაური. 😉

  5. fotokolajebi mosacyeni ki ara,piriqit,mhsvenieria,yvelaze sarmafcebsac ki shemiaxedebs blogse 😛
    xoooda,ro dadixar aqet-iqit mkitxe,sad ari tovli da sad girs casvla da gascavli 😛

  6. აუუუ როგორ მომენატრა ბორჯობიიიიიი :))
    ხეები კარგი იყო კიდე, ხო იცი ვგიჟდები ხეებზე 🙂

  7. თოვლი უშეღავათოდ დადნაო – ეგ მომეწონა, კიდევ პრომეთე მომეწონა სადღაც მოფარებულში რომ დგას. ხეებიც ძალიან ლამაზი იყო და კიდე რიჟა ( 🙂 იცი რატომაც გამეცინა) კიკინები და მოკლე კაბაც გიხდებოდა. აქედან პასუხი შენ შეკითხვაზე, სურათებიანი პოსტები იზიდავს მკითხველს და კარგად ’საღდება’.

    P.S ამჯერად შესავლის წაკითხვა დამეზარა მაგრამ *დედას გეფიცები* სხვა სურათებიან პოსტებს შენი ავტორობით თავიდან ბოლომდე ვკითხულობ ხოლმე 🙂

  8. დედა სად დაუდგამთ ჩვენი პრომეთე თუ ამირანი რა ქვია არ ვიცი მაგ ქანდაკებას:) ხო უთოვლო ბაკურიანი ტეხავს იმედია თოვლიან ბაკურიანში მოვახერხებ წასვლას რამდენიმე დღით მაინც. მოკლედ დაშრიალებ რესპუბლიკის მაშტაბით 🙂

  9. აუ მიყვარხარ შეჩემა : ))
    გოგო ვიყო მოგცემდი : )))
    მაგარი ფოტოებია… რას ამბობ?
    რაც მე მაგაზე მაღადავე ეხა შეენ ? : ))
    არაფერი… არ მოაკლო კაცო… მეც რო მქონდეს ფოტოაპარატი რამე ნორმალრუი… მეც დავდებდი ხოლმე ფოტოკოლაჟებს :)))

  10. ფოტოკოლაჟები მომაბეზრებელი კი არა რაც მეტი მით უკეთესია (როცა ასეთი კარგები)

    სხვა რო არაფერი გქონოდა მარტო იმაზე გეტყოდი მადლობას რო პრომეთე მაპოვნინე, მართლა არ ვიცოდი სად წაიყვანეს… 😦

    ისე ოქროსტრუსიკიანი ბიჩი ცირკთან ახლოს მაინც არ იყო გასაჩერებელი (კონკურენციას წევდა), მაგრამ ამ სიშორეზე თუ წაიღეს არ ვიცოდი 😀

  11. მე 2 იანვარს ცავედი და რაც ეხა სურათებზე ბაკურიანი მაგაზე უარესი იყო. ცვეტში კოწებდამდე ტალახსი ვიყავი ამგლაგნული 😦

    3 დილას კი მოთოვა და მერე 4 ში და ეგ ტოვლია შენახული კიდე.

    კაია თხილამურებზე რო დამდგარხარ 🙂 ყველაზე მაგარი კაიფია აქ.
    მაგრა რო სწავლი მერე მითუ,ეტეს , რტულ ტრასებზე რო დაფრინავ მაშინ გაგისწორდება ძაან

    პს. 10 წელია ვდგავარ და მაგიტო გეუბნები 🙂

  12. ბორჯომის წყალი ზაფხულში რომ დავლიე ცუდი გემო ჰქონდა თბილი რომ იყო
    :შ
    ისე რარაცეები შეცვლილი მომეჩვენა
    იქ ზევით რომ ეშმაკის ბორბალია კიდევ უფუნქციოდაა?

    • მუშაობსო, მითხრეს. ოღონდ ზაფხულში. ატრაქციონი ზაფხულში სრული დატვირთვით მუშაობს, მიშაც ხომ დაკატაობს ხოლმე 🙂

  13. არააა, მე მომწონს, აუ ბაკურიანზე დამწყდა გული 😦 რას გავს :შ

    • axal wlebze anu 31, 1 , 2 ვაბშე თოვლი არ იყო, ეგ 25 იანებიც გამორთული იყო და თოვლის ნასახი არ იდო. იქაურები გაგიჟებულები იყვნენ , ეგეთი რამე არ გვინახავსო.

      ლონდონში დ აპარიზში მეტრანახაევარი თოვლი მოდის და სადაც მოსასვლეილია იქ არ მოდის:D:D:D

  14. niangis pirshi traki rom gaqvs sheyofili mag suratze imdeni vicine yeli amtkivda ^_^ sagol ❤

  15. ბორჯომს ახლა სძინავს , ზაფხულშია დუღს პარკში ცხოვრება , სეზონზე სკამს თავსუფალს ვერ ნახავ 🙂
    ბორჯომის მატარებლის სადგური ყველაზე ლამაზია მთელ საქართველოში !

    პატარა პარკშიც გასულიყავი რა იქნებოდა იქვეა, ძალიან ლამაზია იქაურობა :mrgreen:

  16. მართლაც რომ რაღაცნაირი ბორჯომ ბაკურიანია! ეს თოვლი მაინც სად გაქრა? კიდევ კარგი შენმა ღლაბუცობებმა გამახიარულეს მაინც! არანაირად არ არის მომაბეზრებელი შენი ფოტოკოლაჟები ყოველთვის შთამბეჭდავია და სახალისოც!:)მომენატრე შე თკბილ–მწარეეეეე!

  17. არა რა მოსაბეზრებელი… : ) კარგად გავერთე 🙂

    ძალიან მომანდომე ბორჯომშიიიიიიი : ( თან ეხლა უკეთესია “ვგონებ” 😀 ზაფხულში ყველა ფეხის ნაბიჯზე ნაცნობებს ვჩითავდი და ამოვიდნენ ყელში რააა 😀 😀

  18. მე და ჩემი მეგობრებიც ბორჯომში შევხვდით ძველ ახალ წელს და წამოსვლამდე არ ვკარგავდით იმედს, თოვლი მოვაო:(((( თქვენც არ მომიკვდეთ! :))) მშრალ და უთოვლო ბორჯომში ხალისი და ღამის პარკში გადაღებული სახალისო ფოტოები შეგვრჩა მხოლოდ :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s